21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სა­ქარ­თ­ვე­ლო – კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დი­ნი

spot_img

მო­გე­სალ­მე­ბით ძვირ­ფა­სო და მო­ნატ­რე­ბუ­ლო მკითხ­ვე­ლო! ზუს­ტად ერ­თი კვი­რა დამ­ჭირ­და იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლა ემო­ცია და­წუ­რუ­ლი­ყო და მშვი­დად და ობი­ექ­ტუ­რად შე­მე­ხე­და იმ აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც მი­ეძღ­ვ­ნა ქარ­თუ­ლი ენის დღეს და 13-14 აპ­რილს ჩა­ტარ­და ბა­თუ­მის სკო­ლა „ევ­რო 2000“-ში.ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი­სა და სექ­ტო­რე­ბის მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე „სა­ქარ­თ­ვე­ლო – კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დი­ნი“.

კონ­ფე­რენ­ცი­ის იდეა უკ­ვე სა­მი წე­ლი მქონ­და, მას შემ­დეგ, რაც წა­მო­ვე­დი პრო­ექ­ტი­დან, რო­მელ­საც ად­რე ერ­ქ­ვა „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ და ახ­ლა ჰქვია „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გოგ­თა მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა“, რო­მელ­შიც 10 წე­ლი ვმუ­შა­ობ­დი და ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულს ეთ­ნი­კურ სომ­ხებს, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ალას­ტა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში (დი­რექ­ტო­რი – რუ­ბენ კრტი­ა­ნი). ახალ სკო­ლა­ში, ახალ რე­ა­ლო­ბა­ში ვერ გავ­ბე­დე ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს — ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა ცი­ვა­ძეს და ბა­ტონ ან­ზორ აბუ­სე­რი­ძეს გა­ვა­ცა­ნი ეს იდეა, ისე­თი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა გა­მო­მიცხა­დეს, რომ ორი თვით ად­რე და­ვიწყეთ კონ­ფე­რენ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა, რა­შიც გვერ­დ­ში მედ­გ­ნენ სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფიო დუმ­ბა­ძე და ხა­რის­ხის მარ­თ­ვის მე­ნე­ჯე­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ირ­მა შა­რა­ძე. მათ­მა თა­ნად­გო­მამ, ყო­ველ ეტაპ­ზე, მო­ი­ტა­ნა ის შე­დე­გი, რი­თაც აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა ყვე­ლა (ჯერ კი­დევ მძლევს ემო­ცი­ე­ბი იმ დღე­ებ­ზე სა­უბ­რი­სას).

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­რე­გის­ტ­რირ­და 40 მოს­წავ­ლე და 35 მას­წავ­ლე­ბე­ლი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან – ქვე­მო ქარ­თ­ლი­დან და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან. კონ­ფე­რენ­ცია გა­წე­რი­ლი იყო ორ დღე­ზე, პირ­ვე­ლი დღე ბავ­შ­ვე­ბის დღე იყო, მე­ო­რე დღეს კი ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მოხ­სე­ნე­ბას რო­გორც სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ზე, ასე­ვე არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, სიძ­ნე­ლე­ებ­სა და მიგ­ნე­ბებ­ზე.

მოს­წავ­ლე­ე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბი მთლი­ა­ნად ეხე­ბო­და ქარ­თუ­ლის სწავ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბას ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის, თა­ვი­ან­თი ეთ­ნო­სის ტრა­დი­ცი­ებ­სა და კულ­ტუ­რა­ზე, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და სო­მე­ხი ბავ­შ­ვე­ბი ისე­თი ლა­მა­ზი ქარ­თუ­ლით, ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მოხ­სე­ნე­ბებს, რომ მას­პინ­ძე­ლი ბავ­შ­ვე­ბიც და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­ნი დარ­ჩ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, ჩვე­ნი სკო­ლის – „ევ­რო 2000“-ის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, ერ­თ­მა პა­ტა­რა გო­გომ, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კი­რიხ­ლოს მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლემ, ჟა­ლე გა­სა­ნო­ვამ (მას­წავ­ლე­ბე­ლი – ნა­ნა არა­ბუ­ლი) მო­ახ­დი­ნა. მე­ო­რე დღეს, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, რო­ცა სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი ან­ზო­რი სი­გელს გა­დას­ცემ­და ჟა­ლეს, მოხ­და სა­ოც­რე­ბა – სკო­ლა „ევ­რო 2000“ ერ­თი წლით იწ­ვევს ამ გო­გო­ნას სას­წავ­ლებ­ლად! დი­რექ­ტო­რის ეს სიტყ­ვე­ბი იყო მთე­ლი ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი, სტუმ­რებ­მაც და მას­პინ­ძ­ლებ­მაც სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვეს, იმ­დე­ნად სწო­რი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა ბა­თუ­მის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო კერ­ძო სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ ამ სა­ო­ცარ გო­გოს.

თუმ­ცა ბავ­შ­ვებ­მა სხვა ოც­ნე­ბე­ბიც აის­რუ­ლეს ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში – ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ო­ცა­რი დახ­ვედ­რა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის გაც­ნო­ბა, გა­სე­ირ­ნე­ბა ზღვა­ზე, მე­ო­რე დღეს ყი­ნუ­ლის სა­სახ­ლე­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სრი­ა­ლი ცი­გუ­რე­ბით, 5 მწვრთნე­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, და­ბო­ლოს, სკო­ლა­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ხელ­და­ხე­ლო კონ­ცერ­ტი ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი ცეკ­ვე­ბით და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი შეს­რუ­ლე­ბით და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი სკო­ლის თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მი­უ­ზიკ­ლი „მზის დაბ­ნე­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“. რო­გორც მე­ო­რე დღეს მას­პინ­ძე­ლი ბავ­შ­ვე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, მთე­ლი სა­ღა­მო ამ სპექ­ტაკ­ლის ჩა­ნა­წე­რებს უს­მენ­დ­ნენ და უყუ­რებ­დ­ნენ ტე­ლე­ფონ­ში.

უმ­თავ­რე­სი შე­დე­გი ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის ის არის, რომ ტო­ლე­რან­ტო­ბა სკო­ლა­ში ნას­წავლ სიტყ­ვად არ უნ­და დარ­ჩეს. ეს იყო პირ­ვე­ლი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი ტო­ლე­რან­ტო­ბის გზა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ­მა, ბა­თუ­მელ­მა ბავ­შ­ვებ­მა გა­დად­გეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, თა­ვი­ან­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის – სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბავ­შ­ვე­ბის გაც­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მათ შო­რის ორ­დღი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბით და­იწყო.

გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი­მე სო­მეხ­მა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მოს­წავ­ლემ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ, გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ აუცი­ლებ­ლად ბა­თუმ­ში გა­აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ სწავ­ლას და, სტუ­დენ­ტე­ბი რომ გახ­დე­ბი­ან, ამ სკო­ლის კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე ყო­ველ­თ­ვის მოვ­ლენ, ანუ, ბავ­შ­ვებ­მა თვი­თონ დაგ­ვი­წე­სეს, რომ ეს კონ­ფე­რენ­ცია ტრა­დი­ცი­უ­ლი უნ­და გახ­დეს და გახ­დე­ბა კი­დეც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა მთე­ლი სკო­ლა „ევ­რო 2000“ ასე­თი ერ­თ­სუ­ლოვ­ნე­ბით და შე­მარ­თე­ბით იღ­ვ­წის არა მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს მოს­წავ­ლე­ებს, რა­თა მათ თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლონ იყ­ვ­ნენ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, არა­მედ იმის­თ­ვი­საც, რომ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბონ ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ო­რე დღის შე­სა­ხებ სულ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვას მო­გახ­სე­ნებთ. კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი – ნო­ნა არე­ვა­ძე-კო­ტო­რაშ­ვი­ლი, ნა­თია მა­ნია, „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ მფლო­ბე­ლი, ასე­ვე ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გოგ­თა მხარ­და­ჭე­რის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და პრაქ­ტი­კულ მოხ­სე­ნე­ბებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­გაც­ნობთ. კონ­ფე­რენ­ცი­ას, ასე­ვე, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო  ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი – მა­კა ომი­ა­ძე და ლია ცერ­ც­ვა­ძე.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­მაც არ და­ი­ზა­რა, დრო გა­მო­ნა­ხა და სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით, თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბით და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, დი­დი და დამ­ღ­ლე­ლი გზა გა­მო­ი­ა­რა და ჩვენ­თან ერ­თად აჩუ­ქა ბავ­შ­ვებს ეს ორი ნა­ყო­ფი­ე­რი და ბედ­ნი­ე­რი დღე.

ბო­ლოს გა­გაც­ნობთ კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლის, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კი­რიხ­ლოს ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლის, ნა­ნა არა­ბუ­ლის წე­რილს.

მზი­ა­ნი დღე­ე­ბი წვი­მი­ან ბა­თუმ­ში

ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცი, რა სჭირ­დე­ბა ასე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი წა­მოწყე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­გო­რიც ბა­თუ­მის ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცია იყო და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­უ­ვიწყა­რი დღე­ე­ბის ჩუ­ქე­ბას: მა­თი უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი, ძა­ლი­ან დი­დი ენერ­გია და უპი­რო­ბო მხარ­დამ­ჭე­რი და ზურ­გის გამ­მაგ­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი; კი­დევ, ნდო­ბა და რწმე­ნა სჭირ­დე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

ვინც ინ­გა ბაგ­რა­ტი­ონს ვიც­ნობთ, ვი­ცით, რა ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია (ამი­ტო­მაც გა­და­დო თა­ვი ამ მას­შ­ტა­ბებს შეს­ჭი­დე­ბო­და) და რო­გო­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ვი­საც თა­ვი მო­უ­ყა­რა ბა­თუმ­ში 2024 წლის 13-14 აპ­რილს; უპი­რო­ბოდ რომ გვენ­დო­ბა ჩვენ, სტუმ­რებ­საც და მას­პინ­ძ­ლებ­საც, არც ესაა ახა­ლი, ამი­ტო­მა­ცაა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, მაგ­რამ ახ­ლა იმ მხარ­და­ჭე­რა­სა და მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე უნ­და დავ­წე­რო, რომ­ლებ­მაც სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბის, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბის, მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თი გვიჩ­ვე­ნეს: რო­გო­რი ამ­ბა­ვია, დამ­ღ­ლე­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ სკო­ლის, რო­მელ­მაც, სხვა­თა შო­რის, და­ნახ­ვის უმალ მო­ხიბ­ლა ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბი, შე­სას­ვ­ლელ­ში გვხვდე­ბა ხა­რის­ხის მარ­თ­ვის მშვე­ნი­ე­რი მე­ნე­ჯე­რი, სა­ოც­რად თბი­ლად გვე­სალ­მე­ბა, უღი­მის ბავ­შ­ვებს, ესა­უბ­რე­ბა და ეს ღი­მი­ლი, სით­ბო, დაღ­ლის კი არა, გა­დაღ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თი წუ­თით არ შეც­ვ­ლი­ლა. მად­ლო­ბა ვერ გა­მო­ხა­ტავს იმას, რა ემო­ცი­აც გა­მოგ­ვა­ტა­ნეთ.

შუ­ა­ღა­მი­სას სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­საც არ ვე­ლო­დი სკო­ლა­ში და, მით უფ­რო, ჩე­მი ბი­ჭე­ბის მას­პინ­ძე­ლი თუ იქ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­ვე მა­თი სა­უ­კე­თე­სო უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლია. დი­დი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო მალ­ხაზ, თქვე­ნი სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის!

უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა სკო­ლა „ევ­რო 2000“-ის მოს­წავ­ლეს, ნი­ნი ბი­ა­ძეს და მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ოჯახს ჩე­მი გო­გო­ე­ბის მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის! ნი­ნის დე­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლია და ნი­ნი სა­ო­ცა­რი გო­გოაო, – ასე და­ა­მახ­სოვ­რეთ თა­ვი ჩემს გო­გო­ებს, ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ნა.

მუ­სი­კის და სიმ­ღე­რის ხმა და სო­ფო დუმ­ბა­ძე ღა­მის 12 სა­ათ­ზე, სკო­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ თე­ატ­რა­ლურ დას­თან ერ­თად, თბი­ლად, ღი­მი­ლით, პო­ზი­ტი­ვით რომ აგ­ვავ­სო და გა­დაღ­ლის მი­უ­ხე­და­ვად ერ­თი წუ­თი არ შე­უც­ვ­ლი­ათ ნი­რი, ის ხალ­ხია.

სკო­ლა „ევ­რო 2000“-ის დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი ან­ზორ აბუ­სე­რი­ძე, რო­მე­ლიც ერ­თი წუ­თით არ მოგ­ვ­ცი­ლე­ბია გვერ­დი­დან, თავ­მ­დაბ­ლო­ბის და სა­ნი­მუ­შო მე­ნე­ჯე­რის მა­გა­ლი­თად და­ა­მახ­სოვ­რ­დათ ჩემს ბავ­შ­ვებს; მად­ლო­ბა დათ­მო­ბი­ლი დრო­ის­თ­ვის, სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი­სა და დი­დი მზრუნ­ვე­ლო­ბის­თ­ვის!

ქარ­თუ­ლი ენის კა­თედ­რის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­დამ­დე­ბი იყო და გვამ­შ­ვი­დებ­და ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მოს­ვ­ლი­სას ანერ­ვი­უ­ლე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს. „ევ­რო 2000-ელე­ბო“, სა­ო­ცა­რო ბავ­შ­ვე­ბო! არა, სა­ო­ცა­რო ადა­მი­ა­ნე­ბო, მად­ლო­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბის­თ­ვის, თავ­მ­დაბ­ლო­ბის­თ­ვის, სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, დი­დი ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რის­თ­ვის, შრო­მი­სა და ბევ­რი პო­ზი­ტი­ვის და­საგ­ზ­ლე­ბის­თ­ვის!

მად­ლო­ბა ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბის­თ­ვის, ეს­რი­ა­ლათ ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე!

მად­ლო­ბა ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის

და­ბო­ლოს, 2011 წელს, რო­ცა პირ­ვე­ლად კი­რიხ­ლო­ში მი­ვე­დი, ვერც კი გავ­ბე­დავ­დი ოც­ნე­ბას, რომ 10 წე­ლი­წად­ში ჩემს მოს­წავ­ლე­ებს დე­დან­ში წა­ვა­კითხებ­დი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას და არა მარ­ტო წა­ვა­კითხებ­დი; ცხა­დია, ყო­ველ­გ­ვა­რი თავ­მ­დაბ­ლო­ბის გა­რე­შე, ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, მაგ­რამ შე­დეგს, რაც ამ შრო­მას მოჰ­ყ­ვა, ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დით ვერც მე და ვერც ჩე­მი გო­გო­ე­ბი – ესე­ე­ბის კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა და ახ­ლა კი შანსს, რაც სკო­ლა „ევ­რო 2000“-მა შეს­თა­ვა­ზა ჩემს ჟა­ლას, სრუ­ლი­ად ახა­ლი გვერ­დის გა­დაშ­ლა შე­უძ­ლია მის ცხოვ­რე­ბა­ში. უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა ამის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის კა­თედ­რას და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას!

და­უ­ვიწყა­რია ჩემ­თ­ვი­საც და მის­თ­ვი­საც ის ემო­ცი­ე­ბი, რაც მის გა­მოს­ვ­ლას და შემ­დეგ, და­ჯილ­დო­ე­ბას და სი­ურ­პ­რი­ზის გამ­ხე­ლას ახ­ლ­და.

დი­დი მად­ლო­ბა მზი­ა­ნი დღე­ე­ბის­თ­ვის! ჩვენ აუცი­ლებ­ლად შევ­ხ­ვ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთს!

ინ­გა ბაგ­რა­ტი­ო­ნი
ბა­თუ­მის სკო­ლის „ევ­რო 2000“ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები