შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდა ჩაატარა.




შემოდგომის სესიაზე 100-ზე მეტი მსურველი იყო დარეგისტრირებული. მათგან ტესტირებაზე 91%-ზე მეტი სტუდენტი გამოცხადდა. გამოსაცდელებმა 3 ნაწილისგან შემდგარი ტესტი (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა) შეასრულეს. შედეგები ცნობილი ნაშრომების გასწორებისთანავე გახდება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.