12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

საქართველოში სწავლის გაგრძელების 120-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა

spot_imgspot_img

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები პირველ სექტემბერს აბარებდნენ გამოცდას.

დარეგისტრირებული იყო სულ 120-ზე მეტი მსურველი. ტესტირება უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის 12:00 საათზე დაიწყო და 2 საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

აპლიკანტებმა გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია დააგროვონ ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტი (მინიმუმ 23 ქულა).

გამოცდის შედეგები ნაშრომების გასწორებისთანავე გახდება ცნობილი. შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც გამოცდის დღეს ცენტრის თანამშრომლებმა გადასცეს მონაწილეებს.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელიწადში ორჯერ ატარებს. მომდევნო გამოცდისთვის რეგისტრაციის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება