1 ივლისი, ორშაბათი, 2024

სასწავლო წლის განმავლობაში №147 საჯარო სკოლაში განხორციელებული აქტივობები

spot_img

გთვაზობთ შპს „ახალ განათლებასა“ და სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლის პედაგოგის, ქალბატონ რუსუდან ქარჩავას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის/თემის ინტერესებიდან გამომდინარე მომზადებულ მორიგ მასალას, რომელიც ასახავს სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში განხორციელებულ აქტივობათა ნაწილს.

სკოლაზე მსგავსი მხარდაჭერა 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

2023-2024 სასწავლო წლის აქტივობები

♦ მე-4 კლასის მოსწავლეები, 14 ნოემბერს, იმყოფებოდნენ „მტევინოში“, სადაც მათ კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარეს, შესთავაზეს საინტერესო აქტივობა – საქმე კეთებით. მოსწავლეებმა თავად გამოაცხვეს ხაჭაპური, ამოავლეს ჩურჩხელა, თონეში ჩააკრეს პური; დაათვალიერეს ზვრები, დაკრიფეს ყურძენი.

ეს აქტივობები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იყო, მრავლის მომცემი, ემოციურად დატვირთული და სახალისო.

♦ მე-42 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს შემეცნებითი საახალწლო ვიქტორინა „რა? სად? როდის?“

🌲კლასი, შემთხვევითობის პრინციპით, სამ გუნდად დაიყო, გადანაწილდა კითხვები: ქართულიდან, მათემატიკიდან, ბუნებიდან, ზოგად საკითხებსა და მათი კუთხის საახალწლო ტრადიციებზე.

🌲მოსწავლეებმა აირჩიეს კაპიტანი და გუნდის სახელი.

🌲ვიქტორინაში კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და იმღერეს. ჟიურის წევრმა  თითოეული გუნდის აქტიურობა შეაფასა და სიურპრიზებიც გადასცა.

🌲გილოცავთ საქართველოს და სამყაროს ახალი წლის მობრძანებას! მშვიდობა და ბედნიერება იყოს ჩვენი მეგზური❤️❤️

დამრიგებელი – რუსუდან ქარჩავა

♦ მე-4 კლასი ეწვია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც, ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში, ბუნების ისტორიის საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს.

📕მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ცნობები და გაეცნენ უნიკალურ ექსპონატებს. ასევე იხილეს დედაენის, „ვეფხისტყაოსნის“, საკონფერენციო და მკითხველთა დარბაზები. კულტურული პროგრამების განყოფილებაში დაათვალიერეს გამოფენა. ესტუმრენ ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს.

პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა

♦ 2 თებერვალი – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 📖

✅ ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია ქართველი და უცხოელი მწერლებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ.

✅ იმსჯელეს მათ მიერ წაკითხული წიგნების პერსონაჟებზე, რა ახასიათებთ მათ.

✅ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები წიგნიერების აუცილებლობაზე და წარმოთქვეს შესაბამისი ბრძნული გამონათქვამები.

✅ შექმნეს პოსტერები.

დამრიგებელი – რუსუდან ქარჩავა ❤

♦ IV2 კლასის მოსწავლეებმა დედიკოებს მიულოცეს 3 მარტი.❤️❤️❤️

„დედის ჩახუტების მსგავსი არაფერია“ – ვისაუბრეთ დედაშვილობის მადლზე და სიყვარულზე.

✅ ჩავწერეთ ბლიც ინტერვიუ.

✅ იმუშავეს ჯგუფებში და დაამზადეს კედლის გაზეთები.

✅ საკუთარი დიზაინით დაამზადეს მისალოცი ბართები.

✅ მისწერეს წერილი დედიკოებს.

პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა

♦ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლის მე-4 კლასში განხორციელდა პროექტი „ჩემი ენა ქართული“

✅ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას. გაიგეს რატომ და რომელი წლიდან აღინიშნება დედაენის ენის დღე, ასევე დაინტერესდნენ ძველი ქართული დამწერლობით, დაამზადეს პოსტერები, ნუსხური დამწერლობით დაწერეს ბრძნული გამონათქვამები დედაენაზე, მოირგეს ჟურნალისტის როლი და დედაენის ბაღში მყოფ მოქალაქეებს გაესაუბრნენ.

✅დაისწავლე არასაპროგრამო ლექსები.

მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიაზე დედაენის ბაღში. იხილეს ე. ამაშუკელის დედაენის ძეგლი და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე.

პროექტი მშობელთა ჩართულობით მიმდინარეობდა.

პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა

♦ IV კლასის მოსწავლეების ექსკურსია ძველ თბილისში.

გაეცნენ ქალაქ თბილისის ისტორიულ ნაწილს, რომელიც მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, 1936 წლამდე „ტფილისი“ რომ ეწოდებოდა. დაათვალიერეს აბანოთუბანი, მეტეხის ტაძარი, ნარიყალა. გაეცნენ ძველი თბილისის არქიტექტურის კიდევ ერთ მთავარ – ძველი ვიწრო ქუჩები, ხის ჩუქურთმებიანი სახლები და აივნები.

პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა

♦ 2024წლის 7 ივნისს, მე-4 კლასმა ჩაატარა ღონისძიება დამშვიდობება პირველ მასწავლებელთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ, მასწავლებლები, მშობლები და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. ბავშვებმა მოწვეულ სტუმრებს აჩვენეს თანვიანთი შესაძლებლობები და ცოდნა როგორც სასკოლო, ასევე შემოქმედებით საკითხებში. წარმოთქვეს გამოსამშვიდობებელი ლექსები, შეასრულეს სიმღერები, მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებელს, სიხარულის ემოციებთან ერთად იყო გულისტკივილიც.

ღონისძიების შემდეგ, გადავინაცვლეთ სკოლის ეზოში, სადაც ჩატარდა ფლეშმობი.

დამრიგებელი – რუსუდან ქარცავა

♦ მე-4 კლასი, გიდების პროგრამის ფარგლებში, ეწვია ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ილიას შესახებ და საგანმანათლებლო საექსკურსიო ფორმატის ფარგლებში, შეძლეს გაეწიათ გიდობა. მათ მეთვალყურეობას უწევდნენ მუზეუმის წარმომადგენლები და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას აწვდიდნენ.

მოსწავლეებმა ღირსეულად გაართვეს თავი ამოცანას, გაეცნენ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიას, გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ცნობები, ისაუბრეს ექსპონატთა წარმომავლობასა და მნიშვნელობაზე.

პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა

 

„ახალ განათლებასთან“ დადებული მემორანდუმის ფარგლებში გამოქვეყნდა კოლეგის სტატია

https://akhaliganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c/

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები