24 აპრილი, ხუთშაბათი, 2025

სარეკომენდაციო ტესტები

spot_imgspot_img

გთავაზობთ ახალი განათლებისსატრენინგო ჯგუფის წევრის, ირმა ტალახაძის მიერ შესრულებულ ნამუშევარს, რომელიც წაადგება სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველებს

 

სასწავლო პროცესი, კომპეტენცია 1.1.

პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო სასაწავლო გარემოს შექმნა

 შესაბამისობის დავალება

ირმა არის V კლასის მოსწავლე, მას აქვს საჭიროება, კერძოდ, სმენითი დაქვეითება და იყენებს სმენის აპარატს, თუმცა ხმამაღალი საუბრის, მით უფრო, აურზაურის დროს, უჭირს საუბრის გარკვევით გაგება. ირმა აქტიური და მოტივირებული მოსწავლეა, უყვარს კითხვა და წერს მოთხრობებს, მაგრამ თავს გარიყულად გრძნობს, როცა ვერ ისმენს მასწავლებლის ინსტრუქციებს გაკვეთილის მსვლელობისას.

A სვეტში მოცემულია აქტივობები;

B სვეტში – მასწავლებლის მიდგომა პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.   

                        აქტივობა  (A)  მასწავლებლის მიდგომა პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად (B)
 I       ირმას მასწავლებელი წინა მერხთან სვამს, რომ უკეთესად მოისმინოს საუბარი. მასწავლებელი იყენებს დაფას, ჟესტებსა და სახის გამომეტყველებას, რაც გაგებაში ეხმარება მოსწავლეს.  

 

)    ტექნოლოგიური მხარდაჭერა;

 II     მასწავლებელი იყენებს  აუდიო მოწყობილობას.  

)     დამხმარე მეწყვილე;

 III    ყველა მნიშვნელოვანი ინსტრუქცია მოყვანილია წერილობითაც, რომ ირმამ შეძლოს გადამოწმება და დამოუკიდებლად გაგება.  

 

)    მოდიფიცირებული სასწავლო გარემო;

 IV     კლასში შერჩეულია თანაკლასელი (მხარდამჭერი მეგობარი), ვინც ირმას ეხმარება საჭიროების შემთხვევაში.  

)   პოზიტიური ურთიერთობები და ჩართულობა;

 V      ირმას ყოველთვის ეძლევა სიტყვა ჯგუფური მუშაობის დროს. ასევე, კლასში საუბარია იმაზე, როგორ შეიძლება ერთმანეთის დახმარება და თანადგომა.  

)    ინსტრუქციების გაგების გაორმაგებული შესაძლებლობა;

სწორი პასუხია:   I- „გ“       II- „ა“         III- „ე“         IV-„ბ“          V- „დ“

 

სასწავლო პროცესი, კომპეტენცია 1.2.

სასწავლო პროცესის დაგეგმვა

 შეკითხვა:

რომელი ფაქტორი ითვლება სასწავლო პროცესის ეფექტური დაგეგმვის აუცილებელ წინაპირობად?

სავარაუდო პასუხები:

) მხოლოდ მოსწავლის ცოდნის დონის შეფასება;

) მასწავლებლის გამოცდილება და ასაკი;

) მოსწავლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება;

) საკლასო ოთახის გაფორმება.

სწორი პასუხია:

 

რადგან, სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესების, საჭიროებებისა და განვითარების თავისებურებების გათვალისწინება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებული და მამოტივირებელი გარემოს შექმნას.

 

სასწავლო პროცესი, კომპეტენცია 1.3.

სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება

 ქეისი:

ირმა მეშვიდე კლასის მოსწავლეა, მას აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება- მსუბუქი ინტელექტუალური დარღვევა. უჭირს ინფორმაციის სწრაფად დამუშავება და ინსტრუქციების მარტივად მიყოლა, თუმცა დიდი მონდომებით მონაწილეობს აქტივობებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასალა ვიზუალურადაა წარმოდგენილი ან თუ თანატოლებთან ერთად მუშაობს. მასწავლებელმა გაითვალისწინა მისი საჭიროებები და სწავლისას იყენებს გამარტივებულ ტექსტებს, ვიზუალურ დიაგრამებს და აძლევს მეტ დროს დავალების შესასრულებლად,ასევე ჯგუფური მუშაობისათვის თავად შეარჩევინა მეგობარი, ვისთან ერთადაც იმუშავებდა.

შეკითხვა:

რომელი  სწავლისა და სწავლების სტრატეგიებია ეფექტური სსსმ მოსწავლის, კერძოდ ირმასთვის, რომელიც ეხმარება მას სრულფასოვნად ჩაერთოს სწავლაში?

პასუხის ვარიანტები:

) სტანდარტული ტემპით სწავლება ყველა მოსწავლისათვის ერთნაირი მიდგომით, რომ შეფასება ობიექტური იყოს;

) ინსტრუქციების დაყოფა მცირე ნაწილებად და ვიზუალური მასალების გამოყენება მოსწავლისათვის ინფორმაციის დამუშავებას აადვილებს;

)  დამოუკიდებლად რთული ტექსტების წერა ასწავლის მოსწავლეს პასუხისმგებლობას;

) დროის დაგეგმვა, წინასწარ მიცემული მითითებები და თანატოლის მხარდაჭერა ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ სასწავლო გარემოს.

სწორი პასუხია:

„ბ“   +   „დ“

  პასუხი ასახავს ინდივიდუალურად მორგებული, ვიზუალური და საფეხურეობრივი სწავლების სტრატეგიების მნიშვნელობას სსსმ მოსწავლისათვის.

  პასუხი ხაზს უსვამს დროის მენეჯმენტს, მხარდაჭერის სტრატეგიებსა და პოზიტიური გარემოს შექმნას, რაც ხელს უწყობს მოსწავლის ჩართულობასა და თვითდაჯერებულობას.

რაც შეეხება „ა“ და „გ“ პასუხებს,- არცერთი არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს.

 

სასწავლო პროცესი, კომპეტენცია 1.4.

სასწავლო რესურსის გამოყენება

შეკითხვა:

როგორ უწყობს ხელს სასწავლო რესურსების მიზანმიმართული შერჩევა სსსმ მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას?

სავარაუდო პასუხები:

ა)  საშუალებას აძლევს მასწავლებელს გამოიყენოს მოსწავლისათვის ადაპტირებული მასალები, რაც ზრდის მის აქტიურობასა და სწავლის პროცესში ჩართულობას;

ბ) რესურსი მთლიანად ანაცვლებს მასწავლებლის როლს და მოსწავლე დამოუკიდებლად ასრულებს დავალებებს;

გ) მხოლოდ სტანდარტული რესურსების გამოყენება უზრუნველყოფს თანასწორობას ყველა მოსწავლისათვის, მათ შორის სსსმ მოსწავლისათვისაც.

სწორი პასუხია:

„ა“

რადგან სსსმ მოსწავლისათვის სპეციალურად შერჩეული და ადაპტირებული სასწავლო რესურსი ეხმარება მას ინფორმაციის უკეთესად გაგებაში, ხელს უწყობს მის აქტიურ მონაწილეობას და აძლევს შესაძლებლობას ისწავლოს მის შესაძლებლობაზე მორგებული ფორმით, რაც ზრდის მოტივაციას და უზრუნველყოფს ჩართულობას, ასევე რეალურ პროგრესს სწავლაში.

„ბ“  პასუხი არასწორია, რადგან რესურსი ვერაფრით ჩაანაცვლებს მასწავლებელს… რესურსი ინსტრუმენტია, რომელიც მასწავლებლის მართვისა და სწორი და საჭირო დროს გამოყენების შემთხვევაში ხდება ეფექტიანი.

„გ“ პასუხი მიახლოებულია მართებულ პასუხთან, თუმცა არასწორია შემდეგი:  თანასწორობა არ ნიშნავს, არც და ვერც მოიაზრებს ყველასთვის ერთნაირი რესურსის გამოყენებას. სსსმ მოსწავლეს მასზე მორგებული, ინდივიდუალური მიდგომით შექმნილი მასალა სჭირდება, რომ რეალურად შედეგი დავინახოთ.

 

სასწავლო პროცესი, კომპეტენცია 1.5.

შეფასება

როლანდი დაწყებითი კლასის მასწავლებელია. ერთ-ერთ მის მოსწავლეს, ირმას, აქვს საჭიროება – მას უჭირს ტექსტის წაკითხვა და გააზრება სტანდარტული ტიპით (საქართველოს მოქალაქეების ნახევარზე მეტს უჭირს და …). როლანდი აღნიშნავს, რომ ირმა დიდი შრომით ცდილობს დავალებების შესრულებას და აშკარად მიიწევს წინ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ აღწევს კლასის საშუალო დონეს. გაჩნდა შეკითხვა – როგორ უნდა შეაფასოს როლანდმა ირმას აკადემიური პროგრესი?

შეკითხვა:

რომელია სწორი მიდგომა როლანდის მხრიდან ირმას შესაფასებლად?

სავარაუდო პასუხები:

ა) შეაფასოს ირმა კლასის სხვა მოსწავლეების მსგავსად, რომ შეფასება ობიექტური იყოს;

ბ)  შეაფასოს ირმა მისი ინდივიდუალური პროგრესის, შრომისა და მიღწეული წინსვლის მიხედვით;

გ)  საერთოდ არ შეაფასოს, რადგან სსსმ მოსწავლეზე სტანდარტული შეფასება არ ვრცელდება.

სწორი პასუხია:

„ბ“

სსსმ მოსწავლის შეფასება უნდა ემყარებოდეს ინდივიდუალურ პროგრესსა და შრომით მიღებულ შედეგს, და არა კლასის სტანდარტულ დონესთან შედარებას. სწორედ ესაა მოტივაციის გაზრდა და სამართლიანი, მოსწავლეზე მორგებული სწავლების მხარდაჭერა.

„ა“  პასუხი რატომაა არასწორი სწორ პასუხშია პასუხი.

„გ“ პასუხი არასწორია, რადგან  სსსმ მოსწავლეც აუცილებლად უნდა შეფასდეს, მხოლოდ გასათვალისწინებელია, რომ შეფასება იყოს ლერევანტული, მორგებული მის საჭიროებებს. შეფასება ხომ მისთვისაც სწავლებისა და განვითარების აუცილებელი ნაწილია?!

 

კომპეტენცია 2.1.

თვითგანვითარებაზე ზრუნვა

შეკითხვა:

რა უწყობს ხელს სსსმ მოსწავლის თვითგანვითარებაზე ზრუნვას?

პასუხი:

ა)  მოსწავლის ჩართვა საკუთარი მიზნების დასახვასა და მიღწევების შეფასებაში;

ბ) მხოლოდ მასწავლებლის მიერ გაცემული შეფასება და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება;

გ)  მოსწავლის დაცვა პასუხისმგებლობისაგან, რომ არ განიცადოს წარუმატებლობის შიში.

სწორი პასუხია:

„ა“

სსსმ მოსწავლის თვითგანვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის აქტიურად იყოს ჩართული საკუთარი პროგრესის შეფასებისა და მიზნების დასახვაში, რაც მის მოტივაციასაც  გააძლიერებს და პასუხისმგებლობასაც.

„ბ“ არასწორია, რადგან თვითგანვითარება საკუთარი ძალების  გააზრებას ეფუძნება და მხოლოდ მასწავლებლის შეფასება აფერხებს მის დამოუკიდებლობას.

„გ“ არასწორია,  რადგან  მოსწავლის პასუხისმგებლობისაგან დაცვის ნაცვლად , მან უნდა შეექმნას დაცული გარემო, სადაც დაშვებული შეცდომების გამო არ „გაატყავებენ“, პირიქით, თვითგანვითარება სწორედაც პასუხისმგებლობითა და მხარდაჭერით ყალიბდება.

 

პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკა კომპეტენცია 2.2.

სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა

შეკითხვა:

რისთვისაა მნიშვნელოვანი სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობა სსსმ მოსწავლის შემთხვევაში?

პასუხი:

ა)  იმისათვის რომ შეიქმნას მრავალდონიანი მხარდაჭერის სისტემა, რომელიც პასუხობს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და ხელს უწყობს მის აკადემიურ და სოციალურ ინტეგრაციას;

ბ)  მშობელმა რომ იცოდეს, რას ასწავლის მასწავლებელი;

გ)  იმისთვის რომ მასწავლებლის პროფესიული დატვირთვა შემცირდეს და რესურსების გადანაწილება მოხდეს;

სწორი პასუხია:

„ა“

რადგან, ნაჩვენებია, რომ სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მოსწავლის განვითარების ყველა მიმართულებას, როგორც აკადემიურს, ისე სოციალურს. სსსმ მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს უწყვეტი, ინტეგრირებული მხარდაჭერა სხვადასხვა პროფესიონალებისაგან ( მასწ. ფსიქ. სოც. მუშ….) რაც ხელს უწყობს, როგორც სწავლების, ისე სოციალურ პროცესებში ინტეგრაციას.

„ბ“ პასუხი არასწორია, რადგან მხოლოდ მშობელთა ინფორმირებულობა რას გვაძლევს, მთავარი შედეგია, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით კი არა, არამედ ყველა ფესვის წყალში ჩადებით მიიღწევა.

„გ“ პასუხი არასწორია, მასში დიდი ყურადღება ექცევა მასწავლებლის რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, თუმცა არ ხდება მოსწავლის საჭიროებების შეფასება. მასწავლებელმა ჯერ უნდა გაიგოს რა საჭიროებაა, შემდეგ დაგეგმოს რომელი რესურსი რა საჭიროებისთვისაა ანუ ამის შემდგომ გადაანაწილოს  ის.

 

პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკა კომპეტენცია 2.3

სკოლის განვითარებაზე ზრუნვა

თქვენი სკოლა აპირებს შექმნას ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემო, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის შეთავაზებული იქნება ყველა საჭირო რესურსი და მხარდაჭერა. სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები გრძნობებ, რომ დამატებით საჭიროა უფრო ეფექტური მიდგომების შემუშავება. თქვენ, როგორც სკოლის განვითარების გუნდის წევრი, უნდა გამოიმუშავოთ სტრატეგიები, რომლებიც დააკმაყოფილებს სსსმ მოსწავლეების საჭიროებებს და დაეხმარება მათ განათლების სრულყოფილ მიღებაში.

შეკითხვა:

რა სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოთ იმისთვის, რომ თქვენი სკოლა გახდეს უფრო ინკლუზიური სსსმ მოსწავლეებისათვის?

პასუხი:

ა) ყველა მოსწავლისათვის ერთნაირად (მსგავსად) დამუშავებული პროგრამის შემუშავება და სსსმ მოსწავლის განუწყვეტელი შეფასება;

ბ) შექმნათ მხოლოდ სპეციალიზირებული კლასები სსსმ მოსწავლეებისათვის, სადაც მათი განვითარება მოხდება, მხოლოდ სხვებისაგან იზოლირებულად;

გ) ჩართოთ ყველა მასწავლებელი ინდივიდუალური სწავლების პროგრამების შემუშავებაში.

სწორი პასუხია:

„გ“

ინკლუზიური მიდგომა  მოიაზრებს ყველა მოსწავლის გათვალისწინებას საგაკვეთილო პროცესზე, რომ თითოეულმა, განურჩევლად მისი საწიროებისა, მიიღოს შესაბამისი სწავლების საშუალება. ეს სტრატეგია კი მხოლოდ ქართულის ან ისტორიის გაკვეტილზე კი არა, არამედ ყველა დისციპლინაშია გასათვალისწინებელი, ამიტომ უნდა იყოს ყველა პედაგოგი ჩართული, რომ მოსწავლეებმა მიიღონ საჭირო მხარდაჭერა და მათზე მორგებული, მათთვის რელევანტური რესურსი.

„ა“ არასწორია, რადგან სსსმ მოსწავლეების სწავლება საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას ( არამარტო სსსმ) და ადაპტირებულ პროგრამას, რომელიც კონკრეტული მოსწავლის უნარებს, სირთულესა/ებსა და შესაძლებლობებს პასუხობს.

„ბ“პასუხი არასწორია, რადგან ის ეწინააღმდეგება ინკლუზიური სწავლების პრინციპებს, რაც მოიაზრებს საერთო სასკოლო გარემოში სწავლასა და განვითარებას, სადაც სსსმ და ტიპური განვითარების მოსწავლეები ერთად სწავლობენ, ურთიერთობენ და იზრდებიან. სპეციალიზირებული კლასები კი ამ ბავშვებს მიჯნავს ერთმანეთისაგან.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება