მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მონაწილეებს, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ სააპელაციო განაცხადით მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 14 აგვისტოს 10:00 საათიდან 18 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ინსტრუქცია მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მონაწილეებისათვის:
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის მონაწილეებს სააპელაციო განაცხადების შევსება 14 აგვისტოს 10:00 საათიდან 18 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.
საპრეტენზიო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
შევსების ინსტრუქცია:
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო5 ლარი.
განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.
აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
!! გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის გასაჩივრებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია.
ინსტრუქცია საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებისათვის:
საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეს, რომელიც არ ეთანხმება შეფასებას, შესაძლებლობა აქვს მიღებული შედეგი გაასაჩივროს. საპრეტენზიო განაცხადების მიიღება დაიწყება 14 აგვისტოს 10:00 საათიდან და 18 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო5 ლარი.
აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური 50 ლარი. ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაბრუნდება.
!! გაითვალისწინეთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულებიც. გათანაბრებული ქულა არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა ზღვარი მაგისტრანტობის მსურველმა ტესტის თითოეულ ნაწილში.
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია.