1 თებერვალი, შაბათი, 2025

სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტიაცია დასრულდა

spot_imgspot_img

ქალაქ სამტრედიაში დასრულდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მე-12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომელსაც  წელს 129 წელი უსრულდება.

სკოლა 1894 წელს სამტრედიაში აშენებული საორთქმავლო დეპოს მუშა-მოსამსახურეთა შვილებისთვის გაიხსნა. საუკუნეზე მეტი ხნის სკოლის შენობა ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება.

პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები და სკოლა სრულად ადაპტირდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. 330-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებს სწავლას.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 3,9 მილიონი ლარია. სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სამშენებლო ჯგუფი” ასრულებს.

მე-12 სკოლის რეაბილიტაცია 2022 წელს დაიწყო, მუშაობის პროცესს თვალს ადევნებდა ქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური. დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, თვითმმართველობის წარმომადგნლებთან ერთად, დაათვალიერა.

,,სამტრედიაში საჯარო-სკოლების რეაბილიტაცია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, სამუშაოები გეგმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მე-12 საჯარო სკოლაში, დაიწყება მე-4 და ნაბაკევის საჯარო სკოლების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და, ახლო მომავალში, დაიწყება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩხენიშისა და მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლაში”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები