21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

საიუბილეო საღამო

spot_img

გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი დი­რი­ჟო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წის, „მეტ­რის“ ნო­მი­ნან­ტის, რე­ვაზ ტა­კი­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა, 19 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­როს ი. ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (თავ­მ­ჯ­დო­მა­რე – ვა­ნო ნატ­როშ­ვი­ლი, თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე – ნა­ნა ჭი­ჭი­ნა­ძე) თა­ოს­ნო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად იუბი­ლა­რი, ბა­ტო­ნი რე­ზო და ოპე­რის სო­ლის­ტე­ბი: არ­მაზ და­რაშ­ვი­ლი, ოთარ ჯორ­ჯი­კია, მა­მუ­კა ლო­მი­ძე ამა­ვე ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან. რევაზ ტაკიძის საიუბილეო საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი იყო ხელოვნებათმცოდნე ია ხურცილავა.

სა­ღა­მო გა­იხ­ს­ნა კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის ტრი­ოს – ქე­თე­ვან თავ­შა­ვა­ძის, ია ბახ­ტა­ძის, მაია ჯინ­ჭ­ვე­ლიშ­ვი­ლის – მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ვა­ჟა აზა­რაშ­ვი­ლის გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი მუ­სი­კა­ლუ­რი ჰან­გე­ბით.

რე­ვაზ ტა­კი­ძის იუბი­ლეს მი­ეძღ­ვ­ნა დე­დოფ­ლის­წყა­რო­ე­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ქარ­გ­ვის ოს­ტა­ტის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი“ გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ლია მა­ი­სუ­რა­ძის პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­საც უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად.

მა­ეს­ტ­როს ღვაწ­ლ­ზე ვრცლად ისა­უბ­რეს: მა­ნა­ნა ახ­მე­ტელ­მა, ელ­დარ გე­წა­ძემ, იმე­რი კავ­სა­ძემ, ერ­ნა წი­ფუ­რი­ამ, აკა­დე­მი­კოს­მა თა­მაზ ში­ლა­კა­ძემ, კომ­პო­ზი­ტო­რებ­მა – მაყ­ვა­ლა ხორ­ბა­ლა­ძემ, ნა­ნა მი­ქა­ბე­რი­ძემ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა არ­ტის­ტ­მა, მა­ნო­ნი ყუ­ბა­ნე­იშ­ვილ­მა, გა­ზეთ „ბორ­ჯო­მის“ სა­კუ­თარ­მა კო­რეს­პონ­დე­ნ­ტ­მა, და­ლი ქურ­და­ძემ, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ნა­თე­ლა ვაჩ­ნა­ძემ, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ე­ბის, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დ­ვილ­მა წევ­რ­მა, ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძის ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გუ­რამ ქა­შა­კაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძის ლა­უ­რე­ა­ტის დიპ­ლო­მი­თა და ოქ­როს მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა ბა­ტო­ნი რე­ვა­ზი.

დე­დოფ­ლის­წყა­რო­ე­ლე­ბის სა­ხე­ლით, ახალ­გაზ­რ­და დეკ­ლა­მა­ტორ­მა, თსუ-ს ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბულ­მა სტუ­დენ­ტ­მა, მა­რი­ამ ტო­ხიშ­ვილ­მა სა­ხე­ლო­ვან იუბი­ლარს მი­უძღ­ვ­ნა სა­კუ­თა­რი ლექ­სი – „სამ­შობ­ლო“.

სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო და­ამ­შ­ვე­ნეს ახალ­გაზ­რ­და ვო­კა­ლის­ტებ­მა: მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­მა, ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძემ, თა­მარ ოდი­შე­რი­ძემ (ოთარ თაქ­თა­ქიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სის დიპ­ლო­მან­ტი, კონ­კურ­სის „მო­მა­ვა­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი“ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზის მფლო­ბე­ლი და ლა­უ­რე­ა­ტი, პე­და­გო­გი – დი­დი პეტ­რე ამი­რა­ნაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ნა ფა­რუ­ლა­ვა); თბი­ლი­სის ოპე­რის სო­ლის­ტებ­მა: თა­მარ ლობ­ჟა­ნი­ძემ, ელე­ნე ჯან­ჯა­ლი­ამ და სხვა­დას­ხ­ვა პრეს­ტი­ჟუ­ლი  სა­ო­პე­რო სცე­ნის მა­ღალ­პ­რო­ფე­სი­ულ­მა სო­ლის­ტებ­მა: არ­მაზ და­რაშ­ვილ­მა, ოთარ ჯორ­ჯი­კი­ამ და მა­მუ­კა ლო­მი­ძემ სა­ო­პე­რო შე­დევ­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს; თბილისის კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის წარჩინებულმა სტუდენტმა, თათა კვანტალიანმა რამდენიმე ნაწარმოები მიუძღვნა რევაზ ტაკიძეს. თი­თო­ე­ულ მათ­განს, იუბი­ლარ­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­ას ხელ­მო­წე­რით, გა­და­ე­ცათ დიპ­ლო­მე­ბი „მსოფ­ლი­ოს ცოცხა­ლი გან­ძი“ და რე­ზო ამა­შუ­კე­ლის მე­უღ­ლის­გან, ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო ბე­რო­ძის­გან – რე­ზო ამა­შუ­კე­ლის ერ­თ­ტო­მე­უ­ლი.

და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლებს დიპ­ლო­მე­ბი და წიგ­ნე­ბი გა­დას­ცა დე­დოფ­ლის­წყა­როს მწე­რალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ალ­მა­ნა­ხის „ხორ­ნა­ბუ­ჯი“ რე­დაქ­ტორ-გა­მომ­ცე­მელ­მა, გი­ორ­გი ნატ­როშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ალ­მა­ნა­ხი №2(13) სა­ჩუქ­რად და­უ­რი­გა რო­გორც ოპე­რის მომ­ღერ­ლებს, ასე­ვე, სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე მო­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

სა­ღა­მოს და­სას­რულს, არ­მაზ და­რაშ­ვილ­მა და მა­მუ­კა ლო­მი­ძემ ბრწყინ­ვა­ლედ იმ­ღე­რეს აბე­სა­ლო­მი­სა და მურ­მა­ნის დუ­ე­ტი, ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის ოპე­რი­დან „აბე­სა­ლომ და ეთე­რი“, 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ წყდე­ბო­და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი.

რე­ვაზ ტა­კი­ძემ უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­თი თბი­ლი, შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს გა­მარ­თ­ვი­სათ­ვის, პი­რა­დად პრო­ექ­ტის ავ­ტორს, ოპე­რის მე­გო­ბარს, დე­დოფ­ლის­წყა­როს სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ ჟურ­ნა­ლისტს, ნა­ნა ჭი­ჭი­ნა­ძეს და დას­ძი­ნა: „ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა თა­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში ყო­ველ­თ­ვის იწ­ვევს ოპე­რის მომ­ღერ­ლებს და ამით დი­დი წვლი­ლი შე­აქვს სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში“.

დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდ­ხანს ემახ­სოვ­რე­ბა რე­ვაზ ტა­კი­ძის 80 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო, რა­შიც უდა­ვოდ დი­დი ღვაწ­ლი მი­უძღ­ვის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს, გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძეს.

საიუბილეო საღამოს სპონსორი იყო ნასრაშვილების საოჯახო მეღვინეობა.

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი
დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მდი­ვა­ნი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები