მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრისა და გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი „საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებისათვის“. ახალი პროექტი ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მიზნად ისახავს არაქართულენოვანი სტუდენტების დასაქმებას საკვირაო სკოლაში, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებას და საკვირაო სკოლის მოსწავლეებში კულტურულ-შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შედგა პირველი საინფორმაციო შეხვედრა, პროექტში ჩართულ სტუდენტებთან, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა პროექტის მონაწილეების ინფორმირებას დაგეგმილ აქტივობებთან და პროექტის შინაარსთან დაკავშირებით.
პირველ ეტაპზე სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩაერთვება ეთნიკური უმცირესობების 12 სხვადასხვა სკოლის მოსწავლე და იმავე თემის 12 სტუდენტი. სტუდენტები სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებიან უკეთ დაეუფლონ ქართულ ენასა და ლიტერატურას. პროექტი ხელს შეუწყობს საკვირაო სკოლაში დასაქმებული სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.