11 თებერვალი, სამშაბათი, 2025

სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მი თვი­თაღ­ზ­რ­და­ზე

spot_imgspot_img

პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ბა­სი­ლა­ძე მრა­ვალ­მ­ხ­რივ ნა­ყო­ფი­ე­რი შე­მოქ­მე­დია. მას კარ­გად იც­ნობს პე­და­გო­გი­უ­რი (და არა მხო­ლოდ პე­და­გო­გი­უ­რი) სა­ზო­გა­დო­ე­ბა. იგი მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის, მო­ნოგ­რა­ფი­ის, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სა თუ მხატ­ვ­რუ­ლი თარ­გ­მა­ნის ავ­ტო­რია. ცალ­კე უნ­და აღი­ნიშ­ნოს მი­სი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი, პე­და­გო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის წე­რი­ლე­ბი აღ­ზ­რ­დის უაღ­რე­სად აქ­ტუ­ა­ლურ და სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხებ­ზე.

ახ­ლა­ხან პე­და­გო­გი­ურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ი­ღო პრო­ფე­სორ ნო­დარ ბა­სი­ლა­ძის მე­ტად სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი „თვი­თაღ­ზ­რ­და და მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ნი“ (ბა­თუ­მი, 2024).

წიგ­ნი შედ­გე­ბა სა­მი თა­ვის­გან. მას­ში გან­ხი­ლუ­ლია პე­და­გო­გი­კის მა­რად აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბი: თვი­თაღ­ზ­რ­დის პრო­ცე­სის არ­სი და რო­ლი პი­როვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში, აღ­ზ­რ­და, თვი­თაღ­ზ­რ­და და ხე­ლა­ხა­ლი აღ­ზ­რ­და, თვი­თაღ­ზ­რ­დის მე­თო­დე­ბი, მშო­ბელ­თა რო­ლი ბავ­შ­ვ­თა აღ­ზ­რ­და­სა და თვი­თაღ­ზ­რ­და­ში; ნაჩ­ვე­ნე­ბია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის კონ­კ­რე­ტუ­ლი გზე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბა­ნი.

ავ­ტო­რის აზ­რით, ქარ­თულ პე­და­გო­გი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ამ თე­მა­ზე დღეს არც ერ­თი მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნაშ­რო­მი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. არ­სე­ბობს პ. ჯა­ნე­ლი­ძის, ა. რა­ფა­ვას, შ. არ­სე­ნი­ძის, ვ. კუ­ჩუ­აშ­ვი­ლის, ი. ჯღარ­კა­ვას და თა­ვად ნ. ბა­სი­ლა­ძის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­გა­ზე­თო და სა­ჟურ­ნა­ლო სტა­ტია, რომ­ლებ­შიც, ძი­რი­თა­დად, სა­უ­ბა­რია მოს­წავ­ლე­თა თვი­თაღ­ზ­რ­დის ზო­გი­ერთ სა­კითხ­ზე. ამი­ტომ ბა­ტო­ნი ნო­და­რის მი­ზა­ნია გარ­კ­ვე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს ამ პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხ­ველს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბას.

თვი­თაღ­ზ­რ­და სა­კუ­თარ თავ­ში ნაკ­ლო­ვა­ნი მხა­რე­ე­ბის შე­ნიშ­ვ­ნას, აღ­მოფხ­ვ­რა­სა და და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. აღ­ზ­რ­დის პრო­ცე­სი მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ეფექ­ტუ­რად მხო­ლოდ, დას­ძენს ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი, რო­ცა აღ­საზ­რ­დელს თვი­თაღ­ზ­დის, ანუ სა­კუ­თარ თავ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის სურ­ვილს უვი­თა­რებს. ამის­თ­ვის პი­როვ­ნე­ბამ სა­კუ­თარ თავს უნ­და შე­ხე­დოს, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას, გვერ­დი­დან, სხვი­სი თვა­ლით და შე­ე­ცა­დოს იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას, რაც მას გა­აჩ­ნია. სა­ა­მი­სოდ ადა­მი­ანს უნ­და ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის სწო­რად შე­ფა­სე­ბის უნა­რი, რა­საც თვით­შე­ფა­სე­ბა ჰქვია. ამ­რი­გად, თვი­თაღ­ზ­რ­და თვით­შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. ამის უნა­რი მო­ზარდს მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო და უფ­როს სას­კო­ლო ასაკ­ში უვი­თარ­დე­ბა. ამ ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, დაძ­ლი­ონ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი მეტყ­ვე­ლე­ბა­ში, ქცე­ვა­ში და გა­მო­ი­მუ­შა­ონ ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სი­მა­მა­ცე, გამ­ბე­და­ო­ბა, შე­უდ­რე­კე­ლო­ბა, ნე­ბის­ყო­ფი­სა და ხა­სი­ა­თის სიმ­ტ­კი­ცე, თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა და სხვ.

ამ­რი­გად, აღ­ზ­რ­და და თვი­თაღ­ზ­რ­და პი­როვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბის ორი მხა­რეა, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს მის გან­ვი­თა­რე­ბას. „აღ­ზ­რ­და მას­ში თვით აღ­საზ­რ­დე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს,“ – წერ­და ცნო­ბი­ლი პო­ლო­ნე­ლი პე­და­გო­გი და მწე­რა­ლი იანუშ კორ­ჩა­კი.

თვი­თაღ­ზ­რ­და აღ­ზ­რ­დის შე­დე­გია. აღ­ზ­რ­და მხო­ლოდ მა­შინ აღ­წევს მი­ზანს, რო­ცა აღ­საზ­რ­დელს თვი­თაღ­ზ­რ­დის, სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თ­ვი­სა და გარ­დაქ­მ­ნის სურ­ვილს აღუძ­რავს. თუ აღ­ზ­რ­და თვი­თაღ­ზ­რ­და­ში არ გა­და­დის, მა­შინ იგი ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას და კარ­გავს ფასს.

აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად მო­ნა­წი­ლე­ობს აღ­საზ­რ­დე­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­ზ­რ­და­ში, სა­კუ­თა­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და აღ­მოფხ­ვ­რა­ში.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თვი­თაღ­ზ­რ­დას რო­გორც პი­რა­დი, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რაც მის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლას და მკითხ­ვე­ლის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას მო­ითხოვს.

სა­რე­ცენ­ზიო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რის აზ­რით, რაც უფ­რო აღ­ზ­რ­დი­ლი და შეგ­ნე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნი, მით უფ­რო ზრდის სა­კუ­თარ თავს, მით უფ­რო მეტ კონ­ტ­როლს უწევს სა­კუ­თარ ქცე­ვა­სა და მოქ­მე­დე­ბას. „აღ­ზ­რ­დი­ლი, ამ სიტყ­ვის სრუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ იმ ადა­მი­ანს, – წერს ვა­სილ სუ­ხომ­ლინ­ს­კი, – რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­ზ­რ­და“. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ზ­რ­და და თვი­თაღ­ზ­რ­და ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბია, ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს ავ­სე­ბენ  და გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ, ერ­თი მე­ო­რეს გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. სა­დაც ნამ­დ­ვი­ლი აღ­ზ­რ­დაა, იქ თვი­თაღ­ზ­რ­და­ცაა და, პი­რი­ქით.

ბა­ტო­ნი ნო­და­რი, რო­გორც წე­სი, თა­ვის თე­ო­რი­ულ მო­საზ­რე­ბებს სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან აღე­ბუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით ამ­დიდ­რებს; ამას­თან, წერს  მარ­ტი­ვად, ნათ­ლად და ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე, მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იშ­ვი­ა­თი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­თა და ნაშ­რო­მის პრაქ­ტი­კულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბით.

სა­რე­ცენ­ზიო წიგ­ნიც – „თვი­თაღ­ზ­რ­და და მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ნი“ – სწო­რედ ასე­თი­ვე ხა­სი­ა­თი­საა, ეხე­ბა თვი­თაღ­ზ­რ­დი­სა და ხე­ლა­ხა­ლი აღ­ზ­რ­დის ურ­თუ­ლეს სა­კითხებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პე­და­გო­გი­კამ, სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში სა­სურ­ველ წარ­მა­ტე­ბებს ვერ მი­აღ­წია. ეს აღ­ზ­რ­დის პრო­ცე­სის ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბი­დან და მი­სი სირ­თუ­ლი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც დ. უზ­ნა­ძემ, ჯერ კი­დევ 1912 წელს, „აღ­ზ­რ­დის ძი­რი­თა­დი ტრა­გე­დია“ უწო­და. რა თქმა უნ­და, კი­დევ უფ­რო დი­დი სირ­თუ­ლე­ე­ბი იჩენს თავს, რო­დე­საც სა­კითხი ეხე­ბა თვი­თაღ­ზ­რ­დი­სა და ხე­ლა­ხა­ლი აღ­ზ­რ­დის პრობ­ლე­მას.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში დღე­საც ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა არა მარ­ტო თვი­თაღ­ზ­რ­დას, არა­მედ აღ­ზ­რ­და­საც კი, რომ­ლის გა­რე­შეც არა­თუ თვი­თაღ­ზ­რ­და, არა­მედ ჭეშ­მა­რი­ტი ადა­მი­ა­ნის, ერი­სა და ქვეყ­ნის მსა­ხუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სწო­რედ ამ სირ­თუ­ლე­ებ­ზე მსჯე­ლობს პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ბა­სი­ლა­ძე ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ წიგ­ნ­ში. მის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი წყა­რო­ე­ბის, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბის თით­ქ­მის 60-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და მდი­და­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცდი­ლობს, მკითხ­ველს მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლა, უჩ­ვე­ნოს სა­თა­ნა­დო გზე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვი­სათ­ვის. ამას­თან, იგი ამას აკე­თებს მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, რუ­დუ­ნე­ბი­თა და დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით, რაც იმ­თა­ვით­ვე იწ­ვევს მკითხ­ველ­ში ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი­სად­მი მა­ღალ ნდო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას.

ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სა­კითხე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უკ­ვე გა­სა­გებს ხდის თუ რა­ტომ იქ­ნე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე წიგ­ნი ესო­დენ სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და, სა­ერ­თოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მკითხ­ვე­ლის­თ­ვის.

ნო­დარ ბა­რა­მი­ძე – ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ემე­რი­ტუ­სი პრო­ფე­სო­რი

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები