25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

სათ­ქ­მე­ლი, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლებს და­უგ­როვ­დათ

spot_img

შა­ვი ბა­ზა­რი

თბი­ლი­სი 2021 წლის წიგ­ნის მსოფ­ლიო დე­და­ქა­ლა­ქად გა­მოცხად­და, მი­ხა­რია, გი­ლო­ცავთ, მი­მაჩ­ნია, რომ ეს არა ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ფრან­კ­ფურ­ტ­ში ჩვე­ნი შარ­შან­დე­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი. პრაქ­ტი­კუ­ლად, ეს ფრან­კ­ფურ­ტის გაგ­რ­ძე­ლე­ბა იყო და არის. რო­გორ ვხვდე­ბით ასეთ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ტი­ტულს? თუ წიგ­ნ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, სა­ზო­გა­დოდ, კო­ლაფ­სია, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე.

„შავ ბა­ზარ­ზე“ გა­მოჩ­ნ­და არა­ლე­გა­ლუ­რად გამ­რავ­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი, მათ შო­რის, სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მეტ­რო­სად­გუ­რებ­თან მდე­ბა­რე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი მო­ვი­ა­რეთ და ვნა­ხეთ ჩვე­ნი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ორი წიგ­ნი წა­მო­ვი­ღეთ კი­დეც, გარ­კ­ვე­უ­ლი შეხ­ლა-შე­მოხ­ლაც კი იყო. ასე გვითხ­რეს: სულ 100 ცა­ლია და­ბეჭ­დი­ლი (ვინ და­ბეჭ­და გვარს ვერ გეტყ­ვი­თო), რა ვქნა, 6 შვი­ლი მყავს და ოჯა­ხი ხომ უნ­და ვარ­ჩი­ნოო. სა­ხელ­მ­წი­ფომ რომ წა­გარ­თ­ვათ წიგ­ნე­ბი და მი­ლი­ო­ნო­ბით ფუ­ლი და­კარ­გეთ, იმ ფონ­ზე, დი­დი ამ­ბა­ვი, 100 ცა­ლი ჩვე­ნი იყოსო – ასე­თი ლო­გი­კა აქვთ. კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობს, თუ ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხეს მის­ცემ, 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მე­ბენ და იმ ფულ­საც ბი­უ­ჯე­ტი წა­ი­ღებს. 10 წლის წინ გვქონ­და მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა, ერთ-ერ­თი სტამ­ბა ბეჭ­დავ­და შა­ვი ბაზ­რის­თ­ვის, ვი­ჩივ­ლეთ და 1200 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს, ისიც ბი­უ­ჯეტ­მა წა­ი­ღო და ად­ვო­კა­ტის ფუ­ლიც ჩვენ გა­და­ვი­ხა­დეთ. წელს ისევ აყ­ვავ­და „შა­ვი ბა­ზა­რი“. თა­ვი­სუფ­ლად, ღი­ად იყი­დე­ბა კონ­ტ­რა­ფაქ­ტ­უ­რი წიგ­ნე­ბი. და­ზა­რალ­დ­ნენ „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა“, „ინ­ტე­ლექ­ტი“, „პე­და­გო­გი­კა“, „წყა­როს­თ­ვა­ლი“… მივ­მარ­თეთ ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს, რე­ა­გი­რე­ბა იგ­ვი­ა­ნებს. შა­ვი ბაზ­რის ზურ­გ­ს უ­კან, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი დგა­ნან, მფარ­ვე­ლე­ბი, არა რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ბეჭ­დ­ვის მო­ნო­პო­ლია

რაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი წაგ­ვარ­თ­ვეს, იმის მე­რე ბეჭ­დ­ვის მო­ნო­პო­ლიაა, პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის გზით და არა ტენ­დე­რის სა­ფუძ­ველ­ზე. თუ რა­მე არ შე­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით. მე არა მარ­ტო ჩემს მო­საზ­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ, არა­მედ ჩვე­ნი ავ­ტო­რე­ბი­სა და იმ გა­მომ­ცემ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ამა­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ, ში­ნა­გა­ნად გვე­თან­ხ­მე­ბი­ან, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა ვერ ამ­ბო­ბენ. ეში­ნი­ათ, რომ მათ­ზე შურს იძი­ე­ბენ იმით, რომ გრი­ფი­რე­ბა­ზე აღარ გა­უშ­ვე­ბენ.

თა­ვის დრო­ზე, მთე­ლი თვე გვქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვას­თან იმის თა­ო­ბა­ზე, რომ დის­კე­ბი, რო­მელ­საც გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩა­ვა­ბა­რებთ, უნ­და ინა­ხე­ბო­დეს ნე­იტ­რა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, მა­გა­ლი­თად, კერ­ძო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და ა.შ. დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ვი­საც ეს დის­კე­ბი აქვს მი­ბა­რე­ბუ­ლი და ბეჭ­დავს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ვთქვათ, 19 000 ეგ­ზემ­პ­ლარს, და­ბეჭ­დავს 20 000-ს და 1000-ს შავ ბა­ზარ­ზე გა­უშ­ვებს. ჩვენ ამის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს. ეს ის ხალ­ხია, ვი­საც მო­ნო­პო­ლია აქვს ბეჭ­დ­ვა­ზე. აგერ უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის გზით იბეჭ­დე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი.

თქვე­ნი თა­ვი წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გე­უბ­ნე­ბი­ან, თქვე­ნი წიგ­ნე­ბი ჩვენ უნ­და დავ­ბეჭ­დოთ და თქვე­ნი ნაშ­თე­ბი, ანუ მა­რა­გე­ბი (420 000 მოქ­მე­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო) არ გვა­ინ­ტე­რე­სებ­სო და კი­დევ სა­ჯა­როდ გლან­ძღა­ვენ. ისე­თი პი­ა­რი იყო აგო­რე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე­თი გან­წყო­ბა შექ­მ­ნეს, სად­მე რომ მეთ­ქ­ვა გა­მომ­ცე­მე­ლი ვარ-მეთ­ქი, პა­სუ­ხად ვი­ღებ­დი, თქვენ არ ხართ, თი­თო წიგნს 10 ლა­რად რომ ყი­დი­თო. მაგ­რამ და­ვა­ნე­ბოთ წარ­სუ­ლის ამ­ბებს თა­ვი და ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს.

ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბეჭ­დ­ვა პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის გზით კვლავ მო­ნო­პო­ლის­ტებს მის­ცეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ლა­რის პრო­ექ­ტი იყო. წელს სა­მი­ნის­ტ­როს ვთხო­ვეთ, ბეჭ­დ­ვის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია რომ არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო, ლო­ტე­ბად და­ე­შა­ლათ, მარ­თ­ლაც ასე მოხ­და. „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ თა­ვი­სი წიგ­ნე­ბის და­ბეჭ­დ­ვა­ში ტენ­დე­რი მო­ი­გო. შემ­დეგ ეს ტენ­დე­რი გა­ა­უქ­მეს.

დღე­ვან­დე­ლი სუ­რა­თი

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი რომ იბეჭ­დე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა გვე­კუთ­ვ­ნის ავ­ტო­რებ­სა და გა­მომ­ცემ­ლებს. I-VI კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კუთ­ვ­ნი­ლი ჰო­ნო­რა­რი ჯე­რაც არ მიგ­ვი­ღია. წე­სით ივ­ნის-ივ­ლის­ში უნ­და მო­ე­ცათ. ახ­ლა გვი­წევს ხვეწ­ნა, მათ კი მი­ზე­ზი არ ელე­ვათ, რომ პრო­ცე­სი გა­ა­ჭი­ა­ნუ­რონ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ ავ­ტო­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ისე­დაც სა­მარ­ცხ­ვი­ნო ჰო­ნო­რა­რია და ისიც რომ არ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. ეს ხომ და­ცინ­ვაა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის.

წიგ­ნე­ბის წარ­თ­მე­ვამ­დე ავ­ტო­რებს კარგ ჰო­ნო­რარს ვუხ­დი­დით. ამა­ზე გვითხ­რეს, თქვენ თურ­მე 25%-ს უხ­დი­დი­თო, მე რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მქო­ნო­და, უფ­რო მეტს გა­და­ვუხ­დი­დი, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ კარგ ჰო­ნო­რარს თუ მის­ცემ ავ­ტორს, უკე­თეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­წერს.

რო­ცა თა­მარ სა­ნი­კი­ძეს ვე­უბ­ნე­ბო­დით, თუ ღირ­სე­უ­ლი ჰო­ნო­რა­რი არ იქ­ნე­ბა, წიგ­ნე­ბის დო­ნე და­ი­წევ­სო, ასე გვი­პა­სუ­ხა: ჩვენ მოვ­ძებ­ნით ისეთ ავ­ტო­რებს, ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლე­ბიც იმი­თაც ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბი­ან, რომ წიგ­ნის გა­რე­კან­ზე მა­თი გვა­რი ეწე­რე­ბა. ამას რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი იტყ­ვის! ასე­თი ავ­ტო­რე­ბი თუ შე­მოვ­ლენ (და აუცი­ლებ­ლად შე­მოვ­ლენ), სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის დო­ნე და­ი­წევს. ხე­ლო­სან­საც კი კარგ პრო­ფე­სი­ო­ნალს ეძე­ბენ ხოლ­მე, არა­თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორს. საქ­მე ძა­ლი­ან ცუ­დად არის, იმა­ზე ცუ­დად, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰგო­ნია.

სა­სა­ცი­ლოა, სა­ვა­ლა­ლო რომ არ იყოს

წელს, ივ­ნის­ში გა­მოცხად­და რამ­დე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და რა ტი­რა­ჟით უნ­და და­ბეჭ­დი­ლი­ყო. მე-12 კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის მოქ­მე­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 000 ეგ­ზემ­პ­ლა­რი მაქვს დარ­ჩე­ნი­ლი, 6 000-ზე იყო მოთხოვ­ნა. მი­ვე­დი სა­მი­ნის­ტ­რო­ში, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში და ვუთხა­რი, რომ მე-12 კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს 6 000 ეგ­ზემ­პ­ლარს გჩუქ­ნით-მეთ­ქი. ვერ ვი­ჩუ­ქებ­თო. შე­კითხ­ვა­ზე – რა­ტომ? მი­პა­სუ­ხეს, ყვე­ლამ რომ ასე გა­ა­კე­თო­სო?! ამას რა სჯობს, ყვე­ლამ რომ გა­ჩუ­ქოთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ბი­უ­ჯე­ტი ხომ და­ი­ზო­გე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ ვინ ფიქ­რობს ბი­უ­ჯეტ­ზე. ვთხო­ვე, წე­რი­ლო­ბით ეპა­სუ­ხათ, რომ უარს ამ­ბობ­დ­ნენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ჩუ­ქე­ბა­ზე. 4-5 დღე ფიქ­რობ­დ­ნენ, ალ­ბათ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­რეს იქ, სა­დაც ჯერ არს.

ერ­თი პი­რო­ბა მქონ­და, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­კან­ზე, უკან, და­ეკ­რათ სტი­კე­რე­ბი და და­ე­წე­რათ — სა­ჩუქ­რად გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის­გან“. ეს არ მო­ე­წო­ნათ. ყველ­გან ვიტყ­ვით, რომ გვა­ჩუ­ქე­თო. თქმა ერ­თია და მინ­და, რომ ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­დეს. იცით, რა თან­ხის და­ზოგ­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი? 6 ათასი წიგ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში (ძა­ლი­ან დი­დი მო­ცუ­ლო­ბის წიგ­ნია), 25 000-30 000 ლარ­ზე. ამ მი­მო­წე­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც მაქვს. ბო­ლოს დაგ­ვ­თან­ხ­მ­დ­ნენ. აი, ასე­თი ფაქ­ტი იყო. თით­ქოს კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ციაა, მაგ­რამ სა­სა­ცი­ლო ნამ­დ­ვი­ლად არ არის, უფ­რო სა­ვა­ლა­ლოა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, აფხა­ზე­თის სა­მი­ნის­ტ­როს ვა­ჩუ­ქეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 2000 ეგ­ზემ­პ­ლა­რი (დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რა, რვე­უ­ლე­ბი, კრე­ბუ­ლე­ბი, ტეს­ტე­ბი თუ სხვა წიგ­ნე­ბი). ისი­ნი სა­ჩუ­ქარს მი­ე­სალ­მ­ნენ, არ უყოყ­მა­ნი­ათ, პი­რი­ქით, დი­დი მად­ლო­ბა გვითხ­რეს.

ბიზ­ნე­სის შეზღუდ­ვა

კერ­ძო სკო­ლე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი ბეჭ­და­ვენ (მა­თი კონ­ტინ­გენ­ტი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 7%-ია, ამ ბა­ზარს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ოცამ­დე გა­მომ­ცემ­ლო­ბა აწ­ვ­დის), სულ ვფიქ­რობ­დით, თუ წარ­თ­მე­ვა იყო, ამ 7%-ის წარ­თ­მე­ვა­საც რა უნ­დო­და, რა­ტომ დაგ­ვი­ტო­ვეს. სა­სა­მარ­თ­ლო­ში სი­ა­რუ­ლი­სას ერთ-ერ­თ­მა მო­სა­მარ­თ­ლემ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად აგ­ვიხ­ს­ნა, ეს 7%-იც რომ წა­ე­ღოთ, მა­შინ ამას ბიზ­ნე­სის წარ­თ­მე­ვა ერ­ქ­მე­ო­და, ახ­ლა კი ბიზ­ნე­სის შეზღუდ­ვას­თან გვაქვს საქ­მეო. 93%-ს რომ წა­მარ­თ­მევ, შეზღუდ­ვაა? უბ­რა­ლოდ, არ უნ­დათ, რომ ჩვენ გან­ვ­ვი­თარ­დეთ. რა ბიზ­ნეს­საც აწარ­მო­ებ, მი­სი გან­კარ­გ­ვის უფ­ლე­ბაც უნ­და გქონ­დეს.

უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი, ჩვენ­თან არი­ან, მაგ­რამ…

დი­დი მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს გა­მომ­ცე­მელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ას­თან. ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ რომ შე­იტყ­ვეს, ჩა­მო­სუ­ლი იყ­ვ­ნენ და არც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა არ მი­ი­ღო და არც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რ­მა (ამ სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ­დე იყო).

ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე 10-წუ­თი­ა­ნი მოხ­სე­ნე­ბით წარ­დ­გა სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და ქარ­თ­ველ გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე გვან­ცა ჯო­ბა­ვა და ქარ­თ­ვე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის ირ­გ­ვ­ლივ შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა. მო­უს­მი­ნეს ქარ­თ­ველ იურის­ტებ­საც. დი­დი ბჭო­ბის შემ­დეგ გვითხ­რეს, ჩვენ ვე­რაფ­რით და­გეხ­მა­რე­ბი­თო, თქვენ საქ­მე კრი­მი­ნა­ლებ­თან გქო­ნი­ა­თო. ჩვენ ის ორ­გა­ნი­ზა­ცია ვართ, რო­მელ­მაც თურ­ქეთ­ში და­ა­ლა­გა პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხე­ბი, სა­დაც ლა­მის იარა­ღით მი­დი­ო­და ბრძო­ლა, მაგ­რამ თქვენ­თან გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბააო.

მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ თბი­ლის­ში და შეხ­ვ­დ­ნენ მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს, თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლი­ას, შემ­დეგ თქვეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად ხე­დავს ყვე­ლა­ფერ­სო, ჩვენ რა­საც ვე­უბ­ნე­ბით, იმა­საც კარ­გად ხვდე­ბა, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი არ არი­სო.

მთე­ლი ეს პრო­ცე­სი და­იწყო მა­შინ, რო­ცა გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი გახ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი. მასთან მი­ვი­და მეს­ტამ­ბე­ე­ბი­სა და მფარ­ვე­ლე­ბის ჯგუ­ფი და უთხ­რეს, უცხო­ეთ­ში რომ იბეჭ­დე­ბა წიგ­ნე­ბი, ახ­ლა ჩვენ დავ­ბეჭ­დავ­თო. ეს იყო სა­ბა­ბი. სად არის დის­კე­ბი, იკითხა მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა (რო­ცა ვი­მარ­ჯ­ვებ­დით, დის­კებს ვა­ბა­რებ­დით სა­მი­ნის­ტ­როს და ახ­ლაც ვა­ბა­რებთ), დის­კე­ბი ჩვენ­თან არი­სო, მა­შინ ვინ ეკითხე­ბა გა­მომ­ცემ­ლებს და ავ­ტო­რებ­სო. წა­ვი­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, რო­გორ ეტყო­და უარს უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე. ჩვენ ხაზ­გას­მით გვინ­და ვთქვათ, რომ უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არც ერ­თი გა­მომ­ცე­მე­ლი და ავ­ტო­რი არ ვართ და არც ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მი­სი მფლო­ბე­ლის­გან უნ­და შე­ი­ძი­ნონ, ავ­ტო­რე­ბის­გან და გა­მომ­ცემ­ლე­ბის­გან, მათ კი თვი­თონ და­ბეჭ­დეს და შეგ­ვა­ტო­ვეს დი­დი ტი­რა­ჟე­ბით უკ­ვე და­ბეჭ­დი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. ჩვენ­გან წარ­თ­მე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის „უფა­სოდ“ დამ­რი­გე­ბე­ლი მი­ნის­ტ­რი პრე­ზი­დენ­ტად მოგ­ვევ­ლი­ნა.

გრი­ფი­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი

წიგ­ნე­ბი გრი­ფი­რე­ბა­ზე წა­რად­გი­ნა, ვთქვათ, რამ­დე­ნი­მე გა­მომ­ცემ­ლო­ბამ. თქვენ მი­ი­ღეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი 100 ქუ­ლა, მე — 90 ქუ­ლა, თქვენ ჯერ არ ხართ პირ­ველ ად­გილ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი. თუ თქვენ­მა და­ბალ­ქუ­ლი­ან­მა კონ­კუ­რენ­ტ­მა შე­სას­ყიდ ფა­სად უფ­რო ნაკ­ლე­ბი თან­ხა აჩ­ვე­ნა, და­ბალ­ქუ­ლი­ა­ნი წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს პირ­ველ ად­გილ­ზე, 100-ქუ­ლი­ა­ნი კი გა­რეთ დარ­ჩეს. რა­ტომ ვიხ­სე­ნებ ძველს, იმი­ტომ რომ ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, ამ გზით მი­დი­ან, არ გვაქვს უფ­ლე­ბა, ტენ­დე­რის გა­რე­შე ჩა­ვა­ტა­როთ გრი­ფი­რე­ბაო, ტენ­დერს ეძა­ხი­ან, ფა­სი რომ აქვს მიბ­მუ­ლი. ასე­თი რამ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ტენ­დე­რებ­ზე ხდე­ბა, ვე­უბ­ნე­ბო­დით მურ­ღუ­ლი­ას, წიგ­ნი არ არის ქვი­შა ან აგუ­რი, ეს არის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მა, ვი­საც მე­ტი ქუ­ლა აქვს, იმან უნ­და გა­ი­მარ­ჯ­ვოს. ამი­ტომ და­კარ­გა ფა­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ში­ნა­არ­ს­მა, ხა­რის­ხ­მა.

ეს ნიშ­ნავს, რომ ბეჭ­დ­ვას ტენ­დე­რის გა­რე­შე უშ­ვებ და მე კი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას, ტენ­დე­რით მიშ­ვებ?! ეს არ არის დარ­ღ­ვე­ვა? არ დგას ამის უკან ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სი?! გა­მო­დის, რომ ბეჭ­დ­ვა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია! ერთ-ერ­თ­მა ჩი­ნო­სან­მა ასე­თი რამ გვითხ­რა, ერ­თი გა­მა­გე­ბი­ნეთ, ავ­ტორ­მა გა­მო­ი­გო­ნა (ეს სიტყ­ვა იხ­მა­რა), ტი­პოგ­რა­ფი­ამ (მი­სი­ვე სიტყ­ვაა) და­ბეჭ­და, თქვენ, გა­მომ­ცემ­ლე­ბი, რას აკე­თებ­თო. გა­ა­გე­ბი­ნე ასეთ ჩი­ნო­სანს, რას აკე­თებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა! რა ტო­ნით იყო, იცით, ეს ნათ­ქ­ვა­მი, ე.ი. თქვენ აკე­თებთ ფულს, თო­რემ ავ­ტო­რი მო­ი­ტანს, სტამ­ბა და­ბეჭ­დავს და თქვენ ზედ­მე­ტი მგო­ნი­ხარ­თო. ასე­თი დო­ნის ხალ­ხ­თან გვქონ­და საქ­მე.

გრი­ფი­რე­ბის დროს საგ­ნის ყვე­ლა ექ­ს­პერ­ტი უნ­და კითხუ­ლობ­დეს ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნილ წიგნს (მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს), შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ ჰქონ­დეს.

არც რე­ცენ­ზენ­ტე­ბის ანო­ნი­მუ­რო­ბაა სწო­რი. არა მგო­ნია, ეს ობი­ექ­ტუ­რო­ბის გა­რან­ტია იყოს, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა მე­ტი დარ­ღ­ვე­ვის სა­ფუძ­ვე­ლიც კი გახ­დეს, რო­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ შენს გვარს ვე­რა­ვინ გა­ი­გებს. გვითხ­რეს, რო­ცა გრი­ფი­რე­ბა დამ­თავ­რ­დე­ბა, მე­რე გავ­ხ­ს­ნი­თო „სა­ი­დუმ­ლოს“. ჩვენ სხვი­სი არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, გვინ­და ვი­ცო­დეთ, ჩვე­ნი წიგ­ნე­ბი ვინ შე­ა­მოწ­მა. პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. შარ­შან ასე­თი რა­მაც ით­ქ­ვა, რომ ისი­ნი (რე­ცენ­ზენ­ტე­ბი) არ არი­ან თა­ნახ­მა­ნი, რომ მა­თი გვა­რე­ბი გა­სა­ჯა­როვ­დეს. წელს ვი­თა­რე­ბა თით­ქოს შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ნდო­ბა უკ­ვე და­კარ­გუ­ლია.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექტს“ ამ სკო­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ცე­მის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. არ ვე­თან­ხ­მე­ბი ტერ­მინს „არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი“, სწო­რია „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი“. ეს ყვე­ლა ქარ­თუ­ლია, რად­გან პროგ­რა­მა აქვთ ქარ­თუ­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი სკო­ლე­ბია და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სკო­ლებ­ში ქი­მია იწყე­ბო­და მე-7 კლა­სი­დან, სომ­ხურ­ში – მე-8 კლა­სი­დან, მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი­დან (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და სომ­ხე­თი­დან) შე­მოჰ­ქონ­დათ წიგ­ნე­ბი, მათ შო­რის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი (ახ­ლაც შე­მო­აქვთ). ჩვენ ეს სკო­ლე­ბი ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი გავ­ხა­დეთ, პროგ­რა­მა არის ერ­თი, შე­იზღუ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­მო­ტა­ნა. უკ­ვე სხვა პროგ­რა­მა იყო, ვერც რუ­სე­თის, სომ­ხე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ის­ტო­რი­ას შე­მო­ი­ტან­დ­ნენ.

რა ხდე­ბა მე­რე? არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ერ­თი წლით გვი­ან შე­დის. ეს დრო თარ­გ­მ­ნას სჭირ­დე­ბა. VII-XII კლა­სე­ბი ახ­ლაც ძვე­ლი წიგ­ნე­ბით სწავ­ლო­ბენ. გა­მო­დის, რომ ქარ­თულ სკო­ლებ­ში და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში იდენ­ტუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით აღარ ას­წავ­ლი­ან. ამი­ტომ იმათ ისევ შე­მო­აქვთ წიგ­ნე­ბი. ორი წლის წინ რუ­სებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა­ზე აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი ამოჭ­რი­ლი იყო. ამის შე­სა­ხებ სტა­ტი­აც და­ი­ბეჭ­და, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია არ მოჰ­ყო­ლია. ჩვენ რომ ვაგ­ვი­ა­ნებთ წიგ­ნე­ბის შე­ტა­ნას, იმა­თაც, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, რუ­სი და სო­მე­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ, სა­ბა­ბი ეძ­ლე­ვათ, რომ ისევ შე­მო­ი­ტა­ნონ. იქა­ურ ბიზ­ნეს­მე­ნებს შე­მო­აქვთ, რომ­ლებ­საც იმ მი­ზე­ზით, რომ თა­ვი­ანთ დი­ას­პო­რა­ზე ზრუ­ნა­ვენ, გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბიც კი აქვთ. სავ­სეა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ამ წიგ­ნე­ბით. ეს პრობ­ლე­ბა არა­ვის არ აინ­ტე­რე­სებს.

ჰო­ნო­რა­რე­ბი

წელს გა­მო­აცხა­დეს გრი­ფი­რე­ბა, პირ­ვე­ლი-მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სამ ენა­ზე თარ­გ­მ­ნის კონ­კურ­სი. ეს წიგ­ნე­ბია: მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, მოს­წავ­ლის წიგ­ნი, მოს­წავ­ლის რვე­უ­ლი და ა.შ. „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ 72 წიგ­ნი თარ­გ­მ­ნა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და­ვუ­დეთ მთარ­გ­მ­ნე­ლებს, ჩა­ვა­ბა­რეთ თარ­გ­მა­ნე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს, უკ­ვე ოთხი თვე გა­ვი­და და ამ­ბო­ბენ, რომ ავ­თენ­ტუ­რო­ბას ამოწ­მე­ბენ, სწო­რია თუ არა თარ­გ­მა­ნი. ჩვენ სამ თვე­ში მო­ვამ­ზა­დეთ წიგ­ნე­ბი, ისი­ნი კი უკ­ვე ოთხი თვეა კითხუ­ლო­ბენ, ავ­თენ­ტუ­რია თუ არა. დრო ხომ გა­ი­ჭი­მა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი გვქონ­და, რომ მთარ­გ­მ­ნე­ლებს ივ­ნის­ში გა­და­ვუხ­დით ჰო­ნო­რარს, ჯამ­ში, საკ­მა­ოდ დიდ თან­ხა­ზეა სა­უ­ბა­რი. სა­ნამ ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ზე არ მო­ვა დას­კ­ვ­ნა, ჩვენ ჰო­ნო­რარს ვერ გავ­ცემ­თო. გვი­რე­კა­ვენ მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბი, მათ უზარ­მა­ზა­რი შრო­მა გას­წი­ეს. ზოგს ეჭ­ვიც კი შე­ე­პა­რა, ხომ არ ვატყუ­ებთ. მი­ვე­ცით ტე­ლე­ფო­ნის ნომერი, რომ თა­ვად და­ე­რე­კათ, სა­ა­გენ­ტო­ში უპა­სუ­ხეს, თქვენ ჩვენ­თან არ გაქვთ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და გა­მომ­ცე­მელს მი­მარ­თე­თო. ახ­ლაც არ არის ჰო­ნო­რა­რე­ბი გა­ცე­მუ­ლი.

ეს პროცესი ივ­ნის­ში უნ­და დასრულებული­ყო, რომ სექ­ტემ­ბერ­ში წიგ­ნე­ბი სკო­ლებ­ში შე­ე­ტა­ნათ. იმ ჯგუ­ფებს, ვი­საც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­მო­აქვთ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, უხა­რი­ათ ალ­ბათ, რომ აგერ ნო­ემ­ბე­რიც დად­გა და ჯერ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მზად არ არის. ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­რო კი სკო­ლებს და?პირდა, ახა­ლი პროგ­რა­მით ის­წავ­ლი­თო.

♦ ♦ ♦

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თე­მა, ზო­გა­დად და კონ­კ­რე­ტუ­ლად – გრი­ფი­რე­ბა, ჩვე­ნი სა­უბ­რის თე­მა მო­მა­ვალ­შიც, ალ­ბათ, კი­დევ არა­ერ­თხელ იქ­ნე­ბა. დღე­ვან­დე­ლი სა­უ­ბა­რი კი, ისე გა­მო­ვი­და, რომ უფ­რო მე­ტად წარ­სულს ეხე­ბო­და, ვიდ­რე წლე­ვან­დელ გრი­ფი­რე­ბას, მაგ­რამ ეს ის სა­კითხე­ბია, რო­მელ­ზე პა­სუ­ხი ჯერ არა­ვის გა­უ­ცია და არც გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თ­ვის მო­უხ­დია ბო­დი­ში იმ მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თ­ვის, რაც მათ მი­ად­გათ.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები