11 თებერვალი, სამშაბათი, 2025

საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი სტუ­დენ­ტი­ს მო­ტი­ვა­ცია  იმის გა­აზ­რე­ბაა, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ი­ღო, სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს

spot_imgspot_img

მა­რი­ტა გორ­გი­ლა­ძე

ლი­ე­ტუ­ვას მი­კო­ლას რო­მე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

 

 

 

მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი

ვსწავ­ლობ­დი და და­ვას­რუ­ლე ბა­თუ­მის მე-8 სა­ჯა­რო სკო­ლა. მეცხ­რე კლა­სი­დან აქ­ტი­უ­რად და­ვიწყე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. უამ­რა­ვი პრო­ექ­ტის, კონ­კურ­სე­ბი­სა და ბა­ნა­კე­ბის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი. სწო­რედ მეცხ­რე კლას­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე თუ რა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა მინ­დო­და. სა­მარ­თა­ლი უნ­და მეს­წავ­ლა, რად­გან მინ­დო­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და­მეც­ვა, მქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა დავ­ხ­მა­რე­ბო­დი ჩაგ­რულ ადა­მი­ა­ნებს.

ვარ ბა­თუ­მის „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის“ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ვიქ­ტო­რი­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ესე­ე­ბის კონ­კურ­სის „ნა­ბი­ჯი თა­ნად­გო­მის­კენ“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, UNAG-ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­ე­როს მო­დე­ლი­რე­ბის გა­ზაფხუ­ლის სე­სი­ის აჭა­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლ­ში არ­სე­ბუ­ლი „ლი­დერ­თა სახ­ლის“ პრო­ექ­ტის „ჩე­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი… ეს მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ პრო­ექ­ტე­ბი­სა, რომ­ლებ­შიც იმ პე­რი­ოდ­ში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის მო­ხა­ლი­სე. ვფიქ­რობ, სწო­რედ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მსგავ­ს­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა გა­რე­მომ მომ­ცა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და რწმე­ნა იმი­სა, რომ კი­დევ უფ­რო დი­დი მიზ­ნე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის მიღ­წე­ვა შე­მეძ­ლო.

ლი­ე­ტუ­ვას მი­კო­ლას რო­მე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი

ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში უკ­ვე ვი­ცო­დი, რომ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლას გა­ვაგ­რ­ძე­ლებ­დი, ძა­ლი­ან მომ­წონ­და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა და სხვა­დას­ხ­ვა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი თე­მე­ბის კვლე­ვა. მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი სწო­რედ მი­კო­ლას რო­მე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მი­ვი­ღე, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა აღ­მოჩ­ნ­და, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რიც სწო­რედ აქ გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი კურ­სი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის და­ემ­თხ­ვა კო­ვი­დი­სა და კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდს, სწო­რედ ამი­ტომ, მუ­დამ მქონ­და გან­ც­და, რომ კი­დევ უფ­რო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო და არ­სე­ბობ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ არ მქონ­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, სწო­რედ ესეც იყო და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია ჩემ­თ­ვის, გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა უცხო­ეთ­ში. ამ­ჟა­მად ვაგ­რ­ძე­ლებ სწავ­ლა­სა და კვლე­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი ლი­ე­ტუ­ვა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად სწო­რედ სა­მარ­თ­ლის სას­წავ­ლებ­ლად და საკ­ვ­ლე­ვად და­არ­ს­და. მი­კო­ლას რო­მე­რიც ცნო­ბი­ლი იურის­ტი იყო და ზუს­ტად ამი­ტომ ატა­რებს მის სა­ხელს უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 2022 წელს, კარლს ლა­მე­რის მშვი­დო­ბის პრი­ზი ავი­ღე, სტა­ტი­ე­ბის კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის, თე­მა კი შე­ე­ხე­ბო­და „ნა­ტო და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კონ­ფ­ლიქ­ტი, რა დგას სას­წორ­ზე ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის“.

აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი

დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე მო­ვი­პო­ვე ლი­ე­ტუ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც ჩე­მი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­ფი­ნან­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­პენ­დი­ის გა­რე­შე ნამ­დ­ვი­ლად ვერ შევ­ძ­ლებ­დი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. ერ­თი მხრივ, სა­ხელ­მ­წი­ფოს, მე­ო­რე მხრივ, უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს უამ­რა­ვი სა­ხის სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი, იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და პრო­ექ­ტებ­ში სურთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. რა თქმა უნ­და, ცალ­კე არ­სე­ბობს ერას­მუ­სის რამ­დე­ნი­მე ტი­პის სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ის­წავ­ლო, სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რო ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა, სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხურს, ლი­ე­ტუ­ვას ცალ­კე აქვს სა­ხელ­მ­წი­ფო სტი­პენ­დია ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც სურთ აქ ჩა­მოს­ვ­ლა და მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ცხად­დე­ბა. რაც შე­მე­ხე­ბა მე, 2020 წელს სტი­პენ­დია, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის მეშ­ვე­ო­ბით, სწავ­ლა საზღ­ვარ­გა­რეთ, მო­ვი­პო­ვე, რო­მე­ლიც საკ­მა­რი­სი იყო სწავ­ლი­სა და ცხოვ­რე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

უცხო­ე­თის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა

ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა ასე­თია – სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე ვსწავ­ლობ­დი ჯერ ლი­ე­ტუ­ვა­ში, შემ­დეგ კი საფ­რან­გეთ­ში სა­ვოიე მონ­ბ­ლა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ერას­მუ­სის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით ვიმ­ყო­ფე­ბო­დი გრა­ცის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ავ­ს­ტ­რია). ბა­კა­ლავ­რის გა­ნათ­ლე­ბა კი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვი­ღე. უცხო­ე­თის სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლა იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლია სა­ზე­პი­რო მა­სა­ლით, გა­მოც­დე­ბიც, ბევრ სა­გან­ში, თით­ქ­მის მთლი­ა­ნა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს სტუ­დენ­ტი დი­დი მო­ცუ­ლო­ბის მა­სა­ლის და­მახ­სოვ­რე­ბას, რაც ჩე­მი აზ­რით და გა­მოც­დი­ლე­ბით ძა­ლი­ან მცდარი და, თით­ქ­მის, არაფ­რის მომ­ტა­ნია. უცხო­ეთ­ში მე­ტად ცდი­ლო­ბენ ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ზე­პი­რო თით­ქ­მის არა­ფე­რია, გა­მოც­დე­ბიც მე­ტად პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­სა და კა­ზუ­ის­ტუ­რი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბით არის და­ხუნ­ძ­ლუ­ლი. თით­ქ­მის ყვე­ლა გა­მოც­და­ზე ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა­საც კი გვაძ­ლევ­დ­ნენ, რად­გან და­ვა­ლე­ბე­ბი ისე­თი ფორ­მით იყო მო­ცე­მუ­ლი, რომ პირ­და­პირ პა­სუ­ხებს სტუ­დენ­ტე­ბი ვერ­სად იპო­ვიდ­ნენ და სა­ჭი­რო იყო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, გა­და­აზ­რე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე უცხო­ე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე­ე­ბი ჩემ­თ­ვის სწო­რედ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბია. რო­გორც წე­სი, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა სივ­რ­ცი­თა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით მოწყო­ბი­ლი. მთე­ლი დღის გა­ტა­რე­ბაც რომ მო­გი­წი­ოს, ყვე­ლა მათ­გა­ნი იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლია, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით შეძ­ლებ ამის გა­კე­თე­ბას. სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის, რომ არ­სე­ბობს სხვა­დას­ხ­ვა სპორ­ტუ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი, დარ­ბა­ზე­ბი, სა­დაც სტუ­დენტს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­კუ­თარ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც მი­ხე­დოს სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად. ყველ­გან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს კლუ­ბე­ბი, სა­დაც ინ­ტე­რე­სის და მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლია ჩა­ე­წე­რო, მა­გა­ლი­თად, ცეკ­ვის, სიმ­ღე­რის, სხვა­დას­ხ­ვა ენე­ბის, სპორ­ტის. ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ მენ­ტა­ლურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­საც, ყველ­გა­ნაა ფსი­ქო­ლო­გის კა­ბი­ნე­ტი და უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. უსას­რუ­ლოდ შე­მიძ­ლია სა­უ­ბა­რი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა ევ­რო­პა­ში.

უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რჩე­ვე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი, დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი

საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლას, რა თქმა უნ­და, უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა ახ­ლავს თან. გან­სა­კუთ­რე­ბით, არა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის. არ­სე­ბობს მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც გსურს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, გგო­ნია, რომ ამას შენ ვერ შეძ­ლებ და შე­უძ­ლე­ბე­ლია გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლის და­ნახ­ვა. თუმ­ცა, რამ­დე­ნა­დაც ბა­ნა­ლუ­რად არ უნ­და ჟღერ­დეს, მარ­თ­ლაც არა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი. ახალ­გაზ­რ­დებს მუ­დამ უნ­და ახ­სოვ­დეთ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა შეძ­ლო ეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნიც შეძ­ლე­ბენ. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა, ად­რე თუ გვი­ან, აუცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს შე­დეგს.

პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლე­ბე­ლია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, თუ რი­სი სწავ­ლა სურს სტუ­დენტს, ამის შემ­დეგ კი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სწო­რედ ამ ნიშ­ნით ძი­ე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დიპ­ლო­მი საკ­მა­რი­სია შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად. გა­და­სა­ხადს რაც შე­ე­ხე­ბა, სტი­პენ­დი­ე­ბი­სა და გრან­ტე­ბის მო­ძებ­ნა, ესეც სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია – არ­სე­ბობს სა­ხელ­მ­წი­ფო და ასე­ვე ცალ­კე­უ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის. ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, თუ სტუ­დენ­ტი თა­ვად ვერ ახერ­ხებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია მიმ­ღე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის წე­რი­ლის მი­წე­რა და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოთხო­ვა, მო­სა­რი­დე­ბე­ლი არა­ფე­რია. ენის ბა­რი­ერს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩე­მი აზ­რით, თე­ო­რი­უ­ლად რამ­დე­ნი წე­ლიც არ უნ­და სწავ­ლობ­დე ენას, თუ პრაქ­ტი­კა­ში არ იყე­ნებ და კომ­ფორ­ტის ზო­ნას არ ტო­ვებ, ვე­რას­დ­როს ვერ გა­ი­გებ შე­გიძ­ლია ამ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა თუ არა. ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით, ენის ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა, სწო­რედ სწავ­ლის დაწყე­ბის შემ­დეგ შევ­ძე­ლი. რა თქმა უნ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი წიგ­ნის წა­კითხ­ვა და ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა იმ ენა­ზე, რო­მე­ლიც სწავ­ლი­სას გა­მოგ­ვად­გე­ბა, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. აუცი­ლებ­ლად უნ­და გახ­სოვ­დეთ, რომ ბევ­რი უცხო­ე­ლი კურ­სე­ლი გე­ყო­ლე­ბათ და მათ­თ­ვი­საც ეს ენა შე­საძ­ლოა არ იყოს მშობ­ლი­უ­რი, შე­სა­ბა­მი­სად, აუცი­ლებ­ლად გექ­ნე­ბათ მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც გა­ი­აზ­რებთ, რომ ყვე­ლა­ნი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ხართ და უბ­რა­ლოდ, მე­ტი პრაქ­ტი­კა გჭირ­დე­ბათ.

უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი

არ გა­ვაზ­ვი­ა­დებ, თუ ვიტყ­ვი, რომ ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს ერ­თი რამ გა­ნას­ხ­ვა­ვებთ სხვა ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტე­ბის­გან. უმე­ტეს მათ­განს სურს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. რა თქმა უნ­და, ეს დი­ნა­მი­კა იც­ვ­ლე­ბა იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ციაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მო­ტი­ვა­ცია საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი სტუ­დენ­ტი­სა არის და­ნახ­ვა იმი­სა, რომ, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ი­ღო, სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ის შეძ­ლებს ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბას. ამას კი სჭირ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რ­და დაბ­რუნ­დე­ბა და ეცო­დი­ნე­ბა, რომ ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი დახ­ვ­დე­ბა – სტა­ბი­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო, ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა­კენ ის­წ­რაფ­ვის.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და ლი­ე­ტუ­ვუ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა

ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა სკო­ლის ასა­კი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ჰო­ბი იყო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ლი­ე­ტუ­ვა­ში მო­ვა­ხერ­ხე და ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლის „ფეს­ვე­ბი“ მო­ცეკ­ვა­ვე ვარ. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე, „ფეს­ვებ­თან“ ერ­თად, რამ­დე­ნი­მე დიდ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. თა­ვი­სუ­ფალ დროს სწო­რედ ცეკ­ვის­თ­ვის ვი­ყე­ნებ, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბით, რად­გან სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რი მაქვს და უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც, ძი­რი­თა­დად, კომ­პი­უ­ტერ­თან მი­წევს ყოფ­ნა, ვცდი­ლობ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა იყოს ჩე­მი რუ­ტი­ნის ნა­წი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, მინ­და გა­მოვ­ყო ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დღე – იონი­ნეს დღე­სას­წა­უ­ლი – წმინ­და იოანე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის და­ბა­დე­ბის დღე, რო­მელ­საც ზაფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის აღ­ნიშ­ვ­ნის დატ­ვირ­თ­ვაც აქვს. ამ დღეს, ლი­ე­ტუ­ვა­ში ან­თე­ბენ კო­ცონს, ქა­ლე­ბი ერ­თად მი­დი­ან ყვა­ვი­ლე­ბის და­საკ­რე­ფად, წნი­ან გვირ­გ­ვი­ნებს, ღა­მით კი, მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად, დან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბით, ამ გვირ­გ­ვი­ნებს მდი­ნა­რე­ში უშ­ვე­ბენ. არ­სე­ბობს თქმუ­ლე­ბა, რომ თუ სურ­ვილს ჩა­ი­ფიქ­რებ და თქვე­ნი გვირ­გ­ვი­ნი შორს გა­ცუ­რავს მდი­ნა­რე­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი სურ­ვი­ლი, ერ­თი წლის მან­ძილ­ზე, აუცი­ლებ­ლად ას­რულ­დე­ბა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ციაა.

სტა­ჟი­რე­ბე­ბი და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

დრო­ის სწო­რი მე­ნეჯ­მენ­ტი­თა და მონ­დო­მე­ბით, ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი. რა თქმა უნ­და, ამ ეტაპ­ზე ვმუ­შა­ობ და ვსწავ­ლობ. ხან­და­ხან რა­ღაც აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა მი­წევს, თუმ­ცა შემ­დეგ ყო­ველ­თ­ვის ვა­ხერ­ხებ ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ფიქ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე და შო­რი­დან და­ნა­ხუ­ლი სამ­შობ­ლო

შო­რი­დან კი­დევ უფ­რო მეტს ფიქ­რობ, მუ­დამ გე­ნატ­რე­ბა, მუ­დამ გუ­ლი შეგ­ტ­კი­ვა, რო­დე­საც რა­ი­მე კარ­გი ხდე­ბა, ორ­მა­გად გი­ხა­რია, ხო­ლო რო­დე­საც ცუ­დი, სა­კუ­თარ თავს ვერ პა­ტი­ობ, რომ იქ არ ხარ. მუ­დამ ფიქ­რობ, რომ აი, მე კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში ვარ, იქ, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში კი ჩემს მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს უწევთ ბრძო­ლა ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის. მე­ტად ბრაზ­დე­ბი, მე­ტად გწყინს და ხან­და­ხან გრცხვე­ნია კი­დეც ამ კომ­ფორ­ტ­ში ყოფ­ნის. თუმ­ცა, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, კი­დევ უფ­რო აფა­სებ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას. ხე­დავ სად და რო­გორ უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რი­სი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად, მე­ტად გრძნობ, თუ რამ­ხე­ლა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს ქვე­ყა­ნას და სად შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­მა­ვალ­ში. აფა­სებ იმ კარგ ჩვე­უ­ლე­ბებ­სა და წე­სებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გვაქვს. ასე­ვე, მე­ტად აფა­სებ იმ თვი­სე­ბებს, რომ­ლე­ბიც სხვა ქვეყ­ნებ­ში არ გვხვდე­ბა. შო­რი­დან კი­დევ უფ­რო ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ ჩანს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო მუ­დამ იყო, არის და იქ­ნე­ბა ევ­რო­პის ნა­წი­ლი, ეს არ არის ხე­ლოვ­ნუ­რად თავ­ს­მოხ­ვე­უ­ლი, არა­მედ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ერის ბუ­ნებ­რი­ვი მის­წ­რა­ფე­ბაა.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

ძა­ლი­ან მინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. არას­დ­როს მი­ფიქ­რია ქვეყ­ნის სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვე­ბა, ყო­ველ­თ­ვის ვფიქ­რობ­დი, რომ ვის­წავ­ლი­დი და დავ­ბ­რუნ­დე­ბო­დი უკან. იმედს არ ვკარ­გავ, რომ შევ­ძ­ლებ ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ქვე­ყა­ნა­ში და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია, რაც დი­დი მო­ტი­ვა­ციაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თ­ვის.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები