გთავაზობთ 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგებს.
ნაშრომის სკანირებულ ასლთან ერთად მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულებიც. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება ტესტის რომელ ნაწილში გადალახა მონაწილემ ზღვარი.
აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).