18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

საერთაშორისო პროექტი

spot_img
თე­ო­ნა სა­რა­ლი­ძე
სსიპ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხ. ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

„არი­ან ქა­ლე­ბი კლდის ყვა­ვი­ლე­ბი – ნე­ბის­მი­ერ

კლდეს გა­ხეთ­ქა­ვენ და მა­ინც აყ­ვავ­დე­ბი­ან.“

თეა მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი

 

XXI სა­უ­კუ­ნე­ში უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა იბ­რ­ძ­ვის ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, პრობ­ლე­მა დღე­საც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სა­ჭირ­ბო­რო­ტო.

მოს­წავ­ლე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონთ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა, მით უმე­ტეს, თუ ის ლო­კა­ლურ საზღ­ვ­რებს სცდე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბებს იძენს. ასე მოხ­და ახ­ლაც.

ვი­ნა­ი­დან ბო­ლო წლებ­ში აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლა­ბა­ში, ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­და და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­მი­კავ­შირ­და პა­კის­ტა­ნე­ლი პო­ე­ტი, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი აქ­ტი­ვის­ტი, „მშვი­დო­ბის ჯა­რის­კა­ცი“, ანი­ლა ბუ­ხა­რი. ის ცნო­ბი­ლია მსოფ­ლი­ოს ორ­მოც­და­ათ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბით. სა­კუ­თა­რი ხე­ლით ამ­ზა­დებს თო­ჯი­ნებს ობოლ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და ზრუ­ნავს მათ­ზე, ცდი­ლობს გა­ა­ფე­რა­დოს ჩაგ­რუ­ლი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა და იბ­რ­ძ­ვის მა­თი უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის. ამ­ჯე­რად ჩვენ­მა პრო­ექ­ტ­მა მის­ცა ძა­ლა, ახა­ლი შე­მარ­თე­ბით და ენერ­გი­ით შეს­დ­გო­მო­და თა­ვის საქ­მეს.

ანი­ლა ბუ­ხა­რიმ შე­მომ­თა­ვა­ზა რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მან გა­მო­მიგ­ზავ­ნა სა­მი ემო­ცი­უ­რი ლექ­სი უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ: „გო­გო­ნე­ბი ანა­თე­ბენ“, „ცოდ­ნის ფრთე­ბი“, „ტა­ლა­ხი­დან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბამ­დე“.

ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, შე­მე­ტა­ნა ცვლი­ლე­ბე­ბი, და­მე­მა­ტე­ბი­ნა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­კის­ტა­ნე­ლი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის ფაქ­ტე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ გაგ­ვიჩ­ნ­და მე და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს.

პრო­ექტს სა­ხელ­წო­დე­ბა შე­ვურ­ჩიე პო­ე­ტის ერთ-ერ­თი ლექ­სის მი­ხედ­ვით „გო­გო­ნე­ბი ანა­თე­ბენ“. აღ­ნიშ­ნულ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა ჩემს მოს­წავ­ლე გო­გო­ნებ­ში და მა­თი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის სურ­ვი­ლიც გა­მო­იწ­ვია.

გი­ზი­ა­რებთ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს.

პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა: „გო­გო­ნე­ბი ანა­თე­ბენ“

თე­მა: ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბა: ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი ის ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი და გა­ნუ­ყო­ფე­ლი უფ­ლე­ბე­ბია, რომ­ლი­თაც ყვე­ლა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ.ყვე­ლა ქალს აქვს უფ­ლე­ბა იცხოვ­როს უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში, მი­ი­ღოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი.

პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი:

♦ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა მსოფ­ლი­ოს მასშ­ტა­ბით.

♦ პა­კის­ტა­ნე­ლი პო­ე­ტის და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი აქ­ტი­ვის­ტის ანი­ლა ბუ­ხა­რის შე­მოქ­მე­დე­ბის გაც­ნო­ბა და რე­ა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა.

აქ­ტი­ვო­ბა 1. მოს­წავ­ლე­ე­ბი კითხუ­ლო­ბენ პა­კის­ტა­ნე­ლი პო­ე­ტის და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი აქ­ტი­ვის­ტის, ანი­ლა ბუ­ხა­რის სამ ლექსს: „გო­გო­ნე­ბი ანა­თე­ბენ“, „ცოდ­ნის ფრთე­ბი“, „ტა­ლა­ხი­დან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბამ­დე“.

აქ­ტი­ვო­ბა 2. მოს­წავ­ლე­ე­ბი აკე­თე­ბენ ჩა­ნა­ხა­ტებს ამ ლექ­სე­ბის მი­ხედ­ვით და მხატ­ვ­რუ­ლად კითხუ­ლო­ბენ მათ.

აქ­ტი­ვო­ბა 3. მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან ვი­დე­ორ­გოლს პო­ე­ტის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და მი­სი ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

აქ­ტი­ვო­ბა 4. მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან ვი­დე­ორ­გოლს სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­ზე პა­კის­ტა­ნე­ლი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან.

აქ­ტი­ვო­ბა 5. მოს­წავ­ლე­ე­ბი ამო­წე­რენ მათ­თ­ვის ემო­ცი­ურ და სა­ინ­ტე­რე­სო სტრი­ქო­ნებს პო­ე­ტის ლექ­სე­ბი­დან და კითხუ­ლო­ბენ მათ.

აქ­ტი­ვო­ბა 6. პო­ე­ტი წერს ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც პა­სუხს სცემს მოს­წავ­ლე­თა მი­ერ გაგ­ზავ­ნილ კითხ­ვებს.

პრო­ექ­ტის ვი­დე­ორ­გო­ლებ­მა, ჩა­ნა­წე­რებ­მა და ფო­ტო­ებ­მა გა­მო­იწ­ვი­ეს ახალ­გაზ­რ­და ლი­დერ ქალ­თა გლო­ბა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ლი­დერ და წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლებ­ზე.

ვფიქ­რობ, იმ დღეს, ორი­ვე მხა­რე ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით – ჩვენ იმით, რომ სა­კუ­თა­რი ხმა გა­ვა­გო­ნეთ, გა­ვი­ცა­ნით, თა­ვუ­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ ერ­თხელ და­ვა­ფიქ­სი­რეთ; ის იმი­ტომ, რომ აქ, პა­ტა­რა ქვეყ­ნის ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში, ერ­თ­გუ­ლი მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი შე­ი­ძი­ნა. იმ დღეს ყვე­ლას გულ­ში ხმი­ა­ნობ­და ფრა­ზა: არა, ქალ­თა ძა­ლა­დო­ბას!

გთა­ვა­ზობთ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ ანი­ლა ბუ­ხა­რის ლექ­სე­ბის მი­ხედ­ვით და­წე­რილ ჩა­ნა­ხა­ტებს:

„ცოდ­ნის ფრთე­ბი“

კი­დევ ერ­თი დღე გა­თენ­და თავ­შე­სა­ფარ­ში და მინ­და დღეს ჩემს გავ­ლილ ცხოვ­რე­ბა­ზე გე­სა­უბ­როთ. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მთე­ლი ოჯა­ხი ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა­ში მოვ­ყე­ვით, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტრა­გე­დი­ამ იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა ჩე­მი მშობ­ლე­ბი და მე, იმ დღი­დან, მარ­ტო დავ­რ­ჩი. ახ­ლა ობოლ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ვარ, უკ­ვე გა­ვი­ზარ­დე, ცხოვ­რე­ბა­ზე და მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი და­ვიწყე. და­ა­ფა­სეთ მშობ­ლე­ბი, მხო­ლოდ მათ შე­უძ­ლი­ათ მოგ­გ­ვა­რონ ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თ­გუ­ლე­ბა. მხო­ლოდ მათ­გან იგ­რ­ძ­ნობ მუდ­მივ გვერ­დ­ში დგო­მას და ბედ­ნი­ე­რე­ბას შენს ყვე­ლა წინ გა­დად­გ­მულ ნა­ბიჯ­ზე. მარ­თა­ლია, მე­გობ­რე­ბი აქაც მყავს, მაგ­რამ მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბი თით­ქოს იმ­დე­ნად წრფე­ლი არ არის, რო­გორც მშობ­ლე­ბის­გან. მარ­ტო ყოფ­ნი­სას ხში­რად მახ­სენ­დე­ბი­ან ისი­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მე, რო­დე­საც ჩე­მი ფან­ჯ­რი­დან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს შევ­ც­ქე­რი. ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ მი­ტი­რია ჩუ­მად, ისე, რომ არა­ვის გა­უ­გია. მათ გვერ­დით ყოფ­ნას სულ ვგრძნობ, თით­ქოს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მეხ­მა­რე­ბი­ან უკე­თე­სი გზის არ­ჩე­ვა­ში. მშობ­ლე­ბი ბავ­შ­ვო­ბა­ში ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სწავ­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კა­პი­ტა­ლია, რო­მელ­საც ბევრ რა­მე­ში და­ა­ბან­დებ. გა­ვი­ზარ­დე, ჩე­მი აზ­როვ­ნე­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და და მეც მივ­ხ­ვ­დი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მო­მა­ვა­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რად­გა­ნაც გა­ნათ­ლე­ბა არის მო­მავ­ლის ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი შენს ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის­თ­ვის. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, ადა­მი­ანს შე­უზღუ­დოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა, ეს არის ადა­მი­ა­ნის კე­თი­ლი ნე­ბა-სურ­ვი­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი მი­ზა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც უნ­და ის­წ­რა­ფო­დეს ყვე­ლა, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა. თუ ჩვენ გვაქვს რა­ი­მე სურ­ვი­ლი, ვაქ­ცი­ოთ ეს სურ­ვი­ლი მიზ­ნად და ვიბ­რ­ძო­ლოთ მის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის წი­ნა­შე, მა­შინ ის არა­ვინ და არა­ფერ­მა არ უნ­და შე­ა­ჩე­როს დე­და­მი­წა­ზე.

ქ. რ.

„გო­გო­ნე­ბი ანა­თე­ბენ“

ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დია, მა­ლე იწ­ვი­მებს, ფან­ჯა­რას­თან ვზი­ვარ და ვხე­დავ ქუ­ჩა­ში მო­სე­ირ­ნე ბი­ჭებს. გულ­ში ტკი­ვილს ვგრძობ მათ მი­მართ, რად­გან დარ­წ­მუნ­ე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბათ, თვლი­ან, რომ სუს­ტე­ბი ვართ, ისი­ნი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ მათ­ზე ბევ­რად მე­ტი შეგ­ვიძ­ლია. თუმ­ცა, მხო­ლოდ ისი­ნი არ არი­ან, ვინც ასე ფიქ­რობს… ქა­ლებს შეგ­ვიძ­ლია ერთ დღეს უდი­დე­სი ტკივი­ლი გა­და­ვი­ტა­ნოთ და მომ­დევ­ნო დღეს თა­ვა­წე­უ­ლებ­მა გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ ცხო­ვ­რე­ბა. ეს ნი­ჭია, რო­მე­ლიც ღმერ­თ­მა ჩვენ გვარ­გუ­ნა. მინ­და მსოფ­ლი­ომ გა­ი­გოს, რომ ქა­ლე­ბი მხო­ლოდ ოჯა­ხის შე­საქ­მ­ნე­ლად და ბავ­შ­ვე­ბის გა­სა­ჩე­ნად არ ევ­ლი­ნე­ბი­ან ამ ქვე­ყა­ნას, მა­თი მიზ­ნე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უდი­დე­სი და უსა­ზღ­ვ­როა. ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა ისიც, რომ ყვე­ლა წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი, შემ­დ­გა­რი მა­მა­კა­ცის უკან ძლი­ე­რი ქა­ლი დგას, რომ არა ის, მა­მა­კა­ცი ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბო­და ასე­თი.

დღი­თი დღე ვი­თარ­დე­ბა მსოფ­ლიო და შე­სა­ბა­მი­სად, ქალს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სია აირ­ჩი­ოს და იმუ­შა­ოს. კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ აქვს გამ­ბე­და­ო­ბა, რომ აღი­ა­როს, რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მათ ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, ჩემს გო­ნე­ბა­ში ცხა­დად დარ­ჩა ერ­თი მა­მა­კა­ცის სიტყ­ვე­ბი: „ჩე­მი ცო­ლი ჩე­მი ხერ­ხე­მა­ლიაო. იმ წამ­ს­ვე ჩა­მე­ბეჭ­და ეს სიტყ­ვ­ბი თავ­ში და უფ­რო მე­ტად შე­მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა ჩვე­ნი ძა­ლა. ნუ­რა­ვის ნუ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კუ­თარ თავ­ში ეჭ­ვი შეგ­ვა­ტა­ნი­ნოს, იმი­ტომ რომ ქა­ლე­ბის გა­რე­შე სი­ცოცხ­ლე არ იარ­სე­ბებს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გვქონ­დეს კარ­გი სამ­სა­ხუ­რი, ვიფ­რი­ნოთ სხვა­დას­ხ­ვა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და, პა­რა­ლე­ლუ­რად, დე­დე­ბიც ვი­ყოთ, რაც ყვე­ლა პრო­ფე­სი­ა­ზე მაღ­ლა დგას, რად­გან მო­მა­ვალ მო­ქა­ლა­ქეს, პი­როვ­ნე­ბას და ადა­მი­ანს ვზრდით. ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი, პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რო­მელ­თაც ქა­ლი მე­ფე გვყავ­და და სწო­რედ მი­სი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ხა­ნაა მიჩ­ნე­უ­ლი „ოქ­როს ხა­ნად“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

სუ­ლის სიღ­რ­მე­ში იმ­დე­ნად დი­დი ძა­ლა ვიგ­რ­ძე­ნი, მე­გო­ნა გავ­ფ­რინ­დე­ბო­დი, სწრა­ფად ჩა­ვიც­ვი ქურ­თუ­კი და წვი­მა­ში გავ­ვარ­დი, წვე­თე­ბის ქვეშ ვცეკ­ვავ­დი და ისეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვგრძნო­ბდი, რო­გო­რიც არას­დ­როს მიგ­რ­ძ­ვ­ნია. პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მელ­საც დე­დის ხე­ლი მაგ­რად ეჭი­რა, გა­ღი­მე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, უცებ ჩემ­ს­კენ გა­მო­იქ­ცა და ერ­თად და­ვიწყეთ ცეკ­ვა, თით­ქოს ყვე­ლა პრობ­ლე­მა წა­ი­შა­ლა ირ­გ­ვ­ლივ, მო­მავ­ლის იმე­დი კი ჩვენ ორის თვა­ლებ­ში ნათ­ლად ას­ხი­ვებ­და. აი, ამ ნაც­რის­ფე­რი ცის გა­ფე­რა­დე­ბა მხო­ლოდ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, სამ­ყა­როს უკე­თესს გავ­ხ­დით… ქა­ლე­ბი ატ­რი­ა­ლე­ბენ მსოფ­ლი­ოს, ჩვენ გა­დავ­ლა­ხავთ ბა­რი­ე­რებს და ყვე­ლას და­ვუმ­ტ­კი­ცებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია.

ჰა­ერს ღრმად ვი­სუნ­თ­ქავ და ვა­მა­ყობ, რომ ქა­ლი ვარ.

მ. პ.

„ტა­ლა­ხი­დან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბამ­დე“

რთუ­ლია იზ­რ­დე­ბო­დე გა­რე­მო­ში, სა­დაც ჩი­ტე­ბის ჭიკ­ჭი­კის ნაც­ვ­ლად, კა­მა­თის ხმე­ბი გეს­მის… ლო­ცუ­ლობ, რომ შენ­თ­ვის ეს დღე სა­ბო­ლოო არ აღ­მოჩ­ნ­დეს და ერთ-ერ­თი იმ იღ­ბ­ლი­ან­თა­გა­ნი იყო, რო­მელ­თაც ბედ­მა გა­უ­ღი­მა და კვლავ შეძ­ლეს მზის სხი­ვის ხილ­ვა. ყო­ველ­თ­ვის ვფიქ­რობ­დი, რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა უბ­რა­ლოდ სიზ­მა­რი იყო, ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე დამ­თავ­რ­დე­ბო­და, მა­ლე, რო­დე­საც უთან­ხ­მო­ე­ბე­ბის ცეცხ­ლი მი­ყუჩ­დე­ბო­და, მა­ლე, რო­დე­საც სა­მარ­თა­ლი კვლავ ჩვენს მხა­რეს იბ­რ­ძო­ლებ­და. ბავ­შ­ვუ­რი მი­ა­მი­ტო­ბით გო­ნე­ბა­და­ბინ­დუ­ლი, სი­ა­მა­ყით შევ­ც­ქე­რო­დი ხოლ­მე სამ­ხედ­რო­ებს. მარ­თ­ლა მჯე­რო­და, რომ სა­მუ­და­მოდ და­მი­ცავ­დ­ნენ რო­გორც მე, ასე­ვე ჩემ­თ­ვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს, შემ­დეგ კი ჩვე­ნი გმი­რის, მა­ლა­ლას შე­სა­ხებ შე­ვიტყ­ვე და რე­ა­ლო­ბის ობი­ექ­ტუ­რად აღ­ქ­მა შევ­ძე­ლი.

ნათ­ქ­ვა­მია, ბავ­შ­ვე­ბი სამ­ყა­როს ვარ­დის­ფერ სათ­ვა­ლე­ებ­ში ხე­და­ვე­ნო. მეც მჯე­რო­და, რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­ბ­დე­ბო­და სხვე­ბის­გან, მაგ­რამ ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ათა­სო­ბით ქა­ლის და­ხოც­ვა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი ვე­რას­დ­როს ვერ­სად იქ­ნე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი კი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბაა და არა და­ნა­შა­უ­ლი, რის გა­მოც მა­ლა­ლა­სა­ვით უნ­და დაგ­ჭ­რან…

რო­გორ­ღაც გა­და­ვურ­ჩი მსრვე­ლი ცე­ლით ყვე­ლაფ­რის გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ დროს და დღემ­დე ვიბ­რ­ძ­ვი, ჩე­მი სი­ცოცხ­ლის ერ­თა­დერთ არ­ს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც იმ ულა­მა­ზეს და უწ­მინ­დეს პე­პე­ლას ჰგავს, რო­მელ­საც წლე­ბია ეძებს. იმ და­უნ­დო­ბელ სამ­ყა­რო­ში ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც სა­სოს მაძ­ლევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­დავს თუ რო­გორ არ შე­უძ­ლი­ათ მას და მის თა­ნა­ტო­ლებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, არას­დ­როს ნებ­დე­ბა და მეც იმა­ვეს­კენ მო­მი­წო­დებს, ის პა­ტა­რა ნა­პერ­წ­კა­ლია, რო­მე­ლიც იმე­დის ცეცხლს აღ­ვი­ვებს და აძ­ლი­ე­რებს არა მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის, არა­მედ პა­კის­ტა­ნე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვი­საც, რომ­ლე­ბიც დღემ­დე გა­ნაგ­რ­ძო­ბენ ბედ­თან ჭი­დილს არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის.

ნ. კ.

„ცოდ­ნის ფრთე­ბი“

სამ­ყა­რო, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ და ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, რო­მე­ლიც გვინ­და რომ გვქონ­დეს, გუ­ლის­ხ­მობს ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მო­რალს, ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის ხე­ლის გაწ­ვ­დე­ნას , მხარ­და­ჭე­რას უნა­რე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და შე­ძე­ნის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სად, სირ­ცხ­ვი­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი იქ­ნე­ბა თუ მე და სხვა გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს რე­ა­ლო­ბას იზი­ა­რე­ბენ, არ ვიგ­რ­ძ­ნობთ მხარ­და­ჭე­რას კა­რი­ე­რა­ში და წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე.

გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლად დი­დია ჩემ­თ­ვის, მე არ შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მოდ­გე­ნა ცოდ­ნის მი­ღე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლის გა­რე­შე, ჩე­მი სურ­ვი­ლია რომ ვიგ­რ­ძ­ნო თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბას შე­უძ­ლია მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს იგი, ცოდ­ნის მი­ღე­ბა და­მეხ­მა­რე­ბა ავ­ფ­რინ­დე ცა­ში, უფ­რო და უფ­რო მაღ­ლა, ყო­ველ­გ­ვა­რი საზღ­ვ­რე­ბის გა­რე­შე. თა­ვი­სუფ­ლე­ბა უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რია მსოფ­ლი­ოს­გან, ამას­თან სურ­ვი­ლიც, რომ გა­მოვ­ცა­დო მი­სი სრუ­ლი არ­სი. ეს ამ­ბო­ხე­ბა არა­სო­დეს ჩაქ­რე­ბა ჩემ­ში, არა­ფერს შე­უძ­ლია შთა­მა­გო­ნოს ბრძო­ლის შეწყ­ვე­ტა, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, იმის­თ­ვის რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შევ­ძ­ლო, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო ბა­ლან­სი ცა­ში და არა­სო­დეს ჩა­მოვ­ვარ­დე. ფეხ­საც­მე­ლე­ბის რეცხ­ვა ან ძაღ­ლე­ბის და­ბა­ნა არ არის მარ­ცხი, არა­მედ გა­მოწ­ვე­ვე­ბია, რომ­ლე­ბიც არა­სო­დეს გახ­დე­ბი­ან უკან და­ხე­ვის მი­ზე­ზი, შე­უ­პო­ვა­რი სუ­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის აღ­წე­ვენ მიზ­ნებს, ეს რწმე­ნა მაძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას.

გა­ნათ­ლე­ბა ჩე­მი ოც­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია, ცოდ­ნა არის ბი­ლი­კი ამაღ­ლე­ბის­კენ, ზრდის­კენ, ბავ­შ­ვო­ბა კი ცხოვ­რე­ბის ის ეტა­პია, რო­მე­ლიც ცოდ­ნის შე­ძე­ნას უნ­და და­ვუთ­მო, ზრდას­რუ­ლებ­მა არ უნ­და შემ­ზღუ­დონ. ჩე­მი აზ­რით ყვე­ლა ბავ­შ­ვი მშობ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ში ამ­ჩ­ნევს მო­მავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ამი­ტო­მაა რომ უფ­რო­სებს დი­დი გავ­ლე­ნა აქვთ არას­რულ­წ­ლოვ­ნებ­ზე, რაც არ უნ­და იყოს, ცოდ­ნის შე­ძე­ნის­თ­ვის, მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ღია აზ­როვ­ნე­ბა, მხო­ლოდ სურ­ვი­ლი არ წყვეტს ყვე­ლა­ფერს, ხა­სი­ა­თი და სიმ­შ­ვი­დის შეგ­რ­ძ­ნე­ბა უფ­რო მი­ზან­და­სა­ხულს ხდის პი­როვ­ნე­ბას, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე არის იმ ადა­მი­ან­თა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, რომ­ლებ­საც აქვთ მო­მავ­ლის ჭეშ­მა­რი­ტი იმე­დი. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­ღა­რი­ბე არ უშ­ლის ხელს თუნ­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თ­ვის და დი­დი იმე­დი მაქვს, არა­მარ­ტო ჩემ­თ­ვის – თა­ნა­მო­აზ­რე ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნა არის ორ­მა­გად სა­ჭი­რო, რად­გან, რო­გორც ვი­ცით ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მსჯე­ლო­ბა­ში იბა­დე­ბა.

ნუ მაქ­ცევთ უფ­რ­თო ჩი­ტად, ფარ­თოდ გაშ­ლი­ლი ფრთე­ბი არის გა­ნათ­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა კი – ფრე­ნის მო­უშ­ლე­ლი სურ­ვი­ლი.

ლ.კ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები