23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია — გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი ზო­გად და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში

spot_img

პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი შეზღუდ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია მა­ინც გა­მარ­თა, თუმ­ცა — ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში. მი­ზა­ნიც იგი­ვეა, რაც წი­ნა წლებ­ში —   გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გე­ბის სრუ­ლი სუ­რა­თის წარ­დ­გე­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის­თ­ვის და იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა თუ პრობ­ლე­მე­ბის წა­მო­წე­ვა და გან­ხილ­ვა, რის დაძ­ლე­ვაც მო­უ­წევს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით.

წლე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია, გარ­და იმი­სა, რომ დის­ტან­ცი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მორ­ჩე­უ­ლი იმით იყო, რომ გან­სა­ხილ­ველ სა­კითხ­თა ნუს­ხა­ში პირ­ვე­ლად შე­ვი­და პრო­ფე­სი­უ­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა (წი­ნა სა­მი კონ­ფე­რენ­ცია უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებს ეძღ­ვ­ნე­ბო­და), რაც, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. 2026 წლი­სათ­ვის ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლამ ეტა­პობ­რი­ვად უნ­და გა­ი­ა­როს ავ­ტო­რი­ზა­ცია (კერ­ძო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თ­ვის ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა 2010 წლი­დან მოქ­მე­დებს). მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაც სწო­რედ ესაა არა მარ­ტო ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის­თ­ვის, არა­მედ მთე­ლი სის­ტე­მის­თ­ვის. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­ს­ნი­სას, 2021 წე­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ნა­წილ­ში გარ­და­ტე­ხის წლად გა­მო­აცხა­და. პირ­ველ რიგ­ში, ეს სიმ­ძი­მე ხა­რის­ხის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ზე მო­დის. მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა 10-ჯერ მეტ ბე­ნე­ფი­ცი­არს ნიშ­ნავს ცენ­ტ­რის­თ­ვის, რო­მელ­თა შე­ფა­სე­ბა და უკუ­კავ­ში­რი სწო­რედ მი­სი პრე­რო­გა­ტი­ვაა.

რით და­იწყე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის მზა­დე­ბა ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში და რა ეტა­პე­ბი იქ­ნე­ბა გა­სავ­ლე­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, კა­ხა­ბერ ერა­ძის პა­სუ­ხი­დან ვი­გებთ: „დი­ახ, ეს ნამ­დ­ვი­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაა და არც ისე იოლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, რად­გან ერ­თი წე­ლი არც ისე დიდი დროა იმის­თ­ვის, რომ ხა­რის­ხის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად გა­მარ­თო და ფეხ­ზე და­ა­ყე­ნო, თუმ­ცა კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა ხომ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯით იწყე­ბა და ჩვენც ასე მო­ვიქ­ცე­ვით – უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნო­ნებ­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ხებ, ასე­ვე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ დე­ბუ­ლე­ბა­ში. მი­ზა­ნი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ე­ბაა, ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, იგი მო­ერ­გოს „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“, რო­მე­ლიც უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ინერ­გე­ბა ჩვენს სკო­ლებ­ში. ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ფე­ხი უნ­და აუწყოს ამ სი­ახ­ლეს. მკითხ­ვე­ლის­თ­ვის რომ ცხა­დი გახ­დეს, თუ რა­ტო­მაა აუცი­ლე­ბე­ლი არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შეც­ვ­ლა, მარ­ტი­ვად გეტყ­ვით, იმი­ტომ რომ ძვე­ლი სტან­დარ­ტი საკ­მა­ოდ ხის­ტია. ის ერ­თ­ნა­ი­რია 6-ბავ­შ­ვი­ა­ნი სკო­ლის­თ­ვის, რო­მე­ლი­მე სო­ფელ­ში და 600-ბავ­შ­ვი­ა­ნი სკო­ლის­თ­ვის — ქა­ლაქ­ში. ახალ სტან­დარ­ტ­ში აქ­ცენ­ტი უნ­და გა­კეთ­დეს სკო­ლის, რო­გორც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სი­ა­ზე, უნ­და გაჩ­ნ­დეს არა მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნი­ლი, არა­მედ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, სკო­ლებს, გაზ­რ­დი­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უდ­გ­ნენ სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შედ­გე­ნას და მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ჩინ­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის უნი­კა­ლუ­რო­ბა.

მე­ო­რე და ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტის გა­და­ტა­ნა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­ფა­სე­ბის მოქ­მე­დი ორ­დო­ნი­ა­ნი სის­ტე­მა — შე­ე­სა­ბა­მე­ბა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა —   გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პო­ნენტს სა­ერ­თოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. „არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა“ — გა­ნა­ჩე­ნია, სკო­ლა კარ­გავს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. ახა­ლი, ე.წ. შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი — ნა­წი­ლობ­რივ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ან მეტ­წი­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა — სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, გო­ნივ­რულ ვა­და­ში დაძ­ლი­ოს ის ხარ­ვე­ზი, რაც სტან­დარ­ტ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბამ­დე აკ­ლია. გარ­და ამი­სა, მე­ტი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა პროგ­რა­მულ ნა­წილ­ზე, რად­გან ავ­ტო­რი­ზა­ცია მა­ინც ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა უფ­როა, ხო­ლო სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, თა­ვი­სი არ­სით, ნაკ­ლე­ბად შე­ფა­სე­ბა­დია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მოქ­მე­დი სტან­დარ­ტე­ბის პი­რო­ბებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ცალ­კე სტან­დარ­ტი და­ეთ­მო­ბა სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუმს, მის ხა­რისხს და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას კი­დევ ერ­თი აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ვგუ­ლის­ხ­მობ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ე­ბის, რო­გორც შემ­ფა­სებ­ლე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას. მას, ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ ვერ­დიქ­ტი აღარ გა­მო­აქვს — შე­ე­სა­ბა­მე­ბა ან არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, არა­მედ შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბის პი­რო­ბებ­ში რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნ­და მის­ცეს სკო­ლას, თუ რა და რო­გორ გა­მო­ას­წო­როს. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტის შე­თავ­სე­ბა ზრდის საბ­ჭოს როლ­სა და მან­დატს; სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის ტრე­ნინ­გიც, მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა ახა­ლი ხედ­ვე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“.

უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ცვლი­ლე­ბებს ნამ­დ­ვი­ლად ვერ უწო­დებ იმას, რა­ზეც ბა­ტონ­მა კა­ხა­ბერ­მა ისა­უბ­რა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო ელის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და და­სა­ნერ­გად. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად აღიქ­ვა­მენ ამ პრო­ცესს თა­ვად სკო­ლე­ბი და რამ­დე­ნად სწო­რი, სა­თა­ნა­დო რე­აქ­ცია იქ­ნე­ბა მა­თი მხრი­დან — სი­ახ­ლის მი­ღე­ბი­სათ­ვის მზა­ო­ბაც ხომ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, მით უმე­ტეს, რომ ხა­რის­ხის ში­და სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მარ­თ­ლაც სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გ­მე­ლი.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ცი­ლე­ბით სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მო­ჩინ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. ჩვენ არა ერ­თი სა­გა­ზე­თო სტა­ტია მი­ვუძღ­ვე­ნით აქ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მას, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან დე­ტა­ლუ­რად შე­იტყ­ვეს ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რებ­მა. გა­სუ­ლი წე­ლიც ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო სის­ტე­მის­თ­ვის. მოკ­ლედ ჩვენს მკითხ­ველ­საც შე­ვახ­სე­ნებთ რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლის შე­სა­ხებ. შარ­შან, თე­ბერ­ვალ­ში, ძა­ლა­ში შე­ვი­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და კო­ლე­ჯებს მო­უ­წი­ათ მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოს­ვ­ლა. მარ­თა­ლია, ამ პრო­ცესს და­ერ­თო პან­დე­მია, მაგ­რამ სის­ტე­მამ მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით მა­ინც გა­არ­თ­ვა თა­ვი რე­ფორ­მის ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეტაპს; ამოქ­მედ­და წი­ნა­რე გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი — რაც ვი­ცი, ხე­ლახ­ლა აღარ უნ­და ვის­წავ­ლო — ანუ, შე­მო­ვი­და ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და და­იწყო მა­თი სის­ტე­მა­ში და­ნერ­გ­ვა; ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე იყო პრო­ფე­სი­უ­ლი კრე­დი­ტე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა (მა­ნამ­დე უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წე­სის ანა­ლო­გი მოქ­მე­დებ­და, რაც ნაკ­ლე­ბად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კას), რა­მაც ხე­ლი უნ­და შე­უწყოს პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის მო­ბი­ლო­ბას რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ;   მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო, 2-3-წლი­ა­ნი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დი შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­ზე მე­ტად მორ­გე­ბუ­ლი და მოქ­ნი­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის მას­შ­ტა­ბე­ბის ზრდა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, პოს­ტ­პან­დე­მი­უ­რი ეკო­ნო­მი­კის აღ­დ­გე­ნა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი რო­ლი პრო­ფე­სი­ულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ უნ­და შე­ას­რუ­ლოს. ამ ფონ­ზე კი­დევ უფ­რო მე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის ფორ­მა­ლი­ზე­ბამ; კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ გა­ი­ა­რა, თვით­შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვაა. ამ კომ­პო­ნენ­ტ­ში იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბებს შო­რის აც­დე­ნე­ბი აღი­ნიშ­ნა. ამი­ტომ ბევ­რი რამ და­სახ­ვე­წია. პირ­ველ რიგ­ში, ძალ­ზე და­ბა­ლია ობი­ექ­ტუ­რო­ბის ხა­რის­ხი, თუმ­ცა, მა­ინც კარ­გი პრე­ცე­დენ­ტია, რად­გან იქ­მ­ნე­ბა სრუ­ლი სუ­რა­თი იმი­სა, თუ რი­სი გა­მოს­წო­რე­ბაა სა­ჭი­რო რო­გორც სის­ტე­მურ, ისე ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას სო­ლი­დუ­რი დო­ნო­რუ­ლი და მზარ­დი სა­ბი­უ­ჯე­ტო მხარ­და­ჭე­რა აქვს, მათ შო­რის გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მი­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან. უკ­ვე ცნო­ბი­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის აუცი­ლე­ბე­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი, ეს არის ხა­რის­ხის ში­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

თვით­შე­ფა­სე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ამის დო­კუ­მენ­ტუ­რი და­დას­ტუ­რე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბის გა­წე­ვა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, თუ რო­გორ გა­ა­კე­თონ კო­ლე­ჯებ­მა სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სწო­რი და ობი­ექ­ტუ­რი ანა­ლი­ზი და მი­ი­ღონ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შაო ისევ ბევ­რია, ბა­ტო­ნი კა­ხა­ბე­რი, შე­ფა­სე­ბი­სას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ლო­ი­ა­ლუ­რია, ამ­ბობს, რომ „თვით­შე­ფა­სე­ბის დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ქვეყ­ნებ­შიც კი, თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და გა­რე შე­ფა­სე­ბას შო­რის აც­დე­ნე­ბი არის და ეს ნორ­მა­ლუ­რია. სხვა­თა შო­რის, იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც გა­რე შე­ფა­სე­ბა უფ­რო მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე თვით­შე­ფა­სე­ბა. ასე რომ, აც­დე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყო­ველ­თ­ვის გვექ­ნე­ბა, მთა­ვა­რია აც­დე­ნის მას­შ­ტა­ბე­ბი იყოს მი­ნი­მა­ლუ­რი. თა­ვის­თა­ვად, ამა­ში არა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლი არაა. მხა­რე­ე­ბი ხვდე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს (საბ­ჭოს ან ცენ­ტ­რის ფორ­მატ­ში), გა­ნი­ხი­ლა­ვენ და შე­ჯერ­დე­ბი­ან. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პიც ეს არის — თვით­შე­ფა­სე­ბა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, ამის გა­რე­შე ხა­რის­ხ­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის პი­ლო­ტი­რე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2022 წელს, და­იწყე­ბა.“

ერ­თი წე­ლი მარ­თ­ლაც არ არის დი­დი დრო თვით­შე­ფა­სე­ბას­თან მი­სას­ვ­ლე­ლად, მაგ­რამ რო­ცა არ­სე­ბობს გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა და­ეყ­რ­დ­ნო, ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს საქ­მეს აად­ვი­ლებს. მე­ო­რე მხრივ, რო­ცა სკო­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი და 2000-ზე მე­ტი თვით­შე­ფა­სე­ბა იქ­ნე­ბა შე­სას­წავ­ლი, დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის რო­ლი — ელექ­ტ­რო­ნუ­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა. „ვე­რა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი ვერ აუვა 2200 თვით­შე­ფა­სე­ბის ანა­ლიზ­სა და უკუ­კავ­ში­რის მი­ცე­მას. აუცი­ლე­ბე­ლია ამ პრო­ცე­სის გა­ციფ­რუ­ლე­ბა. ბევრ რა­მე­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა კომ­პი­უ­ტე­რი, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მა­ინც შე­უც­ვ­ლე­ლია ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ნა­წილ­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე ელო­დე­ბათ პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს. სულ მა­ლე, ამოქ­მედ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის და უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა. ამ­ჯე­რად, რამ­დე­ნი­მე მო­დე­ლი ან მა­თი ერ­თობ­ლი­ო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შავ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის და­ფი­ნან­სე­ბი­სა და ანაზღა­უ­რე­ბის სქე­მა და მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა სტა­ტუ­სუ­რი, ძი­რი­თა­დი პო­ზი­ცია, რო­გორც კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ისე­ვე, რო­გორც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ანაზღა­უ­რე­ბის სქე­მა და წე­სი. ანაზღა­უ­რე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მას­წავ­ლებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბას, მეტ პრო­ფე­სი­ულ და­ოს­ტა­ტე­ბას. ამ სი­ახ­ლე­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში­ვე შე­იტყობს.“ — აღ­ნიშ­ნა კა­ხა­ბერ ერა­ძემ.

vvv

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ისე სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი. მათ გა­ი­ზი­ა­რეს ქარ­თუ­ლი მხა­რის ხედ­ვე­ბი ახალ სტან­დარ­ტებ­თან და პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ფას­და­უ­დე­ბე­ლი იყო მა­თი რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სტან­დარ­ტე­ბის შეც­ვ­ლა­სა თუ სხვა პრო­ცე­დუ­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, ისე ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში. „და­ვი­ნა­ხეთ, რომ ყვე­ლა­ნი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში ვართ, არ არ­სე­ბობს ყვე­ლას­თ­ვის მი­სა­ღე­ბი რა­ი­მე სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა, ისი­ნიც ისე­ვე ეძე­ბენ გა­მო­სა­ვალს, რო­გორც ჩვენ და ეს მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ვუ­ზი­ა­რეთ ერ­თ­მა­ნეთს. მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და და ჩვენ­თ­ვის სა­ა­მა­ყოა, რომ პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებ­ში მო­ვახ­დი­ნეთ იმ შე­დე­გე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, დის­ტან­ცი­ურ შე­ფა­სე­ბა­ზეც გვაქვს ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­­ცე­სებს მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს გერ­მა­ნელ­მა კო­ლე­გებ­მა. ეს­ტო­ნელ­მა კო­ლე­გებ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს კრე­დი­ტე­ბის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა, რაც ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს­თან სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში „ტე­ლეს­კო­ლა“ აღი­ა­რეს წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტად და მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით“ — აღ­ნიშ­ნა კა­ხა­ბერ ერა­ძემ.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე გავ­ლე­ნი­ან­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კონ­ფე­რენ­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სეს. კა­ხა­ბერ ერა­ძის მოკ­ლე შე­ფა­სე­ბა კი ასე­თია — „თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა რე­ა­ლის­ტუ­რად და­ი­ნა­ხა ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვა, რაც წინ გვე­ლო­დე­ბა. ასე რომ, არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ვი­ცით რა უნ­და ვა­კე­თოთ და ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას“.

ანა ფირცხალაიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები