18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი ცხოვ­რე­ბა­ში

spot_img

მაია ხა­რა­ძე

ქი­მი­ის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, სსიპ თე­მურ ზა­ქა­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის მენ­ტო­რი პე­და­გო­გი

 

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს გა­მოც­დი­ლე­ბით სწავ­ლე­ბას. ამი­ტო­მაც სას­კო­ლო ლაშ­ქ­რო­ბე­ბი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბაა სკო­ლებ­ში და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის, სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის უკეთ წარ­მარ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ფორ­მას წარ­მო­ად­გენს.

ლაშ­ქ­რო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზაფხულ­ზე, რო­დე­საც ბუ­ნე­ბა იღ­ვი­ძებს, ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი ხას­ხა­სა მწვა­ნეა და ყვა­ვის. ძნე­ლია, იჯ­დე და ის­მი­ნო ან თუნ­დაც და­ვა­ლე­ბე­ბი აკე­თო, რო­დე­საც გა­რეთ სი­ცოცხ­ლე ყვა­ვის და თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ხმა­უ­რობს. სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით ხვდე­ბი­ან მსგავს შე­თა­ვა­ზე­ბას. ვფიქ­რობ, კარ­გად და­გეგ­მი­ლი ლაშ­ქ­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტ ცოდ­ნას აძ­ლევს მათ, ვიდ­რე ერ­თი დღის ექ­ვ­სი დამ­ღ­ლე­ლი გაკ­ვე­თი­ლი. პირ­ველ რიგ­ში, სკუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი უკეთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ, მსჯე­ლო­ბენ, აკავ­ში­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთ­თან სკო­ლა­ში და სკო­ლის გა­რეთ შე­ძე­ნილ ცოდ­ნას, მის­დე­ვენ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს. ლაშ­ქ­რო­ბი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი იძე­ნენ იმ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს, რო­მელ­თა გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ხელს უწყობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა საგ­ნის სწავ­ლე­ბას, სპე­ცი­ფი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლის ეროვ­ნუ­ლი და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე, თა­ვი­სუ­ფალ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა; მი­სი გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, აუცი­ლე­ბე­ლი ცოდ­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბა, ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა; მოს­წავ­ლის მი­ერ კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა პა­ტი­ვის­ცე­მა, ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და გა­რე­მოს წი­ნა­შე უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში ხე­ლის შეწყო­ბა (კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ). აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­მელ­თა შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო სას­წავ­ლო ლაშ­ქ­რო­ბა. ადა­მი­ა­ნი, ფე­ხით სი­ა­რუ­ლის დროს, ბევ­რად უფ­რო კარ­გად შე­იგ­რ­ძ­ნობ ამა თუ იმ კუთხის სი­ლა­მა­ზეს.

ამი­ტო­მაც, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო კა­თედ­რის წევ­რებ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვით ლაშ­ქ­რო­ბა­ზე ყა­ლი-ვა­კის ცი­ხე­ზე, რო­მე­ლიც სო­ფელ დან­და­ლოს თავ­ში მდე­ბა­რე­ობს, ჩვე­ნი სოფ­ლი­დან 10 კი­ლო­მეტ­რ­ში. გზის სი­შო­რი­სა და სირ­თუ­ლის გა­მო, შე­ვარ­ჩი­ეთ IX, X, XI და XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. გზას ად­რი­ა­ნად გა­ვუ­დე­ქით. დღე ღრუბ­ლი­ა­ნი იყო, თუმ­ცა ვერც სიცხე შეგ­ვა­წუ­ხებ­და, რად­გან სი­ა­რუ­ლი ტყით გვი­წევ­და და, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით.

შე­რე­ულ ტყე­ში შგვხვდა რო­გორც ფო­თოლ­ც­ვე­ნია, ისე წიწ­ვო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, იყო იელი, შქე­რი და წყა­ვი. გვხვდე­ბო­და გვიმ­რე­ბი და მინ­დ­ვ­რის ყვა­ვი­ლე­ბი. სა­ა­მო სურ­ნელს აფ­რ­ქ­ვევ­და წყა­ვის ყვა­ვი­ლიც. ბავ­შ­ვე­ბი, გზა­დაგ­ზა, ერ­თ­მა­ნეთს მცე­ნა­რე­ე­ბის ამოც­ნო­ბა­ში ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ, თან ცა­ლი თვა­ლით ხან მე მომ­ჩე­რე­ბოდ­ნენ, ხან ზუ­რაბ მას­წავ­ლე­ბელს – ხომ არ ვცდე­ბი­თო. გზად შეგ­ვ­ხ­ვ­და ნა­ხან­ძ­რა­ლი ად­გი­ლი, ყვე­ლას ერ­თი კითხ­ვა გა­უჩ­ნ­და: ნე­ტა რა მოხ­და? რამ გა­მო­იწ­ვია – მე­ხის შე­დე­გია თუ ადა­მი­ა­ნის და­უ­დევ­რო­ბის?..

გა­დავ­კ­ვე­თეთ მდი­ნა­რე, ულა­მა­ზე­სი, მწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი მო­რაკ­რა­კე, კამ­კა­მა ფო­სა­ტე­ნა­ღე­ლე. ვნა­ხეთ ტყის წარ­მოქ­მ­ნის პრო­ცე­სი, პა­ტა­რა ნაძ­ვე­ბის სა­ხით. მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ა­ხა­ლი­სა თით­ქ­მის 3-მეტ­რი­ან­მა ქვამ, სა­ი­და­ნაც ულა­მა­ზე­სი ხე­დი მო­ჩან­და – აჭა­რის­წყ­ლის ხე­ო­ბა, ცხმო­რი­სის თე­მი. ნამ­დ­ვი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი მა­შინ და­იწყო, რო­დე­საც სოფ­ლის თავ­ში მდე­ბა­რე ხის პა­ტა­რა სა­ზაფხუ­ლო სახ­ლებს გავ­ც­დით. მა­ნამ­დე კამ­კა­მა ნა­კა­დულ­თან შე­ვის­ვე­ნეთ. მოს­წავ­ლე­ე­ბის ყუ­რადღე­ბა წყა­როს­თან დაყ­რილ­მა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­მა მი­იქ­ცია, რომ­ლე­ბიც მო­აგ­რო­ვეს და მი­წა­ში დაფ­ლეს. ამის შემ­დეგ გზა გარ­თულ­და, წალ­დით ვიკ­ვ­ლევ­დით და მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ჯაჭ­ვუ­რად მიჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ, ხელს აშ­ვე­ლებ­დ­ნენ სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ. დაღ­მარ­თ­ზე ჩა­ვე­დით, პა­ტა­რა მდი­ნა­რი­სა და აღ­მარ­თის ავ­ლის შემ­დეგ, მი­ვა­დე­ქით ცი­ხეს. აქე­დან კი­დევ უფ­რო თვალ­წარ­მ­ტა­ცი ხე­დი გა­და­ი­შა­ლა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ცი­ხის კედ­ლებს შო­რის ხე­ე­ბი ამო­სუ­ლი­ყო, რაც თით­ქოს აცოცხ­ლებ­და უკ­ვ­დავ ძეგლს.

ცი­ხის ფარ­თო­ბია 90მ2, სი­მაღ­ლე – 15მ; ცი­ხე შედ­გე­ბა: კოშ­კის, სა­მი სა­თავ­სო­სა და ტა­ლა­ნის­გან. კოშ­კის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს მთა­ვა­რი სა­თავ­სო. ამ­ჟა­მად დან­გ­რე­უ­ლია და შე­მორ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ და­სავ­ლე­თი­სა და ჩრდი­ლო­ე­თის კედ­ლე­ბი 1.2-2.4 მ სი­მაღ­ლი­სა, სა­ი­და­ნაც კარ­გად მო­ჩანს ჭვა­ნის ცი­ხე. იგი, ძი­რი­თა­დად, სა­ყა­რა­უ­ლო-სათ­ვალ­თ­ვა­ლო კოშ­კე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. აქ­ვე შეგ­ვ­ხ­ვ­და ურ­თხ­მე­ლი, რო­მე­ლიც წი­თელ წიგ­ნ­შია შე­ტა­ნი­ლი, მას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი „მა­დას“ უწო­დე­ბენ და საკ­მა­ოდ ხში­რად შეგ­ხ­ვ­დე­ბა თურ­მე ამ ტყე­ში. უკა­ნა გზა­ზე ხის სახ­ლებ­თან შე­ვის­ვე­ნეთ, პა­ტა­რა კო­ცო­ნი და­ვან­თეთ, გავ­შ­რით, ვი­სა­დი­ლეთ, შე­ვა­ჯა­მეთ გავ­ლი­ლი გზა და უკან დავ­ბ­რუნ­დით. მოს­წავ­ლე­ებს მი­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი წე­რი­ლო­ბით წარ­მო­ედ­გი­ნათ.

ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი იყო მა­თი გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი. კითხ­ვებს არ აც­ლიდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, პა­სუ­ხებ­საც ელო­დე­ბოდ­ნენ და მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რით ის­მენ­დ­ნენ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და კითხ­ვას ვინ სვამ­და. ცდი­ლობ­დ­ნენ, უნა­ხა­ვი არა­ფე­რი დარ­ჩე­ნო­დათ. ერ­თ­მა­ნეთს ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ ად­გი­ლებს, რომ­ლე­ბიც, მა­თი აზ­რით, მე­გო­ბარს შე­იძ­ლე­ბო­და გა­მორ­ჩე­ნო­და, ცდი­ლობ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი აღ­მო­ჩე­ნე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბას. ხან ერ­თი მე­ძახ­და, ხან – მე­ო­რე: მას, ის სა­თავ­სო ვი­პო­ვე, თქვენ ნა­ხეთ?.. აქ სათ­ვალ­თ­ვა­ლოა კე­დელ­ში, ნე­ტა რას აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ? ნუ­თუ მხო­ლოდ მე­ო­რე ცი­ხი­დან ნი­შანს, თუ სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ჰქონ­და? ზუ­რაბ მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­უყ­ვა ურ­თხ­მე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბის შე­სა­ხებ, რომ მი­სი მერ­ქა­ნი მი­წა­ში არ ლპე­ბა, რა­მაც იგი გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მი­იყ­ვა­ნა.

„მას, ხომ ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ, შეგ­ვა­წუ­ხა უგ­ზო­ო­ბამ, ბუჩ­ქებ­ში სი­ა­რულ­მა, მაგ­რამ ღირ­და“; „არ ვნა­ნობთ“; „ეს ერ­თხელ მა­ინც უნ­და ნა­ხოს ქარ­თ­ველ­მა“; „ვე­ნაც­ვა­ლე მათ ხე­ლებს, რო­გორ კლდე­ზე რა­მო­დე­ნა ცი­ხე აუგი­ათ“; „მას, იმ გა­დამ­წ­ვარ ად­გილ­ზე, გზად რომ შეგ­ვ­ხ­ვ­და, ურ­თხ­მე­ლი რომ და­ირ­გოს, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა არაა…“; „მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი რომ იყოს, რამ­დე­ნი ტუ­რის­ტი მო­ვი­დო­დააა…“ და ბევ­რი სხვა…

შე­დე­გე­ბის მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სო იყო ლაშ­ქ­რო­ბის შემ­დე­გი კვი­რა. ორ­შა­ბათს უკ­ვე მო­მა­წო­დეს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა, სა­დაც დაწ­ვ­რი­ლე­ბით აღ­წერ­დ­ნენ თა­ვი­ანთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, რა უნა­რე­ბი შეს­ძი­ნა ამ დღემ. გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით აღ­ნიშ­ნეს, რო­გორ გულ­გ­რი­ლად ვექ­ცე­ვით წი­ნაპ­რე­ბის და­ნა­ტო­ვარს, არ ვა­ფა­სებთ არც მათ შრო­მას და არც ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს (გან­სა­კუთ­რე­ბით მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებს) ახა­ლი პრო­ექ­ტის იდეა გა­უჩ­ნ­დათ: „იქ­ნებ სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფა მა­იც გან­თავ­ს­დეს, სა­ცალ­ფე­ხო გზა მო­ეწყოს და ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზე მო­ი­ნიშ­ნოს“. აქ ხომ სა­ნა­ხა­ვი მარ­თ­ლაც ბევ­რია. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ზოგ მათ­განს უკ­ვე გა­მო­ე­კითხა ახ­ლობ­ლე­ბი. მო­მიყ­ვ­ნენ, რომ თურ­მე ცი­ხეს­თან გა­მოქ­ვა­ბუ­ლიც არის, სა­დაც ბე­რე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ. ცო­ტა­თი ქვე­მოთ, ცი­ხეს­თან მის­ვ­ლამ­დე, პა­ტა­რა ჩან­ჩ­ქე­რიც ყო­ფი­ლა. გუ­ლი სწყდე­ბო­დათ, გა­მოგ­ვ­რ­ჩე­ნიაო.

ისიც თქვეს, გა­დამ­წ­ვარ ად­გილ­ზე გამ­წ­ვა­ნე­ბის აქ­ცია მო­ვაწყოთ და ურ­თხ­ნე­ლის რამ­დე­ნი­მე ნერ­გი დავ­რ­გოთ, და­ნარ­ჩენს ბუ­ნე­ბა თა­ვად გა­ა­კე­თებს და მა­ლე იმ ად­გი­ლას ტყე გაჩ­ნ­დე­ბაო…

რა­ტომ­ღაც, ლაშ­ქ­რო­ბას ან ექ­ს­კურ­სი­ას ყვე­ლა გარ­თო­ბად აღიქ­ვამს. ამ დღემ კი აჩ­ვე­ნა, რომ გარ­თო­ბი­თა და თა­მა­შით უფ­რო მე­ტის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა. ამ დღეს მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­ა­რეს კვლე­ვის თით­ქ­მის ყვე­ლა ეტა­პი – და­აკ­ვირ­დ­ნენ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, გა­მო­იკ­ვ­ლი­ეს, მი­აგ­ნეს პრობ­ლე­მებს, გა­მოთ­ქ­ვეს ვა­რა­უ­დე­ბი, არც თუ ისე უსა­ფუძ­ვ­ლო. იკა­მა­თეს, იმ­ს­ჯე­ლეს მო­იყ­ვა­ნეს არ­გუ­მენ­ტე­ბი, და­მა­ტე­ბით მო­ი­ძი­ეს და შე­ავ­სეს ინ­ფორ­მა­ცია, იპო­ვეს პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რის გზე­ბი. სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი ნა­ნახ­თან და­ა­კავ­ში­რეს. ისი­ნი ყვე­ლა ეტაპ­ზე თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­თან – რო­ცა გზა ძნე­ლად სა­ვა­ლი იყო, ელო­დე­ბოდ­ნენ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, იზ­რუ­ნეს გა­რე­მო­ზე, გა­მოთ­ქ­ვეს მო­საზ­რე­ბე­ბი, იმ­ს­ჯე­ლეს და გა­მო­ი­ტა­ნეს დას­კ­ვ­ნე­ბი.

და­ბო­ლოს ჩე­მი აზ­რით, კარ­გად და­გეგ­მი­ლი ლაშ­ქ­რო­ბა/ექ­ს­კურ­სია, ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მო­დან გა­მოს­ვ­ლა, მოს­წავ­ლე­ებს უფ­რო მეტ ცოდ­ნას აძ­ლევს, ვიდ­რე კლას­ში ჯდო­მა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ზო­მი­ე­რე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია. რა­ღაც ეტაპ­ზე ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბით უნ­და ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს, რო­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გაკ­ვე­თი­ლის თე­მა­ტი­კა იძ­ლე­ვა. სწო­რედ მა­შინ ემ­სა­ხუ­რე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდა­სა და ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ძე­ბას, მოს­წავ­ლე უკეთ აანა­ლი­ზებს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და აუცი­ლებ­ლო­ბას.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა

  1. აბა­ში­ძე შალ­ვა – „დე­დაო – ჩე­მო ქე­დაო“, 2017, გვ.27;
  2. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა;
  3. ეტა­ლო­ნი.ჯი – მაია თა­თეშ­ვი­ლი, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს სას­კო­ლო ექ­ს­კურ­სი­ე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­ზე. http://www.etaloni.ge/geo/main/index/912.
  4. კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ;
  5. რა­ტი­ა­ნი მა­ნა­ნა, სეხ­ნი­აშ­ვი­ლი მა­ნა­ნა, ბლი­ა­ძე მაია – „მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი“, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, 2015, გვ.7-28.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები