16 სექტემბერი, ორშაბათი, 2024

საგანმანათლებლო თამაშების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

spot_img
ნინო საღინაძე
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგი

 

 

ალბათ გვიფიქრია, რა მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო თამაშებს სასწავლო პროცესში, მაშინ, როცა მოსწავლეებს შეუძლიათ საათები შეალიონ მათთვის საინტერესო მობილური აპლიკაციების შესწავლას, ან თამაშების გარჩევას. გადავწყვიტე, მათთვის შემეთავაზებინა სახალისო და საინტერესო ელექტრონული რესურსი – ვიქტორინა.

პროგრამა Learning Apps-ზე შევქმენი ინტერაქტიული „ვიქტორინა“-თამაში „უჯრედი.“

Learning Apps-ის ინტერაქტიული ვიქტორინა-თამაშების საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ არა მარტო შეაჯამონ ან გაიმეორონ მასალა, ასევე უპრობლემოდ აითვისონ და შეინარჩუნონ ახალი ინფორმაცია. ეს აპი შექმნილია კითხვებითა და პასუხებით, რომლებიც ადვილად გასაგებია. ცოდნის გაფართოების გარდა, ეს აპლიკაცია ასევე ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრის უნარების გაუმჯობესებას და მეხსიერების შენარჩუნებას.

რესურსი გამოადგება ბიოლოგიის მასწავლებლებს მე-10 კლასში, შეჯამება-გამეორების მიზნით, თემაზე: “უჯრედის ბიოლოგია“.

რესურსის ლინკი:

https://learningapps.org/display?v=pwh11nk1524

რესურსი მოსწავლეს დაეხმარება, გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდეს სამიზნე ცნებებით: სტრუქტურა და ფუნქცია და სასიცოცხლო თვისებები.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია: თქვენ წინაშეა ელექტრონული რესურსი. ღილაკზე OK დაწკაპებით ეკრანზე თანმიმდევრობით გამოჩნდება კითხვები. უნდა ამოირჩიოთ კითხვის შესაბამისი ერთი პასუხი. როდესაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ პასუხს, სწორი პასუხის ჩარჩო გამწვანდება, მცდარის – გაყავისფერდება. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ შეგიძლიათ იხილოთ საბოლოო შედეგი. შემდეგ გაიხსნება ახალი თამაში და ა.შ.

გისურვებთ წარმატებებს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები