2024 წლის 1 მარტი 215-ე საჯარო სკოლის ისტორიაში ლამაზ მოგონებად დარჩება. სკოლის დირექტორის, თამილა თამაზაშვილის ინიციატივითა და სკოლის პედკოლექტივისა, ტექპერსონალის თანადგომით, გაზაფხულის დადგომა, დედისა და ქალთა დღე დიდ ზეიმად იქცა სასკოლო საზოგადოებისა და დასახლებისთვის. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ 215-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი, საპენსიო ჯილდოთი გასული, ასევე შემოქმედი მასწავლებლები მეგობარი სკოლებიდან და ჩვენი დროის ცოცხალი ლეგენდა, პოეტი ტარიელ ხარხელაური.
ღონისძიება ქართული ცეკვით გაიხსნა დედა-შვილის, მიქუჩაძეების შესრულებით. საღამო საინტერესოდ წაიყვანა რუსული ენის მასწავლებელმა, ნინო ლომიძემ. ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, პოეტმა დალი მაზმიშვილმა, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაატკბო საკუთარი შემოქმედებით. ასევე მეგობარმა კოლეგებმა, შორენა თამაზაშვილმა (139-ე საჯარო სკოლა), ეკა ფხალაძემ (81-ე საჯ. სკოლა), მზია ელიაძემ (179-ე საჯ. სკოლა) წაიკითხეს საკუთარი ლექსები. ღონისძიება დააგვირგვინა ბ-ნი ტარიელ ხარხელაურის მიერ წაკითხულმა ლექსმა დედაზე. საღამო გაალამაზა 215-ე საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლამპარი“ ეკატერინე გოგიტიძის ხელმძღვანელობით და დედა-შვილის, მესტვირიშვილების მიერ შესრულებულმა სიმღერამ.
ყვავილებით, სითბოთი და სიყვარულით სავსე დარბაზში დამსწრე ქალბატონებს, დედისა და ქალთა დღის მილოცვის ნიშნად, დირექციამ გადასცა თაიგულები. საღამოს ესწრებოდნენ: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქ-ნი გულიკო ამილიძე, სამგორის რაიონის გამგებელი ბ-ნი კახა სამხარაძე და სხვა საპატიო სტუმრები. სკოლისა და ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ ჩვენი სკოლის ყურადღებიანი მანდატურები. უმრავლოს ღმერთმა ჩვენს სკოლასა და დასახლებას ასეთი საინტერესო, თანადგომითა და სიყვარულით სავსე დღეები.