12 აპრილი, შაბათი, 2025

საბ­ჭო­თა ყო­ფის ტრავ­მა, რო­გორც წარ­სუ­ლის გაკ­ვე­თი­ლი

spot_imgspot_img

ამ წე­რილს, ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და მად­ლი­ე­რე­ბით, ვუძღ­ვ­ნი 1989 წლის 9 აპ­რილს გმი­რუ­ლად და­ღუ­პულ ადა­მი­ა­ნებს – მათ, ვინც სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლე შეს­წი­რა სამ­შობ­ლოს უკე­თეს მო­მა­ვალს. მა­თი სი­მა­მა­ცე და თავ­გან­წირ­ვა, რო­გორც ღირ­სე­ბის სიმ­ბო­ლო, გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ სი­ცოცხ­ლის ფა­სად მიღ­წე­ულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

ირმა გრიგალაშვილი

 

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა მოს­წავ­ლე­თა ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის ფორ­მი­რე­ბას, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გაღ­ვი­ვე­ბა­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი, პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას. ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი პე­რი­ო­დის, საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლა­სა და გა­აზ­რე­ბას. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი არ არის უბ­რა­ლოდ მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­ცა საქ­მე საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს ეხე­ბა – ის ხდე­ბა ის­ტო­რი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ქრო­ნი­კა, რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში მიჩ­ქ­მა­ლუ­ლი სი­მარ­თ­ლის გად­მო­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა. საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რის პი­რო­ბებ­ში ავ­ტო­რე­ბი ხში­რად ლი­ტე­რა­ტუ­რით ამ­ბობ­დ­ნენ იმას, რა­საც ღი­ად ვერ გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ. სწო­რედ ამი­ტომ, ამ პე­რი­ოდ­ში შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ჩავ­წ­ვ­დეთ დრო­ის ჭეშ­მა­რიტ სულს, რაც მხო­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის გაც­ნო­ბით ვერ მი­იღ­წე­ვა.

დღეს პოს­ტ­საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს გა­აც­ნო­ბი­ე­როს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გავ­ლე­ნე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ზე.  ეს ეხ­მა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის­ტო­რი­უ­ლი შეც­დო­მე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფა­სე­ბა­ში.

რო­გორც მეც­ნი­ე­რი და მთარ­გ­მ­ნე­ლი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, „სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ თა­ო­ბის­თ­ვის საბ­ჭო­თა სი­ნამ­დ­ვი­ლე უკ­ვე იმ­დე­ნად უცხო რე­ა­ლო­ბაა, რომ თან­და­თან ეხ­ვე­ვა მი­თო­სურ სა­ბურ­ველ­შიც. სამ­წუ­ხა­როდ… იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეს ტრა­გი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ისე ეძ­ლე­ვა და­ვიწყე­ბას, რომ ვერ ხერ­ხ­დე­ბა მი­სი სა­თა­ნა­დო გა­აზ­რე­ბა, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და სა­მო­მავ­ლო დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა“ .

„სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“ მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კრე­ბუ­ლი ზა­ი­რა არ­სე­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბი­სა („კენ­ჭე­ბი“, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მუ­ლია რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კრე­ბუ­ლის სა­ხით, ისე სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან ერ­თად წიგ­ნ­ში „შა­ჰა­ბა­ზა და სხვა მოთხ­რო­ბე­ბი“. პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი „შა­ჰა­ბა­ზა და სხვა მოთხ­რო­ბე­ბი“ 12-13 წლის მო­ზარ­დე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. მას­ში თავ­მოყ­რი­ლია მოთხ­რო­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში – XX სა­უ­კუ­ნის 20-30-40-იან წლებ­ში), ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან რე­სურსს წარ­მო­ად­გენს. მას­ში საბ­ჭო­თა ყო­ფის ტრა­გი­კუ­ლო­ბას ახ­ლოს ვეც­ნო­ბით კონ­კ­რე­ტუ­ლ ადა­მი­ან­თა პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

წე­რი­ლის მი­ზა­ნია, მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ, რო­გო­რაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი აღ­ნიშ­ნულ მოთხ­რო­ბებ­ში საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის მან­კი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა­სა  და ეროვ­ნულ თვით­შეგ­ნე­ბა­ზე. ასე­ვე – ადა­მი­ან­თა სუ­ლი­ერ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, ზნე­ობ­რივ ორი­ენ­ტი­რებ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და აზ­როვ­ნე­ბის წეს­ზე; რო­გორ ჩა­მო­ი­შა­ლა პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ც­და და დამ­კ­ვიდ­რ­და სი­ჩუ­მის, ში­ში­სა და მორ­ჩი­ლე­ბის კულ­ტი.

ამა­ვე დროს, მსურს ხა­ზი გა­ვუს­ვა იმა­საც, რომ „კენ­ჭე­ბის“ დახ­მა­რე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ ნათ­ლად გა­ი­აზ­რონ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის რე­ა­ლო­ბა ის­ტო­რი­უ­ლი და მო­რა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით.

პი­როვ­ნე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა და ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტ­რო­ლი

ზა­ი­რა არ­სე­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბებ­ში საბ­ჭო­თა სის­ტე­მა წარ­მო­ჩი­ნე­ბუ­ლია, რო­გორც ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი და დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი ძა­ლა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ თა­ვი­სუფ­ლე­ბას უზღუ­დავს. რე­ჟი­მი აკონ­ტ­რო­ლებს არა მხო­ლოდ სა­ჯა­რო სივ­რ­ცეს, არა­მედ ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბებს, ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბა­საც კი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი მოთხ­რო­ბის („პა­ტი­მა­რიც აღარ მერ­ქ­მე­ვაო“) მთა­ვა­რი გმი­რი და­ა­კა­ვეს და 8 წლით გა­და­ა­სახ­ლეს ციმ­ბირ­ში პო­ლი­ტი­კუ­რად სა­ეჭ­ვო ანეკ­დო­ტის თქმის ბრალ­დე­ბით. „სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ის ანეკ­დო­ტი უამ­ბო სხვამ, მე­რიმ გა­ი­ცი­ნა და სწო­რედ იმ სხვამ და­ა­ბეზღა“ .

საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში უკი­დუ­რე­სად შეზღუ­დუ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი თვით­გა­მო­ხატ­ვა, ადა­მი­ა­ნებს ეში­ნი­ათ, ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ გულ­წ­რ­ფე­ლი ემო­ცი­ე­ბი. მოთხ­რო­ბა­ში „სტა­ლი­ნის სიკ­ვ­დი­ლის დროს“ მო­ქა­ლა­ქე­თა ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ნა­წი­ლი გა­ხა­რე­ბუ­ლია ბე­ლა­დის აღ­სას­რუ­ლით, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლია თა­ვი მგლო­ვი­ა­რედ გა­ა­სა­ღოს. „დე­და­ჩემს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თავ­შე­კა­ვე­ბულ ადა­მი­ანს, …ის­ტე­რი­უ­ლი სი­ცი­ლი აუტყ­და, კი­დევ კარ­გი, სა­ნი­ტარ ვა­სოს ეგო­ნა, ქვი­თი­ნებ­სო… ზუს­ტად მსგავ­სი რამ შე­ემ­თხ­ვა ჩემ მე­გო­ბარ მე­დი­კო გო­გი­აშ­ვილს“ – იხ­სე­ნებს მწე­რა­ლი.

სა­ხელ­მ­წი­ფო ხალხს უპი­რის­პი­რებს ერ­თ­მა­ნეთს – წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია დას­მე­ნა, მი­ყუ­რა­დე­ბა, ცი­ლის­წა­მე­ბა. ეს კლავს სო­ლი­და­რო­ბას და ადა­მი­ა­ნებს აიძუ­ლებს, ერ­თ­მა­ნეთ­შიც პო­ტენ­ცი­უ­რი საფ­რ­თხე და­ი­ნა­ხონ. ში­ში სა­ყო­ველ­თაო მდგო­მა­რე­ო­ბად იქ­ცე­ვა. „სტა­ლი­ნის დროს ხში­რად ხდე­ბო­და ასე­თი რამ: ქუ­ჩა­ში ვი­ღაც, ვი­თომ ნაც­ნო­ბი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მო­გე­სალ­მე­ბო­და, გა­მო­გეც­ნა­უ­რე­ბო­და, და­გი­ნა­ხეთ, ტრან­ს­პორტს უც­დით, მო­დით, მე აქ­ვე მან­ქა­ნა მე­ლო­დე­ბა და უცებ წა­გიყ­ვან­თო და პირ­და­პირ გა­გა­ქა­ნებ­დათ შინ­სახ­კო­მის­კენ ან, რო­გორც და­პა­ტიმ­რე­ბის კან­დი­დატს, და­კითხ­ვა­ზე“ – ვკითხუ­ლობთ მოთხ­რო­ბა­ში „ში­ში მაჩ­ვე­ნე და გაქ­ცე­ვას გაჩ­ვე­ნე­ბო“. ამ­ბის სი­უ­ჟე­ტი ეფუძ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ფოჩხუ­ას (ცნო­ბი­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რი) ცო­ლის, თამ­რი­კო ჭა­ნიშ­ვი­ლის, მო­ნათხ­რობს. მე­უღ­ლის და­პა­ტიმ­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ცო­ლი ოჯა­ხის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­საც კი არ ჩა­უჯ­დე­ბა მან­ქა­ნა­ში და ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად გარ­ბის ტრამ­ვა­ის გა­ჩე­რე­ბი­დან შინ, ალა­გებს ბარგს და გუ­ლის კან­კა­ლით უც­დის ჩე­კის­ტებს, რო­დის მივ­ლენ მის და­სა­კა­ვებ­ლად.

და­კარ­გუ­ლი კუთხე – პი­რა­დი სივ­რ­ცის მი­ტა­ცე­ბა და ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის კრა­ხი

ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი ამ­კ­ვიდ­რე­ბენ უმ­კაც­რეს დის­ციპ­ლი­ნას. ეს „ტვი­ნის გა­მო­ლა­ყე­ბის“ ერთ-ერ­თი მარ­ჯ­ვე ხერ­ხია. „ზუს­ტა­დაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის დრო, ყვე­ლა­ფე­რი ისეა გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი, რომ ფიქ­რის­თ­ვის ადა­მი­ანს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი დრო დარ­ჩეს, დას­ვე­ნე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი უნ­და იყოს, გარ­თო­ბაც – ასე­თი­ვე“  (ვ. რო­დო­ნაია და სხვ. 2021). ამი­ტო­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ­ღ­ვევ­და ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად სივ­რ­ცეს, ერე­ო­და მათ ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში.

მოთხ­რო­ბა „უპ­ლოტ­ნე­ნიე“ სწო­რედ ამ რე­ა­ლო­ბას აღ­წერს: „უპ­ლოტ­ნე­ნიე ნიშ­ნავ­და თქვენს კუთ­ვ­ნილ ბი­ნა­სა თუ სახ­ლ­ში უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მო­სახ­ლე­ბას თქვე­ნი ნე­ბარ­თ­ვი­სა და სურ­ვი­ლის გა­რე­შე… ან მთლი­ა­ნად გა­მო­სახ­ლე­ბას და სად­მე სო­რო­ში შე­სახ­ლე­ბას, ავე­ჯი­სა და ნივ­თე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ით… მო­ვი­დოდ­ნენ სახ­ლ­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბი­დან, გა­ივლ-გა­მო­ივ­ლიდ­ნენ თქვენს ოთა­ხებ­ში და შე­მო­გი­სახ­ლებ­დ­ნენ, ვი­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვ­ლიდ­ნენ“  – იხ­სე­ნებს მწე­რა­ლი. მოთხ­რო­ბა ბა­კუ­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის მა­გა­ლით­ზე გვაც­ნობს, რა­ო­დენ გა­უ­საძ­ლი­სი იყო ამ­გ­ვა­რი ყო­ფა: რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი კა­ცის ცოლ-შვილს უწევ­და ეცხოვ­რა სა­კუ­თარ ჭერ­ქ­ვეშ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­სა და უკა­რო ოთახ­ში. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბი­ნის და­კარ­გ­ვა მხო­ლოდ საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის დათ­მო­ბა კი არ არის, ეს არის სა­კუ­თა­რი ყო­ველ­დღი­უ­რი წეს­რი­გის, ჩვე­ვე­ბის, სიმ­ყუდ­რო­ვის და არ­სე­ბო­ბის წე­სის დარ­ღ­ვე­ვა. რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­ღარ იკა­ვე­ბენ სა­კუ­თარ კუთხეს, მარ­ტო დარ­ჩე­ნა და ფიქ­რის უფ­ლე­ბაც ფუ­ფუ­ნე­ბა ხდე­ბა, იკარ­გე­ბა პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ერ­თად მცხოვ­რებ­ნი ყო­ფი­თი სა­კითხე­ბის გა­მო ერ­თ­მა­ნეთს კონ­კუ­რენ­ტე­ბად ან თუნ­დაც მტრად იქ­ცე­ვი­ან, რაც კი­დევ უფ­რო ამარ­ტი­ვებს სის­ტე­მის­თ­ვის მათ კონ­ტ­როლს („და­ყა­ვი და იბა­ტო­ნე“). სწო­რედ ამ სატ­კი­ვარს გა­მო­ხა­ტავს მოს­კო­ვურ „კო­მუ­ნალ­კა­ში“ მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნის ჩი­ვი­ლიც: „რე­ვო­ლუ­ცი­ამ და სო­ცი­ა­ლიზ­მ­მა და­აქ­ცია ჩვე­ნი კარ­გი სო­ფე­ლიო, აგ­ვიკ­ლო და გაგ­ვა­ნად­გუ­რა, ლა­მის კა­ცი­ჭა­მი­ე­ბად გვაქ­ციაო, რა მინ­დო­და ამ მოს­კოვ­ში კუ­ბო­სა­ვით ოთახ­შიო, მე ჩემს კარ-მი­და­მო­ში მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვიო, ჭარ­ხა­ლი და გოგ­რა მო­მეყ­ვა­ნაო“ .

იდე­ო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა – სკო­ლა რე­ჟი­მის სამ­სა­ხურ­ში

კონ­ტ­რო­ლის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი იარა­ღი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბაა. სის­ტე­მა­ტუ­რი პრო­პა­გან­და – ბე­ლა­დის კულ­ტის შექ­მ­ნა, საბ­ჭო­თა იდე­ა­ლე­ბის, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მიზ­ნე­ბის და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ჩა­ნერ­გ­ვა სკო­ლი­დან­ვე – ადა­მი­ა­ნებს აკარ­გ­ვი­ნებს და­მო­უ­კი­დებ­ლად აზ­როვ­ნე­ბის უნარს და ცვლის მათ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბას. ამ ყო­ვე­ლი­ვეს თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბაა „შეხ­ვედ­რა ძია სტა­ლინ­თან“.

მოთხ­რო­ბა სწო­რედ იმ ეპი­ზოდს ასა­ხავს, რო­დე­საც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ინ­დოქ­ტ­რი­ნა­ცია ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე იწყე­ბა და თით­ქ­მის ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყ­მის ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბას. ნა­წარ­მო­ე­ბის და­საწყის­ში­ვე ჩანს, რომ სტა­ლი­ნი მოს­წავ­ლე­თა თვალ­ში არა უბ­რა­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფოს მე­თა­უ­რი, არა­მედ ზე­ცი­უ­რი მად­ლით მო­სი­ლი, ყო­ველ მო­ქა­ლა­ქე­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი „უკ­ვ­და­ვი ბე­ლა­დია“. ამ­დე­ნად მათ­თ­ვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ლე­გენ­დის ელ­ფე­რი დაჰ­კ­რავს ერთ ად­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბელ ფაქტს, კერ­ძოდ, თა­ნაკ­ლა­სელ საშ­კა ქა­რუხ­ნიშ­ვი­ლის პა­პი­სა და სტა­ლი­ნის მე­გობ­რო­ბას: „დე­ვე­ბის და ალ­ქა­ჯე­ბი­სა გვჯე­რო­და, კუ­დი­ა­ნე­ბი­სა და ეშ­მა­კე­ბი­საც, პა­პა მი­ნა­სი და ძია სტა­ლი­ნის ამ­ხა­ნა­გო­ბის და­ჯე­რე­ბა კი არ იყო ად­ვი­ლი“.

სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტია ისიც, რომ მთე­ლი სკო­ლა დი­დი ზარ-ზე­ი­მით, „ცუმ­პა­ცუმ­პი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით, სიტყ­ვე­ბი­თა და ლექ­სე­ბით“ ელო­დე­ბა კრემ­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ პა­პა მი­ნას, რა­თა მო­უთხ­როს მათ სტა­ლი­ნის ხილ­ვი­სა და „დი­დე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის“ შე­სა­ხებ. მოთხ­რო­ბა სევ­და­ნა­რე­ვი იუმო­რით აღ­წერს ამ­ბავს, რო­მელ­შიც გარ­და იდე­ო­ლო­გი­უ­რი ინ­დოქ­ტ­რი­ნა­ცი­ი­სა, საბ­ჭო­თა ყო­ფის ბევ­რი სხვა მან­კი­ე­რე­ბაც წარ­მო­ჩინ­დე­ბა და ამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა მოს­წავ­ლე­თათ­ვის, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ეპო­ქის ავ­თენ­ტუ­რი მხატ­ვ­რუ­ლი რეფ­ლექ­სია.

იდე­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტ­რო­ლი სრულ­ფა­სოვ­ნად ვრცელ­დე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბა­ზე. საბ­ჭო­თა მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში  სკო­ლა იქ­ცა რე­ჟი­მის ერ­თ­გულ მო­ქა­ლა­ქე­თა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად. ამ რე­ა­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა­ში მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბათ მოთხ­რო­ბა „ერ­თხელ ასეც მოხ­და“.

„და­ფის თავ­ზე ბე­რი­ას სუ­რა­თი უკუღ­მა ეკი­და. არა­და უკ­ვე ყვე­ლამ იცო­და, რომ ცო­ტა ხნის წინ და­ა­პა­ტიმ­რეს 14 წლის ბი­ჭუ­ნა, რო­მელ­მაც თვით დი­დი ბე­ლა­დის სუ­რა­თი უკუღ­მა შე­ატ­რი­ა­ლა“ . ამ სა­ში­ნე­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­ს­წ­რე პე­და­გოგ­მა გა­დაწყ­ვი­ტა ჰუ­მა­ნუ­რად მოქ­ცე­უ­ლი­ყო. „- ბავ­შ­ვე­ბო …მე თქვენ არ გე­კითხე­ბით, ვინ ჩა­ი­დი­ნა ეს, თქვენ არ უნ­და მითხ­რათ, არც მე და არც არა­ვის! გეს­მით? ერ­თ­მა­ნეთ­ში არ უნ­და ილა­პა­რა­კოთ! ისე­თი პა­ტა­რე­ბი აღა­რა ხართ, რომ ასე გეს­მო­დეთ რას ნიშ­ნავს ასე­თი საქ­ცი­ე­ლი“ .

მას­წავ­ლე­ბელს ეს სა­მა­გა­ლი­თო საქ­ცი­ე­ლი მტან­ჯ­ვე­ლი და­კითხ­ვე­ბის, ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და შე­უ­რაცხ­ყო­ფის მი­ზე­ზად ექ­ცა. საქ­მე გა­და­სახ­ლე­ბამ­დეც მი­ვი­დო­და, ჩე­კის­ტებს შო­რის მი­სი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე რომ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. წლე­ბის შემ­დეგ ქე­თე­ვა­ნი იხ­სე­ნებ­და „ერ­თ­მა­ნეთს არ გა­მოვ­ც­ნა­უ­რე­ბი­ვართ, მხო­ლოდ გა­მოს­ვ­ლი­სას, კა­რამ­დე გა­მო­მა­ცი­ლა და სრუ­ლი­ად უემო­ცი­ოდ, რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი კი­ლო­თი ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, თით­ქოს უმი­სა­მარ­თოდ ამ­ბობ­სო, ბე­დი გქო­ნი­ათ, რომ ჩემ­თან მოხ­ვ­დი­თო“ .

საბ­ჭო­თა სკო­ლა არ იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე – ის აქ­ტი­უ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პარ­ტი­ის მიზ­ნებს. ის ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა­სა და რე­ჟი­მი­სად­მი მორ­ჩი­ლე­ბის ჩა­ნერ­გ­ვა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. „ჩე­სე­ირ­ში“ აღ­წე­რი­ლი ეპი­ზო­დი ამის მტკივ­ნე­უ­ლი დას­ტუ­რია: მცი­რეწ­ლო­ვან გო­გო­ნას სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ აუწყა, რომ მის გა­და­სახ­ლე­ბა­ში მყოფ მა­მას დე­დის­თ­ვის წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნია და აუცი­ლე­ბე­ლი იყო, ეს წე­რი­ლი თა­ვად დე­დას პი­რა­დად გა­დას­ცე­მო­და. აღ­ტა­ცე­ბულ­მა შვილ­მა გულ­წ­რ­ფე­ლი სი­ხა­რუ­ლით მი­იყ­ვა­ნა დე­დას­თან პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი – დე­დას­თან, რო­მე­ლიც იმ დროს თავს აფა­რებ­და ახ­ლობ­ლის ბი­ნას და ერი­დე­ბო­და მო­სა­ლოდ­ნელ და­პა­ტიმ­რე­ბას, რო­გორც „ჩე­სე­ი­რი“, ე.ი. „ხალ­ხის მტრის“ ოჯა­ხის წევ­რი.

„დე­და იქ­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს, ნა­ნამ ღრი­ა­ლი მორ­თო… მე ენა­ჩა­ვარ­დ­ნი­ლი­ვით ვი­დე­ქი. მე­რე კი დიდ­ხანს ვი­ყა­ვი ავად. ცხოვ­რე­ბა გა­ვი­და, რამ­დე­ნი რამ გა­დაგ­ვ­ხ­და, მაგ­რამ ისე­თი სა­სო­წარ­კ­ვე­თა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, გან­წი­რუ­ლე­ბა, მე არ გან­მიც­დია“  – იხ­სე­ნებს მზაკ­ვ­რუ­ლად მოტყუ­ე­ბუ­ლი დო­დო ყან­ჩა­ვე­ლი. ამ­გ­ვა­რად, ბავ­შ­ვი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად იქ­ცა სის­ტე­მის იარა­ღად. გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტ­ში ოჯა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მწა­რედ და გვი­ან გა­ი­აზ­რა თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის შე­დე­გი. მის გო­ნე­ბა­სა და გულ­ში შერ­ჩა ის უმ­ძი­მე­სი გან­ც­და, რომ ღა­ლა­ტი უნებ­ლი­ედ სწო­რედ მას გა­მო­უ­ვი­და. სის­ტე­მას არ ანაღ­ვ­ლებ­და ბავ­შ­ვის ში­ნა­გა­ნი დრა­მა – მის­თ­ვის მთა­ვა­რი იყო მიზ­ნის მიღ­წე­ვა.

მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ცხად­ყოფს, რომ საბ­ჭო­თა სკო­ლა რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მის ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. მკაც­რად ის­ჯე­ბო­და სო­ლი­და­რო­ბის ყო­ველ­გ­ვა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, ირ­ღ­ვე­ო­და ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბიც ადას­ტუ­რებს იმას, რომ სას­კო­ლო „ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იყო ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მხრი­დან და მცი­რე „გა­დაც­დო­მე­ბიც“ კი არ რჩე­ბო­და კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მახ­ვი­ლი მზე­რის მიღ­მა“ (History Project 2019).

ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და რწმე­ნის კონ­ფ­ლიქ­ტი საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ას­თან

ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის თვით­მ­ყო­ფა­დო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი იყო, თუმ­ცა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ეკ­ლე­სია გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რას აღ­მოჩ­ნ­და: ტაძ­რე­ბი ინ­გ­რე­ო­და, იც­ვ­ლე­ბო­და ან სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბას იღებ­და (ზო­გი საწყო­ბად და ქარ­ხ­ნე­ბად გა­და­კეთ­და, ზო­გიც ბო­ლომ­დე და­ან­გ­რი­ეს), სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი იდევ­ნე­ბოდ­ნენ. თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად მღვდლებ­მა ანა­ფო­რე­ბი გა­ი­ხა­დეს. მწე­რა­ლი ის­ტო­რი­ის ამ ტრა­გი­კულ მხა­რე­საც შეგ­ვახ­სე­ნებს. სტა­ლი­ნის სიყ­რ­მის მე­გო­ბა­რი პა­პა მი­ნა „გაკ­რე­ჭი­ლი მღვდე­ლია“ – მღვდე­ლი, რო­მელ­საც ჩა­მორ­თ­მე­უ­ლი აქვს ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა. შო­ბა, აღ­დ­გო­მა და სხვა რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ჩუ­მად აღი­ნიშ­ნე­ბო­და, რად­გან „მა­შინ სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ა­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ალ­მა­ცე­რად უყუ­რებ­და“.

ზა­ი­რა არ­სე­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბებ­ში ხში­რად ჩანს ის ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ მრწამ­ს­სა და საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ას შო­რის გა­ნიც­დი­და. თქმუ­ლის ნა­თელ­სა­ყო­ფად შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ „ამ­ყოლს აჰ­ყე­ვი, ჩამ­ყოლს ჩაჰ­ყე­ვი“. მოთხ­რო­ბა­ში აღ­წე­რი­ლია, რო­გორ უხე­შად ამ­ბობს უარს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თ­ვის წე­სის აგე­ბის რი­ტუ­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ექ­თა­ნი და უსულ­გუ­ლოდ ტო­ვებს ჭი­რი­სუ­ფალს. წლე­ბის გას­ვ­ლის შემ­დეგ მწე­­რა­ლი  კვლავ შეხვდება ხსე­ნე­ბულ ქალ­ბა­ტონს, რომელიც ამ­ჯე­რად თავგამოდებით იწერს პირჯვარს ტრანსპორტში და მათ შო­­რის ასე­თი დი­ა­ლო­გი გა­ი­მარ­თე­ბა:

„- ეს რო­გო­რი რე­ლი­გი­უ­რი გამ­ხ­დარ­ხართ, რა გა­მა­ლე­ბით იწერ­დით პირ­ჯ­ვარს, მახ­სოვს ცეცხ­ლ­მო­კი­დე­ბუ­ლი­ვით და­ტო­ვეთ ჩვე­ნი დარ­ბა­ზი დე­და­ჩე­მის პა­ნაშ­ვი­ლის დროს.

…ქალს რა­ღაც სარ­კას­ტულ­მა ღი­მილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა სა­ხე­ზე და უცე­რე­მო­ნი­ოდ მითხ­რა:

– შენ ეტყო­ბა არ გა­გი­გია ქარ­თუ­ლი ან­და­ზა „ამ­ყოლს აჰ­ყე­ვი, ჩამ­ყოლს ჩაჰ­ყე­ვი“, და­იხ­სო­მე, გა­მო­გად­გე­ბაო“ .

მო­ცე­მუ­ლი ამო­ნა­რი­დი აჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აღარ ეფუძ­ნე­ბო­და მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს. კო­მუ­ნის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გიით აღ­ზ­რ­დი­ლი „ახა­ლი ადა­მი­ა­ნი“ უსულ­გუ­ლო პი­როვ­ნე­ბად, სის­ტე­მი­სად­მი უპი­რო­ბო მორ­ჩი­ლად ყა­ლიბ­დე­ბო­და.

წიგ­ნის დი­დაქ­ტი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ემა­ტე­ბა მი­სი ენობ­რი­ვი მხა­რის სი­სა­და­ვე და ბუ­ნებ­რი­ო­ბა. მოთხ­რო­ბე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა მარ­ტი­ვი, მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი, მაგ­რამ სტი­ლის­ტუ­რად დახ­ვე­წი­ლი ენით. მწე­რა­ლი ოს­ტა­ტუ­რად არ­ჩევს ქარ­თუ­ლი ენი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მებს, ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებ­სა და შთამ­ბეჭ­დავ მხატ­ვ­რულ დე­ტა­ლებს, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს მოს­წავ­ლე­თა ლი­ტე­რა­ტუ­რულ-ეს­თე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამ­დე­ნად, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მოთხ­რო­ბა­თა კრე­ბუ­ლი „კენ­ჭე­ბი“ დი­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე წიგ­ნია.

და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის ცოდ­ნა არ არის – ეს არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პი­რო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­ფა­სე­ბის­თ­ვის. რო­ცა მოს­წავ­ლე იაზ­რებს, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი იყო ფეხ­ქ­ვეშ გა­თე­ლი­ლი, რო­გორ ილა­ხე­ბო­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბა, უფა­სურ­დე­ბო­და მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი პრინ­ცი­პე­ბი, ამას­თა­ნა­ვე, რო­გორ იბ­რ­ძო­და ხალ­ხი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სა და ჰუ­მა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­თ­ვის – მას უჩ­ნ­დე­ბა ში­ნა­გა­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, და­იც­ვას მო­მა­ვალ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა და არ და­უშ­ვას რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა. ამ სა­კითხის არსს ზუს­ტად გად­მოს­ცემს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მე­რაბ კოს­ტა­ვას სიტყ­ვე­ბი: „თუ მა­ში­ნაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის შეწყ­ვეტთ ბრძო­ლას, ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გავთ თქვენც და ქვე­ყა­ნაც“.

ეს არა­მარ­ტო მო­წო­დე­ბა, არა­მედ გაფ­რ­თხი­ლე­ბა­ცაა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ზრუნ­ვის, გა­აზ­რე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის შე­დე­გია. ამი­ტო­მაც სა­ჭი­როა, რომ მო­ზარ­დ­მა სწო­რედ სკო­ლა­ში, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ის­წავ­ლოს, რა იყო საბ­ჭო­თა სის­ტე­მა, რა გზე­ბით ახ­შობ­და იგი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს და რო­გორ გარ­დაქ­მ­ნი­და პი­როვ­ნე­ბას სის­ტე­მის უსა­ხურ ნა­წი­ლად.

წარ­სუ­ლის შეც­ნო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი იაზ­რე­ბენ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არის მო­ცე­მუ­ლო­ბა – ესაა ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის­თ­ვი­საც მუ­დამ უნ­და იბ­რ­ძო­ლო.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება