18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის

spot_img

ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია  ცოდ­ნის, გა­მოც­დი­ლე­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და მსჯე­ლო­ბის გა­რე­შე. სწო­რედ აქე­და­ნაა გა­მოთ­ქ­მა „ჭეშ­მა­რი­ტე­ბა კა­მათ­ში იბა­დე­ბაო“. კა­მა­თის, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბის, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბის გა­რე­შე  ადა­მი­ა­ნის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, გან­ვი­თა­რე­ბის რა სა­ფე­ხურ­ზეც არ უნ­და იმ­ყო­ფე­ბო­დეს იგი.

ტექ­ნო­ლო­გი­ების გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ინო­ვა­ცია გახ­და ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბა­შიც აუცი­ლე­ბე­ლია მე­თო­დე­ბის შეც­ვ­ლა, რად­გან ძვე­ლი მე­თო­დე­ბი იწ­ვევ­და სწავ­ლი­სად­მი მო­ტი­ვა­ცი­ის და­კარ­გ­ვას. მოს­წავ­ლე­ე­ბი აღარ არი­ან პა­სი­უ­რი მსმე­ნე­ლე­ბი და ინ­ტე­რესს კარ­გა­ვენ გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ, რო­ცა მათ ძვე­ლი მე­თო­დე­ბით ვუდ­გე­ბით, რაც გუ­ლის­ხ­მობს თე­ო­რი­ე­ბის მე­ქა­ნი­კურ და­ზე­პი­რე­ბას და არა სიღ­რ­მი­სე­ულ გა­აზ­რე­ბას. მაგ­რამ, რო­დე­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რეს­თა სფე­როს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ვაძ­ლევთ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მა­თი მო­ტი­ვა­ცია და ენ­თუ­ზი­აზ­მი ერ­თი­ო­რად იზ­რ­დე­ბა.

ინო­ვა­ცი­უ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის სა­კითხი გან­სა­კუთ­რე­ბით აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და ხში­რად მშობ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლიც მი­იჩ­ნევ­და, რომ არ იყო აუცი­ლე­ბე­ლი ეს­წავ­ლათ, ანუ უბ­რა­ლოდ გა­ე­ზე­პი­რე­ბი­ნათ ქი­მი­ის, ფი­ზი­კის და სხვა საგ­ნე­ბის სა­კითხე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის მკვლევ­რებ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხეს ამ პრობ­ლე­მის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბით მოგ­ვა­რე­ბა და შექ­მ­ნეს STEM გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ებ­ში ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით.

დღეს­დღე­ო­ბით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა, რაც მო­ი­ცავს სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნას, მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­სა­ბა­მი­სი გა­დამ­ზა­დე­ბი­სათ­ვის ტრე­ნინ­გე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას. ერთ-ერ­თი ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ციაა „Science on Stage“ – „მეც­ნი­ე­რე­ბა მთა­ვარ როლ­ში“, ევ­რო­პის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლი და „Young Explorer’s Club“-ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბე­ბის ქსე­ლი.

ევ­რო­პის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლი მიზ­ნად ისა­ხავს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს STEM გა­ნათ­ლე­ბა ევ­რო­პა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და წა­ხა­ლი­სე­ბით, ასე­ვე ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­თა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. ქსელ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ევ­რო­პის 34 ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ ქსე­ლის წევ­რია 2016 წლი­დან. ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მი­სი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი SALiS Science on Stage-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ქსე­ლის წევრ ქვეყ­ნებ­ში ეწყო­ბა ეროვ­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი დე­ვი­ზით „მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“. ჟი­უ­რის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი კი ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე წა­რად­გე­ნენ.

ხო­ლო „Young Explorer’s Club“-ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბე­ბის ქსე­ლი არის სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა ცდე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. კლუ­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მ­ნას ყველ­გან, სა­დაც არი­ან ბავ­შ­ვე­ბი და ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ სურ­ვი­ლი, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის გზით, სამ­ყა­როს შეც­ნო­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნე­ბის. ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია კლუბს მეგ­ზუ­რო­ბა გა­უ­წი­ოს ზრდას­რულ­მა ადა­მი­ან­მა. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტის „ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ ფარ­გ­ლებ­ში, მი­სი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი პარ­ტ­ნი­ო­რია კო­პერ­ნი­კის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბე­ბის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რია; სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რია „პო­ლო­ნურ-ამე­რი­კუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფონ­დი“, ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხრი­დან ლი­დე­რია ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

2012 წლი­დან კო­პერ­ნი­კის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რი ატა­რებს ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმს. KMO-ს ფო­რუ­მის მი­სიაა იმ ადა­მი­ან­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც იზი­ა­რე­ბენ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და მი­სი­ას – ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებს და­ეხ­მა­რონ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. ეს არის მე­ურ­ვე­თა და პარ­ტ­ნი­ორ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყო­ველ­წ­ლი­უ­რი შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც კო­პერ­ნი­კის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რ­თან და პო­ლო­ნურ-ამე­რი­კულ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფონ­დ­თან ერ­თად ავი­თა­რე­ბენ ახალ­გაზ­რ­და მკვლევ­რე­ბის კლუ­ბის პროგ­რა­მას პო­ლო­ნეთ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, სომ­ხეთ­ში, რუ­მი­ნეთ­სა და ეთი­ო­პი­ა­ში.

ფო­რუ­მი არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შევ­ხე­დოთ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფ­რო ფარ­თო პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან და ვი­ყოთ უფ­რო დი­დი ცვლი­ლე­ბის ნა­წი­ლი. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ახა­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის დაწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რო­მელ­თაც აქვთ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მი­სია – მხარს უჭე­რენ ბავ­შ­ვებს და ახალ­გაზ­რ­დებს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, ღი­ა­ო­ბა სამ­ყა­როს გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­ღე­ბა ან პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რი.

24 -25 ნო­ემ­ბერს, პო­ლო­ნეთ­ში, KMO-ს მე­თორ­მე­ტე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე, კო­პერ­ნი­კის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რის (პო­ლო­ნე­თი) მიწ­ვე­ვი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ილი­ა­უ­ნის ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა თერ­თ­მე­ტი კლუ­ბი (YEC); ფო­რუმ­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყო აგ­რეთ­ვე, ილი­ა­უ­ნი, რო­გორც ცენ­ტ­რის პარ­ტ­ნი­ო­რი და ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბე­ბის ქსე­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის, SALiS-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი მა­რი­კა კა­პა­ნა­ძე და კლუ­ბის წევრ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი/კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი.

KMO-ს მე-12 ფო­რუ­მის მთა­ვა­რი თე­მა იყო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ეფექ­ტუ­რი გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა. აქ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ჩვენს კლუ­ბებ­ში, რო­მე­ლიც არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ კულ­ტუ­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბით, არა­მედ ეხე­ბა მრა­ვალ უნარს, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და წინ­ს­ვ­ლას.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის. ეს მო­ითხოვს გარ­ჯას, მონ­დო­მე­ბა­სა და ძა­ლის­ხ­მე­ვას. თუმ­ცა შე­დე­გი ღირს ამად, რა­თა ვის­წავ­ლოთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­ღე­ბა და ჯან­სა­ღი დის­კუ­სია, ასე­ვე ავი­თა­რებს სო­ცი­ა­ლურ უნა­რებ­სა და ცოდ­ნის ტრან­ს­ფერს ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა დღეს გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი ელე­მენ­ტია, რო­მე­ლიც ამ­ზა­დებს ახალ­გაზ­რ­დებს ეფექ­ტუ­რად იმოქ­მე­დონ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში. ეს არის ინ­ვეს­ტი­ცია ჯან­საღ, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან და ეფექ­ტუ­რად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა აგ­რეთ­ვე კლუ­ბებ­ში მუ­შა­ო­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია. მი­სი წყა­ლო­ბი­თა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა უფ­რო მე­ტი, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ კლუ­ბის წევ­რის ან ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის პი­რა­დი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბას სა­ერ­თო გა­მოც­დი­ლე­ბის გარ­შე­მო — ჯერ კლუ­ბის წევ­რე­ბი­სა და კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, შემ­დეგ მშობ­ლე­ბი­სა და სკო­ლე­ბის, შემ­დეგ კი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, ყო­ვე­ლი ახა­ლი კლუ­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ, ხდე­ბა დი­დი ცვლი­ლე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ქმნის პი­რო­ბებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

მე­თორ­მე­ტე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე წარ­მა­ტე­ბით წარ­ვად­გი­ნეთ პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­მა: კონ­კურ­სის „სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბი-2023“ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა, ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძემ (კერ­ძო სკო­ლა „ანა­ბა­სი­სი“, ზეს­ტა­ფო­ნი), ელი­სო აბ­რა­მიშ­ვილ­მა (სსიპ საჩხე­რის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა), მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა, ნი­ნო ფსუ­ტურ­მა (ქ. გო­რის №8 სა­ჯა­რო სკო­ლა), ვა­ჟა ტე­ტუ­ნაშ­ვილ­მა (სო­ფელ იმე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), ინ­გა მო­სი­აშ­ვილ­მა (სსიპ საჩხე­რის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა), ნა­თე­ლა ბა­ღათ­რიშ­ვილ­მა (სსიპ ქა­ლაქ თე­ლა­ვის №7 სა­ჯა­რო სკო­ლა), თა­მარ ბე­რი­ძემ (ქვე­მო სო­ბი­სის და ბერ­შუ­ე­თის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი, გო­რი), მა­რი­ნე ჭე­ლი­ძემ (სა­ე­რო სკო­ლა „ბი­ნუ­ლი“, თბი­ლი­სი), მაია ხა­რა­ძემ (სო­ფელ ხა­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა, აჭა­რა), თი­ნა­თინ ბე­რი­ძემ (გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა, ბორ­ჯო­მი) და თა­მარ დო­ბორ­ჯ­გი­ნი­ძემ (ბაქ­ს­ვუ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა).

ჩვენ მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბი ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი იყო, ამი­ტომ ძა­ლი­ან დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია მსმე­ნე­ლებ­ში. პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად წარ­დ­გე­ნი­ლი გვქონ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბიც. ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ნი და და­ი­გეგ­მა პრო­ექ­ტე­ბი პო­ლო­ნელ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და გერ­მა­ნელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად.

ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში და­ვეს­წა­რით სხვა­დას­ხ­ვა ვორ­კ­შო­ფებს, სა­დაც ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვი­ყა­ვით გა­და­ნა­წი­ლე­ბულ­ნი. ვორ­კ­შო­ფე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეფექ­ტურ მე­თო­დებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე, პრო­ტო­ტი­პი­რე­ბა, რო­გორ გავ­ც­ვა­ლოთ იდე­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კლუ­ბებს შო­რის და ა.შ. თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, წი­ნას­წარ აერ­ჩია და დას­წ­რე­ბო­და მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო 2 ვორ­კ­შოფს. მე „ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბი­სა“ და „ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე“ გა­მარ­თულ ვორ­კ­შო­ფებს და­ვეს­წა­რი. ორი­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის სკო­ლა­ში. ვორ­კ­შო­ფე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას არ ვი­ყა­ვით პა­სი­უ­რი მსმე­ნე­ლე­ბი, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში. ენის ბა­რი­ერს გვიხ­ს­ნი­და თარ­ჯიმ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა.

ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ კო­პერ­ნი­კის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რი და პლა­ნე­ტა­რი­უ­მი, აქ ნა­ნა­ხის უბ­რა­ლოდ სიტყ­ვე­ბით გად­მო­ცე­მა ძა­ლი­ან ძნე­ლია, ეს ყო­ვე­ლი­ვე ერ­თხელ მა­ინც უნ­და ნა­ხოს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ყვე­ლა ადა­მი­ან­მა. კო­პერ­ნი­კის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რ­ში, ჩვენ თვალ­წინ, ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი იყო ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის სხვა­დას­ხ­ვა კა­ნო­ნე­ბი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნი­სა და სხვა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნიზ­მე­ბის მო­დე­ლე­ბი, ყვე­ლა ექ­ს­პო­ნატს თან ახ­ლ­და აღ­წე­რა, რაც აად­ვი­ლებ­და თვა­ლით ნა­ნა­ხის გა­აზ­რე­ბას, ხო­ლო პლა­ნე­ტა­რი­უმ­ში იყო ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მოგ­ვითხ­რობ­და სხვა­დას­ხ­ვა პლა­ნე­ტე­ბი­სა და თა­ნა­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­დე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ბო­ლო­ოდ, მინ­და ვთქვა, რომ ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით („Science on Stage“-ევ­რო­პის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლი, „Young Explorer’s Club“-ახალ­გაზ­რ­და მკვ­ლე­ვარ­თა კლუ­ბე­ბის ქსე­ლი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი SALiS-ის სხვა პრო­ექ­ტე­ბი), სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს გვაძ­ლევს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, გა­ა­ხა­ლი­სოს და გა­აძ­ლი­ე­როს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სა­კუ­თარ სკო­ლა­ში, რაც გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც ნიშ­ნავს.

მაია ხარაძე
ქი­მი­ის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, სსიპ თე­მურ ზა­ქა­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ხა­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის მენ­ტო­რი პე­და­გო­გი

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. https://salis.iliauni.edu.ge/chvens-shesakheb/
  2. https://yecsalis.iliauni.edu.ge
  3. https://panschelm.edu.pl
  4. https://www.kopernik.org.pl
  5. https://stemsvaneti.wordpress.com

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები