18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

spot_img

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? – ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა, სა­ი­მე­დო მცველ­თან და მე­გო­ბარ­თან ერ­თად ვმგზავ­რობთ.

რა­ტომ ვკითხუ­ლობთ? რა­ტომ ხდე­ბა წიგ­ნი ჩვე­ნი გა­ნუყ­რე­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი? მა­ინც რა არის წიგ­ნის კითხ­ვა? რას­თან გვაქვს საქ­მე? ამ შე­კითხ­ვებ­ზე უამ­რა­ვი პა­სუ­ხი გა­ი­ცე­მა, ამ წე­რილ­ში კი მე ერთ-ერთ მათ­გან­ზე მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა: კითხ­ვა, რო­გორც კა­თარ­სი­სი, რო­გორც თე­რა­პია.

კითხ­ვას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ზე დი­დი ტკი­ვი­ლე­ბის­გან გან­გ­ვ­კურ­ნოს. ლი­ტე­რა­ტუ­რას აქვს ამი­სი ძა­ლა. მწერ­ლე­ბის­თ­ვის ტკი­ვი­ლე­ბი და და­ნა­კარ­გე­ბი ხში­რად გამ­ხ­და­რა ლექ­სის, პი­ე­სის, მოთხ­რო­ბი­სა თუ სქელ­ტა­ნი­ა­ნი რო­მა­ნის და­წე­რის მი­ზე­ზი. ისი­ნი ამ­გ­ვა­რად იწ­მინ­დე­ბოდ­ნენ ტრავ­მე­ბი­სა­გან. მე­ო­რე მხრივ, იმა­ვე ტკი­ვი­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის თე­რა­პი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და მა­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კითხ­ვას. თით­ქოს ჯაჭ­ვი იკ­ვ­რე­ბო­და – ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჯაჭ­ვი, ყვე­ლა­ზე მყა­რი და სა­ი­მე­დო.

ლი­ტე­რა­ტუ­რა, ყვე­ლა სხვა ტკი­ვი­ლებ­თან ერ­თად, არას­დ­როს აქ­ცევს ზურგს ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ტკი­ვი­ლებს, ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დელ დიდ და­ნა­კარ­გებს, რომ­ლებ­საც პა­ტა­რა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხით უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან ხოლ­მე. სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა  გვას­წავ­ლის, ერ­თი მხრივ დი­დებს, რო­გორ ვი­ურ­თი­ერ­თოთ ბავ­შ­ვებ­თან, რომ­ლებ­მაც ცო­ტა ხნის წინ ვინ­მე და­კარ­გეს – მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი: მშო­ბე­ლი, ბე­ბია, ბა­ბუა, მე­გო­ბა­რი, კლა­სე­ლი…, მე­ო­რე მხრივ კი, თა­ვად ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებს ას­წავ­ლის, რომ თუ წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟი გო­გო-ბი­ჭე­ბი გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ, ისი­ნიც აუცი­ლებ­ლად გა­უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან.

ბო­ლო დროს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკითხუ­ლობ. ისი­ნი უზარ­მა­ზა­რი სა­ბა­დოა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ახ­ლა ეჭი­დე­ბი­ან ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებს და სჭირ­დე­ბათ მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს. ეს წიგ­ნე­ბი გვჭირ­დე­ბა ასე­ვე ჩვენ, უფ­რო­სებს, რა­თა ბავ­შ­ვებს და­ნა­კარ­გებ­თან, ძა­ლა­დო­ბას­თან, სხვა­დას­ხ­ვა ტრავ­მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ და მათ ცხოვ­რე­ბას სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ.

ამ წე­რილ­ში მინ­და გა­ვიხ­სე­ნო სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი ბავ­შ­ვო­ბი­სა და მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დის დიდ და­ნა­კარ­გებ­სა და დიდ ტკი­ვი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ბევრს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რო­გორ უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გ­ვას, სტრესს, მარ­ტო­ო­ბას, მი­ტო­ვე­ბუ­ლო­ბის გან­ც­დას, ძა­ლა­დო­ბას…, და რა რო­ლი აქვს ლი­ტე­რა­ტუ­რას ამ ტკი­ვი­ლე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ში.

ელი­ნორ პორ­ტე­რი – „პო­ლი­ა­ნა“

ელი­ნორ პორ­ტე­რის „პო­ლი­ა­ნა“ 1913 წელს გა­მო­ი­ცა. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლამ შე­იყ­ვა­რა 11 წლის ობო­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც იმე­დი­თა და სი­ლა­ღით სავ­სეა. გა­მო­ცე­მი­დან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზეც ითარ­გ­მ­ნა, ამი­ტომ ახ­ლა უკ­ვე შეგ­ვიძ­ლია, ჩვენც გა­ვიც­ნოთ გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­სა და მო­ზარდს ყვე­ლა­ზე დი­დი გან­საც­დე­ლის დროს გა­ნუ­საზღ­ვ­რელ იმედს აჩუ­ქებს.

პო­ლი­ა­ნას დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მა­ლე მა­მაც გარ­და­ეც­ვა­ლა. გო­გო­ნა მშობ­ლე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა, მაგ­რამ მუ­დამ ახ­სოვს მა­მის­გან ნას­წავ­ლი თა­მა­ში „სი­ხა­რუ­ლო­ბა­ნა“, რომ­ლის მთა­ვა­რი აზ­რი ისაა, რომ ადა­მი­ან­მა ყო­ველ­თ­ვის უნ­და შეძ­ლო ყვე­ლა­ზე სას­ტიკ რე­ა­ლო­ბა­შიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნო იმე­დი.

„ – ეს თა­მა­ში მა­შინ და­ვიწყეთ, რო­ცა ერ­თხე­ლაც ეკ­ლე­სი­ის­თ­ვის შეგ­რო­ვე­ბულ შე­მო­წი­რუ­ლე­ბა­ში ხის სა­ბავ­შ­ვო ყა­ვარ­ჯ­ნე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ… მა­შინ მე თო­ჯი­ნა მინ­დო­და ძა­ლი­ან და მა­მამ ქალ­თა კო­მი­ტეტს მის­წე­რა, რომ თუ ისე მოხ­დე­ბო­და და ეკ­ლე­სი­ას ვინ­მე თო­ჯი­ნას შე­მოს­წი­რავ­და, ის თო­ჯი­ნა ჩემ­თ­ვის გა­მო­ეგ­ზავ­ნათ. ქალ­თა კო­მი­ტე­ტი­დან კი უპა­სუ­ხეს, რომ თო­ჯი­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვის შე­მო­ე­წი­რა. სა­მა­გი­ე­როდ, ვი­ღა­ცას შე­მო­წი­რუ­ლე­ბა­ში ბავ­შ­ვის ყა­ვარ­ჯ­ნე­ბი ჩა­ე­დო იმ შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, თუ ოდეს­მე ვინ­მეს დას­ჭირ­დე­ბო­და. თო­ჯი­ნას ნაც­ვ­ლად ყა­ვარ­ჯ­ნე­ბი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს. ჰო­და, ეს თა­მა­შიც სწო­რედ თო­ჯი­ნას მა­გივ­რად ყა­ვარ­ჯ­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­ვიწყეთ… თა­მა­შის მთა­ვა­რი წე­სი ისაა, რომ ყო­ველ­თ­ვის, მა­ში­ნაც კი, რო­ცა სა­სი­ხა­რუ­ლო თით­ქ­მის არა­ფე­რია, რა­ღაც ისე­თი მო­ძებ­ნო, რაც გა­გა­ხა­რებს. თა­ნაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, რა იქ­ნე­ბა ეს, – სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით გა­ნაგ­რ­ძო ახ­ს­ნა პო­ლი­ა­ნამ, – და ჩვენც მა­შინ­ვე და­ვიწყეთ სწო­რედ იმ ყა­ვარ­ჯ­ნე­ბი­დან.

– ღმერ­თო მიშ­ვე­ლე! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმან გა­გა­ხა­როს, რომ თო­ჯი­ნას მა­გივ­რად ვი­ღაც ყა­ვარ­ჯ­ნებს გჩუქ­ნის?!

პო­ლი­ა­ნამ ისევ გა­ი­ცი­ნა და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა ტა­შიც კი შე­მოკ­რა.

– არა­და, შე­იძ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა! – წა­მო­ი­ძა­ხა სი­ხა­რუ­ლით თვა­ლე­ბან­თე­ბულ­მა და მა­შინ­ვე გულ­წ­რ­ფე­ლად და­ა­მა­ტა: – რა თქმა უნ­და, თა­ვი­დან მეც ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და ეს გამ­ხა­რე­ბო­და, მაგ­რამ მე­რე მა­მამ ამიხ­ს­ნა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­გე… ეს ხომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ნენ­სი! უბ­რა­ლოდ გი­ხა­რია, რომ ის ყა­ვარ­ჯ­ნე­ბი შენ არ გჭირ­დე­ბა! – მო­ზე­ი­მე ხმით წა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ა­ნამ. ხე­დავთ რა ად­ვი­ლია?.. მთა­ვა­რია, იცო­დე, რო­გორ ითა­მა­შო!“

ასე უხ­ს­ნის თა­მა­შის არსს პო­ლი­ა­ნა ნენ­სის, მო­სამ­სა­ხუ­რე გო­გო­ნას, რო­მე­ლიც პო­ლი­ა­ნას დე­ი­დის სახ­ლ­ში მუ­შა­ობს. მის პო­ლიმ სახ­ლ­ში ობო­ლი გო­გო­ნა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­ი­ფა­რა. დე­ი­და პო­ლი პირ­ქუ­ში ქა­ლია, რო­მე­ლიც პო­ლი­ა­ნა­სად­მი მცი­რე სიყ­ვა­რულ­საც არ გა­მო­ხა­ტავს; და­ობ­ლე­ბულ გო­გო­ნას კი ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი. დე­ი­და ეუბ­ნე­ბა, რომ მა­მა­მი­სის სა­ხე­ლიც არ ახ­სე­ნოს.

„ – პო­ლი­ა­ნა, – ამ­ჯე­რად კი­დევ უფ­რო მკაც­რად შე­აწყ­ვე­ტი­ნა დე­ი­დამ, – ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ შენ ეს თა­ვი­დან­ვე კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რო: არ მსურს, მუდ­მი­ვად მა­მა­შენ­ზე ლა­პა­რა­კი ვის­მი­ნო“.

ტრავ­მის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გზა მას­ზე სა­უ­ბა­რია. სა­კუ­თარ გან­საც­დელ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა და დუ­მი­ლი ტრავ­მას, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე­ტად აძ­ლი­ე­რებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ა­ნა ცდი­ლობს, არ და­კარ­გოს სი­ხა­რუ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბის უნა­რი; მე­ტიც – ის მთელ ქა­ლაქს ჩარ­თავს „სიხა­რუ­ლო­ბა­ნას“ თა­მაშ­ში და მარ­ტო­სულ, სა­წოლს მი­ჯაჭ­ვულ, უბე­დურ თუ ყვე­ლა­ზე ღა­რიბ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბის რწმე­ნას და­უბ­რუ­ნებს.

წიგ­ნის ბო­ლოს, გო­გო­ნას კი­დევ ერ­თი, ძა­ლი­ან მძი­მე გან­საც­დე­ლი ატყ­დე­ბა თავს, რო­მე­ლიც, თით­ქოს, გა­ტეხს პო­ლი­ა­ნას, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ეს გან­საც­დე­ლი ხდე­ბა მი­ზე­ზი ადა­მი­ა­ნებს შო­რის დამ­წ­ვა­რი ხი­დე­ბის გამ­თე­ლე­ბის და მათ გუ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი და­ვიწყე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ხის ხე­ლახ­ლა აყ­ვა­ვე­ბის.

ესაა წიგ­ნი იმა­ზე, რო­გორ ახერ­ხებს ობო­ლი გო­გო­ნა უყ­ვარ­დეს ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად და თა­ვი­სი წრფე­ლი, ბავ­შ­ვუ­რი გუ­ლით ადა­მი­ა­ნებ­ში და­თე­სოს იმე­დის, სი­კე­თი­სა და ჰუ­მა­ნუ­რო­ბის მა­ცოცხ­ლე­ბე­ლი მარ­ც­ვა­ლი. „სი­ხა­რუ­ლო­ბა­ნა“ არაა უბ­რა­ლოდ თა­მა­ში, „სი­ხა­რუ­ლო­ბა­ნა“ მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ მა­მამ პო­ლი­ა­ნას ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ ქარ­ტე­ხი­ლებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად ყვე­ლა­ზე დი­დი იარა­ღი და­უ­ტო­ვა. ამი­ტომ, ბავ­შ­ვე­ბო, მო­ზარ­დე­ბო, თუ თქვენ აქ და ახ­ლა გჭირ­დე­ბათ იმე­დი, გამ­ხ­ნე­ვე­ბა და თა­ნად­გო­მა, ეს წიგ­ნი თქვენ­თ­ვი­საა.

პო­ლი­ა­ნა იზ­რუ­ნებს თქვენ­ზე.

კა­ტო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი – „სიყ­ვა­რუ­ლით, ელ­ლი“

რა ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი მშო­ბელს კარ­გა­ვენ? რო­გორ უნ­და მო­იქ­ც­ნენ ზრდას­რუ­ლე­ბი მა­შინ, რო­ცა ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში ტრა­გე­დია ხდე­ბა? უნ­და უთხ­რან თუ არა პა­ტა­რა გო­გო­ნებს და ბი­ჭებს სი­მარ­თ­ლე? რო­გორ აუხ­ს­ნან გარ­დაც­ვა­ლე­ბის თე­მა? შე­იძ­ლე­ბა თუ არა კე­თი­ლი მიზ­ნით ნათ­ქ­ვამ­მა ტყუ­ილ­მა ოჯა­ხუ­რი ჰარ­მო­ნია და­არ­ღ­ვი­ოს და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არი­ოს? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ნა­კარ­გ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა?

კა­ტო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „სიყ­ვა­რუ­ლით, ელ­ლი“ ამ შე­კითხ­ვებს უტ­რი­ა­ლებს, ამ სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მებს ეხე­ბა და ცდი­ლობს, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს გას­ცეს პა­სუ­ხი.

რაც უფ­რო მეტ სა­ბავ­შ­ვო წიგნს ვკითხუ­ლობ, მით მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი, რომ სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა ბავ­შ­ვებ­სა და უფ­რო­სებს შო­რის გა­დე­ბუ­ლი ხი­დია. ამას­თა­ნა­ვე, ის არის უფ­რო­სე­ბის­თ­ვის გზამ­კ­ვ­ლე­ვი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­გორ უნ­და მო­ექ­ც­ნენ სა­კუ­თარ შვილს, მოს­წავ­ლეს, უმ­ც­როს მე­გო­ბარ­სა თუ სრუ­ლი­ად უც­ნობ ბავშვს, რად­გან ზრდას­რუ­ლე­ბი არა­ნაკ­ლებ იბ­ნე­ვი­ან ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტრა­გე­დი­ე­ბის დროს და ყვე­ლა­ზე ხში­რად ამ ტკი­ვი­ლი­სა და და­უც­ვე­ლო­ბის გრძნო­ბის გა­მო უშ­ვე­ბენ შეც­დო­მებს ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

სწო­რედ ასე ემარ­თე­ბა, ლი­ლეს დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ლი­ლეს მა­მას. არ იცის, რო­გორ უთხ­რას სი­მარ­თ­ლე პა­ტა­რა შვილს, ამი­ტომ ცდი­ლობს, რომ ლა­მა­ზი ტყუ­ი­ლი შეთხ­ზას; ვერ ხვდე­ბა, რო­გორ მო­ძებ­ნოს სა­სა­უბ­რო ენა ლი­ლეს­თან და ამი­ტომ, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ერი­დე­ბა; ლი­ლეს ყო­ველ შე­მო­ხედ­ვა­ზე გო­გო­ნას გარ­დაც­ვ­ლი­ლი დე­და ახ­სენ­დე­ბა და სამ­სა­ხურ­ში გაქ­ცე­ვით შვე­ლის თავს. შე­დე­გად, ლი­ლე თავს გა­რი­ყუ­ლად გრძნობს, ფიქ­რობს, რომ მი­სი არ ეს­მით, არ უყ­ვართ, მას­ზე არ ზრუ­ნა­ვენ. მა­მამ უთხ­რა, დე­და სამ­სა­ხუ­რი­დან უცხო­ეთ­ში გაგ­ზავ­ნეს, სხვა ქვე­ყა­ნა­ში იმუ­შა­ვებ­სო და ლი­ლეს ეს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან აბ­რა­ზებს. სწო­რედ ეს ამ­ბა­ვი უკ­ლავს გულს ლი­ლეს: რო­გორ შე­უძ­ლია დე­დას, რომ სა­ღა­მო­ო­ბით, სკა­ი­პით მა­ინც არ და­უ­კავ­შირ­დეს?

„ – ლი­ლე, მითხა­რი, დე­და ძა­ლი­ან გე­ნატ­რე­ბა?

– არა, არა­ვი­ნაც არ მე­ნატ­რე­ბა, უბ­რა­ლოდ მოწყე­ნი­ლი ვარ და მორ­ჩა! – თქვა და თა­ვის ოთახ­ში შე­ვი­და.

დე­და რა­ტომ უნ­და ენატ­რე­ბო­დეს, მან ხომ მი­ა­ტო­ვა და ერ­თიც არ და­რე­კა, რომ გა­ე­გო, ლი­ლე რო­გორ არის. სუ­ლაც არ ენატ­რე­ბა“.

რა თქმა უნ­და, ლი­ლეს დე­და ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა, მაგ­რამ გულ­ნატ­კე­ნია, ბრა­ზობს და პა­ტა­რა გულ­ში დიდ ტკი­ვილს გრძნობს. სწო­რედ ამი­ტომ, უფ­რო­სებ­მა უნ­და და­უს­ვან სა­კუ­თარ თავს შე­კითხ­ვა, რო­გორ ვე­სა­უბ­როთ ჩვენს შვი­ლებს გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე? რა შე­დეგს მო­ი­ტანს მა­თი მწა­რე სი­მარ­თ­ლის­გან დაც­ვა? შე­უძ­ლია კი ტყუ­ილს მათ თა­ვი­დან აარი­დოს ტრავ­მა? რა რო­ლი აქვს ოჯა­ხის პა­ტა­რა თუ დი­დი წევ­რე­ბის­თ­ვის ასეთ რთულ პე­რი­ოდ­ში ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თუ­ლო­ბას? სა­ი­დან უნ­და და­ვიწყოთ?

„რო­გო­რი მწა­რეც არ უნ­და იყოს, სი­მარ­თ­ლის თქმა სჯობს. მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი გო­გო­ნას­თ­ვის მხო­ლოდ მა­მა კი არა, მე­გო­ბა­რიც უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამ შეგ­რ­ძ­ნე­ბას ჟო­ლოს გე­მო ჰქონ­და. ფე­რი იყო, მზის ჩას­ვ­ლი­სას ცას რომ აქვს ხოლ­მე, ისე­თი“…

„აქამ­დე სად ვი­ყა­ვი! (მა­მა ლი­ლეს გულ­ში იკ­რავს) რო­გორ არას­დ­როს ვსა­უბ­რობ­დით ამა­ზე. ჩე­მო გო­გო­ნა! მა­პა­ტიე, რომ არა­ფერს გე­უბ­ნე­ბო­დი – ყვე­ლა­ფე­რი მა­პა­ტიე!“ – ამ­ბობს სან­დ­რო, ლი­ლეს მა­მა, რო­მე­ლიც რწმუნ­დე­ბა, რომ სა­უ­ბა­რი ყო­ველ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, ის ამ­თ­ლი­ა­ნებს დარ­ღ­ვე­ულ კავ­ში­რებს და გან­საც­დელ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის ძა­ლას გვაძ­ლევს, ხო­ლო თა­ნად­გო­მა, რო­მელ­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე რთულ დროს ერ­თ­მა­ნეთს გა­მო­უცხა­დე­ბენ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეხ­მა­რე­ბა პა­ტა­რა გო­გო­ნებ­სა თუ ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც დიდ და­ნა­კარ­გებს უნ­და გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ.

ეს წიგ­ნი გზამ­კ­ვ­ლევია, ყვე­ლა­ზე სა­თუ­თი და თბი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა, რო­გორ არ უნ­და დაგ­ვ­წყ­დეს გუ­ლი უფ­რო­სებ­ზე (რად­გან მა­თაც უჭირთ მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს დამ­ტყ­დარ ტრა­გე­დი­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა) და ამა­ვე დროს, რო­გორ უნ­და ვი­მოქ­მე­დოთ უფ­რო­სებ­მა ბავ­შ­ვე­ბის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ჩვენ უნ­და ვიქ­ცეთ მათ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბად (სწო­რედ ისე, რო­გორც ელ­ლი იქ­ცა ლი­ლეს­თ­ვის) და ყო­ველ­თ­ვის ვე­ცა­დოთ, სა­ჭი­რო სიტყ­ვე­ბი ვი­პო­ვოთ.

ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი ბავ­შ­ვე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­მავ­ლის სა­და­რა­ჯო­ზე

1978 წელს ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რენს მშვი­დო­ბის პრე­მია გა­და­ე­ცა. პრე­მი­ის გა­და­ცე­მი­სას მან წარ­მოთ­ქ­ვა სიტყ­ვა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც შვე­დეთ­ში კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით აიკ­რ­ძა­ლა ბავ­შ­ვე­ბის ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა.

ას­ტ­რი­დი სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ შვი­ლებს მა­გა­ლი­თი მშობ­ლებ­მა უნ­და მის­ცენ, რად­გან თუ ისი­ნი ძა­ლა­დო­ბის ნაც­ვ­ლად სა­უ­ბარს არ­ჩე­ვენ, ბავ­შ­ვი მიხ­ვ­დე­ბა, რომ ძა­ლა­დო­ბა არას­დ­რო­საა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი: „ახლა თქვენ მკითხავთ: რა გა­მო­დის, თუ­კი ბავ­შ­ვე­ბის დას­ჯას შევ­წყ­ვეტთ, ჰო­მო სა­პი­ენ­სის ახალ სა­ხე­ო­ბას გა­მოვ­ზ­რ­დით, ყვე­ლა ერ­თ­ბა­შად გა­კე­თილ­შო­ბილ­დე­ბა და ომე­ბი შეწყ­დე­ბაო? რა თქმა უნ­და, არა. ამ­გ­ვა­რი უტო­პი­ი­სა მხო­ლოდ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლებს შე­იძ­ლე­ბა სჯე­რო­დეთ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ჩვე­ნი საბ­რა­ლო სამ­ყა­რო უამ­რავ რე­ფორ­მა­სა და ცვლი­ლე­ბას მო­ითხოვს. მაგ­რამ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი უყუ­რე­ბენ ტე­ლე­ვი­ზორს და ხე­და­ვენ, რო­გორ მძლავ­რობს აგ­რე­სია დე­და­მი­წა­ზე და შე­საძ­ლოა ფიქ­რო­ბენ, რომ ეს ერ­თა­დერ­თი გზაა ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად. და ჩვენ სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში, ახ­ლა­ვე შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ნა­ხოთ მათ, რომ არ­სე­ბობს სხვა გზა. ეს ისაა, რაც ჩვენ მშვი­დო­ბის­თ­ვის შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ“.

ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი თა­ვის წიგ­ნებ­შიც ბავ­შ­ვე­ბის მხა­რე­საა, მათ ამ­ხ­ნე­ვებს, მა­თი სა­უ­კე­თე­სო მო­მავ­ლის­თ­ვის ზრუ­ნავს. მის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­ქი­ზი თე­მე­ბია ბავ­შ­ვე­ბის მარ­ტო­ო­ბა, მა­თი ობ­ლო­ბა, ად­რე­ულ ასაკ­ში ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის თე­მა.

ამ თე­მებს ამო­ვი­კითხავთ „პე­პი გრძელ­წინ­და­ში“, რომ­ლის პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი­დან  ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ პე­პის დე­და ცა­ში გაფ­რე­ნი­ლა, მა­მის დაბ­რუ­ნე­ბას კი ყო­ველ წამს ელის; სჯე­რა, რომ მა­მა, შო­რე­უ­ლი ნა­ოს­ნო­ბის კა­პი­ტა­ნი, რო­მე­ლიც ქა­რიშ­ხ­ლის დროს ზღვამ ჩა­ით­რია, შავ­კა­ნი­ან­თა კუნ­ძულ­ზე გა­ი­რი­ყა, იქ გა­მეფ­და და თავ­ზე ოქ­როს გვირ­გ­ვი­ნიც ად­გას. პე­პი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ დე­და­მი­სი ცა­ში ცხოვ­რობს და ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან დას­ც­ქე­რის თა­ვის გო­გო­ნას. ამი­ტომ ხში­რად იხე­დე­ბა მაღ­ლა, ხელს უქ­ნევს დე­დას და ამ­შ­ვი­დებს: „ნუ გე­ში­ნია, დე­და, მე არ და­ვი­კარ­გე­ბი!“

პე­პი მა­გა­ლი­თია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რო­გორ უნ­და გა­უმ­კ­ლავ­დე სირ­თუ­ლე­ებს და ბო­ლომ­დე დარ­ჩე ლაღ, მა­მაც გო­გო­ნად, მი­უ­ხე­და­ვად ობ­ლო­ბი­სა. ლი­ტე­რა­ტუ­რას კი აქვს ძა­ლა, პერ­სო­ნა­ჟი იქ­ცეს მა­გა­ლი­თად და მო­ტი­ვა­ცი­ის უშ­რეტ წყა­როდ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის.

პე­პის მსგავ­სად, „ძმე­ბი ლომ­გუ­ლე­ბი“ გარ­დაც­ვა­ლე­ბის თე­მას პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დე­ბი­დან ეხე­ბა. პა­ტა­რა სკორ­პა ავა­დაა, სულ რა­ღაც 10 წლი­საა და იცის, რომ მა­ლე გაფ­რინ­დე­ბა დე­და­მი­წი­დან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ცეცხ­ლი შე­იძ­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­დეს მის პა­ტა­რა გულ­ში… და ავ­ტო­რი მის­თ­ვის ქმნის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­როს, ნან­გი­ა­ლას, სა­დაც, რო­გორც სკორ­პას ძმა, ჯო­ნა­თა­ნი ამ­ბობს, კო­ცო­ნე­ბი­სა და ზღაპ­რე­ბის დროა და რო­ცა იქ წას­ვ­ლა მო­გი­წევს, ძა­ლი­ან მო­გე­წო­ნე­ბაო.

„თურ­მე ყვე­ლა ზღა­პა­რი ნან­გი­ა­ლა­ში იბა­დე­ბა, იქ ხდე­ბა ყვე­ლა სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი და თუ­კი ნან­გი­ა­ლა­ში მოხ­ვ­დე­ბი, აუცი­ლებ­ლად ათას­ნა­ი­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გა­დაგ­ხ­დე­ბა თავს – დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე და მთელ ღა­მეს.

იქ სულ სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბი, სკორ­პა, – გა­აგ­რ­ძე­ლა ჯო­ნა­თან­მა, – მა­შინ მთელ დღე­ებს ლო­გინ­ში კი არ გა­ა­ტა­რებ ხვე­ლე­ბა­ში!“

იოჰა­ნა შპი­რი – „ჰა­ი­დი“

1879 წელს, 52 წლის ასაკ­ში შვე­ი­ცა­რი­ელ­მა მწე­რალ­მა, იოჰა­ნა შპი­რიმ პა­ტა­რა ობო­ლი გო­გო­ნას, ჰა­ი­დის თავ­გა­და­სა­ვა­ლი და­წე­რა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ენა­ზეა თარ­გ­მ­ნი­ლი. ავ­ტორს ეს წიგ­ნი სა­შო­ბა­ოდ, სულ რა­ღაც ორ კვი­რა­ში და­უ­წე­რია. მას შემ­დეგ მრა­ვა­ლი წე­ლი გა­ვი­და და „ჰა­ი­დის“ მკითხ­ველ­თა რიცხ­ვი უფ­რო და უფ­რო იზ­რ­დე­ბა, წიგ­ნის მი­ხედ­ვით დღემ­დე იღე­ბენ ანი­მა­ცი­ურ და მხატ­ვ­რულ ფილ­მებს.

ჰა­ი­დი 5 წლის ობო­ლი გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც დე­ი­დას შვე­ი­ცა­რი­ის მთებ­ში, პა­პას­თან მიჰ­ყავს საცხოვ­რებ­ლად. იქ ჰა­ი­დი თხებ­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბა და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აღარც დე­და ჰყავს და აღარც მა­მა, მი­სი სუ­ლი სავ­სეა სამ­ყა­როს მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქ­მის უნა­რით, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უსაზღ­ვ­რო თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით, მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მი­ტე­ვე­ბის უნა­რით. გო­გო­ნას­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შვე­ი­ცა­რი­ის ულა­მა­ზეს ად­გი­ლებ­ში ფეხ­შიშ­ვე­ლი ხე­ტი­ა­ლი, თხებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, ძვირ­ფა­სი მე­გობ­რის ხელ­მოკ­ლე ოჯახ­ზე ზრუნ­ვა და კლა­რას სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც ეტ­ლ­ში ზის.

ჰა­ი­დი ახერ­ხებს, რომ გულ­ჩათხ­რო­ბილ და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­დ­გო­მილ ბა­ბუ­ა­ში ყვე­ლა­ზე ფა­ქი­ზი ემო­ცი­ე­ბი გა­აღ­ვი­ძოს, უპი­რო­ბოდ შე­იყ­ვა­როს ის და მის მი­მართ ყო­ველ­თ­ვის შემ­წყ­ნა­რე­ბე­ლი იყოს.

ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია, რა­თა ბავ­შ­ვე­ბი დარ­წ­მუნ­დ­ნენ, სი­კე­თის გა­კე­თე­ბა მა­ში­ნაც კი შეგ­ვიძ­ლია, თუ ხელ­მოკ­ლე­ო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. ჰა­ი­დი გუ­ლით ატა­რებს თა­ვი­სი მე­გობ­რის, პე­ტე­რის უსი­ნათ­ლო ბე­ბი­ა­ზე დარდს და მი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ჯა­დოს­ნურ საქ­ცი­ელს სჩა­დის, რო­მე­ლიც გულ­გ­რილს არა­ვის და­ტო­ვებს.

ეს წიგ­ნი გვარ­წ­მუ­ნებს, რამ­დე­ნად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ერ­თ­მა­ნე­თის სიყ­ვა­რულს და ერ­თ­მა­ნეთ­ზე ზრუნ­ვას.

თურ­მე, იმ სო­ფელ­ში, სა­დაც ჰა­ი­დი და ბა­ბუა ერ­თად ცხოვ­რობ­დ­ნენ, დგას გო­გო­ნას სა­ხელ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი პა­ტა­რა სახ­ლი. ეს ქო­ხი სწო­რედ ისე­თია, რო­გორც ის ავ­ტორს აქვს აღ­წე­რი­ლი წიგ­ნ­ში.

გი­სურ­ვებთ, რომ ერთ დღე­საც ამ ქოხ­თან აღ­მოჩ­ნ­დეთ, მა­ნამ­დე კი, მთე­ლი გუ­ლით გირ­ჩევთ წა­ი­კითხოთ წიგ­ნი ობოლ გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­მაც სხვებ­ზე ზრუნ­ვით მოგ­ვ­ცა მა­გა­ლი­თი, რო­გორ უნ­და გვიყ­ვარ­დეს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი და რომ ყვე­ლა­ზე დი­დი სევ­დის დრო­საც კი, ბავ­შ­ვებს აქვთ უნა­რი, მა­თი სით­ბო და გუ­ლის სი­ნათ­ლე სხვებს უან­გა­როდ გა­უ­ნა­წი­ლონ.

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები