21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

როცა სხვისი კეთილდღეობისთვის ზრუნვა შინაგანი მოთხოვნილებაა

spot_img
სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლეჯს, რომ­ლის სტუ­დენ­ტებ­საც დღეს გა­გაც­ნობთ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის 140 წე­ლი შე­უს­რულ­და. მი­სი ის­ტო­რია სა­თა­ვეს იღებს მე-19 სა­უ­კუ­ნის სა­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში, „ოლ­ღას სა­ბე­ბიო სკო­ლი­დან“ (1875-1878 წწ.), რო­მე­ლიც მე-20 სა­უ­კუ­ნის ორ­მო­ცი­ან წლებ­ში „მე­ო­რე სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლად“ გა­და­კეთ­და, ხო­ლო 2011 წელს ეწო­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „პა­ნა­ცეა“ (ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვაა და ქარ­თუ­ლად ყვე­ლა სე­ნის სარ­გო წა­მალს ნიშ­ნავს). აქ, ახ­ლა­ხან, წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და რე­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და კო­ლე­ჯი 5 პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლე­ბას: სა­ექ­თ­ნო საქ­მე (V დო­ნე); ფარ­მა­ცია (სა­აფ­თი­ა­ქო, V დო­ნე); აღ­მ­ზ­რ­დე­ლი (სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, V დო­ნე); ინ­ფორ­მა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ის მხარ­და­ჭე­რა (III დო­ნე) და კბი­ლის სა­ტექ­ნი­კო საქ­მე (IV დო­ნე). ამ პრო­ფე­სი­ებს დღე­ი­სათ­ვის კო­ლე­ჯის 500-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი ეუფ­ლე­ბა, მათ­გან ყვე­ლა­ზე მე­ტი – 160 სტუ­დენ­ტი სა­ექ­თ­ნო საქ­მე­ზე სწავ­ლობს და ეს არ არის შემ­თხ­ვე­ვი­თი – ახალ­მა სტანდ­არ­ტებ­მა, ამ სფე­რო­ში გა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა, და­საქ­მე­ბის მა­ღალ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, დიდ­წი­ლად, გა­ნა­პი­რო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა; დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს ფი­ნან­სურ­მა მხარ­და­ჭე­რამ მთე­ლი რი­გი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ექ­თ­ნო საქ­მეს, ჩე­მი აზ­რით, ამ არ­ჩე­ვანს პი­როვ­ნუ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ, ალ­ტ­რუ­ის­ტე­ბი, რო­მელ­თათ­ვის სხვი­სი კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის უან­გა­რო ზრუნ­ვა ში­ნა­გა­ნი მოთხოვ­ნი­ლე­ბაა. ამა­ში „პა­ნა­ცე­ას“ სტუ­დენ­ტებ­მა კი­დევ ერ­თხელ და­მარ­წ­მუ­ნეს.

შო­რე­ნა მა­ი­სუ­რა­ძის­თ­ვის სა­ექ­თ­ნო საქ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბა კო­ვიდ-19-ის გა­მო ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნილ­მა ვი­თა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. და ექი­მი ჰყავს, მე­დი­ცი­ნის მი­მართ გულ­გ­რი­ლი არც თა­ვად ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სხვა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა – 2008-ში თსუ-ს სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, ჟურ­ნა­ლის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით. ბევ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მუ­შა­ო­ბა ვერ­სად ვერ და­იწყო. „ექ­თ­ნო­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე. მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, შე­უც­ვ­ლე­ლი პრო­ფე­სიაა და რა­ო­დენ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ფი­გუ­რაა, სწო­რედ ექ­თა­ნი, ავად­მ­ყო­ფო­ბის მარ­თ­ვა­ში. ამ კო­ლეჯ­ში მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით მო­ვე­დი, ისი­ნი უკ­ვე სხვა­დას­ხ­ვა კლი­ნი­კებ­ში მუ­შა­ო­ბენ. „პა­ნა­ცეა“ არ და­უმ­თავ­რე­ბი­ათ, მაგ­რამ ჰყავთ ჩვე­ნი კო­ლე­ჯის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი კო­ლე­გე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი და და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი. მეც მათ რჩე­ვას და­ვუ­ჯე­რე და არ ვნა­ნობ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მოა, ყო­ველ­მ­ხ­რივ ხელს გვიწყო­ბენ, პირ­ვე­ლი კურ­სი ონ­ლა­ინ გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ერ­თი ლექ­ცი­აც არ გა­მიც­დე­ნია, ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბი გვქონ­და“.

შო­რე­ნას ავ­ნე­ვის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სწო­რედ აქე­დან და­იწყო 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომი. ამ­ბობს, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს სო­ფე­ლი აღარ არ­სე­ბობს, რუ­ს ჯა­რის­კა­ცე­ბს, ჯერ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბი გა­მოჰ­ქონ­დათ სახ­ლე­ბი­დან, მე­რე კი ცეცხლს უკი­დებ­დ­ნენ და წვავ­დ­ნენ. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი სო­ფე­ლი ახ­ლა ნა­სოფ­ლა­რა­დაა ქცე­უ­ლი. მის­მა ოჯახ­მა უვ­ნებ­ლად და­აღ­წია თა­ვი სა­შიშ­რო­ე­ბას და თბი­ლის­ში გა­აგ­რ­ძე­ლა ცხოვ­რე­ბა, შო­რე­ნამ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, 4 შვილს ზრდის და ახალ პრო­ფე­სი­ა­საც ეუფ­ლე­ბა, II კურ­სის სტუ­დენ­ტია. წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა კლი­ნი­კა­ში, სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში გა­ივ­ლის პრაქ­ტი­კას. ახ­ლა ამე­რი­კულ ჰოს­პი­ტალ­შია, სა­დაც კომ­პ­ლექ­სურ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღებს, მე­რე კი, შე­იძ­ლე­ბა, უმაღ­ლეს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა­ზეც იფიქ­როს, ოღონდ, ჯან­დაც­ვის მე­ნეჯ­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შო­რე­ნა, ზო­გა­დად, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რიცხვს ეკუთ­ვ­ნის, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­თა და ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან – სა­ნამ ექ­თ­ნო­ბას გა­დაწყ­ვეტ­და, გლდა­ნის კო­ლეჯ­ში სა­ბან­კო საქ­მე უს­წავ­ლია. „მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ ბევრ რა­მეს ვიკ­ლებთ, რო­ცა სკო­ლი­დან პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­ბა­რებთ. აქ ვერ იღებ იმ უნარ-ჩვე­ვებს, რა­საც პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. იქაც და „პა­ნა­ცე­ა­შიც“ მთლი­ა­ნად პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ხარ ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სით, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის სტუ­დენ­ტის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა თუ კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე ზრუნ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რად ხელ­შე­სა­ხე­ბად საგ­რ­ძ­ნო­ბია, ხელს გიწყო­ბენ და გეხ­მა­რე­ბი­ან სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბა­ში; ექ­თ­ნებ­ზე დი­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბაა ყვე­ლა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, ჩვენც გვთა­ვა­ზო­ბენ ექ­თ­ნის დამ­ხ­მა­რე პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას, რა თქმა უნ­და ანაზღა­უ­რე­ბით. ზო­გი თან­ხ­მ­დე­ბა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბას, ზო­გი – არა, მეც მათ შო­რის ვარ, მირ­ჩევ­ნია ეს სა­მი წე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად მხო­ლოდ სწავ­ლის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნო, რად­გან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას, ადა­მი­ა­ნის მოვ­ლა და მის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეა და ვა­პი­რებ კი­დეც ამ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ მხო­ლოდ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ“.

შო­რე­ნას კი­დევ ერ­თი გა­ტა­ცე­ბა და ინ­ტე­რე­სის სფე­რო პო­ლი­ტი­კაა. ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, მას და მის­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნეთ გა­ცი­ლე­ბით დი­დი მი­ზე­ზი აქვთ პო­ლი­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სის. პირ­ვე­ლად პრო­ფე­სი­ას არ ღა­ლა­ტობს და ხში­რად ბლო­გებ­საც წერს.

ირაკ­ლი თო­დუა და შო­რე­ნა ჯგუ­ფე­ლე­ბი არი­ან. ირაკ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ით არც მას უმუ­შა­ვია, ამ­ბობს, რომ იმ წლებ­ში, ფსი­ქო­თე­რა­პია უცხო ხი­ლი იყო და ინ­ტე­რე­სი ამ დარ­გი­სად­მი თით­ქ­მის არა­ვის ჰქონ­და, ახ­ლა ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლი­ლია.

რო­ცა ირაკ­ლის ასა­კი გა­ვი­გე, მივ­ხ­ვ­დი, რომ სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ლაც დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბაა. ვიდ­რე სა­ექ­თ­ნო საქ­მის შეს­წავ­ლას გა­დაწყ­ვეტ­და, სამ­კურ­ნა­ლო მა­სა­ჟის და აკუ­პუნ­ქ­ტუ­რის კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა; რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მსმე­ნე­ლი, ჩი­ნეთ­ში გა­აგ­ზავ­ნეს 3-თვი­ან კურ­სებ­ზე, სწავ­ლე­ბა ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა, სერ­ტი­ფი­კა­ტიც აიღო და მუ­შა­ობს კი­დეც ამ გან­ხ­რით. ექ­თ­ნო­ბა კი თურ­მე იმი­ტომ აირ­ჩია, რომ „თუ გუ­ლის ძა­ხილს მო­უს­მენ და აღ­მო­ა­ჩენ, რომ სხვი­სი დახ­მა­რე­ბის დი­დი სურ­ვი­ლი გაქვს და ამის გა­კე­თე­ბა გა­ბედ­ნი­ე­რებს კი­დეც, ჩათ­ვა­ლე, რომ საქ­მე სა­ნა­ხევ­როდ გა­კე­თე­ბუ­ლია. მეც ასე მი­ვა­გე­ნი ჩემს მო­წო­დე­ბას. მა­სა­ჟისტ-რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გის­თ­ვის სა­ექ­თ­ნო საქ­მის შეს­წავ­ლა ნამ­დ­ვი­ლად და­მა­ტე­ბი­თი, აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გავ­ხ­დე. გა­მი­მარ­თ­ლა, რომ ჩვენს პროგ­რა­მას სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს და მა­სა­ჟის­ტის კურ­სე­ბიც ჩი­ნურ­მა მხა­რემ და­ა­ფი­ნან­სა. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გვაქვს იმის­თ­ვის, რომ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კით გა­ვამ­ყა­როთ. პრაქ­ტი­კას ამე­რი­კულ ჰოს­პი­ტალ­ში გავ­დი­ვართ. პირ­ვე­ლად აღ­მოვ­ჩ­ნ­დი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, რა თქმა უნ­და, რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ამა­ზე უკე­თეს პრაქ­ტი­კას სად მი­ი­ღებ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სასწრაფო და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში პრაქ­ტი­კაც, ჩვენ ხომ რო­ტა­ცი­ის პრინ­ცი­პით მო­ვი­ცავთ ყვე­ლა სფე­როს. ახ­ლა კარ­დი­ო­ლო­გი­ურ­ში ვართ, მე­რე სხვა­გან გა­და­ვი­ნაც­ვ­ლებთ და ა.შ.“

ირაკ­ლის აზ­რით, სა­მი­ვე პრო­ფე­სია, რაც მას ყო­ველ­თ­ვის აინ­ტე­რე­სებ­და და ამი­ტო­მაც შე­ის­წავ­ლა, ერ­თ­მა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია და ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვაა; ფსი­ქო­თე­რა­პია ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მსუ­ბუ­ქი მა­სა­ჟე­ბით კი მცი­რე­დი შვე­ბა არა­ერთ ავად­მ­ყოფს მოჰ­გ­ვა­რა. ამ­ბობს, რომ მა­თი მად­ლი­ე­რე­ბა ყო­ველ­გ­ვარ დაღ­ლას ავიწყებს და ახა­ლი ძა­ლე­ბით ავ­სებს.

„პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, მარ­თ­ლაც, უმოკ­ლე­სი გზაა და­საქ­მე­ბის­თ­ვის. მეც შე­მომ­თა­ვა­ზეს ექ­თ­ნის დამ­ხ­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ უარი ვთქვი. ორი პა­ცი­ენ­ტი მყავს, რო­მელ­თაც სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად – დი­დი დროც; პა­რა­ლე­ლუ­რად, პრაქ­ტი­კა ამე­რი­კულ ჰოს­პი­ტალ­ში და სის­ტე­მა­ტუ­რი ვარ­ჯი­ში – მე­დი­ცი­ნა და­ძა­ბუ­ლი და მძი­მე სფე­როა, ექ­თა­ნი ჯან­მ­რ­თე­ლი და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი უნ­და იყოს, რომ ასეთ დატ­ვირ­თ­ვას გა­უძ­ლოს, ამი­ტო­მაც ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში ჩე­მი დღის რე­ჟი­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით სას­წო­რი ვარ, ბევ­რი საქ­მის ერ­თ­დ­რო­უ­ლად კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, მე­უბ­ნე­ბი­ან ერ­თი რო­მე­ლი­მე აირ­ჩიე, ბედ­ნი­ე­რე­ბა­საც ის მო­გი­ტანს და სიმ­დიდ­რე­სა­ცო“.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი – ირაკ­ლის სა­მი­ვე პრო­ფე­სია ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვაა, მე­ოთხეც – მუ­სი­კო­სო­ბა (ნი­ჭი­ერ­თა ათ­წ­ლე­დი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, კო­ლე­ჯის ბენ­დ­ში და­სარ­ტყამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე უკ­რავს), ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ფი­ზი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

შემ­თხ­ვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. შო­რე­ნამ და ირაკ­ლიმ გუ­ლის ძა­ხი­ლით აირ­ჩი­ეს ეს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი პრო­ფე­სია. წინ სტუ­დენ­ტო­ბის წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია. ეს ხა­ნაც დას­რულ­დე­ბა და და­იწყე­ბა რუ­ტი­ნუ­ლი, რთუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა იმი­სათ­ვის, რომ შვე­ბა მოჰ­გ­ვა­რონ ადა­მი­ა­ნებს, „სარ­გო წამ­ლად“ გა­მო­ად­გ­ნენ თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები