19 სექტემბერი, პარასკევი, 2025

რო­გორ ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა

ბავ­შ­ვე­ბი მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, უმე­ტე­სად, 4-5 წლის ასაკ­ში იწყე­ბენ, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად ად­რეც და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ამ საგ­ნით. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სა­ნამ ბავ­შ­ვე­ბი მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ის­წავ­ლი­ან, აუცი­ლე­ბე­ლია წვრი­ლი მო­ტო­რი­კის სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და უნა­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­გო­რი­ცაა: პინ­ცე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით პა­ტა­რა საგ­ნე­ბის აღე­ბა, ძაფ­ზე ფორ­მე­ბის/ბურ­თე­ბის ჩა­მოც­მა, მო­ზა­ი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, ფან­ქ­რე­ბის სწო­რად, სა­მი თი­თის კომ­ბი­ნა­ცი­ით, და­ჭე­რა და ა.შ.

დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი ადაპ­ტუ­რი მაკ­რა­ტე­ლი არ­სე­ბობს ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში. ადაპ­ტუ­რი მაკ­რა­ტე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მაკ­რატ­ლის­გან იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ ეხ­მა­რე­ბა ბავშვს უფ­რო მარ­ტი­ვად შეძ­ლოს ხე­ლის პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა ჭრი­სას, თი­თე­ბი სწო­რად მო­ა­თავ­სოს, ანუ ცე­რა თი­თი ზე­მოთ, და­ნარ­ჩე­ნი თი­თე­ბი ქვე­მოთ, მარ­ტი­ვად შეძ­ლოს ქა­ღალ­დე­ბის გაჭ­რა მაკ­რა­ტელ­ზე და­წო­ლით და ა.შ., ანუ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თე­ბის მომ­ზა­დე­ბა და გა­ვარ­ჯი­შე­ბა, სა­ნამ მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას და­იწყებთ.

მინ­და გან­ვი­ხი­ლო რა­მ­დე­ნი­მე ადაპ­ტუ­რი მაკ­რა­ტე­ლი:

1. მაკ­რა­ტე­ლი გი­დი

(First Cut Adaptive Scissors) 

ეს ადაპ­ტუ­რი მაკ­რა­ტე­ლი ეხ­მა­რე­ბა ბავშვს ის­წავ­ლოს ცე­რა თი­თის ზე­მოთ, ღრუ­ში მო­თავ­სე­ბა და და­ნარ­ჩე­ნი თი­თე­ბის ქვე­მოთ გან­ლა­გე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მაკ­რატ­ლის და­ჭე­რის დროს ბავ­შ­ვი უკეთ შეს­ძ­ლებს თი­თე­ბის სწო­რად მო­თავ­სე­ბას მას­ში.

2. მა­გი­დის მაკ­რა­ტე­ლი

(mounted table top scissors)

მაკ­რა­ტე­ლი და­ეხ­მა­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც აქვთ თი­თე­ბის მო­ტო­რუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, სი­სუს­ტე თი­თებ­ში, აქვს სირ­თუ­ლე­ე­ბი მა­ჯის რო­ტა­ცი­ის დროს. ხე­ლის მარ­ტი­ვი და­ჭე­რით ბავ­შ­ვებს შე­უძ­ლი­ათ გაჭ­რან ფურ­ცე­ლი და ნელ-ნე­ლა გა­ა­ვარ­ჯი­შონ ნა­ტიფ მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი.

3. გრძელ მარ­ყუ­ჟი­ა­ნი მაკ­რა­ტე­ლი

(Long loop scissors)

ბავშვს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას კარ­გად მო­ე­ჭი­დოს მაკ­რა­ტელს თი­თე­ბით, ცე­რა თი­თი ზე­მო­დან მო­ა­თავ­სოს და და­აწ­ვეს გა­საჭ­რე­ლად. მაკ­რა­ტე­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მო­ტო­რუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან.

   4. უსაფ­რ­თხო მაკ­რა­ტე­ლი

(HARAC Adapted Safety Scissors)

მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა თი­თე­ბის გა­რე­შეც შე­გიძ­ლი­ათ, მა­გა­ლი­თად, მა­ჯის, იდაყ­ვის, ხე­ლის ან მუხ­ლის და­წო­ლი­თაც კი. მაკ­რა­ტე­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მო­ტო­რუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და მათ­თ­ვის, ვინც ახ­ლა იწყებს მაკ­რატ­ლის გაც­ნო­ბას.  მაკ­რატ­ლის და­მაგ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­გი­და­ზეც.

 

     რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი  მშობ­ლე­ბის­თ­ვის

  1. ჭრა და­იწყეთ პა­ტა­რა ზო­მის ქა­ღალ­დე­ბით – და­საწყი­სის­თ­ვის შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ფე­რა­დი ლენ­ტე­ბი, თი­თის სი­გა­ნის ქა­ღალ­დე­ბი შუ­ა­ზე გა­დაჭ­რათ ან უბ­რა­ლოდ გაჭ­რათ, შემ­დეგ კი გა­დახ­ვი­დეთ მოკ­ლე ფურ­ც­ლის შუ­ა­ზე გაჭ­რა­ზე.

 

  1. გა­მო­ი­ყე­ნეთ მაკ­რა­ტე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც – სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სის დროს მი­ე­ცით ბავშვს მწვა­ნი­ლი და სთხო­ვეთ, მაკ­რატ­ლით შუ­ა­ზე გაჭ­რას. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ მის­ცეთ კარ­ტო­ფი­ლის, სტა­ფი­ლოს ან კიტ­რის ნაფ­ც­ქ­ვე­ნე­ბი.

 

  1. გახ­ს­ნას სა­ჩუქ­რე­ბი – შე­ფუ­თეთ ახა­ლი საგ­ნე­ბი ფე­რა­დი ლენ­ტე­ბით, ბავ­შ­ვ­მა კი, მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, გაჭ­რას ლენ­ტე­ბი და გახ­ს­ნას სა­ჩუ­ქა­რი.

 

  1. გა­მო­ი­ყე­ნეთ წიგ­ნის სა­ნიშ­ნე­ბი – სა­ნიშ­ნებს ად­რე­უ­ლი ჭრი­სათ­ვის იდე­ა­ლუ­რი სი­გა­ნე აქვს და ბავ­შ­ვი ად­ვი­ლად გა­დაჭ­რის ფურ­ცელს ორ ნა­წი­ლად.

 

  1. და­უ­ხა­ტეთ ხა­ზე­ბი – მსხვი­ლი ხა­ზი და­უ­ხა­ზეთ და გა­უ­ფე­რა­დეთ, რო­მელ­საც ბავ­შ­ვი უნ­და გაჰ­ყ­ვეს მაკ­რატ­ლით, შემ­დეგ ეგ ხა­ზი ნელ-ნე­ლა და­აწ­ვ­რი­ლეთ ბავ­შ­ვის უნა­რე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

 

  1. ჩა­რე­ვის მე­თო­დი – შე­გიძ­ლი­ათ უკ­ნი­დან და­უდ­გეთ ბავშვს და და­ეხ­მა­როთ მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ აჩ­ვე­ნოთ, მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, თქვენ რო­გორ ას­რუ­ლებთ აქ­ტი­ვო­ბას.
სტა­ტია მო­ამ­ზა­და ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა,

სო­ფიო მე­ლა­ძემ

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება