25 აპრილი, პარასკევი, 2025

რო­გორ გავ­ხ­დეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი

spot_imgspot_img

                             

ინ­ტერ­ვიუ წიგ­ნის „Authenticity and Action“ თა­ნა­ავ­ტორ­თან, ანა აბე­სა­ძეს­თან

აპ­რი­ლის და­საწყის­ში, ლონ­დონ­ში, ანა აბე­სა­ძის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით, გა­მო­ი­ცა წიგ­ნი „Authenticity and Action“, რომ­ლის გა­ყიდ­ვე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა მოხ­მარ­დე­ბა გო­გო­ნე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ეს ანას თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი მე­ო­რე წიგ­ნია, პირ­ვე­ლი კი, 2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ნიუ-იორ­კ­ში გა­მო­ი­ცა. წიგ­ნ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, გა­ვე­სა­უბ­რეთ ანას.

☑️ ანა, მოგ­ვი­ყე­ვით ახალ წიგ­ნ­ზე და რა იყო მი­სი თა­ნა­ავ­ტო­რო­ბის ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­რო

▪️ მო­გე­სალ­მე­ბით და პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას გიხ­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის.

2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, „Women Changing the World“ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე „წლის ლი­დე­რი ქა­ლის“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ვი­მარ­ჯ­ვე, რის შე­დე­გა­დაც მი­ვი­ღე შე­თა­ვა­ზე­ბა, გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი მე­ო­რე წიგ­ნის „Authenticity and Action“ თა­ნა­ავ­ტო­რი.

წიგ­ნი აპ­რი­ლის და­საწყის­ში გა­მო­ი­ცა ლონ­დონ­ში და მო­ი­ცავს ინ­ს­პი­რა­ცი­ულ ის­ტო­რი­ებს ლი­დე­რი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ღი­რე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბებ­სა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ თუ კა­რი­ე­რულ რჩე­ვებს გვი­ზი­ა­რე­ბენ.

☑️ რას ეძღ­ვ­ნე­ბა თქვე­ნი ნა­წი­ლი წიგ­ნ­ში და რა­ტომ აირ­ჩი­ეთ სწო­რედ ეს თე­მა?

▪️ ამ­ჯე­რად, გა­დავ­წყ­ვი­ტე ისე­თი თე­მის არ­ჩე­ვა, რა­საც კა­რი­ე­რის და­საწყის­ში თა­ვა­დაც ვი­სურ­ვებ­დი წა­მე­კითხა. ჩემს ნა­წილ­ში, ვა­ზი­ა­რებ დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას იმა­ზე, თუ რო­გორ გავ­ხ­დეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.

ვფიქ­რობ, ამ გზამ­კ­ვ­ლე­ვის დახ­მა­რე­ბით, დამ­წყებ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ზო­გონ ბევ­რი დრო და ენერ­გია. მინ­და, ეს წიგ­ნი და­ეხ­მა­როს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რის შექ­მ­ნა სურთ, თუმ­ცა არ იცი­ან სა­ი­დან და­იწყონ და რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან.

☑️ თუ შე­გიძ­ლი­ათ, გაგ­ვი­ზი­ა­როთ თქვე­ნი მთა­ვა­რი მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­ინ­ტე­რე­სებს ჩვენს ახალ­გაზ­რ­და მკითხ­ვე­ლს?

▪️ რა თქმა უნ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით სამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან რჩე­ვა­ზე გა­ვა­კე­თებ აქ­ცენტს იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სურთ გას­ვ­ლა.

პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლე­ბე­ლია გქონ­დეთ მკა­ფიო ხედ­ვა. გან­საზღ­ვ­რეთ, რა გინ­დათ და რა­ტომ გინ­დათ ეს. ლო­გი­კუ­რია, რომ თუ კონ­კ­რე­ტუ­ლად არ იცით სად მი­დი­ხართ, ვერ გან­საზღ­ვ­რავთ ამ მიზ­ნამ­დე მი­სას­ვ­ლელ გზას. სამ­წუ­ხა­როდ, შრო­მა ყო­ველ­თ­ვის არ არის საკ­მა­რი­სი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მუ­შა­ობ­დეთ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და სე­ლექ­ცი­უ­რად.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, იცო­დეთ რა­ტომ გინ­დათ ეს, რად­გან თუ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ზე­და­პი­რუ­ლია, ყო­ველ­თ­ვის გექ­ნე­ბათ მო­ტი­ვა­ცი­ის სი­ცა­რი­ე­ლე. ვი­ყოთ ავ­თენ­ტუ­რე­ბი ამ პრო­ცეს­ში, გვინ­დო­დეს რა­ღაც არა იმი­ტომ რომ სხვას აქვს, არა­მედ ვკითხოთ სა­კუ­თარ თავს, ჩვენ თუ გულ­წ­რ­ფე­ლად ვიქ­ნე­ბო­დით ბედ­ნი­ე­რი ამის კე­თე­ბით. მა­გა­ლი­თად, მე ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მინ­დო­და მუ­შა­ო­ბა, რად­გან თა­ვად ვი­ყა­ვი მა­თი პრო­ექ­ტე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და ვხე­დავ­დი, რამ­ხე­ლა ცვლი­ლე­ბის მოხ­დე­ნა შე­ეძ­ლო ამ საქ­მის კე­თე­ბას ინ­დი­ვი­დე­ბი­სა და თე­მის­თ­ვის.

მე­ო­რე გა­დამ­წყ­ვე­ტი ას­პექ­ტი გლო­ბა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაა. გან­საზღ­ვ­რეთ, რა პრო­ფე­სი­ა­ში ხე­დავთ თავს მო­მა­ვალ­ში და და­იწყეთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შეს­წავ­ლა, ვინც უკ­ვე მი­აღ­წია იმ ად­გილს, რომ­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­საც თქვენ ცდი­ლობთ. სა­ჭი­როა არა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნა, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ენის ცოდ­ნა და კულ­ტუ­რუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. და, არ და­გა­ვიწყ­დეთ ნეთ­ვორ­ქინ­გიც –  კონ­ტაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­რი­ე­რის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს, თუ სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნებთ.

მე­სა­მე და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ე.წ. „GRIT“ – მტკი­ცე ხა­სი­ა­თი, ენ­თუ­ზი­აზ­მი­სა და გამ­ძ­ლე­ო­ბის ნა­ზა­ვი. ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არ და­ნებ­დე და გა­ნაგ­რ­ძო წინ­ს­ვ­ლა, თუმ­ცა ეს გამ­ძ­ლე­ო­ბა არა მხო­ლოდ კვი­რე­ბი­სა თუ თვე­ე­ბის, არა­მედ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნეს სკო­ლის კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, „GRIT“ აღ­მოჩ­ნ­და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. ჩე­მი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, წარ­მა­ტე­ბა არ მო­დის სწრა­ფად; იგი მო­ითხოვს მუდ­მივ მზად­ყოფ­ნას, ერ­თ­გუ­ლე­ბას და შე­უ­პოვ­რო­ბას. წიგ­ნ­ში ასე­ვე ვსა­უბ­რობ ათ­წ­ლი­ან გეგ­მა­ზე, რო­მე­ლიც და­ვი­სა­ხე იმის­თ­ვის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. გეგ­მას, დრო­დად­რო, ვა­ახ­ლებ­დი და ამ პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობ­დი ჩემს მიზ­ნებ­თან და­ახ­ლო­ე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე. კარ­გი ამ­ბა­ვი ის არის, რომ თუ ეს თვი­სე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად არ გვაქვს, მი­სი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით.

შე­საძ­ლოა ეს კლი­შედ მო­გეჩ­ვე­ნოთ, თუმ­ცა მოთ­მი­ნე­ბას ნამ­დ­ვი­ლად აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. გა­იხ­სე­ნეთ თო­მას ედი­სო­ნი, რო­მელ­მაც 1,093 გა­მო­გო­ნე­ბის პა­ტენ­ტი შექ­მ­ნა, თუმ­ცა მხო­ლოდ ოთხი მათ­გა­ნია ფარ­თოდ ცნო­ბი­ლი. ედი­სო­ნი მარცხს არას­დ­როს აღიქ­ვამ­და, რო­გორც წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას, არა­მედ რო­გორც წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ ნა­ბი­ჯებს. რო­გორც თა­ვად თქვა: „მე მარ­ცხი არ გან­მიც­დია. უბ­რა­ლოდ, ვი­პო­ვე 10,000 გზა, რო­მე­ლიც არ მუ­შა­ობს.“

☑️ წარ­მა­ტე­ბა ახ­სე­ნეთ, რო­გორ ფიქ­რობთ, რას მო­აქვს წარ­მა­ტე­ბა?

▪️ ძნე­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რად­გან ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაა ყვე­ლას­თ­ვის. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მთა­ვარ როლს მა­ინც ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცია თა­მა­შობს, რო­გო­რი­ცაა: შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მკა­ფიო მიზ­ნე­ბი­სა და ხედ­ვის ქო­ნა, „ჯი­უ­ტი“ მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლო­ბა, თვით­დის­ციპ­ლი­ნა, დრო­ის ეფექ­ტუ­რად მარ­თ­ვა და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში, მო­ტი­ვა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

☑️ რა ბე­ნე­ფიტს აძ­ლევს სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბა ახალ­გაზ­რ­დებს?

▪️ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გა­რეთ მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ. დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ვი­დის შემ­დეგ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის ფონ­ზე, გა­ი­ზარ­და დის­ტან­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს, შე­საძ­ლოა, ტვი­ნე­ბის გა­დი­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როს ქვე­ყა­ნას.

გარ­და ამი­სა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რა ახალ­გაზ­რ­დებს აძ­ლევს პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის ფარ­თო სივ­რ­ცეს. ბევრ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ან ქვე­ყა­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა არ გქონ­დეს ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი ან სის­ტე­მუ­რი შეზღუდ­ვე­ბი ჩარ­ჩო­ში აქ­ცევს შენს ხედ­ვას. სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზი კი წარ­მო­ად­გენს სივ­რ­ცეს, სა­დაც კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უფ­რო მე­ტად ფას­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ეს ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რო სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და გახ­დე პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის აგენ­ტი.

☑️ გეგ­მავთ თუ არა ახალ წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბას?

▪️ ჩემ­თ­ვის ორი­ვე წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბის მოხ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. არ მინ­და წე­რის მი­ზა­ნი გა­მო­ცე­მა იყოს, არა­მედ – მკითხ­ვე­ლის დახ­მა­რე­ბა.

ამ­ჟა­მად, აღარ ვფიქ­რობ ახალ წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბას, უფ­რო მე­ტად, დრო­ის სიმ­ცი­რი­სა და სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­მო.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება