24 ნოემბერი, კვირა, 2024

რო­გორ გავ­ხა­დოთ სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა არა­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი

spot_img

და­თო ფე­რა­ძე

პე­და­გო­გი, ის­ტო­რი­კო­სი

 

კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ გვე­უბ­ნე­ბა, რომ:

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო ვა­უ­ჩე­რუ­ლი სის­ტე­მით აფი­ნან­სებს. ის გან­მარ­ტავს, რომ ვა­უ­ჩე­რი არის ფი­ნან­სუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვ­ნი­ლია მოს­წავ­ლის მი­ერ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. კა­ნო­ნის მე­სა­მე თა­ვის 22-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 პუნ­ქ­ტე­ბი კი­დევ უფ­რო აზუს­ტებს, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სწავ­ლე­ბას ერთ მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი ფი­ნან­სუ­რი ნორ­მა­ტი­ვის შე­სა­ბა­მი­სი ვა­უ­ჩე­რით აფი­ნან­სებს სა­ხელ­მ­წი­ფო. რას ნიშ­ნავს ეს? იმას, რომ ყვე­ლა ის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბი­თი პა­კე­ტი (სწავ­ლე­ბა, უსაფ­რ­თხო­ე­ბა, ინ­ვენ­ტა­რი, სი­სუფ­თა­ვე, წეს­რი­გი და ა.შ.), რაც მოს­წავ­ლის სწავ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია სწო­რედ ამ ვა­უ­ჩერ­ზე. და რად­გან კა­ნო­ნი ცალ­სა­ხად გან­საზღ­ვ­რავს ამას, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტი უნ­და გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს სწო­რედ მის­გან, ამ კა­ნო­ნი­დან.

დად­გე­ნი­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა

ის გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნისტრს: ბრძა­ნე­ბა (125/ნ) „სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის დად­გე­ნის თა­ო­ბა­ზე“. მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბის დე­ტა­ლებს სწო­რედ ეს ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტი არე­გუ­ლი­რებს, მაგ­რამ მთე­ლი რი­გი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სცდე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნის მოთხოვ­ნებს. ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გან­საზღ­ვ­რუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის ე.წ. სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი. სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი გა­ი­ცე­მა სწო­რედ მოს­წავ­ლის ვა­უ­ჩე­რი­დან. ვინც ეს ნი­უ­ან­სი არ იცის, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ის ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: სა­ხელ­მ­წი­ფომ მოს­წავ­ლე­ზე გა­მო­ყო, და­ვუშ­ვათ, 500 ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა. მოს­წავ­ლე ამ ფულს მხო­ლოდ სწავ­ლა­ში იყე­ნებს და რო­მელ სკო­ლა­შიც მი­ვა, ეს თან­ხა იმ სკო­ლის ან­გა­რიშ­ზე ჯდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი მოს­წავ­ლეც ჰყავს სკო­ლას, იმ­დენ ფი­ნან­სურ ვა­უ­ჩერს იღებს და ამ ერ­თობ­ლი­ვი ვა­უ­ჩე­რით აფი­ნან­სებს პე­და­გო­გის მხო­ლოდ სა­ბა­ზო ხელ­ფასს. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ ამას ჰქვია, პი­რო­ბი­თად, და­ფი­ნან­სე­ბის ვა­უ­ჩე­რუ­ლი სის­ტე­მა. რო­გორც ვი­ცით, ის ამოქ­მედ­და წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მაგ­რამ შემ­დეგ მას­ში, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით, შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი და გარ­და ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბი­სა, სკო­ლას სხვა და­მა­ტე­ბით თან­ხა­საც ურიცხავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რამ, სკო­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა გარ­კ­ვე­ულ შერ­ჩე­ვი­თო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ­ზე სა­უ­ბა­რიც ახ­ლა დროს წაგ­ვარ­თ­მევს. გა­მო­დის, რომ კა­ნონ­ში წე­რია — ძა­ლა­შია და­ფი­ნან­სე­ბის ვა­უ­ჩე­რუ­ლი სის­ტე­მაო, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა­ში გვაქვს და­ფი­ნან­სე­ბის „დუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მა“. აი, ეს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა კა­ნონს.

თით­ქოს არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი იმა­ში, თუ სკო­ლას, ვა­უ­ჩე­რის გარ­და, და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სე­ბი გა­და­ე­ცე­მა, მაგ­რამ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბის ერთ-ერ­თი ობი­ექ­ტიც პე­და­გოგ­თა შრო­მაა. ეს გახ­ლავთ ე.წ. სას­ტა­ტუ­სო და­ნა­მა­ტი, რო­მე­ლიც ვა­უ­ჩერ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ანუ მას­წავ­ლებ­ლის სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი ფი­ნან­ს­დე­ბა ვა­უ­ჩე­რი­დან, სტა­ტუ­სის და­ნა­მა­ტებს კი გას­ცემს უშუ­ა­ლოდ მთავ­რო­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის უფ­რო­სი, წამ­ყ­ვა­ნი ან მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს სკო­ლას.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეს „დუ­ა­ლიზ­მი“ ასე შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­მარ­ტოს: რო­გორც ჩანს, სა­მი­ნის­ტ­რომ, კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დის­კ­რე­ცია თან­ხე­ბის და­ზოგ­ვის მიზ­ნით გა­დაწყ­ვი­ტა. თუმ­ცა თან­ხე­ბის და­ზოგ­ვას რა მი­ზა­ნი აქვს, ეს სხვა სა­უბ­რის თე­მაა.

ხარ­ვე­ზის გას­წო­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია: და­ფი­ნან­სე­ბის ცენ­ტ­რი­და­ნუ­ლო­ბა (პროგ­რა­მუ­ლი, სას­ტა­ტუ­სო) მთლი­ა­ნად უნ­და გა­უქ­მ­დეს, ეს თან­ხა უნ­და და­ე­მა­ტოს ვა­უ­ჩერს, რი­თაც კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინს­ტ­რუ­მენ­ტის მო­ცუ­ლო­ბა გა­ი­ზრ­დე­ბა და, ხელ­ფა­სი­ან-და­ნა­მა­ტი­ა­ნად, მხო­ლოდ ვა­უ­ჩე­რი­დან და­ფი­ნან­ს­დე­ბა პე­და­გო­გი. თუ რო­გორ, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად ქვე­მოთ „გავ­შ­ლით“, რო­დე­საც პე­და­გოგ­თა ანაზღა­უ­რე­ბის სი­ტე­მა­ზე გა­და­ვალთ.

კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ე.წ. ფი­ნან­სუ­რი ხვრე­ლე­ბი

მე­ო­რე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნ­და მთავ­რო­ბის 2015 წლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში, რომ­ლი­თაც მოხ­და ერთ მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი ფი­ნან­სუ­რი ნორ­მა­ტი­ვი­სა და მი­სი შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტუ­ლი ვა­უ­ჩე­რის ოდე­ნო­ბის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია. ამ დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ით დარ­ღ­ვე­უ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის (მუხ­ლი 11) და გა­ნათ­ლე­ბის (მუხ­ლი 27) უფ­ლე­ბე­ბი; ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის (მუხ­ლი 7.) და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის (მუხ­ლი 9-1,2) უფ­ლე­ბე­ბი. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია და რა­ტომ და­ირ­ღ­ვა ხსე­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი?

2015 წლის აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, შე­მო­ი­ღეს კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, რომ­ლი­თაც სტან­დარ­ტუ­ლი ვა­უ­ჩე­რის ოდე­ნო­ბა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი გახ­და ქარ­თუ­ლი, არა­ქარ­თუ­ლი და მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე სკო­ლე­ბის­თ­ვის. მაგ­რამ, ამა­ში პო­ზი­ტი­უ­რო­ბაც შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ, რომ არა უფ­რო მე­ტი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­მელ კლას­ში სწავ­ლობს მოს­წავ­ლე. ანუ, პირ­ვე­ლი­დან მერ­ვე კლა­სამ­დე მოს­წავ­ლე სხვა ოდე­ნო­ბით ფი­ნან­ს­დე­ბა, ხო­ლო, მერ­ვე­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სამ­დე — გაზ­რ­დი­ლი ოდე­ნო­ბით. აქაც შეგ­ვიძ­ლია მო­ვუ­ძებ­ნოთ გა­მარ­თ­ლე­ბა კა­ნონ­თან წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას. კერ­ძოდ ის, რომ და­ბალ კლა­სებ­ში უფ­რო ცო­ტა საგ­ნებს სწავ­ლო­ბენ, ვიდ­რე მა­ღალ კლა­სებ­ში (თუმ­ცა, ცო­ტა სა­გა­ნი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს მომ­სა­ხუ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბულ პა­კეტს). მაგ­რამ, ყო­ველ­გ­ვარ ლო­გი­კას ცდე­ბა ვა­უ­ჩე­რის ოდე­ნო­ბის მერ­ყე­ო­ბა სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით: ავი­ღოთ სტან­დარ­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი არა­მა­ღალ­მ­თი­ა­ნი, ანუ ბა­რის ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე: თუ ამ სკო­ლა­ში, პირ­ვე­ლი­დან მერ­ვე კლა­სის ჩათ­ვ­ლით, სწავ­ლობს 170-დან 205-მდე მოს­წავ­ლე, თი­თო მოს­წავ­ლის ვა­უ­ჩე­რი შე­ად­გენს 684 ლარს, 206-დან 299 მოს­წავ­ლის ჩათ­ვ­ლით — 504 ლარს, 300-დან 530 მოს­წავ­ლის ჩათ­ვ­ლით — 501 ლარს, 531-დან 735 მოს­წავ­ლის ჩათ­ვ­ლით — 489 ლარს, 736-დან 1269 მოს­წავ­ლის ჩათ­ვ­ლით — 480 ლა­რს, და ბო­ლოს – მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თუ აღე­მა­ტე­ბა 1269 მოს­წავ­ლეს — 474 ლარს(?!). ეს მხო­ლოდ ერ­თი მა­გა­ლი­თია. მეცხ­რე­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სის ჩათ­ვ­ლით სხვაგ­ვა­რი დი­ფე­რენ­ცი­ა­ციაა. ასე­ვე სხვაგ­ვა­რი ოდე­ნო­ბაა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან და მა­ღალ­მ­თი­ან ზო­ნებ­ში. კარ­გად შე­სამ­ჩ­ნე­ვია, რომ მრა­ვალ­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა ვა­უ­ჩე­რის ოდე­ნო­ბა, მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად, იკ­ლებს, რაც ამ­გ­ვარ სკო­ლებს აიძუ­ლებს, ჰქონ­დეთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი, მაგ­რამ მრა­ვალ­მოს­წავ­ლი­ა­ნი კლა­სე­ბი და რაც, ცხა­დია, აისა­ხე­ბა სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე, ხო­ლო მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ, ირ­ღ­ვე­ვა.

თუ მოს­წავ­ლე გა­დაწყ­ვეტს ე.წ. კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლას

კი­დევ უფ­რო დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ შემ­თხ­ვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. თუ სა­ჯა­რო სკო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ვა­უ­ჩე­რი შე­ად­გენს 588 ლარს, კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლეს სა­ხელ­მ­წი­ფო 300 ლარს აძ­ლევს. იმის გა­სა­გე­ბად, თუ რა­ტო­მაა ეს მიდ­გო­მა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ცოდ­ნა სუ­ლაც არაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ, მა­ინც გა­ვიხ­სე­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ი­სა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნე­ბის ის მუხ­ლე­ბი, რო­მე­ლიც უკ­ვე მო­ვიხ­მე: სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცია (მუხ­ლე­ბი 11, 27) და კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ (მუხ­ლე­ბი 7, 9-1,2.). აქაც, რო­გორც ჩანს, სა­ხელ­მ­წი­ფოს და, სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ად წო­დე­ბულ სუ­ბი­ექ­ტებ­საც ასე­თი არ­გუ­მენ­ტი აქვთ: რად­გან მოს­წავ­ლე გა­დაწყ­ვეტს, რომ კერ­ძო სკო­ლა­ში ის­წავ­ლოს, რა­ტომ უნ­და და­ა­ფი­ნან­სოს სა­ხელ­მ­წი­ფომ. მაგ­რამ ეს მიდ­გო­მა არა­თუ ამარ­თ­ლებს, არა­მედ უფ­რო აძ­ლი­ე­რებს კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვას, რად­გან მოს­წავ­ლეს არ­თ­მევს უფ­ლე­ბას — თა­ვად აირ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი სტან­დარ­ტუ­ლი ვა­უ­ჩე­რით და, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­და­ი­ხა­დოს და­მა­ტე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის პა­კეტ­შიც.

რაც მთა­ვა­რია, და­ფი­ნა­ნსე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არაა თან­ხე­ბის და­ზოგ­ვას­თან. რო­დე­საც პა­რ­ლა­მენ­ტი სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტს იღებს, გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფილ „ფი­ნან­სურ კვო­ტა­ში“, შე­უძ­ლე­ბე­ლია მან გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ამ­გ­ვა­რი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია. შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნომ გან­საზღ­ვ­როს, სა­ბი­უ­ჯე­ტო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­თა მო­ბი­ლო­ბა, სა­ჯა­რო­დან კერ­ძო­ში და მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი­დან მრა­ვალ­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში გა­დას­ვ­ლის (და პი­რი­ქით) დი­ნა­მი­კა. პარ­ლა­მენ­ტი ამ ფაქ­ტო­რე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად იღებს ერ­თი­ან ბი­უ­ჯეტს.

ამ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ნორ­მა­ტი­ვის გას­წო­რე­ბა

ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია — სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლე­თა ვა­უ­ჩე­რი უნ­და იყოს ს­ტან­დარ­ტუ­ლად თა­ნა­ბა­რი.

რო­გორ უნ­და ანაზღა­ურ­დეს სას­ტა­ტუ­სო და­ნა­მა­ტი

„დუ­ა­ლიზ­მის მოხ­ს­ნი­სა“ და მხო­ლოდ ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ე.წ. სას­ტა­ტუ­სო და­ნა­მა­ტე­ბის ძი­რი­თად ხელ­ფას­ზე მიბ­მა გა­ად­ვილ­დე­ბა, თუ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ მო­პო­ვე­ბულ თი­თო­ე­ულ კრე­დიტს მი­ვა­ნი­ჭებთ შე­სა­ბა­მის კო­ე­ფი­ცი­ენტს. ამ გზით ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვაც ანაზღა­უ­რე­ბა­დი გახ­დე­ბა და უფ­რო მე­ტი — ყო­ვე­ლი კრე­დიტ­ქუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა სტა­ტუ­სი აქვს მას­წავ­ლე­ბელს, ასე­ვე ანაზღა­უ­რე­ბა­დი შე­იძ­ლე­ბა გავ­ხა­დოთ. მა­გა­ლი­თად, ამ ეტაპ­ზე, არ­სე­ბობს გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ე­ბის, აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის და სა­მუ­შაო სტა­ჟის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი (მაგ: დოქ­ტო­რი­სა და მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტია 1,2), რომ­ლი­თაც გა­მო­ით­ვ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი პე­და­გო­გის სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, თუ პე­და­გო­გის თი­თო­ე­უ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლის­თ­ვის ავი­ღებთ, სა­შუ­ა­ლოდ, 0,05 კო­ე­ფი­ცი­ენტს, მა­შინ ანაზღა­უ­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, თი­თო­ე­ულ კრე­დიტ­ქუ­ლა­ზე თვი­უ­რი ანაზღა­უ­რე­ბა გა­მო­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, 25 ლა­რი, 10 კრე­დიტ­ქუ­ლა­ზე — 250 ლა­რი და ა.შ.

შე­დე­გი:

ამ­გ­ვა­რად აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა. სტა­ტუ­სის და­ნა­მა­ტი პირ­და­პირ აისა­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გო­ში კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის სა­ხით. და, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­და­ნა­წილ­დე­ბა, ანუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ნე­ბის­მი­ერ დაგ­რო­ვე­ბულ კრე­დიტ­ქუ­ლა­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აიღებს ამ კრე­დიტ­ქუ­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტურ ფი­ნან­სურ ანაზღა­უ­რე­ბას.

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რა­დაც ვერ უახ­ლოვ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს, მაგ­რამ ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ეხე­ბა არ­სე­ბუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბას, ვა­უ­ჩე­რის მო­ცუ­ლო­ბის ზრდა კი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბის ზრდა­საც და სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ნორ­მა­ტი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, აღარ და­ზა­რალ­დე­ბი­ან უკ­ვე სტა­ტუს­მო­პო­ვე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი.

ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­მოგ­ვაქვს არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სა­ბო­ლო­ოდ ცხა­დია, მთლი­ა­ნად შე­საც­ვ­ლე­ლია რო­გორც ანაზღა­უ­რე­ბის, ისე პე­და­გოგ­თა დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის სის­ტე­მა, რაც არა­ერ­თხელ და­ვა­სა­ბუ­თეთ წი­ნან­დელ კვლე­ვებ­ში. ჩვე­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გუ­ლის­ხ­მობს ფუნ­და­მენ­ტურ ცვლი­ლე­ბებს ხსე­ნე­ბულ ბრძა­ნე­ბა­ში (№126/ნ) და მოს­წავ­ლის ფი­ნან­სუ­რი ვა­უ­ჩე­რის ოდე­ნო­ბის ზრდას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები