23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რეფორმის მთავარი არსი — წინსვლა განათლების ხარისხის განვითარებისთვის

spot_img
განათლების ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ჰყავს — თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლი. ახლა იგი ამ სტა­ტუ­სი­თაა, თო­რემ ებ­რა­უ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი წლე­ბია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობს და კარ­გად იც­ნობს მი­სი ყვე­ლა რგო­ლის სპე­ცი­ფი­კას, მათ შო­რის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც 2014 წლი­დან სხვა­დას­ხ­ვა პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და, ხო­ლო ბო­ლო 4 წე­ლი ცენტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იმუ­შა­ვა.
ჩვენ არა­ერ­თი პუბ­ლი­კა­ცია მი­ვუძღ­ვე­ნით ცენ­ტ­რ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მას, ამი­ტომ ქალ­ბა­ტონ თა­მარს უწყე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი ვთხო­ვეთ, თუმ­ცა მან სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა და ლო­გი­კუ­რიც არის, ის წარ­მა­ტე­ბე­ბი (და გა­მოწ­ვე­ვე­ბიც) შეგ­ვახ­სე­ნოს, რა­საც ცენ­ტ­რ­მა, მარ­თა­ლია, მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მაგ­რამ სხვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მი­აღ­წია.

 

წარ­მა­ტე­ბუ­ლი 2019

(ასე შე­ა­ფა­სა თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა შარ­შან­დე­ლი წე­ლი)

თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წე­ლი იყო — გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი გახ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი; მი­ვი­ღეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც სრულ თან­ხ­ვედ­რა­შია შე­სა­ბა­მის ევ­რო­პულ დო­კუ­მენ­ტ­თან; გავ­ხ­დით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი. კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნებ თქვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ველს, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის ENQA-ს წევ­რო­ბას — ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, რო­გორც სა­ა­გენ­ტო, შეყ­ვა­ნი­ლია ევ­რო­პის ასო­ცი­რე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის რე­ეს­ტ­რ­ში (EQAR), რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის მი­მართ და სის­ტე­მის მი­მართ   სან­დო­ო­ბა გა­იზ­რ­დე­ბა, რაც ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბას. დი­ახ, ENQA-ს წევ­რო­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა მი­ი­ღო, მაგ­რამ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს გარ­კ­ვე­ვით ით­ქ­ვას, ეს მხო­ლოდ მი­სი კონ­ტ­რი­ბუ­ცია არ არის. რომ არა წი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ა­ტა­რა მთელ­მა სის­ტე­მამ, ვგუ­ლის­ხ­მობ ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუსს, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ებს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ეს შე­დე­გი ვერ დად­გე­ბო­და. ENQA-მ სწო­რედ ის პრო­ცე­დუ­რე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი შე­ა­მოწ­მა და მო­ი­წო­ნა, რომ­ლი­თაც თი­თო­ე­ულ­მა ამ რგოლ­მა იმუ­შა­ვა. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც წევ­რო­ბის შე­სა­ხებ ამის შემ­დეგ მი­ი­ღო, თუმ­ცა დაგ­ვი­წე­სა მო­ნი­ტო­რინ­გიც. ერ­თია, აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე წევ­რო­ბის მოთხოვ­ნებს გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე, მაგ­რამ მე­ო­რეა და მთა­ვა­რი, რო­გორ ვი­თარ­დე­ბი, ას­რუ­ლებ თუ არა რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ამ მოგ­ცა თა­ვის დრო­ზე. ამ მიზ­ნით, მო­მა­ვალ წელს, გვეს­ტუმ­რე­ბი­ან ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რა­თა ნა­ხონ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ცენ­ტ­რი. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ უკ­ვე ვემ­ზა­დე­ბით ამის­თ­ვის.

მე­ტი ბიზ­ნე­სი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში

რო­ცა მიღ­წე­ვებ­ზე ვსა­უბ­რობ, პირ­ველ რიგ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან და­იწყო და ძა­ლი­ან ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბიც გვაქვს. ჯერ კი­დევ არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მაა სის­ტე­მა­ში, რაც თა­ვი­დან­ვე მი­სი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლამ გა­ნა­პი­რო­ბა. ვგუ­ლის­ხ­მობ დამ­საქ­მე­ბელ­თა დარ­წ­მუ­ნე­ბას იმა­ში, რომ სწო­რედ მა­თი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის არის აუცი­ლე­ბე­ლი ამ სის­ტე­მას­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რომ სწო­რედ ისი­ნი უნ­და იყ­ვ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბის დამ­კ­ვე­თე­ბი (მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე). ეს გზა გა­ი­ა­რა პრო­ფე­სი­ულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ, ბიზ­ნე­სი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტებს კი არ იღებს პრაქ­ტი­კის გა­სავ­ლე­ლად, არა­მედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნა­შია ჩარ­თუ­ლი, თა­ვად გვკარ­ნა­ხობს რა ვას­წავ­ლოთ სტუ­დენტს და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი გა­რან­ტი­ით. აქამ­დე, ძი­რი­თა­დად, ტრე­ნინგ-ცენ­ტ­რებს მი­მარ­თავ­დ­ნენ სა­ჭი­რო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ახ­ლა კი თა­ვად, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ამ საქ­მე­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­დე­ბა სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტას­თან მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ. თქვენ იცით, რო­გო­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ინერ­გე­ბა დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი და 2020 წლის­თ­ვი­საც ეს ჩვე­ნი ერთ-ერ­თი გა­მოწ­ვე­ვაა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. სწო­რედ ამ კუთხით დაგ­ვეხ­მა­რე­ბა სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ბიზ­ნესს აერ­თი­ა­ნებს და შე­უძ­ლია გან­საზღ­ვ­როს, დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის რო­გო­რი სა­ჭი­რო­ე­ბაა ამა თუ იმ სექ­ტო­რის სხვა­დას­ხ­ვა რგოლ­ში.

პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ამ მოკ­ლე ექ­ს­კურსს და­ვას­რუ­ლებ იმით, რომ მა­ლე შევ­თა­ვა­ზებთ ჩვენს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა ახალ ჩარ­ჩო დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია შრო­მის ბაზ­რის და ბიზ­ნე­სის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და შე­ვეც­დე­ბით კი­დევ უფ­რო მე­ტი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვარ­წ­მუ­ნოთ იმა­ში, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მა­თი ინ­ტე­რე­სის სფე­როა და მხო­ლოდ მა­თი მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ბიზ­ნე­სი­სა და დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა ერ­თ­დ­რო­უ­ლად.

თვით­შე­ფა­სე­ბა — თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­და 6 წე­ლია, მაგ­რამ ჩვენ შუ­ა­ლე­დუ­რი შე­მოწ­მე­ბე­ბიც გვაქვს, გეგ­მი­უ­რი­ მო­ნი­ტო­რინ­გე­ბის სა­ხით, ამი­სათ­ვის არ­სე­ბობს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი. მაგ­რამ ჩვენ გვინ­და შევ­ქ­მ­ნათ ისე­თი სის­ტე­მა, რო­ცა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს რა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი სტუ­დენ­ტე­ბის წი­ნა­შე, კი არ მა­ლავს რა­ი­მე პრობ­ლე­მას ან კი არ ელო­დე­ბა შემ­მოწ­მე­ბელს, არა­მედ თა­ვად ახ­დენს სა­კუ­თა­რი ხარ­ვე­ზე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და ხა­რის­ხის ცენ­ტ­რ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ცდი­ლობს მის გა­მოს­წო­რე­ბას. ამას ჩვენ თვით­შე­ფა­სე­ბას ვე­ძა­ხით. მი­სი და­ნერ­გ­ვა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე, იქ­ნე­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნა 2020 წლი­სათ­ვის. პრო­ცე­დუ­რა ასე­თია: ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, 3 წლის თავ­ზე, წარ­მო­ად­გენს თვით­შე­ფა­სე­ბას, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ტი­პის სუს­ტი მხა­რე თან­დარ­თუ­ლი გეგ­მით, რო­გორ აპი­რებს მათ გა­მოს­წო­რე­ბას. ჩვე­ნი პა­სუ­ხი კი მხო­ლოდ მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, შე­საძ­ლოა ეს იყოს ტრე­ნინ­გე­ბი, ვორ­ქ­შო­პე­ბი. ჩვენ ვართ გახ­ს­ნი­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის. და­წე­სე­ბუ­ლე­ბას აქვს არ­ჩე­ვა­ნი ან თა­ვად, და­უ­ფა­რა­ვად და ობი­ექ­ტუ­რად აფა­სებს სა­კუ­თარ თავს, ან მა­ლავს პრობ­ლე­მას, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მა­ინც იჩენს თავს. გვინ­და და­ვამ­კ­ვიდ­როთ ურ­თი­ერ­თო­ბის ისე­თი კულ­ტუ­რა, რო­ცა ერ­თად ვსვამთ დი­აგ­ნოზს და ერ­თად ვცდი­ლობთ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რად­გან საქ­მე ახალ­გაზ­რ­დო­ბის ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას ეხე­ბა, რაც ერ­თი რო­მე­ლი­მე უწყე­ბის კი არა, მთე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის საზ­რუ­ნა­ვია.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დროს შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის მოქ­ნი­ლო­ბა

და­საწყის­ში აღ­ვ­ნიშ­ნე, რომ ENQA-ს წევ­რო­ბა ჩვე­ნი პრო­ცე­დუ­რე­ბის ევ­როს­ტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მაგ­რამ, ეს ხომ ყო­ველ­თ­ვის ასე არ იყო. ად­რე შე­ფა­სე­ბის გა­ცი­ლე­ბით ხის­ტი სის­ტე­მა გვქონ­და — ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის დას­კ­ვ­ნას გა­ნი­ხი­ლავ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო და სას­წავ­ლე­ბელს ან ანი­ჭებ­და, ან არ ანი­ჭებ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. ბუ­ნებ­რი­ვია, ად­რე­სატს შე­საძ­ლოა ჰქო­ნო­და უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­და, იმი­ტომ რომ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და ისე­თი ხარ­ვე­ზი, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბის­თ­ვის დრო­ის მი­ცე­მით შე­საძ­ლოა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი არ დამ­დ­გა­რი­ყო. ახ­ლან­დე­ლი ოთხ­შ­კა­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა სწო­რედ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს უნივ­ერ­სი­ტე­ტებს, ის გა­ცი­ლე­ბით მოქ­ნი­ლია და მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ექ­ს­პერ­ტ­თა დას­კ­ვ­ნა­ში გარ­კ­ვე­ვით იწე­რე­ბა, რო­მელ სტან­დარტს ან ქვეს­ტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მეტ­წილ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია, ნა­წი­ლობ­რივ, თუ მთლი­ა­ნად შე­უ­სა­ბა­მოა. სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას 10 დღე აქვს დას­კ­ვ­ნის გა­საც­ნო­ბად და აზ­რის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად. სწო­რედ ამის შემ­დეგ ეგ­ზავ­ნე­ბა შე­მოწ­მე­ბის სრუ­ლი, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ გაც­ნო­ბი­ლი დო­კუ­მენ­ტი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის/წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წ­რე­ბით გა­ნი­ხი­ლავს დო­კუ­მენტს (1 დას­კ­ვ­ნის გან­ხილ­ვა 3-4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში). სა­ბო­ლოო შე­დე­გი, ოთხ­შ­კა­ლი­ა­ნი გან­ხილ­ვის მე­თო­დით შე­იძ­ლე­ბა ასე­თი დად­გეს: და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ მი­ი­ღოს ავ­ტო­რი­ზა­ცია ან­გა­რი­შის წარ­მოდ­გე­ნით, ან მო­ნი­ტო­რინ­გით, მი­ი­ღოს სრუ­ლი უპი­რო­ბო ავ­ტო­რი­ზა­ცია, ან უარი ეთ­ქ­ვას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე. მოქ­ნი­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ თუ შე­დე­გი მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და (შე­იძ­ლე­ბა, ასეც მოხ­დეს), მას აქვს მე­ქა­ნიზ­მი, აპე­ლა­ცი­ის გზით, და­ამ­ტ­კი­ცოს სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო, ან გა­ა­სა­ჩივ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თ­ლო­ში.

აქ­ვე და­ვა­მა­ტებ, რო­ცა საბ­ჭო იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, ის ით­ვა­ლის­წი­ნებს სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რესს და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ამოქ­მე­დე­ბის დროდ მი­უ­თი­თებს ვა­დას ისე, რომ სტუ­დენ­ტებ­მა სე­მეს­ტ­რის დას­რუ­ლე­ბა და კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა შეძ­ლონ. ამა­ვე დროს, სა­ხელ­მ­წი­ფო იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის გა­მო­აცხა­დოს რიგ­გა­რე­შე მო­ბი­ლო­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით.

მი­მაჩ­ნია, რომ აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბა იყო რე­ფორ­მის მთა­ვა­რი არ­სი, რაც უსა­თუ­ოდ შე­უწყობს ხელს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას.

ხა­რის­ხის ცენ­ტ­რის სა­ხე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში

ხა­რის­ხის ცენ­ტ­რის სა­ხე არი­ან ექ­ს­პერ­ტე­ბი, ისი­ნი ჩვე­ნი ელ­ჩე­ბი არი­ან რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ასე­ვე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს­თ­ვის. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ირ­ჩე­ვი­ან არა მარ­ტო პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის, არა­მედ სხვა ბევ­რი უნა­რის მი­ხედ­ვით. სწო­რედ მა­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გან­საზღ­ვ­რავს რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნად და ობი­ექ­ტუ­რად შე­ას­რუ­ლებს ცენ­ტ­რი სა­კუ­თარ მი­სი­ას. სწო­რედ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ექ­ს­პერ­ტ­თა­ კორ­პუ­სი ცენ­ტ­რის მუ­შა­ო­ბის ძი­რი­თა­დი რგო­ლია, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე, უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ექ­ს­პერ­ტ­თა ატეს­ტა­ცია. წელს ეს ჩვე­ნი ცენ­ტ­რის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა.

სის­ტე­მა­ში 1700 აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა გვაქვს, რაც რამ­დე­ნი­მე სფე­რო­სა და სხვა­დას­ხ­ვა დარგს მო­ი­ცავს. თი­თო­ე­უ­ლი ექ­ს­პერ­ტის შერ­ჩე­ვა სწო­რედ ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა, 2021 წლი­დან კლას­ტე­რულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლას ვგეგ­მავთ, წელს 450-დან 500-მდე პროგ­რა­მამ უნ­და გა­ი­ა­როს აკ­რე­დი­ტა­ცია. ამ მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ოს ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­რუ­ლე­ბას კი სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა.

აქ­ვე მინ­და ორი­ოდ სიტყ­ვით ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­საც შე­ვე­ხო და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ საბ­ჭოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ამ­ტ­კი­ცებს, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის წარ­დ­გი­ნე­ბით. წლე­ვან­დე­ლი სი­ახ­ლე ისაა, რომ მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, საბ­ჭოს წევ­რ­თა ნო­მი­ნი­რე­ბა და და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა კო­მი­სი­უ­რი წე­სით მოხ­და, აპ­ლი­კან­ტებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ მე­ქა­ნიზ­მით სუ­ბი­ექ­ტი­ვიზ­მი მთლი­ა­ნად გა­მო­ი­რიცხა. ასე და­კომ­პ­ლექ­ტ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ე­ბი სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის.

სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი

აქაც აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი იქ­ნე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბა. შე­ფე­რა­დე­ბის გა­რე­შე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, ახ­ლა ვიწყებთ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბას თუ რა ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სი კონ­ცეფ­ცია მუ­შავ­დე­ბა და სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად ხა­რის­ხის ცენ­ტ­რიც აქ­ტი­უ­რა­დააა ჩარ­თუ­ლი. თან­მიმ­დევ­რუ­ლად და სწო­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით ვა­პი­რებთ მუ­შა­ო­ბას, ჩვე­ნი მიდ­გო­მაა მუდ­მი­ვად ვიზ­რუ­ნოთ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. დი­დი მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შაო გვექ­ნე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად.

2020 წლის ძი­რი­თა­დი მე­სი­ჯე­ბი

♦ პირ­ველ რიგ­ში, ეს იქ­ნე­ბა სან­დო­ო­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან;

♦ 2021 წლი­დან კლას­ტე­რულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლა იგეგ­მე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად 2020 წელს მოგ­ვი­წევს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია ნიშ­ნავს კონ­კ­რე­ტულ წელს კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, რა­თა მათ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სის გაძ­ლი­ე­რე­ბა შეძ­ლონ კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხა­რის­ხის ცენ­ტ­რ­მაც კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და ასე­ვე აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის დრო­საც მოხ­დეს კლას­ტე­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა;

♦ ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შესაბამისობაში მოყ­ვა­ნა. მა­გა­ლი­თად, მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და მე­დი­ცი­ნის დარ­გი მო­ვა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან და მთე­ლი რე­სურ­სი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ამოქ­მედ­დე­ბა;

♦ სა­დოქ­ტო­რო და კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტი დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ლი­ერ­დე­ბა ცენ­ტ­რის ძა­ლის­ხ­მე­ვა;

♦ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე თვით­შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა.

ეს ის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბია, რო­მელ­თა დაძ­ლე­ვა­მაც უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს წინ­ს­ვ­ლა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ანა ფირცხალაიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები