3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

რა ვი­ცით თა­მარ მე­ფის შე­სა­ხებ

spot_img

ტერ­მი­ნი „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა“ ქარ­თულ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში 2005-2007 წლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შემ­დ­გომ, გაჩ­ნ­და. სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვის შე­დეგ­მა აჩ­ვე­ნა, რომ უმე­ტე­სი წი­ლი ცოდ­ნი­სა, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სწო­რედ არა­ფორ­მა­ლუ­რი გზით მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მო­დის. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშო­ბე­ლი თან­ხ­მ­დე­ბიან, რომ მოს­წავ­ლის­თ­ვის, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მას კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სწო­რედ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლებ­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სას­კო­ლო პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სსიპ-ას­ლან შა­ი­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წაბ­ლა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გის, გულ­ნა­რა შა­ი­ნი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სას­კო­ლო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში „თა­მა­რო­ბის“ კვი­რე­უ­ლი მო­ეწყო. მოს­წავ­ლე­ე­ბი დი­დი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­დ­ნენ კვი­რე­უ­ლის მოწყო­ბის იდე­ას.

ქალ­ბა­ტო­ნი გულ­ნა­რა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს როლ­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მოს­წავ­ლეს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ეც­ნოს მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს, იკ­ვ­ლი­ოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი და მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა.

„35 წე­ლია მო­ზარ­დებ­თან ვმუ­შა­ობ. მათ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს. ყვე­ლა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ში რო­გორც მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის, ასე­ვე და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ბა­რი ინ­ტე­რე­სით ერ­თ­ვე­ბი­ან. თუ მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე მი­იჩ­ნევს, რომ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა, ამა­ვე დროს, აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბით და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაც პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა. და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლის­თ­ვის კი მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბა წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია – იძენს თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის უნარს და მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა.

თუ ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში პროგ­რა­მა წი­ნას­წა­რაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ინ­დი­ვი­დის მოთხოვ­ნებ­ზეა აგე­ბუ­ლი და მოს­წავ­ლეს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მკვეთ­რად გა­მო­ავ­ლი­ნოს ში­ნა­გა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ხელს უწყობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ეს­თე­ტი­კუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის, ანა­ლი­ტი­კუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას; გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი, სის­ტე­მუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რებს. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იძენს. ასე­თი სწავ­ლე­ბი­სას ის თა­ვი­სუ­ფა­ლია. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მას­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას იწ­ვევს,“ – ამ­ბობს გულ­ნა­რა შა­ი­ნი­ძე.

სას­კო­ლო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­მა, მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ად­გი­ნა კვი­რე­უ­ლის გეგ­მა, გა­ა­ნა­წი­ლა სა­კითხე­ბი და და­იწყეს აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, და­ი­გეგ­მა სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. კვი­რე­უ­ლის მი­ზა­ნი იყო, მოს­წავ­ლე­ებს პა­სუ­ხე­ბი მი­ე­ღოთ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვებ­ზე – ვინ იყო თა­მა­რი და რა იცი­ან მის შე­სა­ხებ? რა­ტომ იყო ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­ფე? რა­ტომ აღი­ნიშ­ნე­ბა „თა­მა­რო­ბა“? რა­ტომ და­ერ­ქ­ვა მი­სი სა­ხე­ლი თა­მა­რის ხიდს და თა­მა­რის წყა­როს? და ა.შ.

კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბი თა­მა­რის ცხოვ­რე­ბი­დან; მის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხი­დე­ბის, წყა­რო­ე­ბის, ტაძ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ; და­იწყეს სხვა­დას­ხ­ვა მო­ნას­ტერ­ში არ­სე­ბუ­ლი ფრეს­კე­ბის აღ­ნუს­ხ­ვა; მო­ი­ნა­ხუ­ლეს სხალ­თის ტა­ძა­რი და ფურ­ტი­ოს თა­ღო­ვა­ნი ხი­დი, სა­დაც მი­ნი-ლექ­ცია მო­აწყ­ვეს; მე­ოთხე კლას­ში გა­ი­მარ­თა თა­მარ მე­ფე­ზე შექ­მ­ნი­ლი ლექ­სე­ბის მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის სა­ღა­მო; სკო­ლა­ში მომ­ზად­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სტენ­დი და ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა. მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა, მა­თი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად შე­არ­ჩი­ეს სა­კითხე­ბი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბი თა­მა­რის ცხოვ­რე­ბი­დან – თა­მა­რის გა­მე­ფე­ბა, ლაშ­ქ­რო­ბა­ნი, რუ­სის გა­ძე­ვე­ბა, ლა­შა გი­ორ­გის და­ბა­დე­ბა, დი­დი ომის სამ­ზა­დი­სი, ვარ­ძია, ბა­სი­ა­ნის ბრძო­ლა, ამ­ბა­ვი ქარ­თ­ველ­თა გა­სა­ო­ცა­რი ლაშ­ქ­რო­ბი­სა, მთი­ა­ნელ­თა ამ­ბო­ხი, ოქ­როს ხა­ნა, თა­მა­რის საფ­ლა­ვის სა­ი­დუმ­ლო და მრა­ვა­ლი სხვ.

⇒ ელი­სა შა­ი­ნი­ძე, VII კლა­სის მოს­წავ­ლე: „თა­მა­რი იყო სა­მე­ფო ტახ­ტის მფლო­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი  ქალი, ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში და დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მას­ზე უამ­რა­ვი ლე­გენ­და, თქმუ­ლე­ბა, ლექ­სი, ჩა­ნა­ხა­ტი თუ მოთხ­რო­ბა შექ­მ­ნი­ლა. ის იყო ყვე­ლა დრო­ის შე­მოქ­მედ­თა მუ­ზა“.

⇒ და­ჩი შა­ი­ნი­ძე,  VII კლა­სის მოს­წავ­ლე: „ჩვე­ნი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი საკ­მა­ოდ გა­ჯე­რე­ბუ­ლია მე­ფე თა­მა­რი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ტექ­ს­ტე­ბით. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ გულ­ნა­რა მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით, არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო და­ვუთ­მეთ ამ თე­მის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლას. „მე­ფეთ მე­ფე და დე­დო­ფალთ დე­დო­ფა­ლი აფხაზ­თა, ქარ­თ­ველ­თა, რან­თა, კახ­თა და სო­მეხ­თა, შირ­ვან­თა და შა­ჰან­შა­თა და ყოვ­ლი­სა აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თი­სა თვით­მ­ფ­ლო­ბე­ლო­ბი­თა მპყრო­ბე­ლი,“ – ეს თა­მარ მე­ფის ტი­ტუ­ლია.“

⇒ ანი აბა­ში­ძე, IV კლა­სის მოს­წავ­ლე: „ქარ­თ­ვე­ლე­ბი ტრა­დი­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი ვართ. მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და წი­ნაპ­რე­ბის ხსოვ­ნას მე­ტად ვა­ფა­სებთ. ბევ­რი დღე­სას­წა­უ­ლი მე­ფე­ებ­თან და უძ­ვე­ლეს რი­ტუ­ა­ლებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „თა­მა­რო­ბა“, ერთ-ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი, თა­მარ მე­ფის პა­ტივ­სა­ცე­მად, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ აღი­ნიშ­ნე­ბა – 31 იან­ვარს, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია თა­მა­რის მიც­ვა­ლე­ბას აღ­ნიშ­ნავს და 14 მა­ისს – მი­სი ხსე­ნე­ბის დღეს“.

⇒ გი­ორ­გი შა­ი­ნი­ძე, IV კლა­სის მოს­წავ­ლე: „ვი­ცი, რომ თა­მარ მე­ფის ხსე­ნე­ბის დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ტა­ძარ­ში წირ­ვა-ლოც­ვა აღევ­ლი­ნე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს დღე ეროვ­ნულ დღე­სას­წა­უ­ლად იქ­ცა 1917 წლი­დან – ქარ­თუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დ­გე­ნი­დან. დღე­სას­წა­უ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლად აღი­ნიშ­ნე­ბა დი­დუ­ბის ღვთის­მ­შობ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც, გად­მო­ცე­მით, თა­მა­რი ლო­ცუ­ლობ­და და სა­დაც ჯვა­რი და­ი­წე­რა და­ვით სოს­ლან­ზე. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, წმინ­და მე­ფის ხატ­თან ლოც­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ნიწ­მინ­დოთ ავად­მ­ყო­ფო­ბა­ში გა­და­სუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. ხატს შეს­თხო­ვენ სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი ავა­დო­ბის­გან გან­კურ­ნე­ბა­სა და საცხოვ­რებ­ლის სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის­გან დაც­ვას“.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა, თა­მარ მე­ფეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხალ­ხ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი თქმუ­ლე­ბე­ბი მო­ი­ძი­ეს, შე­აგ­რო­ვეს და ჩა­ი­წე­რეს. სა­ინ­ტე­რე­სოა სოფ­ლის უხუ­ცე­სე­ბის – რე­ვაზ შა­ი­ნი­ძი­სა და მა­რო შა­ი­ნი­ძის მო­ნათხ­რო­ბი: „სხალ­თის ტაძ­რის აგე­ბა თა­მა­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­თი გად­მო­ცე­მა არ­სე­ბობს. თურ­მე თა­მა­რი ხი­ხა­ნის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და, ამა­ლას­თან ერ­თად. მგზავ­რო­ბით დაღ­ლილს, დი­დი მსხლის ჩრდილ­ში შე­უს­ვე­ნია, მდი­ნა­რი­დან მო­ნაქ­როლ ნი­ავს ჯა­დოს­ნუ­რი სურ­ნე­ლი შე­უფ­რ­ქ­ვე­ვია სა­ხე­ზე. მო­ხიბ­ლუ­ლა თა­მა­რი ხე­ო­ბის თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი სი­ლა­მა­ზით და უბ­რ­ძა­ნე­ბია: აქ, ამ მსხლის ად­გი­ლას, ტა­ძა­რი აშენ­დე­ბა… და აშე­ნე­ბუ­ლა კი­დეც“.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. „სა­შენ მა­სა­ლას გაღ­მა მხა­რეს სხვა ოს­ტა­ტი ამ­ზა­დებ­და, მშე­ნებ­ლო­ბას კი სხვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ქვე­ბი, ძი­რი­თა­დად, ცოცხა­ლი ჯაჭ­ვით, ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­ცე­მით ჩა­მოჰ­ქონ­დათ. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის და­სას­რულს ქვის მთლელ ოს­ტატს უთ­ქ­ვამს: ბო­ლო ქვაც გა­ვამ­ზა­დეო. მარ­თა­ლიც გა­მომ­დ­გა­რა. მშე­ნე­ბელ­მა ოს­ტატ­მა იუკად­რი­სა, რო­გორ მა­ჯო­ბაო ქვის მთლელ­მა. ის ქვის გამ­ზა­დე­ბით მიხ­ვ­და და მე, მშე­ნე­ბელ­მა, შეც­დო­მა და­ვუშ­ვიო. შერ­ცხ­ვე­ნა ვერ აუტა­ნია. მაღ­ლი­დან გად­მო­ეშ­ვა და და­ი­ღუ­პა თურ­მე“.

ცალ­კე თე­მაა ტა­ძა­რი თურ­ქე­თის სა­მას­წ­ლო­ვა­ნი ბა­ტო­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში — რა ქარ­ტე­ხი­ლებს გა­უძ­ლო, რა არ გა­და­ი­ტა­ნა და დღემ­დე რო­გორ მო­ვი­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბამ შე­მო­ი­ნა­ხა და კვლავ უხუ­ცეს­თა მო­ნათხ­რო­ბი­დან ვი­გებთ: „თურ­ქებს ტა­ძა­რი სა­ქონ­ლის სად­გო­მად უქ­ცე­ვი­ათ. ძი­რი­თა­დად, წვრილ­ფე­ხა (თხა-ცხვარს) პი­რუტყვს ერე­კე­ბოდ­ნენ შიგ. ერ­თხე­ლაც, ძლი­ე­რი ჭე­ქა-ქუ­ხი­ლის დროს, მთე­ლი ფა­რა გაწყ­ვე­ტი­ლა. გამ­წა­რე­ბულ მე­პატ­რო­ნე­ებს ჯავ­რი ტაძრის გა­დაწ­ვით ამო­უყ­რი­ათ. შე­უ­ზი­დავთ ბლო­მად ჩა­ლა, თი­ვა და დი­დი ცეცხ­ლი გა­უ­ჩა­ღე­ბი­ათ. ხან­ძარს ტაძ­რის ფრეს­კე­ბი და­უ­ზი­ა­ნე­ბია, გუმ­ბა­თი გა­მუ­რუ­ლა, გა­შა­ვე­ბუ­ლა. ტაძ­რის ეზო­ში დაწ­­ყობილ  თლილ ქვებს და­ად­გა თვა­ლი თურ­მე ვინ­მე სო­ფელ ჭე­რის მცხოვ­რებ­მა. ურემ­ზე და­დო ქვე­ბი, თა­ვა­დაც იქ­ვე შე­მოჯ­და და ასე მი­დე­ნი­და ხა­რებს. ურემ­ზე ჩათ­ვ­ლი­მა. ისე­თი რამ ეზ­მა­ნა თურ­მე, შე­ში­ნე­ბუ­ლი წა­მო­ვარ­და და ქვე­ბი ისევ ტაძ­რის ეზო­ში მი­ი­ტა­ნა. უფ­ლი­სა და მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა არას­დ­როს მოჰ­კ­ლე­ბია ტა­ძარს“.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­აგ­რო­ვეს მა­სა­ლა თამარ მეფის დროს აგებული ეკლესიების შესახებ, რო­მე­ლ­თა მონახულებაც, ტურისტული თვალ­­საზრისით, ძალზე საინტერესო და მნიშ­ვნელოვანია – ახალ­და­ბის ცი­ხე (თა­მა­რის ცი­ხე); მა­ხუნ­ცე­თის ჩან­ჩ­ქე­რი და თა­მარ მე­ფის თა­ღო­ვა­ნი ხი­დი აჭა­რა­ში; თა­მა­რის ეკ­ლე­სია ამამ­ლო­ში.

IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს თა­მარ მე­ფე­ზე შექ­მ­ნი­ლი ლექ­სე­ბის მხატ­ვ­რულ კითხ­ვა­ში, VII-კლა­სე­ლებ­მა მო­ი­ძი­ეს და ამო­ბეჭ­დეს თა­მა­რის ფო­ტო­ე­ბი. შექ­მ­ნეს ფო­ტო­კო­ლა­ჟი. სას­კო­ლო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თუ­ლი კვი­რე­უ­ლი ვარ­ძი­ა­ში ექ­ს­კურ­სი­ით დაგ­ვირ­გ­ვინ­და.

„შე­დეგ­ზე გა­ვე­დით. ბავ­შ­ვე­ბი დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კიდ­ნენ ყვე­ლა შე­თა­ვა­ზე­ბას, ინა­წი­ლებ­დ­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის როლს. კვი­რე­ულ­მა ცხად­ყო და უფ­რო მე­ტად გა­ამ­ყა­რა მო­საზ­რე­ბა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბით მოს­წავ­ლეს წარ­მა­ტე­ბის­კენ ეხ­ს­ნე­ბა გზა,“ — ამ­ბობს პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი პე­და­გო­გი.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები