გთავაზობთ, შპს „ახალ განათლებასა“ და სსიპ ქ. თბილისის №172 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ვალერიანე კვანტრიშვილს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის/თემის ინტერესებიდან გამომდინარე, მომზადებულ მასალას, რომელიც ასახავს სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში განხორციელებულ აქტივობებს.
სკოლის მსგავსი მხარდაჭერა 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ქ. თბილისის №172 სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ნუსხა 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში
- პროექტი – „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“.
- პროექტი – „ლურჯი სუფრა, საგაზაფხულო დღესასწაული“.
- პროექტი – „რეგენერაციული აგროკულტურა“.
- სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება „ჩაის თემა“.
- დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთო სასკოლო ზეიმი – 26 მაისი.
- სკოლის პანტომიმის თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლები – „ხევისბერი გოჩა“, „ახალი გოდოს დაბადება“.
- საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნით განხორციელებული ექსკურსიები კულტურულ ძეგლებსა თუ მუზეუმებში.
- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ევროპულ უნივერსიტეტთან.
- ქიმიის პედაგოგმა, ნინო ბურჭულაძემ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტში მიიღო მონაწილეობა და მოიპოვა გრანტი. პროექტის სახელწოდება: „რამდენად სუფთაა მცირე მდინარეების წყალი თბილისის ტერიტორიაზე“.
- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნესტან კუბლაშვილმა მიიღო ევროკავშირის მხარდამჭერ პროექტში მონაწილეობა, მოსწავლეებთან ერთად და მოიპოვა გრანტი, რის საფუძველზეც სკოლას გადაეცა პროექტორი და მონიტორი.