18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

რა­ტომ უნ­და ვის­წავ­ლოთ „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა“?

spot_img

იზა ლომაია

სსიპ წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჩი­ნოს  №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ქარ­თუ­ლი ჰა­გი­ოგ­რა­ფია უძ­ვე­ლე­სი მწერ­ლო­ბაა.მი­უ­ხე­და­ვად მი­სი უნი­კა­ლუ­რო­ბი­სა, ხში­რად გა­ის­მის ხოლ­მე კითხ­ვე­ბი: სა­ჭი­როა კი მი­სი სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში? რთუ­ლი ტექ­ს­ტე­ბია და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ძნე­ლად აღ­საქ­მე­ლი, ამო­ვი­ღოთ ან არ ამო­ვი­ღოთ  სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­დან. ვვა­რა­უ­დობ, რომ  ამ კითხ­ვე­ბის უკან დგას არას­წო­რად წა­კითხუ­ლი, გა­გე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი წიგ­ნის მკითხ­ვე­ლი.

ქარ­თუ­ლი ჰა­გი­ოგ­რა­ფია კი „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბით“ იწყე­ბა, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს,  პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნია, დი­დი მხატ­ვ­რუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­თა და სა­ო­ცა­რი თე­მე­ბით. ტექ­ს­ტ­ში ძვე­ლი დროა, წარ­სუ­ლი ჟა­მი, სა­უ­კუ­ნე­თა მა­ტი­ა­ნეა უკან გა­და­სა­ფურ­ც­ლი და მოს­წავ­ლე­ებს ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა ექ­მ­ნე­ბათ, რომ თით­ქოს­და,  სიძ­ვე­ლე­ში და „ბნელ“ დრო­ში იკარ­გე­ბი­ან. არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბიც ხელს უწყობთ, რომ ეჭ­ვის თვა­ლით შე­ხე­დონ „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბის“ უნი­კა­ლუ­რო­ბას. არა­და ინ­ტე­რე­სი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მა­შინ­ვე და­ი­ბა­და,რო­ცა ტექ­ს­ტის პირ­ვე­ლი­ვე ფრა­ზე­ბი წა­ვი­კითხეთ: „და აწ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლად გითხ­რა თქვენ აღ­სას­რუ­ლი წმიდი­სა და სა­ნატ­რე­ლი­სა შუ­შა­ნი­კი­სი…“ ამ სიტყ­ვებ­მა კა­მა­თი და აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია,  თით­ქოს­და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა, ტექ­ს­ტი მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მო­ლო­დი­ნი უფ­რო გა­ი­ზარ­და,  ად­ვი­ლად დაიძ­ლია არ­ქა­უ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბაც.

ჩე­მი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, მი­ზა­ნი იყო გა­მეც­ნო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ადა­მი­ა­ნის  გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნი, დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ რე­ლი­გი­ის როლ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას მა­შინ­დელ დრო­ში, სა­სუ­ლი­ე­რო ფე­ნის ად­გილ­სა და მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ე­რო პი­რებ­თან და, რა თქმა უნ­და, შე­ეც­ნოთ ეპო­ქის სურ­ნე­ლი, თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი­თა და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით. ვკითხუ­ლობ­დით ტექსტს და ჩვენ თვალ­წინ იშ­ლე­ბო­და ფარ­თო პა­ნო­რა­მა  ღა­ლა­ტი­სა, სიც­რუ­ი­სა, თავ­ხე­დო­ბი­სა, პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­სა, თა­ნად­გო­მი­სა, ძა­ლა­დო­ბი­სა… თი­თო­ე­უ­ლი ეპი­ზო­დი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ხდე­ბო­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­კა­მა­თო და გა­სარ­ჩე­ვი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ტექ­ს­ტ­ში მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვია თე­მე­ბი და, რა თქმა უნ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე­ცაა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლიც. მოს­წავ­ლე­ე­ბი დღი­თიდღე რწმუნ­დე­ბოდ­ნენ იმა­ში ,რომ ყვე­ლა დრო­ში ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს თავ­ხე­დიც და ზრდი­ლო­ბი­ა­ნიც, სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე, მო­ძა­ლა­დე და დამ­ც­ვე­ლი,ურ­წ­მუ­ნო და რწმე­ნით აღ­სავ­სე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და დი­დი ინ­ტე­რე­სით მა­ინც რამ­დე­ნი­მე თე­მა გა­მოვ­კ­ვე­თეთ: ძა­ლა­დო­ბა, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა,ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბა და ღვთის სას­წა­უ­ლი. ძა­ლა­დო­ბის უმ­ძაფ­რეს­მა ეპი­ზო­დებ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­შ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. შე­უძ­ლე­ბე­ლია კითხუ­ლობ­დე ამ ფრა­ზებს: „მა­შინ იწყო უჯე­რო­სა გი­ნე­ბად ვარ­ს­ქე­ნი და ფერ­ხი­თა თვი­სი­თა, დას­თ­რ­გუნ­ვი­და მას და აღი­ღო ას­ტა­მი და უხეთ­ქა მას თავ­სა და ჩაჰ­ფ­ლა და თუვა­ლი ერ­თი და­უ­ბუშ­ტა და მჯი­ღი­თა სცემ­და პირ­სა მის­სა უწყ­ლოდ და თმი­თა მი­მო­ითრევ­და“ და არ გა­ნიც­დი­დე. თი­თო­ე­უ­ლი ჩე­მი მოს­წავ­ლე მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამ­და ძა­ლა­დო­ბის ამ და სხვა ეპი­ზოდს. ვხე­დავ­დი, რო­გორ ინერ­გე­ბო­და ამ ბავ­შ­ვე­ბის შეგ­ნე­ბა­ში ზიზღი ძა­ლა­დო­ბის მი­მართ. აუცი­ლე­ბე­ლად ჩავ­თ­ვა­ლე და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის ჩარ­თ­ვა. ამ მიზ­ნით შევ­თა­ვა­ზე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის თე­მას დღე­ვან­დე­ლო­ბის კუთხი­თაც გა­ნი­ხი­ლავ­და. პრო­ექ­ტ­მა „რო­ცა სი­ცოცხ­ლე საფ­რ­თხე­შია“, გვაჩ­ვე­ნა უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი და მოვ­ლე­ნა სი­ცოცხ­ლის ხელ­ყო­ფი­სა. თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­შიც, ისე­ვე რო­გორც ძველ დრო­ში, მძლავ­რო­ბენ და აბუ­ლინ­გე­ბენ ქა­ლებს, ბავ­შ­ვებს, მო­ხუ­ცებს. კონ­კ­რე­ტულ ფაქ­ტებ­სა და მოვ­ლე­ნებს მოჰ­ყ­ვა სა­ერ­თო მსჯე­ლო­ბა და გან­ხილ­ვა, გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­იფხ­ვ­რას იგი. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი არ­გუ­მენ­ტი მა­ინც მუ­სულ­მა­ნი გო­გო­ნას, მა­ლა­ლა იუსაფ­ზა­ის მა­გა­ლი­თი აღ­მოჩ­ნ­და – „ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და, ჩუ­მად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და დავ­ლო­დე­ბო­დი, რო­დის მომ­კ­ლავ­დ­ნენ, ან მეთ­ქ­ვა სათ­ქ­მე­ლი და ისე მოვ­მ­კ­ვ­და­რი­ყა­ვი.

მე მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი ამო­ვირ­ჩიე – გა­დავ­წყ­ვი­ტე, მე­ლა­პა­რა­კა,“ – ამ­ბობ­და იგი. ბრძო­ლას ყო­ველ­თ­ვის აზ­რი აქვს და რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის იმის გა­გე­ბა, რომ ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა, 2014 წელს, მშვი­დო­ბის დარ­გ­ში, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და.

გზა­დაგ­ზა „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბამ ბევ­რი სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხი ამო­ა­ტივ­ტი­ვა. ვკითხუ­ლობ­დით ტექსტს და ვაკ­ვირ­დე­ბო­დით ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათს, სულს… გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია შუ­შა­ნი­კის  სა­ხე-პერ­სო­ნამ. ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ეძი­ებ­და სუ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა სიმ­ძი­მი­სა, ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბი­სა. ნო­დარ  დუმ­ბა­ძის სიტყ­ვე­ბიც გა­ვიხ­სე­ნეთ: „ადა­მი­ა­ნის სუ­ლი გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა, ვიდ­რე სხე­უ­ლი“. სწო­რედ ასე იყო… შუ­შა­ნი­კის სხე­უ­ლი ჭკნე­ბო­და. „უჟა­მოდ ნა­ყოფ­ნი ჩემ­ნი მო­ის­თულ­ნა და სანთელი ჩემი დაიშ­რი­ტა და ყუ­ვა­ვი­ლი ჩემი დააჭნო,“  ხო­ლო სუ­ლი კი დღი­თიდღე იწ­რ­თო­ბო­და. მოს­წავ­ლე­ებს კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნე, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი მო­ნა­პო­ვა­რია, რაც ადა­მი­ა­ნებს გაგ­ვაჩ­ნია. და, რა თქმა უნ­და, დღეს, რო­დე­საც გვინ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და გამ­თ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო, გვინ­და და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და კულ­ტუ­რა, იყოს მშვი­დო­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბა – ჩვენ უპირ­ვე­ლე­სად, გვინ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. შუ­შა­ნი­კის მა­გა­ლით­მა კი­დევ ერ­თხელ გვაჩ­ვე­ნა, რომ ადა­მი­ა­ნი მა­ში­ნაა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, რო­დე­საც თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ჰა­გი­ოგ­რა­ფია ღვთის მა­დი­დე­ბე­ლი ჟან­რია. სას­წა­უ­ლი კი,რო­მე­ლიც თით­ქ­მის ყვე­ლა ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ტექ­ს­ტ­ში გვხვდე­ბა, გვე­უბ­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გაძ­ლი­ერ­დ­ნენ რწმე­ნა­ში და რომ ღმერ­თი ყოვ­ლის­შემ­ძ­ლეა. შუ­შა­ნი­კის სას­წა­უ­ლებ­რივ­მა ნიჭ­მა მხო­ლოდ სი­კე­თე­ში ჰპო­ვა რე­ა­ლი­ზე­ბა. რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით გაკ­ვე­თილ­ზე, რო­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში მა­მა გაბ­რი­ე­ლის სას­წა­უ­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ,  გა­დავ­წყ­ვი­ტეთ მის საფ­ლავ­საც ვწვე­ო­დით. სა­ინ­ტე­რე­სო ექ­ს­კურ­სი­აც გა­მოგ­ვი­ვი­და. სიყ­ვა­რუ­ლი ზე­ობ­და ჩვენ­ში. სი­კე­თი­სა და რწმე­ნის იმე­დით დავ­ბ­რუნ­დით. დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ ღვთის ძა­ლას და სას­წა­ულს არა აქვს დრო და ჟა­მი, ის ყო­ველ­თ­ვის იყო, არის  და იქ­ნე­ბა.

ასე­თია „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა“ – კი­დევ უფ­რო ბევ­რის მთქმე­ლი და გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი. წიგ­ნი, სა­დაც, სტრი­ქო­ნებს მიღ­მაც შე­იძ­ლე­ბა ამო­ი­კითხო სიმ­წა­რე, სევ­და, უნუ­გე­შო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, მარ­ტო­ო­ბა, მა­ვან­თა სა­ი­დუმ­ლო მფარ­ვე­ლო­ბა,ზიზღი, სიმ­ხე­ცე და ა.შ. წიგ­ნია, სა­დაც ყო­ველ აბ­ზაც­ში, ყო­ვე­ლი მო­ნაკ­ვე­თის უკან დგას უძ­ვე­ლე­სი ეპო­ქა თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი­თა და ადა­მი­ა­ნუ­რი ვნე­ბე­ბით.

ერ­თი რამ ცხა­დი გახ­და – ადა­მი­ა­ნი მა­ინც ყვე­ლა დრო­ში ადა­მი­ა­ნია. „იგი უფა­სოა, იგი ერ­თია, მუ­დამ ერ­თი, არც მე­ტი და არც ნაკ­ლე­ბი“ (ნ.ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე).

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები