24 ნოემბერი, კვირა, 2024

რას გულისხმობს დიაგნოსტიკური შეფასება – გან­მარ­ტე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ნი­კო სი­ლა­გა­ძის­გან

spot_img
სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, IV-IX კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა იგე­გემე­ბა, რო­მელ­საც სკო­ლე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნახორ­ცი­ე­ლე­ბენ. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა ზე­გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს გან­მ­საზღ­ვ­რელ (ნიშნიან) შე­ფა­სე­ბა­ზე და მას მხო­ლოდ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ფუნ­ქ­ცია ექ­ნე­ბა, რაც ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვას მა­თი­ვე წინ­ს­ვ­ლის ხელ­შე­საწყო­ბად.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე სა­უბ­რობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პე­რტი ნი­კო სი­ლა­გა­ძე და დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს, რა პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში და­ეხ­მა­რე­ბა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მას­წავ­ლებ­ლებს და რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი უნ­და ჰქონ­დეს მას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ექ­ს­პერ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ პე­და­გო­გებ­მა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი და რა მი­მარ­თე­ბა­შია ის შე­მა­ჯა­მე­ბელ და­ვა­ლე­ბას­თან, გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას­თან, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას­თან თუ გა­რე შე­ფა­სე­ბას­თან.

 

⇒ რა პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში გვეხ­მა­რე­ბა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი?

პრობ­ლე­მას, რომ­ლის გა­დაჭ­რა­შიც სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი გვეხ­მა­რე­ბა, მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის, მი­სი სას­წავ­ლო წინ­ს­ვ­ლის აღ­წე­რა ჰქვია. ეს მარ­თ­ლაც ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მაა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ძნე­ლია ვი­პო­ვოთ ტერ­მი­ნე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო კა­ტე­გო­რი­ე­ბი, რო­დე­საც აღ­წე­რი­ლო­ბას სხვე­ბის­თ­ვის გა­სა­გე­ბად ვა­კე­თებთ. ერ­თი მხრივ, ამ დროს, პრობ­ლე­მე­ბი გვექ­მ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში თა­ვად მოს­წავ­ლეს­თან, მშო­ბელ­თან, კო­ლე­გა მას­წავ­ლე­ბელ­თან, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან თუ სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან; მე­ო­რე მხრივ კი, პრობ­ლე­მაა ის, თუ­კი სა­თა­ნა­დოდ ვერ აღ­ვ­წერთ მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებს, მა­შინ ძნე­ლია, გა­მოვ­კ­ვე­თოთ მი­სი წინ­ს­ვ­ლა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და წა­ვიყ­ვა­ნოთ და, ზო­გა­დად, რო­გორ და­ვეხ­მა­როთ ბავშვს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

⇒ რა სირ­თუ­ლე­ებს ვაწყ­დე­ბით მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის აღ­წე­რი­სას?

მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას, მა­თი აღ­წე­რის მცდე­ლო­ბი­სას, პრობ­ლე­მებს ქმნის ორი გა­რე­მო­ე­ბა: ერ­თი, რომ მკა­ფიო არ არის, რა ტერ­მი­ნე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო კა­ტე­გო­რი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უნ­და აღი­წე­როს მოს­წავ­ლის წინ­ს­ვ­ლა ან დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა; მე­ო­რე მხრივ, არ არის მკა­ფიო პა­სუ­ხი, რას ნიშ­ნავს ამა თუ იმ საგ­ნის ცოდ­ნა, ანუ რა შემ­თხ­ვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, მა­გა­ლი­თად, რომ ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ იცის ის­ტო­რია და მე­ო­რემ არ იცის. ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ში, რა თქმა უნ­და, მშვე­ნივ­რად გვეხ­მა­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, გან­გ­ვი­საზღ­ვ­რავს იმ სა­ლა­პა­რა­კო ენას, რომ­ლი­თაც უნ­და ვი­სა­უბ­როთ მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებ­ზე, მე­ო­რე მხრივ კი, გან­გ­ვი­საზღ­ვ­რავს ნიშ­ნუ­ლებს, თუ რა შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩა­ით­ვ­ლე­ბა მოს­წავ­ლის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად.

მო­ცე­მუ­ლი ცხრი­ლი წარ­მო­ა­ჩენს ის­ტო­რი­ის იმ ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ის ცოდ­ნას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ ცხრილ­ში, გთხოვთ, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ ორ გა­რე­მო­ე­ბას: აქ არ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი. მე­სა­მე სვეტ­ში, თქვენ ხე­დავთ, რომ წე­რია ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ის წყა­რო­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, აქ ისეთ კა­ტე­გო­რი­ებს ხე­დავთ, რო­გო­რიც არის: ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლი/არტეფაქტი, ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგლი, არ­ქი­ვე­ბი… ყო­ვე­ლი ეს ფაქ­ტი წარ­მო­ად­გენს წყა­რო­ე­ბის ტი­პს ან კონ­კ­რე­ტულ წყა­რო­ს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლე ის­ტო­რი­ის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში შეიტყობს.

რა თქმა უნ­და, ფაქ­ტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა, ცალ­კე აღე­ბუ­ლი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ არის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლემ გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ეს კა­ტე­გო­რი­ე­ბი ერ­თი­ან­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი წყა­რო­ე­ბის ტი­პებ­ში, რომ­ლე­ბიც აღ­წე­რი­ლია მე­ო­რე სვეტ­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­აც­ნო­ბი­ე­როს ისიც, რომ ყვე­ლა წარ­მო­ად­გენს წყა­როს ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თ­ვის, ანუ მა­სა­ლას, რომ­ლი­თაც ისი­ნი ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­სა და პრო­ცე­სებს შე­ის­წავ­ლი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ღებთ ვი­თა­რე­ბას, რო­ცა ის­ტო­რი­ის მცოდ­ნედ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ის მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც უყა­ლიბ­დე­ბა ისე­თი კულ­ტუ­რა, კომ­პე­ტენ­ცია, რომ ნე­ბის­მი­ერ მოვ­ლე­ნა­ზე სა­უბ­რი­სას დას­ვას კითხ­ვე­ბი: სა­ი­დან გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია შეს­წავ­ლილ სა­კითხ­ზე? რა ტი­პის ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­დან? რამ­დე­ნად სან­დოა ეს ინ­ფორ­მა­ცია? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ჯე­რე­ბა სხვა წყა­რო­ე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თან? აი, ეს არის სწო­რედ ის კომ­პე­ტენ­ცია, რო­მელ­საც საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას ვუ­წო­დებთ. ის არც იმ­დე­ნად ზო­გა­დია, რომ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას­თან და ანა­ლიზ­თან გა­ვა­ი­გი­ვოთ, და არც კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე გა­დის.

ზუს­ტად ასე­თი­ვე სტილ­ში აღი­წე­რე­ბა სხვა სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბიც, რო­მე­ლიც ხე­დავთ, ექ­ვ­სია, ის­ტო­რი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში. თუ­კი მოს­წავ­ლე, ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლად, ამ ექ­ვ­სი სა­მიზ­ნე ცნე­ბით და მის უკან მდგო­მი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით ოპე­რი­რებს, სწო­რედ ასეთ მოს­წავ­ლეს­თან ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თ­ვა­ლოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლად.

⇒ რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი უნ­და ჰქონ­დეს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს?

ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად, უპირ­ვე­ლე­სად, და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი. თქვენ ხე­დავთ და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც მი­დის მოს­წავ­ლეს­თან.

ხე­დავთ, რომ მოს­წავ­ლეს და­სა­წე­რი აქვს თე­მა, რო­გორც ერ­თი­ა­ნი პრო­დუქ­ტი და იქ­ვე, და­კონ­კ­რე­ტე­ბუ­ლია, თუ რა ტერ­მი­ნე­ბი/სიტყ­ვე­ბი უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს მან ამ პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნი­სას. აქ­ვე და­ვა­ზუს­ტოთ, რომ ეს სიტყ­ვე­ბი შემთხვე­ვით არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ეს ის ქვე­სა­კითხე­ბია, რომ­ლე­ბიც კონ­კ­რე­ტულ სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­სა და ქვეც­ნე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

ახ­ლა ვიმ­ს­ჯე­ლოთ, რა არის ამ და­ვა­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა და რა­ტომ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ეს იმის გარ­კ­ვე­ვა­ში, რამ­დე­ნად არის მოს­წავ­ლე გა­სუ­ლი საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც, მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის სწავ­ლას­თანაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ კონ­ცენ­ტ­რა­ცია ხდე­ბა ერთ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე, ანუ სა­კითხი – დი­ა­ო­ხი და კოლ­ხა – ის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხია, რო­მელ­საც მთე­ლი ნაშ­რო­მი ეხე­ბა. რო­დე­საც მოს­წავ­ლე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა, მან იცის, რომ კონ­ცენ­ტ­რა­ცია იმ ერთ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე ექ­ნე­ბა. ის არ იღებს, ჩა­მო­ნათ­ვა­ლის სა­ხით, 10-15 ან 4-5 სა­კითხს. რა­ტომ კეთ­დე­ბა ასე? კეთ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის არ­ქო­ნა არ გახ­დეს ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლეს ან გაშ­ლი­ლი წიგ­ნით მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს, ან წი­ნას­წარ იცო­დეს, რომ ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შეფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­ა­მოწ­მებს იმას, თუ რამ­დე­ნად ღრმად შე­უძ­ლია მას მო­ცე­მუ­ლი სა­კითხის გა­აზ­რე­ბა.

მე­ო­რე და ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ამ და­ვა­ლე­ბი­სა გახ­ლავთ ის, რომ ყვე­ლა სა­მიზ­ნე ცნე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ანუ მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით მოწ­მ­დე­ბა არა ექ­ვ­სი­დან ერთ-ერ­თი ან ორი სა­მიზ­ნე ცნე­ბა, არა­მედ ექ­ვ­სი­ვე, რო­მე­ლიც გა­მოცხა­დე­ბუ­ლია ის­ტო­რი­ის სტან­დარ­ტით. სიტყ­ვე­ბი/ტერ­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კონ­კ­რე­ტე­ბუ­ლი იყო და­ვა­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით, რა თქმა უნ­და, ის ქვე­სა­კითხე­ბია, რო­მელ­თა ფლო­ბაც რე­ა­ლუ­რა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცნე­ბე­ბი­სა და ქვეც­ნე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბას­თან. სა­მიზ­ნე ცნების გა­აზ­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, სა­კითხის ღრმად გა­აზ­რე­ბი­ს სი­ნო­ნი­მად ჩავ­თ­ვა­ლოთ.

მა­შა­სა­და­მე, გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ მოს­წავ­ლეს ვაძ­ლევთ ერთ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხს და შე­სა­ბა­მი­სად, იმ სა­კითხის ღრმად გა­აზ­რე­ბის უნარს ვა­მოწ­მებთ, და­ვა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლებ­ლებს კარ­გად გა­მო­უ­ვი­დეთ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტით მუ­შა­ო­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ორი გა­რე­მო­ე­ბა:

პირ­ვე­ლი – პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე ქმნის, ერ­თი­ა­ნი პრო­დუქ­ტია. მოს­წავ­ლემ უნ­და შექ­მ­ნას ერ­თი­ა­ნი ქსო­ვი­ლი, და­ვა­ლე­ბის სა­ხით, რო­მელ­შიც ყვე­ლა ცოდ­ნას გა­მო­ი­ყე­ნებს;

მე­ო­რე – მა­სა­ლის შე­მოწ­მე­ბის დროს, ანუ იმის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად, თუ რო­გორ გა­დის სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­ზე, კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა უნ­და მო­ვახ­დი­ნოთ რამ­დე­ნი­მე ქვეც­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც იმის­თ­ვი­საა მო­ცე­მუ­ლი, რომ გა­ა­ნა­ლიზ­დეს: რამ­დე­ნად აღ­წევს მოს­წავ­ლე შე­დე­გს; რამ­დე­ნად ახერ­ხებს სა­კითხის ღრმად გა­აზ­რე­ბას. მა­შა­სა­და­მე, თა­ვი მას­წავ­ლებ­ლის ამ­პ­ლუ­ა­ში რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნო, გა­მო­დის, რომ ჩემ წი­ნა­შე დგას შემ­დე­გი ამო­ცა­ნა – უნ­და წა­ვი­კითხო მოს­წავ­ლის მი­ერ და­წე­რი­ლი თე­მა და ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ციო, რამ­დე­ნად იყე­ნებს, შეც­დო­მით ან სწო­რად, კონ­ტექ­ს­ტუ­რად ან კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, იმ ტერ­მი­ნებს, რომ­ლე­ბიც მო­ცე­მუ­ლი იყო და­ვა­ლე­ბის სა­ხით. აი, სწო­რედ ამის ანა­ლი­ზი იძ­ლე­ვა შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუ რამ­დე­ნად სწო­რად არის მოს­წავ­ლე მი­სუ­ლი სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე.

ამის ანა­ლი­ზის­თ­ვის გა­მოგ­ვად­გე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­დე­გე­ბის ტაქ­სო­ნო­მია, რო­მე­ლიც ცნე­ბის ფლო­ბის დო­ნის სიღ­რ­მეს გან­საზღ­ვ­რავს, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­სა­კითხ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. მა­გა­ლი­თად, თუ გვაქვს სა­მიზ­ნე ქვე­სა­კითხად „ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი“, კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე ცნე­ბა, მის სტრუქ­ტუ­რულ დო­ნედ შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თ­ვა­ლოთ ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც მოს­წავ­ლე სა­ერ­თოდ ვერ იგებს ამ კუთხით შე­კითხ­ვას და გვერდს უვ­ლის. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია მი­სი სა­უ­ბა­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დის მოხ­და მოქ­მე­დე­ბა; პრეს­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი დო­ნე იქ­ნე­ბა, რო­დე­საც ამ სიტყ­ვას იყე­ნებს, მაგ­რამ მხო­ლოდ რა­ღაც ერთ კონ­კ­რე­ტულ ასო­ცი­ა­ცი­ას უკავ­ში­რებს და ვერ უკავ­ში­რებს სხვა ფაქ­ტებს; უნის­ტ­რუქ­ტუ­რულ დო­ნე­ზე ამ ასო­ცი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტებ­ში შე­იძ­ლე­ბა შევ­ხ­ვ­დეთ, მაგ­რამ შეცდო­მით და გა­უ­აზ­რებ­ლად; მი­მარ­თე­ბი­თი დო­ნე კი მა­შინ გვექ­ნე­ბა, თუ­კი მოს­წავ­ლე ნაშ­რომ­ში იყე­ნებს ტერ­მი­ნებს „ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი“ და „ძვე­ლი მსოფ­ლიო ის­ტო­რია“, სწო­რად ეს­მის ამ სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და სწო­რად არ­ჩევს კონ­ტექსტს; ქვე­სა­კითხ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, აკე­თებს გან­ზო­გა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის სა­ხი­თაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

თვი­თონ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა გუ­ლის­ხ­მობს, მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან, კო­მენ­ტა­რის და­წე­რას მოს­წავ­ლის ნაშ­რომ­თან მი­მარ­თე­ბით. ხაზ­გას­მით უნ­და ით­ქ­ვას, რომ ამ კო­მენ­ტარ­ში არ არის სა­ჭი­რო, სა­სურ­ვე­ლი და არც ნე­ბა­დარ­თუ­ლი, ფი­გუ­რი­რებ­დეს ტერ­მი­ნე­ბი – უნის­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი, პრეს­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი, მი­მარ­თე­ბი­თი. ეს დამ­ხ­მა­რე ტერ­მი­ნე­ბია, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს იმა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, თუ რო­გორ აღ­წე­როს ნაშ­რო­მი, რა კა­ტე­გო­რი­ას მი­ა­კუთ­ვ­ნოს ის.

⇒ რა მი­მარ­თე­ბა აქვს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს შე­მა­ჯა­მე­ბელ და­ვა­ლე­ბას­თან?

სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბის­თ­ვის ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმი­ტომ, რომ შემა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა, რო­გორც წე­სი, ფას­დე­ბა ნიშ­ნით, სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შეფა­სე­ბის მი­მარ­თე­ბით კი, ნიშ­ნის და­წე­რა არ შე­იძ­ლე­ბა.

⇒ რა მი­მარ­თე­ბა აქვს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას­თან?

სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, უდა­ვოდ, გა­მოგ­ვად­გე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. უბ­რა­ლოდ, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის სრულ­ყო­ფილ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად მა­ინც ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა გუ­ლის­ხ­მობს არა მარ­ტო მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის აღ­წე­რას, არა­მედ მის­თ­ვის სა­თა­ნა­დო კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­საც, ანუ რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა­საც მო­მა­ვა­ლი პროგ­რე­სის­თ­ვის. ასე­ვე, იმის ანა­ლიზ­საც, რამ გა­მო­იწ­ვია, მოს­წავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ ხარ­ვე­ზე­ბის წარ­მოქ­მ­ნა.

⇒ რა მი­მარ­თე­ბა აქვს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას­თან?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა­, თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცი­ით, სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის­გან საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. მთა­ვა­რი გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი არის ის, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია შუ­ა­ლე­დურ სას­წავ­ლო მი­ზან­თან, ანუ იმ ნა­ბი­ჯებ­თან, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლემ სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სი­დან და­სას­რუ­ლამ­დე უნ­და გა­დად­გას და რომელიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა. სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი კი, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის აღ­სა­წე­რად იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გრა­ფიკ­სა და ინ­ტენ­სი­ვო­ბას სკო­ლა თა­ვად გან­საზღ­ვ­რავს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლემ ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რად აღ­წე­როს და ახ­ს­ნას თა­ვი­სი ნაშ­რო­მი. სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი კი წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თან რჩე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, უმე­ტეს საგ­ნებ­ში, რო­გორც წე­სი, სრულ­დე­ბა ერთ, ორ ან რამ­დე­ნი­მე სა­მიზ­ნე ცნე­ბა­ზე. სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი კი, მიზ­ნად ისა­ხავს, ყვე­ლა სა­მიზ­ნე ცნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბასა და იმის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას, თუ სად არის მოს­წავ­ლე სა­ფე­ხუ­რე­ბის შე­დე­გებ­თან მი­მარ­თე­ბით.

⇒ რა მი­მარ­თე­ბა აქვს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს გა­რე შე­ფა­სე­ბას­თან?

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ აგ­ვე­რი­ოს გა­რე შე­ფა­სე­ბას­თან, ანუ ტეს­ტებ­თან, რო­მე­ლიც გა­რე შე­ფა­სე­ბის ფორ­მა­ტით ტარ­დე­ბა. რა თქმა უნ­და, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­მუ­შაო ინ­ს­ტ­რუ­მენტს წარ­მო­ად­გენს, ანუ მას­წავ­ლე­ბე­ლი და სკო­ლა თა­ვად ახ­დენს ამ პრო­ცე­სე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას და თა­ვი­სუ­ფა­ლია რე­ჟი­მი, სა­დაც მოს­წავ­ლე მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნობს თავს, ისე­თი გა­რე­მო შე­ექ­მ­ნე­ბა, სა­დაც მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს თა­ვის ცოდ­ნას.

 

♦ ♦ ♦

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­ექ­ტ­ზე „შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“ მუ­შა­ო­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა 2019 წელს და­იწყო. მი­სი მი­ზა­ნია, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის დახ­მა­რე­ბით, მე­ოთხე და მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა, სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში (წიგ­ნი­ე­რე­ბა) და მა­თე­მა­ტი­კა­ში (რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბა). შე­დე­გე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­სა და მშობ­ლებს, თვა­ლი მი­ა­დევ­ნონ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მან­ძილ­ზე მიღ­წე­ულ პროგ­რესს და მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლე­თა სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ. ეს პრო­ექ­ტი სკო­ლას შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, და­აკ­ვირ­დეს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ებს რო­გორც ცალ­კე­უ­ლი კლა­სის, ასე­ვე, ზო­გა­დად, სკო­ლის დო­ნე­ზე. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი მოს­წავ­ლის წლი­ურ შე­ფა­სე­ბა­ზე არ აისა­ხე­ბა.

2021 წელს, პრო­ექ­ტის პი­ლო­ტი­რე­ბა­ში, 7000-ზე მეტი მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ო­ბდა. პრო­ექ­ტის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მის გა­მოც­დის მიზ­ნით, მა­ის­ში, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, კი­დევ ერ­თი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი პი­ლო­ტი­რე­ბა იგეგ­მე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები