11 თებერვალი, სამშაბათი, 2025

რამდენიმე არტეფაქტი სამცხე-ჯავახეთიდან

spot_imgspot_img

ჩვენ გახ­ლა­ვართ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნის, კერ­ძოდ, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­ტი­კა­მის სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი და გვინ­და გა­გაც­ნოთ რამ­დე­ნი­მე არ­ტე­ფაქ­ტი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის შე­სა­ხებ. ეს ის არ­ტე­ფაქ­ტე­ბია, რომ­ლი­თაც ვა­მა­ყობთ და გვინ­და ჩვე­ნი გან­წყო­ბა თქვენც გა­გი­ზი­ა­როთ.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი უძ­ვე­ლე­სი, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი და მდი­და­რი კულ­ტუ­რის მქო­ნე რე­გი­ო­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სწო­რედ ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს ჯერ კი­დევ ძვე­ლი წელ­თაღ­რიცხ­ვის პე­რი­ოდ­ში შექ­მ­ნი­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, 4 000-წლო­ვა­ნი ის­ტო­რია და იუნეს­კოს კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ძეგ­ლი.

ამ კუთხეს, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეკა­ვა რო­გორც ეკო­ნო­მი­კურ-პო­ლი­ტი­კურ, ასე­ვე კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. მას იგი­ვე რო­ლი აკის­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში, რაც სა­ბერ­ძ­ნეთს — კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. 

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მაა, ესაა მის­ტი­კა და იდუ­მა­ლე­ბა, ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და მრა­ვა­ლე­როვ­ნე­ბა, ტრა­დი­ცი­ე­ბი და ადათ-წე­სე­ბი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბა.

არაა კუთხე, რო­მელ­საც მძი­მე და დი­დე­ბუ­ლი წარ­სუ­ლის კვა­ლი ისე აჩ­ნ­დეს, რო­გორც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს. აქ არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი, ცი­ხე­ე­ბი, ქვა­ბუ­ლე­ბი, ნა­სახ­ლა­რე­ბი და ნა­სოფ­ლა­რე­ბი, მა­თი სა­ნა­ხა­ობ­რი­ო­ბა და რა­ო­დე­ნო­ბა, ყვე­ლა­ფერ­ი ერ­თად მეტყ­ვე­ლებს იმა­ზე, რომ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს უძ­ვე­ლე­სი და უმ­დიდ­რე­სი ის­ტო­რია აქვს, რა­მაც ათას­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო, დი­ა­ლექ­ტი და ხა­სი­ა­თი.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უ­ვიწყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბის რე­გი­ო­ნია, და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბით, ალ­პუ­რი მდე­ლო­ე­ბით, თეთ­რი წე­რო­ე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვი ტბე­ბით, გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბით, კა­ნი­ო­ნე­ბი­თა და კულ­ტუ­რით. ის აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლას ინ­ტე­რესს, გე­მოვ­ნე­ბას და ასაკს. ყვე­ლაფ­რის მნახ­ველ მოგ­ზა­ურ­საც კი გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ კუთხის სი­ლა­მა­ზის უარ­ყო­ფა.

1. და აი, პირ­ვე­ლი არ­ტე­ფაქ­ტი – მის­ტი­კა თუ ის­ტო­რია

არ შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ზე და არ გა­ვიხ­სე­ნოთ ის მის­ტი­კუ­რი, ციკ­ლო­პუ­რი ნა­ქა­ლა­ქა­რე­ბი, მე­გა­ლი­თე­ბი,  რო­მე­ლიც გვხვდე­ბა ფა­რავ­ნის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, კერ­ძოდ, აბუ­ლი­სა და შა­ო­რის მთებ­ზე.

„მე­გა­ლი­თი“ უცხო­უ­რი ტერ­მი­ნია და ორი სიტყ­ვი­სა­გან შედ­გე­ბა, „მე­გა“ ნიშ­ნავს დიდს, უზარ­მა­ზარს, ხო­ლო „ლი­თი“ – ქვას.

ძველ წელ­თაღ­რიცხ­ვამ­დე III-II ათას­წ­ლე­უ­ლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ეს ნა­გე­ბო­ბე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­გა­ლი­თურ ნა­გე­ბო­ბებს შო­რის. გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს მა­თი მდე­ბა­რე­ო­ბა და იმ ქვე­ბის ზო­მე­ბი, რი­თაც ეს ნა­გე­ბო­ბე­ბია აშე­ნე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ქვის წო­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ-სამ ტო­ნას აღ­წევს, კედ­ლე­ბის სი­მაღ­ლე კი ზო­გან 5მ-მდეა, სი­გა­ნე კი 3მ-ია.

მის­ტი­კუ­რია იმი­ტომ, რომ ეს არის უდუ­ღა­ბო, მშრა­ლი წყო­ბით, ანუ ლოდ­ზე ლო­დის და­დე­ბით ნა­შე­ნი.

დი­ახ, არა­ვინ იცის თუ ვინ იყო ან რა ცი­ვი­ლი­ზა­ცია და კულ­ტუ­რა ჰქონ­და იმ ხალხს, ვინც ასეთ სა­ოც­რე­ბებს აგებ­და. და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით არა­ვინ იცის თუ რო­გორ შენ­დე­ბო­და მე­გა­ლი­თე­ბი, ვის და რო­გორ აჰ­ქონ­და მთებ­ზე მრა­ვალ­ტო­ნი­ა­ნი ქვე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის დღემ­დე სა­და­ვოა, რის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რა ფუნ­ქ­ცია ჰქონ­და ასე­თი ტი­პის ციკ­ლო­პურ ნა­გე­ბო­ბებს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხის­თ­ვის მე­გა­ლი­თე­ბი ისე­თი­ვე წმინ­და ად­გი­ლე­ბი იყო, რო­გო­რიც დღეს ეკ­ლე­სი­ე­ბია. მას შე­იძ­ლე­ბა თავ­დაც­ვი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ჰქო­ნო­და, არის მე­სა­მე ვა­რა­უ­დიც, ხალ­ხი რო­მე­ლიც ასეთ მე­გა­ლი­თებს აშე­ნებ­და, არაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ამ ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბებს ახ­დენ­და, ის ხომ  ორი ათას შვი­დას მეტრ სი­მაღ­ლე­ზეა და „ცას­თან ახ­ლოს“ მდე­ბა­რე­ობს.

მის­ტი­კუ­რია იმი­ტომ, რომ ამ უდუ­ღა­ბოდ ნა­შენ­მა ცი­ხე-სი­მაგ­რემ გა­უძ­ლო ათას­წ­ლე­უ­ლებს, ის­ტო­რი­ის ქარ­ტე­ხი­ლებ­სა და ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტ­რო­ფებს, ისევ ამა­ყად დგას სტუმ­რე­ბის მომ­ლო­დი­ნე.

არის მო­საზ­რე­ბა, რომ აბუ­ლი­სა და შა­ო­რის ციკ­ლო­პუ­რი ცი­ხე-ქა­ლა­ქე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­გა­ლი­თურ ნა­გე­ბო­ბებს შო­რის, უძ­ვე­ლე­სი უნ­და იყოს. ნა­გე­ბო­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი და რთუ­ლი გეგ­მა­რე­ბი­საა. თვალ­ში სა­ცე­მია მი­სი სი­დი­დე, სიძ­ლი­ე­რე, მი­უ­ვა­ლო­ბა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა.

ეწ­ვი­ეთ შა­ო­რი­სა და აბუ­ლის ცი­ხე­ებს, გა­ე­ცა­ნით ათას­წ­ლე­უ­ლე­ბის ასა­კის იდუ­მალ მე­გა­ლი­თურ ნა­გე­ბო­ბებს და თქვენც ჩვენ­სა­ვით ამა­ყად იტყ­ვით, უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა და კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი ვარ­თო.

ასე­თი­ვე სიძ­ვე­ლე­სა და ის­ტო­რი­ის ნა­წილს, მა­ტე­რი­ა­ლურ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას წარ­მო­ად­გენს მეს­ხეთ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი მეს­ხუ­რი სახ­ლე­ბი-მი­წუ­რე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან დარ­ბა­ზე­ბად იწო­დე­ბი­ან და 2-3 სა­უ­კუ­ნეს ით­ვ­ლი­ან. ესაა მი­წუ­რი-ერ­დო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ერთ მთა­ვარ ოთახს – დარ­ბაზს და მის გარ­შე­მო გან­ლა­გე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე სა­თავ­სო­ებს: სა­ძი­ნე­ბელ ოდებს, სა­ცი­ვე ოთა­ხებს, თა­კა­რა­ბელს, ანუ სამ­ზა­რე­უ­ლოს, სა­ქონ­ლის სად­გომ-ახორს და სხვ.

სო­ფელ სა­რო­ში 15-მდე მეს­ხუ­რი დარ­ბა­ზია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ასე­თი დარ­ბა­ზე­ბი მი­წა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მეტრ სიღ­რ­მე­ში შენ­დე­ბო­და. სა­ყუ­რადღე­ბოა დარ­ბა­ზის ჭე­რი, რო­მე­ლიც ულურ­ს­მ­ნო წყო­ბი­თაა ნა­გე­ბი, ძე­ლე­ბი ამოჭ­რის მე­თო­დი­თაა ერ­თ­მა­ნეთ­ში ჩას­მუ­ლი და პი­რა­მი­დის მსგავს გა­და­ხურ­ვას ქმნის, რო­მელ­საც, სა­მეც­ნი­ე­რო ენით, გვირ­გ­ვი­ნი ეწო­დე­ბა. დარ­ბა­ზის ჭე­რის  შუ­ა­გულ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლია ღი­ო­ბი, ანუ ერ­დო, რო­მე­ლიც ერ­თ­გ­ვა­რი სარ­კ­მ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. მეს­ხუ­რი დარ­ბა­ზი 12 ბოძ­ზეა აგე­ბუ­ლი, რა­საც რი­ტუ­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და – ერ­თი მხრივ, წე­ლი­წა­დის თორ­მეტ თვეს აღ­ნიშ­ნავ­და, მე­ო­რე მხრივ, 12 ბო­ძი 12 მო­ცი­ქუ­ლის გა­მო­სახ­ვის სიმ­ბო­ლოა.

ერ­დო-ბა­ნი­დან შე­მო­სუ­ლი მზის სხი­ვი იმ ბოძს ეცე­მო­და, რო­მელ თვე­საც გა­მო­ხა­ტავ­და ეს ბო­ძი. ბო­ძებს შო­რის მან­ძი­ლით კა­ლენ­და­რულ დღე­ებს ით­ვ­ლიდ­ნენ, ხო­ლო მზის სხი­ვის და­ცე­მით – სა­ა­თებს.

ესაა სო­ფე­ლი ძვე­ლი ნიჯ­გო­რი, ეს ის მეს­ხუ­რი დარ­ბა­ზე­ბია, რო­მე­ლიც ზე­მოთ გიჩ­ვე­ნეთ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მათ დარ­ნებს ეძა­ხი­ან. აქ არის 9 ტე­რა­სა, რომ­ლე­ბიც ისეა აგე­ბუ­ლი, რომ ერ­თი დარ­ბა­ზის ბა­ნი მე­ო­რე ტე­რა­სა­ზე მდე­ბა­რე დარ­ბა­ზის ეზოა, ხო­ლო მე­ო­რე ტე­რა­სის ბა­ნი – მე­სა­მე ტე­რა­სა­ზე მდე­ბა­რე დარ­ბა­ზის ეზო…

დღე­საც ცოცხა­ლია და­რა­ნი, მი­წუ­რი სახ­ლი, სა­დაც მე­ხუ­თე თა­ო­ბა ცხოვ­რობს. 200-წლი­ა­ნი სახ­ლი, სა­დაც ჯერ სი­ცოცხ­ლე არ შემ­წყ­და­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა.

მსგავ­სი ტე­რა­სუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, ნა­სახ­ლა­რე­ბი, ნა­სოფ­ლა­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გარ­და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­სა, თით­ქ­მის არ­სად არ გვხვდე­ბა. ამი­ტომ, გირ­ჩევთ არ ჩა­უ­ა­როთ ამ სოფ­ლებს უყუ­რადღე­ბოდ, ამ სიძ­ვე­ლე­ებს სხვა­გან ვერ­სად შეხ­ვ­დე­ბით.

მი­ლე­ნა ელიზ­ბა­რი­ა­ნი

 

2. ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბა

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი უდი­დე­სი და უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე კუთხეა, რო­მე­ლიც სტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის  გა­მო, სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მუდ­მი­ვად დი­დი იმ­პე­რი­ე­ბის ბრძო­ლის ას­პა­რე­ზი იყო. თუმ­ცა მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა გა­დარ­ჩე­ნა და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. აქ უწყ­ვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ევო­ლუ­ცი­ი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სე­ბი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნ­და ჩვე­ნი წელ­თაღ­რიცხ­ვის პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნე, აქე­დან იწყე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა. დი­ახ, ბევ­რი რამ, რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ სუ­ლი­ე­რე­ბას, ქარ­თულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბას, ქარ­თულ კულ­ტუ­რას, სწო­რედ მეს­ხე­თი­დან იღებს სა­თა­ვეს. ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი, ღვმთის­მ­შობ­ლის ხელ­თუქ­მ­ნე­ლი ხა­ტით, სწო­რედ დი­დი აჭა­რი­დან შე­მობ­რ­ძან­და მეს­ხეთ­ში, აწყურ­ში და­ი­დო ბი­ნა, იქ და­აბ­რ­ძა­ნა ხა­ტი და და­ა­არ­სა პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კა­თედ­რა­ლი. პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი სწო­რედ მეს­ხე­ბი იყ­ვ­ნენ. ტაძ­რის სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენ­და აწყუ­რის ღვთის­მ­შობ­ლის ხელ­თუქ­მ­ნე­ლი ხა­ტი, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი აღას­რუ­ლა.

აწყუ­რი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ქა­ლა­ქი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. აწყუ­რის ტა­ძა­რი და ცი­ხე დღემ­დე ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი თავ­და­დე­ბის სიმ­ბო­ლოდ დარ­ჩა.

აწყუ­რის ტა­ძა­რი ყვე­ლა­ზე დი­დი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ნან­გ­რე­ვე­ბის სა­ხით შე­მოგ­ვ­რ­ჩა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აწყუ­რის ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს უკავ­შირ­დე­ბა წმინ­და ნი­ნოს მოღ­ვა­წე­ო­ბაც. კა­ბა­დო­კი­ე­ლი ქალ­წუ­ლი, 326 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჯა­ვა­ხე­თი­დან შე­მობ­რ­ძან­და და მეს­ხე­თის გავ­ლით, ქვეყ­ნის მა­შინ­დელ დე­და­ქა­ლაქ­ში, მცხე­თა­ში და­სახ­ლ­და. აქ აღას­რუ­ლა უამ­რა­ვი სას­წა­უ­ლი, რო­მელ­თა წყა­ლო­ბით ჭეშ­მა­რიტ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას ჯერ დე­დო­ფა­ლი ნა­ნა, შემ­დეგ კი მე­ფე მი­რი­ა­ნი აზი­ა­რა.

ლურჯ მწვერ­ვა­ლებს

ქა­რი რძის­ფერ ნის­ლ­ში ხვევ­და…

და, რო­დე­საც ბარ­ში ვარ­დ­ნი ყვა­ოდ­ნენ,

თოვ­ლი იდო ჯა­ვა­ხე­თის მთა­თა ზე­და

და ტყე­ებ­ში ქა­რიშ­ხ­ლე­ბი ბღა­ოდ­ნენ…

მოჰ­კი­ო­და, ქა­რი ღრუბ­ლებს მოჰ­კი­ო­და

და ფა­რა­ვანს ტბა­სა ზე­და ძრწო­და ქა­რი…

მო­დი­ო­და, ნი­ნო მთე­ბით მო­დი­ო­და

და მოჰ­ქონ­და სა­ნატ­რე­ლი ვა­ზის ჯვა­რი…

ყო­ვე­ლი წლის 1 ივ­ნისსს მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო აღ­ნიშ­ნავს წმინ­და ნი­ნოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მობ­რ­ძა­ნე­ბის დღეს. ამ დღეს ჯა­ვა­ხეთ­ში, ფა­რავ­ნის ტბას­თან, სო­ფელ ფო­კა­ში წირ­ვა ტარ­დე­ბა. წირ­ვის შემ­დეგ იმარ­თე­ბა პი­ლიგ­რი­მუ­ლი მსვლე­ლო­ბა ფა­რავ­ნის ტბი­დან თბი­ლი­სამ­დე, პი­ლიგ­რი­მე­ბი გა­დი­ან იმ გზას, რო­მე­ლიც წმინ­და ნი­ნომ ქარ­თ­ლის გა­საქ­რის­ტი­ა­ნებ­ლად გა­ი­ა­რა. პი­ლიგ­რი­მუ­ლი ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი გზად მრა­ვალ ის­ტო­რი­ულ ძეგლს, ეკ­ლე­სი­ა­სა და მო­ნას­ტერს მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ და მო­ი­ლო­ცა­ვენ.

მეს­ხეთს უკავ­შირ­დე­ბა VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დი­დი სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წის, ხან­ძ­თი­სა და შატ­ბერ­დის მო­ნას­ტერ­თა აღ­მ­შე­ნებ­ლის, მა­მა გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბა.

მე-7 სა­უ­კუ­ნე­ში მურ­ვან ყრუს­გან ხუთ­ჯერ იყო აოხ­რე­ბუ­ლი და გა­უ­და­ბუ­რე­ბუ­ლი კლარ­ჯე­თი. იყო სა­შიშ­რო­ე­ბა ქვეყ­ნის ამ ნა­წი­ლის და­კარ­გ­ვის, ამი­ტომ მე­ფე აშოტ კუ­რა­პა­ლა­ტი ქარ­თ­ლი­დან კლარ­ჯეთს ჩა­მო­ვი­და და და­იწყო ზრუნ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თ­ვის. ამ დროს კი­დე­ევ ერ­თი ღვთის სუ­ლი­ე­რი კა­ცი ჩა­მო­ვი­და ტაო-კლარ­ჯეთ­ში, ღირ­სი მა­მა გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი. სუ­ლი­ე­რად თუ ფი­ზი­კუ­რად და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ერის სა­თა­ვე­ში, ღვთი­სა და ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ორი დი­დი მო­საყ­დ­რე აღ­მოჩ­ნ­და.

ამ დროს პირ­ვე­ლად შე­ერ­თ­და მა­მუ­ლი, ენა და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა.

ამ პე­რი­ოდ­ში სა­ე­რო­ნი – ხმლით, ხო­ლო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი – ჯვრით ხელ­ში ერ­თი დი­დი მიზ­ნის აღ­სას­რუ­ლებ­ლად, ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა-აღორ­ძი­ნე­ბი­სათ­ვის მეს­ხე­თი­დან იღ­ვ­წოდ­ნენ.

არე­ვიკ გი­ნო­ი­ა­ნი

3. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი და ქარ­თუ­ლი რე­ნე­სან­სი – ის­ტო­რი­უ­ლი, გრან­დი­ო­ზუ­ლი და მასშ­ტა­ბუ­რი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი

მე­ფე­თა მე­ფე და დე­დო­ფალ­თა დე­დო­ფა­ლი თა­მა­რი. დი­ახ, მე­თერ­თ­მე­ტე-მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, ეპო­ქა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოქ­როს ხა­ნად იწო­დე­ბა; ეპო­ქა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი რე­ნე­სან­სი­თაა ცნო­ბი­ლი. მე­ფე გი­ორ­გი მე­სა­მი­სა და თა­მარ მე­ფის მოღ­ვა­წე­ო­ბა – ამ დროს მეს­ხე­თი იყო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი კუთხე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

თა­მა­რის მე­ფო­ბის ხა­ნა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის, სამ­ხედ­რო გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბის, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი აყ­ვა­ვე­ბის პე­რი­ო­დი, ქარ­თ­ვე­ლი ერის სუ­ლი­ე­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ზე­ო­ბის ხა­ნა. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ფერ­წე­რი­სა და პო­ე­ზი­ის აყ­ვა­ვე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა სა­ეკ­ლე­სიო ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­თა და პირ­ვე­ლი სა­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბის შექ­მ­ნით.

თა­მა­რის პე­რი­ოდ­ში შექ­მ­ნი­ლი სა­ე­რო მწერ­ლო­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“.

ინ­ფორ­მა­ცია დი­დი ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტის, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ თით­ქ­მის არ მო­ი­პო­ვე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ხალ­ხუ­რი თქმუ­ლე­ბა და ლე­გენ­და. ერ­თი რამ ცხა­დია, შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია და შე­სუ­ლია მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გან­ძურ­ში.

ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მით და თვით პო­ე­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ფიქ­რო­ბენ, რომ შო­თა სწო­რედ მეს­ხე­თი­დან, კერ­ძოდ, სო­ფელ რუს­თა­ვი­დან იყო. პო­ე­მა­ში ნათ­ქ­ვა­მია: „ვწერ ვინ­მე მეს­ხი მე­ლექ­სე მე რუს­თ­ვე­ლი­სად ამი­სა“. შე­საძ­ლოა, სა­ხელ­წო­დე­ბა რუს­თა­ვე­ლი სო­ფელ რუს­თავს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

ახ­ლა კი გვინ­და გავ­ყ­ვეთ თა­მა­რის გზას და ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მო­ვი­ა­როთ ის ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც წმინ­და მე­ფე­თა მე­ფის სა­ხელ­სა თუ მოღ­ვა­წე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

და აი ისი­ნიც:

  1. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი: ხერ­თ­ვი­სი, აწყუ­რი, ოქ­როს ცი­ხე, თმოგ­ვი, თა­მა­რის ცი­ხე და სხვ. თა­ვი­სი სი­დი­ა­დით ისი­ნი დღე­საც აოცე­ბენ მნახ­ველს, დღე­საც გან­ვიც­დით იმ სი­ა­მა­ყეს, რა­საც ქარ­თუ­ლი სუ­ლი და ვაჟ­კა­ცო­ბა ჰქვია. დგა­ნან ამა­ყად და გვახ­სე­ნე­ბენ ჩვენს წარ­სულს: ვინ ვართ და სა­ი­დან მოვ­დი­ვართ.
  2. ახალ­ცი­ხის ცი­ხე – ის­ტო­რი­უ­ლი ცი­ხე-ქა­ლა­ქი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ახალ­ცი­ხე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მხა­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ცენ­ტ­რია.

ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ქა­ლა­ქი ახალ­ცი­ხე მე-9 სა­უ­კუ­ნი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. აშე­ნე­ბუ­ლია აშოტ პირ­ვე­ლი კუ­რა­პა­ლა­ტის უმ­ც­რო­სი ვა­ჟის, გუ­ა­რამ მამ­ფა­ლის მი­ერ. მან სამ­ცხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ცი­ხე-სი­მაგ­რე ააგო: ჯვა­რის ცი­ხე, ოძ­რა­ხე და ლომ­სია, ანუ დღე­ვან­დე­ლი ახალ­ცი­ხის ცი­ხე. სა­ხელ­წო­დე­ბაც „სამ­ცხე“ სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს – „სა­მი ცი­ხე“. ამ ცი­ხეს და თა­ვად ქა­ლაქ­საც ლომ­სია ერ­ქ­ვა.

დიდ ბრძო­ლა­თა შუ­ა­გულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცი­ხე შე­მო­სე­ვე­ბი­სას და­ინ­გ­რა და მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში თა­ვი­დან აღ­დ­გა. გა­ნახ­ლე­ბა იმ­დე­ნად მას­შ­ტა­ბუ­რი იყო, რომ მას ახა­ლი ცი­ხე უწო­დეს და ეს სა­ხე­ლი თა­ვად ქა­ლაქ­ზეც გავ­რ­ცელ­და. ახა­ლი ცი­ხის აღ­მ­შე­ნებ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იყ­ვ­ნენ თა­მა­რის თა­ნა­მებ­რ­ძო­ლე­ბი, 1203 წლის ბა­სი­ა­ნის ბრძო­ლის გმი­რე­ბი – შალ­ვა და ივა­ნე ახალ­ცი­ხე­ლე­ბი. ახალ­ცი­ხის ცი­ხე­ში ქარ­თუ­ლი, თურ­ქუ­ლი, რუ­სუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბი გვხვდე­ბა, რაც სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას ასა­ხავს.

დღე­ვან­დე­ლი ახალ­ცი­ხის ცი­ხე, პი­რო­ბი­თად, 2 ნა­წი­ლად შეგ­ვიძ­ლია დავ­ყოთ. ცი­ხის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში შეგ­ხ­ვ­დე­ბათ X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რი, მე­ჩე­თი, მედ­რე­სე, ანუ მუს­ლი­მუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ჯა­ყე­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სახ­ლე, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მი. ფა­შას მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი, თურ­ქუ­ლი აბა­ნო­ე­ბი, ცი­ტა­დე­ლი, დი­ლე­გე­ბი გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს მნახ­ველ­ზე.

ეწ­ვი­ეთ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს და გპირ­დე­ბით და­უ­ვიწყარ მოგ­ზა­უ­რო­ბას ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­ში, თქვენ თვალ­წინ გა­და­იშ­ლე­ბა ის ტკბილ-მწა­რე მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ფილ­მებ­სა და წიგ­ნებ­ში ასე მხატ­ვ­რუ­ლად არის გად­მო­ცე­მუ­ლი.

თა­მა­რი­სე­უ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო კვა­ლი ვარ­ძი­ა­შია. თუმ­ცა, ვიდ­რე ვარ­ძი­ა­ში, თა­მარ მე­ფის კი­დევ ერთ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­ვალთ, გზად „ხი­ზა­ბავ­რის მეს­ხუ­რი ტე­რა­სე­ბი“ უნ­და გა­ვი­ა­როთ, 23 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბულ 17 სა­ხე­ო­ბის ვა­ზის ჯიშს შო­რის, ერთ-ერ­თი „თა­მა­რის ვა­ზია“.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ად­გი­ლი, რო­მელ­საც პირ­და­პირ მე­ფე თა­მარს უკავ­ში­რე­ბენ, ვარ­ძიაა.

მე ჩე­მი პრე­ზენ­ტა­ცია და­ვიწყე ფრა­ზით: ის­ტო­რი­უ­ლი, გრან­დი­ო­ზუ­ლი და მას­შ­ტა­ბუ­რი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი. დი­ახ, ის­ტო­რი­უ­ლი, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ის­ტო­რი­ა­ზე, მის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლო­ბას, ვფიქ­რობ ამის დას­ტუ­რად საკ­მა­რი­სია იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი კლდე­ში ნაკ­ვე­თი ქა­ლა­ქი – ვარ­ძია, რო­მელ­საც ქარ­თულ სა­მო­ნას­ტ­რო ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი ეკის­რე­ბო­და.

ვარ­ძი­ის კომ­პ­ლექ­სი აგე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ძლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბის ეპო­ქა­ში, კერ­ძოდ, XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფე გი­ორ­გი III და შემ­დეგ მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, თა­მარ მე­ფე მარ­თავ­დ­ნენ. სა­ნამ ვარ­ძი­ას და­ათ­ვა­ლი­ე­რებთ, მა­ნამ­დე მი­სი მას­შ­ტა­ბე­ბი ამ ციფ­რე­ბით წარ­მო­იდ­გი­ნეთ: ზღვის დო­ნი­დან 1300-1462 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე, სამ­ფერ კლდე­ში გა­მოკ­ვე­თი­ლია 13 სარ­თუ­ლი, მა­თი სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 40 000 კვ. მეტ­რია.  13 სარ­თულ­ზე გა­მოჭ­რი­ლია სხვა­დას­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის 300-ამ­დე ოთა­ხი და მა­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ათე­უ­ლო­ბით გვი­რა­ბი.

ვარ­ძი­ის კომ­პ­ლექ­ს­შია: 15 ეკ­ლე­სია, სატ­რა­პე­ზო­ე­ბი, სე­ნა­კე­ბი, დამ­ხ­მა­რე სა­თავ­სო­ე­ბი, 25 მა­რა­ნი 200-ამ­დე ქვევ­რით. კომ­პ­ლექ­ს­ში თა­მა­რის სა­ხელს ბევ­რი რამ უკავ­შირ­დე­ბა. ვარ­ძი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩენთ თა­მარ მე­ფის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კლდი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წყალს „თა­მა­რის ცრემ­ლებს“, თა­მა­რის ოთახს… მაგ­რამ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა ვარ­ძი­ის ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძა­რი, სა­დაც გი­ორ­გი III-ისა და თა­მარ მე­ფის ფრეს­კას შეხ­ვ­დე­ბით. ის­ტო­რი­კო­სე­ბის აზ­რით, ვარ­ძი­ის ფრეს­კა ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია იმ ოთხ ფრეს­კა­თა შო­რის, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ამ შე­მოგ­ვი­ნა­ხა.

რო­დე­საც ქარ­თულ სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გრან­დი­ო­ზუ­ლო­ბა­სა და ქარ­თულ რე­ნე­სან­ს­ზე ვსა­უბ­რობთ არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ვიხ­სე­ნოთ ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ის ძეგ­ლე­ბი რომ­ლე­ბიც, მი­უ­ხე­და­ვად ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­ტე­ხი­ლე­ბი­სა, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში  მრავ­ლა­დაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. XII სა­უ­კუ­ნის და­სას­რულ­სა და XIII სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თარ­და ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში აიგო ბევ­რი ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტა­ძა­რი, რომ­ლებ­შიც უკ­ვე მკა­ფი­ოდ ჩან­და ახა­ლი სტი­ლი.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის დიდ ნა­წილს მო­ი­ცავს, მათ შო­რის უამ­რა­ვი ცი­ხე-სი­მაგ­რე, მო­ნას­ტე­რი და კლდე­ში ნაკ­ვე­თი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ კუთხის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე დღე ნამ­დ­ვი­ლად არ გე­ყო­ფათ, თუმ­ცა გირ­ჩევთ მას არა­ერ­თხელ ეწ­ვი­ოთ და ეტა­პობ­რი­ვად მო­ი­ნა­ხუ­ლოთ მი­სი დი­დი ის­ტო­რი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი:

♦ „ვა­ნის ქვა­ბე­ბი“

♦ იოანე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის სა­ხე­ლო­ბის კლდე­ში ნაკ­ვე­თი ბა­ზი­ლი­კა

♦ ტი­მო­თეს უბა­ნი

♦ მწვა­ნე მო­ნას­ტე­რი

♦ ქვა­ბის­ხე­ვის წმ. მა­რი­ა­მის მი­ძი­ნე­ბის ეკ­ლე­სია

♦ სა­ფა­რა ტყე­ში

♦ სა­ფა­რის მო­ნას­ტე­რი

სა­ფა­რას­თან ერ­თად გთა­ვა­ზობთ მი­სი­ვე თა­ნად­რო­უ­ლი, ზარ­ზ­მი­სა და ჭუ­ლე­ვის, მო­ნას­ტ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას.

ყვე­ლა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რის გაც­ნო­ბა ძალ­ზე შორს წაგ­ვიყ­ვანს. მა­თი ერთ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში გან­თავ­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ციფ­რებ­ში კი ასე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა: 200-მდე ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლი, ამ­დე­ნი­ვე ბუ­ნე­ბის ძეგ­ლი, და­ვა­მა­ტოთ ნა­სახ­ლა­რე­ბი, ნა­სოფ­ლა­რე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი და სხვა ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი.

მოკ­ლედ, ის დროა, ჩა­ა­ლა­გოთ ბარ­გი, და­გეგ­მოთ ტუ­რი და გა­მო­ემ­გ­ზავ­როთ ჩვენ­კენ, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში.

ელ­ნა­რა ელიზ­ბა­რი­ა­ნი

 

4. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი – ტო­ლე­რან­ტო­ბის სიმ­ბო­ლო

არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­ო­ცა­რი კუ­ლი­ნა­რია, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­ა­ლექ­ტი, უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რა და ყვე­ლა­ზე მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხი. ყო­ვე­ლი­ვე ეს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს სა­ოც­რად მიმ­ზიდ­ველს ხდის.

ამ რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი სა­გან­ძუ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაა. თბი­ლი, ამა­ყი, სულ­გ­რ­ძე­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი, სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე და მხი­ა­რუ­ლი ხალ­ხი.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნე­ბით, მრა­ვა­ლე­როვ­ნე­ბი­თა და კულ­ტუ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი რე­გი­ო­ნია, სწო­რედ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა რე­გი­ო­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი.

ბევ­რ­მა იცის, რომ თბი­ლის­ში არ­სე­ბობს ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა, სა­დაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, მუს­ლი­მუ­რი და ებ­რა­უ­ლი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დით დგას, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად შეხ­ვ­დე­ბით ადა­მი­ანს, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მსგავს მა­გა­ლი­თად, ახალ­ცი­ხის უძ­ვე­ლეს უბანს, რა­ბათს რომ მო­გიყ­ვანთ. არა­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ალ­ბათ არ­სად იგ­რ­ძ­ნო­ბა ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ისე, რო­გორც ახალ­ცი­ხის ამ ძველ პა­ტა­რა უბან­ში – რა­ბათ­ში.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის  სამ­შობ­ლოდ იქ­ცა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 84% მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნია, თუმ­ცა აქ მშვი­დო­ბი­ა­ნად თა­ნაცხოვ­რო­ბენ, სხვა­დას­ხ­ვა რწმე­ნის, ენის, კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის ხალ­ხე­ბი – ქარ­თ­ვე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, ბერ­ძ­ნე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, დუ­ხო­ბო­რე­ბი… ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შვი­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად ინა­რ­ჩუ­ნე­ბენ სა­კუ­თარ ენას, კულ­ტუ­რას და ტრა­დი­ცი­ებს, სწო­რედ ეს არის ის ღირ­სე­ბა, რაც რე­გი­ონს ტო­ლე­რან­ტო­ბის ეგიდს ანი­ჭებს.

სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თულ კულ­ტუ­რულ ტრა­დი­ცი­ებს უცხო ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი ერ­წყ­მო­და და უფ­რო მე­ტად ამ­დიდ­რებ­და ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რას.

სომ­ხე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ-სომ­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, ეპო­ქე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვარ ხა­სი­ათს ატა­რებ­და. ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გარ­კ­ვე­ულ ეტა­პებ­ზე ხდე­ბო­და სომ­ხუ­რი ეთ­ნო­სის და­სახ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ თვალ­საზ­რი­სით, სო­მეხ­თა და­სახ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად და­ი­ყოს – ან­ტი­კუ­რი ხა­ნა, ად­რე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი,  გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, გვი­ანი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სომ­ხე­ბის მა­სი­უ­რად და­სახ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, კერ­ძოდ, XV-XVI სა­უ­კუ­ნეები­დან იწყე­ბა. ამ პე­რი­ო­დის­თ­ვის სომ­ხებს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა  და­კარ­გუ­ლი ჰქონ­დათ და მრა­ვა­ლი სო­მე­ხი ტო­ვებ­და ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს, ვი­ნა­ი­დან იქ მათ ეროვ­ნულ-პო­ლი­ტი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით ავიწ­რო­ებ­დ­ნენ, ისი­ნიც სხვა ქვეყ­ნებ­ში, უფ­რო ხში­რად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ეძებ­დ­ნენ თავ­შე­სა­ფარს.

ცა­რის­ტულ­მა მმარ­თ­ვე­ლო­ბამ, XIX სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის ბო­ლოს, ირა­ნი­დან და თურ­ქე­თი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი სომ­ხუ­რი მიგ­რა­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში თურ­ქე­თი­დან (ყარ­სის, ერ­ზ­რუ­მის და ბა­ი­ა­ზე­თის ვი­ა­ლი­ე­თე­ბი) შე­მოყ­ვა­ნი­ლი სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ახალ­ქა­ლა­ქის მაზ­რა­ში, და­ა­სახ­ლეს.

1828-29 წლებ­ში, რუ­სეთ-თურ­ქეთს შო­რის და­დე­ბუ­ლი ად­რი­ა­ნო­პო­ლის სა­ზა­ვო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ძა­ლით, რუ­სებ­მა სა­ო­მა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ის დი­დი ნა­წი­ლი და­ტო­ვეს. იქ მცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბი მათ იარა­ღით უჭერ­დ­ნენ მხარს, ახ­ლა კი თურ­ქე­ბის წი­ნა­შე მარ­ტო დარ­ჩე­ნი­სა და ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის საფ­რ­თხე და­ე­მუქ­რათ. ამი­ტომ ისარ­გებ­ლეს ად­რი­ა­ნო­პო­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის იმ მუხ­ლე­ბით, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, მე­ო­მა­რი მხა­რე­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და და­უბ­რ­კო­ლებ­ლად გა­და­სუ­ლი­ყო საცხოვ­რებ­ლად ერ­თი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­სახ­ლ­დ­ნენ. იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მმარ­თ­ვე­ლო­ბა ქმნი­და პი­რო­ბებს ქარ­თ­ვე­ლი და სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნაცხოვ­რე­ბი­სათ­ვის. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი წერ­და: „სა­ქარ­თ­ვე­ლო სომ­ხე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე უფ­რო მახ­ლო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, სა­დაც მათ თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ ცხოვ­რე­ბა, – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არას­დ­როს არც ეროვ­ნუ­ლი, არც სარ­წ­მუ­ნე­ობ­რი­ვი დევ­ნა არ ყო­ფი­ლა“.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კუ­რად  სო­მეხ თემს დი­დი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი ქარ­თულ კულ­ტუ­რულ, რე­ლი­გი­ურ, პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხეა მეთ­ვ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე, ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი პო­ე­ტი და აშუ­ღი, სა­ი­ათ­ნო­ვა. იგი ლექ­სებ­სა და სიმ­ღე­რებს ქარ­თულ, სომ­ხურ და სპარ­სულ ენებ­ზე ქმნი­და.  ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი, მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ას­რუ­ლებ­დ­ნენ:

♦ თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს აშე­ნე­ბა მე­ცე­ნა­ტის, მი­ქა­ელ არა­მი­ან­ცის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. იგი სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით იხ­დი­და პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის სა­ფა­სურს და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის ხელ­ფასს;

♦ თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, დღემ­დე დგას 1912-15 წლებ­ში მე­ცე­ნა­ტის, მე­ლიქ აზა­რი­ან­ცის მი­ერ აშე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სუ­რი მო­დერ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი ძეგ­ლია.  ეს იყო მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი კომ­პ­ლექ­სი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო კი­ნო­თე­ატ­რი, ფო­ტო­სა­ლო­ნი, ბავ­შ­ვ­თა პან­სი­ო­ნი და სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რეა. მე­ლიქ აზა­რი­ან­ცი, 1881 წლი­დან, სო­მეხ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ფონ­დი ეხ­მა­რე­ბო­და ასი სოფ­ლის სკო­ლას, სტი­პენ­დი­ას უნიშ­ნავ­და ევ­რო­პა­ში წა­სულ სტუ­დენ­ტებს;

♦ თბი­ლი­სე­ლი სო­მე­ხი ალექ­სან­დ­რე მან­თა­შე­ვი ქველ­მოქ­მე­დი იყო. იგი ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და უსი­ნათ­ლო­თა სკო­ლას, ხან­ში­შე­სულ­თა და ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­სა­ფარს. მან და­ა­ფუძ­ნა სა­ვაჭ­რო სახ­ლი, ბა­თუმ­ში, ბა­ქო­ში ააშე­ნა ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა;

♦ მე­ცე­ნა­ტის, გავ­რილ თა­მა­მშე­ვის სახ­ს­რე­ბით, 1851 წელს, აშენ­და თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც 23 წე­ლი არ­სე­ბობ­და. თა­მამ­შე­ვი ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ხე­ლო­ვა­ნებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს.  მან 41 ათა­სი წიგ­ნი სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას;

♦ მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სი სო­მე­ხი ხე­ლო­ვა­ნე­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის  ცენ­ტ­რი იყო. აქ ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და მწე­რა­ლი და  სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ჰო­ვა­ნეს თუ­მა­ნი­ა­ნი.

მეცხ­რა­მე­ტე-მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე მხატ­ვ­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ლი­გი­ურ-ეთ­ნი­კურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ასა­ხავს. გა­მორ­ჩე­უ­ლი ფერ­მ­წე­რე­ბი, გრა­ფი­კო­სე­ბი და ილუს­ტ­რა­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ: ჰა­კოფ ჰოვ­ნა­თა­ნი­ა­ნი, კა­რა­პეტ გრი­გო­რი­ან­ცი, ვა­ნო ხა­ო­ჯა­ბე­გო­ვი, ჰა­რუ­თინ შამ­ში­ა­ნი, სარ­გის ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი, ალექ­სან­დ­რე მე­ლი­ქო­ვი, ბარ­ბა­რე ბე­ბუ­თო­ვა-გა­ბუ­ნია, ვა­ღარ­საკ ელ­ბე­კი­ა­ნი და სხვე­ბი.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სო­მეხ­თა კულ­ტუ­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რე­ჟი­სო­რი­სა და მხატ­ვ­რის, სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე. მი­სი ფილ­მე­ბი თბი­ლი­სის ჭრელ, მულ­ტი­კულ­ტუ­რულ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­ხეს ქმნის.

წარ­მო­შო­ბით  თბი­ლი­სე­ლი იყო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში ტიგ­რან პეტ­რო­სი­ა­ნი; მეს­ხე­თი­დან საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი შარლ აზ­ნა­ვუ­რი (აზ­ნა­უ­რი­ა­ნი); პო­ე­ტი გი­ვი შაჰ­ნა­ზა­რი, ვა­ჰან ტე­რი­ა­ნი, ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი იური მე­ჩი­თო­ვი და აზატ მა­ნუ­კი­ა­ნი, რე­ჟი­სო­რი და დრა­მა­ტურ­გი გაბ­რი­ელ სუნ­დუ­კი­ა­ნი და სხვ.

ეს კი ჩვე­ნი ხალ­ხის, ქარ­თ­ვე­ლი ერის, დიდი  დამ­სა­ხუ­რე­ბაა, არ­სად ისე არ არის და­ცუ­ლი და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სო­მე­ხი ერის ღირ­სე­ბა და პა­ტი­ვი, ენა და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა, კულ­ტუ­რა და ადათ-წე­სე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. თუ გსურთ გა­ეც­ნოთ ამ ხალხს, მის კულ­ტუ­რას, წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, გვეწ­ვი­ეთ და მას­პინ­ძ­ლო­ბას ად­გილ­ზე ჩვენ გა­გი­წევთ.

კი­დევ ერ­თი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გვხვდე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, არის რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა, მე­ფის რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­­სახ­ლე­ბუ­ლი – დუ­ხო­ბორე­ბი.

ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­რე­ლოვ­კა­ში ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო სა­ნა­ხა­ო­ბაა – ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი,  თეთ­რ­კედ­ლე­ბი­ა­ნი სახ­ლე­ბი, ლურ­ჯი და ზო­გან მწვა­ნე ფე­რის ფან­ჯ­რე­ბით, ეს დუ­ხო­ბო­რე­ბის სახ­ლე­ბია.

ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ზღვის დო­ნი­დან 2065 მეტ­რ­ზე, იქ, სა­დაც ზაფხუ­ლი ხან­მოკ­ლეა, ზამ­თა­რი კი – ცი­ვი და გრძე­ლი, მდე­ბა­რე­ობს ალ­პუ­რი სო­ფე­ლი გო­რე­ლოვ­კა. აქ ცხოვ­რო­ბენ დუ­ხო­ბო­რე­ბი, რო­მელ­თა წი­ნაპ­რე­ბი, მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ორ­მო­ცი­ან წლებ­ში, რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გა­მო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გად­მო­ა­სახ­ლა.

1895 წელს 2000-მდე დუ­ხო­ბორ­მა, ძა­ლა­დო­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, იარა­ღი დაწ­ვა. მე­ფის­ნაც­ვალ­მა დუ­ხო­ბო­რე­ბი ამ ფაქ­ტის გა­მო და­სა­ჯა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა­ზე ცივ მხა­რე­ში – ჯა­ვა­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ნი­ნოწ­მინ­და­ში ჩა­მო­ა­სახ­ლა. აქ რამ­დე­ნი­მე ასე­თი სო­ფე­ლი იყო: გო­რე­ლოვ­კა, სპა­სოვ­კა, ორ­ლოვ­კა, ტამ­ბოვ­კა. სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლა მხო­ლოდ 200-მდე დუ­ხო­ბო­რი ცხოვ­რობს.

დუ­ხო­ბო­რე­ბი თა­ვი­ანთ გუ­ლის­ტ­კი­ვილ­ზე მხო­ლოდ პი­რად სა­უ­ბარ­ში გვიყ­ვე­ბი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო მა­თი სამ­შობ­ლოა და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მა­თი წი­ნაპ­რე­ბი  ამ ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბით გა­დარ­ჩ­ნენ. ახ­ლა კი, სწყდე­ბათ გუ­ლი, რომ მათი სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ლა­მა­ზი სახ­ლე­ბით, სუფ­თა ქუ­ჩე­ბით და სი­კოხ­ტა­ვით აოცებ­და ყვე­ლას, დღეს ნა­სახ­ლა­რად იქ­ცა.

დუ­ხო­ბო­რებს სა­კუ­თა­რი მრწამ­სი და ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვთ, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მათ ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში. სახ­ლე­ბი ისეა მოწყო­ბი­ლი რო­გორც ზღაპ­რულ, თო­ჯი­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში. დუ­ხო­ბო­რე­ბის სახ­ლე­ბი ფე­რა­დია, კარ­სა და ფან­ჯ­რებ­ზე ყვა­ვი­ლე­ბია და­ხა­ტუ­ლი. სახ­ლე­ბის გარ­შე­მო არ­ყის ხე­ე­ბი ხა­რობს, შიგ­ნით კი მო­ქარ­გუ­ლი ტი­ლო­ე­ბი და ბა­ლი­შე­ბია.

დუ­ხო­ბო­რე­ბის სახ­ლე­ბი მა­თი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი­თაა მორ­თუ­ლი. ამო­ქარ­გუ­ლი ტი­ლო­ე­ბი, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­კე­რე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი  აქ ყვე­ლა დუ­ხო­ბორს აქვს. ასეთ სა­მოსს მხო­ლოდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და საკ­ვი­რაო ლოც­ვის დროს იც­ვა­მენ.

დუ­ხო­ბო­რე­ბი დღემ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ სა­კუ­თარ კულ­ტუ­რა­სა და რე­ლი­გი­ას, რო­მე­ლიც, მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გაქ­რო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას.

რუ­ზა­ნა ერა­ნო­სი­ა­ნი

 

5. ად­გი­ლი, სა­დაც წყა­ლიც და ჰა­ე­რიც კურ­ნავს

ის­ტო­რი­ულ ექ­ს­კურსს აქ და­ვას­რუ­ლებთ და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს სხვა რა­კურ­სით წარ­მო­გიდ­გენთ: ად­გი­ლი, სა­დაც წყა­ლიც და ჰა­ე­რიც კურ­ნავს.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი უნი­კა­ლუ­რია არა მხო­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბით, არა­მედ გა­მორ­ჩე­უ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბით, სუფ­თა ჰა­ე­რი­თა და სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბით. აქ შეხ­ვ­დე­ბით გა­უ­ვა­ლი წიწ­ვო­ვა­ნი ტყით და­ფა­რულ ტე­რი­ტო­რი­ებს და ულა­მა­ზეს კა­ნი­ო­ნებს, ბუ­ნებ­რივ ტბებს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ფლო­რი­თა  და ფა­უ­ნით.

ეკო­ტურს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნი­დან და­ვიწყებთ. სა­დაც ზამ­თ­რის ტუ­რიზ­მის მთა­ვა­რი მარ­გა­ლი­ტი – ბა­კუ­რი­ა­ნი მდე­ბა­რე­ობს. ბა­კუ­რი­ა­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სამ­თო-სათხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტია, რო­მელ­საც ორ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს და დღეს მსოფ­ლი­ო­ში იც­ნო­ბენ, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სამ­თო-სათხი­ლა­მუ­რო ცენტრს. ეს პა­ტა­რა და­ბა დას­ვე­ნე­ბის­თ­ვის, გარ­თო­ბი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია. აქ ზაფხულ­ში სიცხეს და­ე­მა­ლე­ბი, ზამ­თარ­ში კი თხი­ლა­მუ­რე­ბით ის­რი­ა­ლებ. კუ­რორ­ტ­ზე მის­ვ­ლა ბა­კუ­რი­ა­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად ქცე­უ­ლი პა­ტა­რა მა­ტა­რებ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა „კუ­კუშ­კას“ უწო­დებს.

ბორ­ჯომ-ბა­კუ­რი­ა­ნის რკი­ნიგ­ზა კომ­პ­ლექ­სუ­რი ძეგ­ლია. ის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამ რკი­ნიგ­ზის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია წაღ­ვერ-ცე­მის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დი, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ რო­მა­ნოვ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად და­უკ­ვე­თა ცნო­ბილ ფრანგ კონ­ს­ტ­რუქ­ტორს, ალექ­სანდრ-გუს­ტავ ეიფელს, დი­ახ, ეს ზუს­ტად ის გა­მო­ჩე­ნი­ლი ფრან­გი ინ­ჟინე­რია, რო­მელ­მაც პა­რი­ზის ეიფე­ლის კოშ­კი ააგო. ხი­დი მთლი­ა­ნად რკი­ნის კონ­ს­ტ­რუქ­ციაა, რო­მელ­ზეც ერ­თი ლი­ან­და­გის ხა­ზი გა­დის. ლი­ან­და­გის სი­გა­ნე 90 სან­ტი­მეტ­რია და ის ყვე­ლა­ზე ვიწ­რო რკი­ნიგ­ზის ხა­ზია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ბორ­ჯომ-ბა­კუ­რი­ა­ნის რკი­ნიგ­ზა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლის სტა­ტუსს ატა­რებს. ბა­კუ­რი­ა­ნი­დან ბორ­ჯომ­ში კუ­კუშ­კით ორ სა­ათ­ში შე­იძ­ლე­ბა ჩას­ვ­ლა. მგზავ­რო­ბი­სას წინ მშვე­ნი­ე­რი სა­ნა­ხა­ო­ბა გე­ლით. ულა­მა­ზე­სი ხე­ო­ბი­სა და წიწ­ვო­ვა­ნი ტყის გავ­ლით, მძი­ვი­ვით აკინ­ძულ კუ­რორ­ტებს ჩა­უვ­ლით. ამ ხე­ო­ბა­ში მრავ­ლა­დაა კლი­მა­ტურ-ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტე­ბი: წაღ­ვე­რი, ცე­მი, ტბა და ცი­ხის­ჯ­ვა­რი.

და აი, მა­ტა­რებ­ლის ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა – რე­გი­ო­ნის ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქი ბორ­ჯო­მი. ბორ­ჯო­მი ის ად­გი­ლია, სა­დაც ჰა­ე­რიც კურ­ნავს და წყა­ლიც.

შე­საძ­ლოა, ერ­თხელ მა­ინც მდგა­რა თქვენს სა­სა­დი­ლო მა­გი­და­ზე უნი­კა­ლუ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის „ბორ­ჯო­მის“ ბოთ­ლი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბუ­ნე­ბის ამ სა­ოც­რე­ბას ხომ მსოფ­ლი­ოს ორ­მოც ქვე­ყა­ნა­ში იც­ნო­ბენ და ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

კი­დევ ერ­თი არ­ტე­ფაქ­ტი, თუ რა­ტო­მაც უნ­და იმოგ­ზა­უ­როთ ბორ­ჯომ­ში, ესაა ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სიმ­დიდ­რე და ერთ-ერ­თი უდი­დე­სი ეროვ­ნუ­ლი პარ­კი ევ­რო­პა­ში. მი­სი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა, ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ტყე­ე­ბი, ცხო­ველ­თა და მცე­ნა­რე­თა იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბე­ბი ულა­მა­ზეს და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სე სამ­ყა­რო­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ. პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­გიძ­ლი­ათ, რამ­დე­ნი­მედღი­ა­ნი ტუ­რი და­გეგ­მოთ, მათ შო­რის – ცხე­ნე­ბით ლაშ­ქ­რო­ბა ღა­მის თე­ვით, პარ­კ­ში მოწყო­ბილ თავ­შე­საფ­რებ­ში დარ­ჩეთ და აქე­დან და­უ­ვიწყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­ი­ყო­ლოთ.

ეს არაა ერ­თა­დერ­თი ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, ასე­თი პარ­კე­ბი და ნაკ­რ­ძა­ლე­ბი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში კი­დევ ბევ­რია: ჯა­ვა­ხე­თის, ბუღ­და­შე­ნის, ხან­ჩა­ლის, მა­და­თა­ფის, თეთ­რო­ბის, ნეძ­ვის, სულ­დას და კარ­წა­ხის ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი, სა­დაც შეხ­ვ­დე­ბით უნი­კა­ლურ ალ­პურ ფლო­რას და ფა­უ­ნას, მათ შო­რის, წი­თელ წიგ­ნ­ში შე­სულ ჯი­შებს.

ეს მხა­რე ნამ­დ­ვი­ლი ოქ­როს სა­ბა­დოა ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის. აქ შეხ­ვ­დე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდ­სა და ყვე­ლა­ზე ღრმა ტბებს, ფა­რა­ვან­სა და ტა­ბაწყურს, მა­და­ტა­ფას და ხან­ჩალს,  კარ­წა­ხი­სა  და სა­ღა­მოს ტბას, კა­ხი­სა და წე­როს ტბას, თრი­ა­ლეთ­სა და ჯა­ჯის ტბას.

სა­ქარ­თ­ვე­ლო ხომ აღ­მო­ჩე­ნე­ბის ქვე­ყა­ნაა. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით: ბორ­ჯო­მი, ბა­კუ­რი­ა­ნი, ახალ­ცი­ხე, ვარ­ძია და აბას­თუ­მა­ნი, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლი სა­ოც­რე­ბა მა­შინ იწყე­ბა, რო­დე­საც ამ სივ­რ­ცეს გას­ც­დე­ბი, მი­დი­ხარ მთებ­ში, ზღვის დო­ნი­დან უფ­რო მაღ­ლა და მაღ­ლა და შე­დი­ხარ  ალ­პურ ზო­ნა­ში. აი, აქ არის ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბუ­ნე­ბა და გა­რე­მო, მი­დი­ხარ ვე­ლურ, უკაც­რი­ელ ად­გი­ლებ­ში, გგო­ნია, რომ იმის იქით აღა­რა­ფე­რია, მა­შინ შე­დი­ხართ ტა­ბაწყუ­რის ტბას­თან, სო­ფელ ტა­ბაწყურ­ში, სრუ­ლი­ად უნი­კა­ლურ ად­გი­ლას. ეს სო­ფე­ლი ტბის პი­რას ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. გზად ზღაპ­რუ­ლი ხე­დე­ბია, ადი­ხარ ლა­მის ღრუბ­ლე­ბამ­დე, წარ­მო­იდ­გი­ნეთ: მთებ­ში ჩა­კარ­გუ­ლი ალ­პუ­რი ტბა ალაგ-ალაგ ქვი­ა­ნი, ქვი­ში­ა­ნი და კლდი­ა­ნი ნა­პი­რე­ბით, ტბა­ში შეჭ­რილ კუნ­ძულ­ზე პა­ტარ-პა­ტა­რა სახ­ლე­ბი და ეკ­ლე­სი­აც კი, ტბა­ზე მშვი­დად მო­ცუ­რა­ვე თვალ­ხა­ტუ­ლა იხ­ვე­ბი – თეთ­რ­ფ­რ­თი­ა­ნი გა­რი­ე­ლე­ბი.

ტბის ნა­პირ­ზე სო­ფე­ლია გა­შე­ნე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ სოფ­ლის ნა­წი­ლია ტბა­ში შეჭ­რი­ლი კუნ­ძუ­ლიც. სო­ფელ­საც ტა­ბაწყუ­რი ეწო­დე­ბა. იქა­უ­რო­ბა ზღა­პარს მო­გა­გო­ნებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა სო­ფე­ლი თოვ­ლით იფა­რე­ბა და ტბის ზე­და­პი­რი იყი­ნე­ბა.

ჯა­ვა­ხე­თის მის­ტი­კუ­რი სი­ლა­მა­ზის შე­სა­ხებ ჯერ თუ არ გსმე­ნი­ათ, წინ დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი გე­ლით. ამ მხა­რის მთა­ვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი კი ტბე­ბია, რომ­ლე­ბიც ზამ­თარ­ში გა­ყი­ნუ­ლია, ზაფხულ­ში – აფე­რა­დე­ბუ­ლი, სე­ზო­ნუ­რად კი – იშ­ვი­ა­თი გა­დამ­ფ­რე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბით სავ­სე.

ჯა­ვა­ხე­თის გაშ­ლი­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი, ალ­პუ­რი მდე­ლო­ე­ბი და ლურ­ჯი ტბა უამ­რავ ტუ­რისტს იზი­დავს. ეს ერთ-ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლია ბუ­ნე­ბა­ში გან­ტ­ვირ­თ­ვი­სათ­ვის. ამ ტბებს კი­დევ უფ­რო ალა­მა­ზებს ფრინ­ველ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. აქ ზაფხულ­ში უამ­რა­ვი მო­ბუ­და­რი თუ გა­დამ­ფ­რე­ნი ფრინ­ვე­ლის ნახ­ვას შეძ­ლებთ. ტბა­ზე 59 სა­ხე­ო­ბის ფრინ­ვე­ლის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის, თეთ­რი ყარ­ყა­ტე­ბის, რომ­ლებ­საც ბუ­დე­ე­ბი სოფ­ლებ­ში დე­ნის ბო­ძებ­სა და სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი. ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი ფრინ­ველ­თა მიგ­რა­ცი­ის ერთ-ერთ მთა­ვა­რი ტრა­საა.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კუ­რორ­ტია აბას­თუ­მა­ნი. ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ზღაპ­რულ სამ­ყა­როს მო­გა­გო­ნებს. აქ თით­ქოს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­თან უფ­რო ახ­ლოს ხარ, ზღაპ­რულ ამ­ბებს კი მშვე­ნი­ე­რი ბუ­ნე­ბა ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე გიყ­ვე­ბა. ეს და­ბა აბას­თუ­მა­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სამ­თო-ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი, მი­სი ბუ­ნე­ბა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლია, ისე­ვე რო­გორც ჰა­ე­რი, რო­მელ­საც მე­დი­კო­სე­ბი სას­წა­ულ­მოქ­მედ სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბებ­საც კი მი­ა­წე­რენ. გა­ზაფხულ­ზე, ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, აბას­თუმ­ნის ტყე­ებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს, რად­გან წლის ამ დროს ჰა­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით უება­რია ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის, ბრონ­ქი­ტის,  ას­თ­მი­სა და სხვა მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. აბას­თუმ­ნის სა­სარ­გებ­ლო თერ­მუ­ლი წყლე­ბი ჯერ კი­დევ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნათ იყო ცნო­ბი­ლი.

აბას­თუმ­ნის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რიაა, ფან­ჯა­რა, რომ­ლის მიღ­მაც მთე­ლი სამ­ყა­როა, რო­მე­ლიც 1932 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პირ­ვე­ლი სამ­თო-ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რია იყო. ობ­სერ­ვა­ტო­რი­ებს ხომ ისეთ ად­გი­ლას აშე­ნე­ბენ, სა­დაც არ არის მტვე­რი, სამ­რეწ­ვე­ლო გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი და წლის დი­დი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ცა კრი­ა­ლაა. ამ ად­გი­ლი­დან, 80 წელ­ზე მე­ტია, ცი­ურ სხე­უ­ლებს აკ­ვირ­დე­ბი­ან და თუ თქვენც გინ­დათ, ცას თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დოთ, ეწ­ვი­ეთ აბას­თუ­მანს.

სუ­სა­ნა ოქ­რო­ი­ა­ნი

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები