21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

პროფესიულ განათლებაშიც შესაძლებელი გახდა დის­ტან­ცი­უ­რ რეჟიმში სწავლის გაგრძელება

spot_img
ვაგრძელებთ კოლეჯების დირექტორებთან საუბარს, რო­გორ შეძ­ლეს, გა­სულ სას­წავ­ლო წელს, სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა და ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის იმ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, რაც შარ­შან ხე­ლის­ შემ­შ­ლე­ლი აღ­მოჩ­ნ­და სრულ­ფა­სო­ვა­ნი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვის­თ­ვის.

 

ირაკლი ავალიანი

კოლეჯ „იბერიას“ დირექტორი

 

 

 

მო­დუ­ლურ პროგ­რა­მებს ოთხი ძი­რი­თა­დი მიმარ­თუ­ლე­ბით ვახორ­ცი­ე­ლებთ: აგ­რა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა­ნი, კუ­ლი­ნა­რი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა (სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიცხ­ვა, სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ინ­ჟი­ნე­რია (ინ­ფორ­მა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გია, ელექ­ტ­რო­ო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლი და სის­ტე­მე­ბი), ხე­ლოვ­ნე­ბა (სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა, თმის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ხის მხატ­ვ­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა); ასე­ვე, აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის დუ­ა­ლურ პროგ­რა­მას „მე­ხი­ლე­ო­ბა-მე­ჩა­ი­ე­ო­ბა“, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბას; კო­ლეჯ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი.

პან­დე­მი­ის და­საწყის­ში, რო­დე­საც პირ­ბა­დე­ე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო ქვე­ყა­ნა­ში, კო­ლე­ჯის სამ­კერ­ვა­ლო ნა­წარ­მის სპე­ცი­ა­ლო­ბის სტუ­დენ­ტებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა პირ­ბა­დე­ე­ბის კერ­ვა და­იწყეს.

კო­ლე­ჯებს გვქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, გარ­კ­ვე­ულ პრო­ფე­სი­ებ­ზე, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. რა თქმა უნ­და, ეს სი­ახ­ლე იყო ჩვე­ნი სის­ტე­მი­სათ­ვის, თუმ­ცა, კო­ლე­ჯის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ  მოახერხა სტუ­დენ­ტე­ბის  მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის უზრუნველყოფა. ისე, რო­გორც სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ხა­რიხ­სი­ა­ნად  გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ინ­ფორ­მა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლე­ბი და სის­ტე­მე­ბი, ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიცხ­ვა, სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას პროგ­რა­მებ­ზე: სამ­კერ­ვა­ლო ნა­წარ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტი, თმის სტი­ლის­ტი, ელექ­ტ­რო­ო­ბა, კუ­ლი­ნა­რი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, რად­გან დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და სტუ­დენ­ტე­ბის ხა­რის­ხი­ან სწავ­ლე­ბას, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ მათ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ სას­წავ­ლო კურ­სი.

ამ­ჟა­მად კო­ლე­ჯი ემ­ზა­დე­ბა ახა­ლი, 2021 წლის მი­ღე­ბის შე­დე­გად ჩა­რიცხუ­ლი, სა­მა­სამ­დე სტუ­დენ­ტის შე­სახ­ვედ­რად.

სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბა და­გეგ­მი­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ნო­ემ­ბერს. ვუ­სურ­ვებ მათ  სრულ­ფა­სო­ვან სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას, პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბებს და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას.

                                    ლაშა ხახუტაიშვილი

       კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორი

 

 

 

ჩვენი კო­ლე­ჯი მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლუ­რია, სწავ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტუ­რიზ­მის, სამ­შე­ნებ­ლო, აგ­რა­რუ­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო და ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ­ჟა­მად  40-მდე მო­დუ­ლურ, 5 დუ­ა­ლურ, 3 ინ­ტეგ­რი­რე­ბულ და 20 პრო­ფე­სი­ული მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. კოლეჯი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია 1200-მდე პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­ზე. გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო შშმ პი­რე­ბი­სათ­ვის, სტან­დარ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე კლას-ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი.

პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში პან­დე­მი­ამ გა­ცი­ლე­ბით მე­ტი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მ­ნა, ვიდ­რე გა­ნათ­ლე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ზე, ამი­ტომ, თე­ო­რიუ­ლი ნა­წი­ლი  გა­და­ვი­და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე, ხო­ლო პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი დავ­ტო­ვეთ რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში, სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ნა­წი­ლი პარ­ტ­ნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­ში გა­ვი­ტა­ნეთ და პან­დე­მი­ის ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სწავ­ლე­ბას, ამი­ტომ ზო­გი­ერთ პროგ­რა­მა­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და, მაგ­რამ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ სას­წავ­ლო წელს, რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნ­და იყოს (პან­დე­მი­ის გა­მო) კო­ლე­ჯი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­ორ­მაგ­და, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა­სა და პროგ­რა­მა­ში დი­დი კონ­კურ­სია — რე­გის­ტ­რა­ცია გა­მოცხად­და  616 პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­ზე და და­რე­გის­ტ­რირ­და 1296 აპ­ლი­კან­ტი. წელს პირ­ვე­ლად, აპ­ლი­კან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა ზე­პი­რი  გა­სა­უბ­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კო­ლეჯ­ში, პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

ვფიქ­რობ, ეს არის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც, თით­ქ­მის, გა­მო­რიცხავს კო­ლეჯ­ში სას­წავ­ლებ­ლად „შემ­თხ­ვე­ვით“ მოხ­ვედ­რას, რაც არც თუ იშ­ვი­ა­თად მთავ­რ­დე­ბო­და ხოლ­მე სას­წავ­ლებ­ლის მი­ტო­ვე­ბით. გა­სა­უბ­რე­ბის მი­ზა­ნია, გა­ვარ­კ­ვი­ოთ აპ­ლი­კან­ტის მო­ტი­ვა­ცია, მი­სი წარ­მოდ­გე­ნე­ბი არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ებ­ზე, კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი. რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აპ­ლი­კან­ტე­ბი რჩე­ვებ­საც ის­მენ­დ­ნენ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან. რო­გორც გითხა­რით, კონ­კურ­სი დი­დი იყო და ახ­ლა შე­დე­გებს გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან ვე­ლო­დე­ბით.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები