26 აპრილი, პარასკევი, 2024

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის EQAVET-ის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

spot_img

2022 წე­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პე­რი­ო­დი იყო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სის­ტე­მა­ში, და­ნერ­გ­ვი­დან ორი წლის თავ­ზე, პირ­ვე­ლად, გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­ფა­სე­ბა ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის (EQAVET) გა­მო­ყე­ნე­ბით. ეს გარ­დამ­ტე­ხი ნა­ბი­ჯია, ვი­ნა­ი­დან გა­ნათ­ლე­ბის ამ სა­ფე­ხურ­ზე, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა ევ­რო­პულ მოთხოვ­ნებ­თან დეკ­ლა­რი­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბით.

ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლი გან­საზღ­ვ­რავს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ათ ინ­დი­კა­ტორს:

  1. პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა;
  2. მას­წავ­ლებ­ლე­ბის და ტრე­ნე­რე­ბის ტრე­ნინ­გებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა;
  3. პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი;
  4. პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი;
  5. პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი;
  6. შე­ძე­ნი­ლი უნა­რე­ბის სა­მუ­შაო ად­გილ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა;
  7. უმუ­შევ­რო­ბის დო­ნე;
  8. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის, მათ შო­რის სსსმ/შშმ პი­რე­ბის, ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში;
  9. შრო­მის ბა­ზარ­ზე ტრე­ნინ­გის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რის მე­ქა­ნიზ­მე­ბი;
  10. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სქე­მე­ბი.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლი ქმნის ევ­რო­პუ­ლი ჩარ­ჩოს სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა წევრ ქვეყ­ნებ­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შექ­მ­ნან, გა­ნა­ვი­თა­რონ, მო­ნი­ტო­რინ­გი გა­უ­წი­ონ, შე­ა­ფა­სონ და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრაქ­ტი­კა.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩარ­ჩო ფო­კუ­სირ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­ერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბა­ზე, რა­თა ხე­ლი შე­უწყოს ევ­რო­საბ­ჭოს შემ­დე­გი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კითხე­ბის გა­დაჭ­რას: და­საქ­მე­ბის გაზ­რ­და, სწავ­ლე­ბა­ზე მოთხოვ­ნა­სა და მი­წო­დე­ბას შო­რის უკე­თე­სი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა და მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის ხელ­შე­საწყო­ბად უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა (გან­სა­კუთ­რე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის). ასე­ვე, ჩარ­ჩო:

♦ ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას უწევს სტუ­დენ­ტ­თა მო­ბი­ლო­ბის პრო­ცესს გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე;

♦ მხარს უჭერს სწავ­ლის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბას და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის კურ­სის გავ­ლის გა­რე­შე;

♦ ცდი­ლობს შე­ამ­ცი­როს უმუ­შევ­რო­ბა, ახ­დენს რა შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­სა და შრო­მი­თი ძა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას შო­რის შე­სა­ბა­მი­სო­ბის დამ­ყა­რე­ბას;

♦ გვთა­ვა­ზობს უფ­რო მოქ­ნილ გზას მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის ძი­რი­თა­დი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად;

♦ მხარს უჭერს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას.

სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის 2021-2025 წლე­ბის სტრა­ტე­გი­ის და­ნერ­გ­ვის 2022 წლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის (EQAVET) ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის­თ­ვის, შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, EQAVET-ის ათი ინ­დი­კა­ტო­რი­დან, შერ­ჩე­ულ იქ­ნა ხუ­თი ინ­დი­კა­ტო­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ფას­და სის­ტე­მა:

⇒ ინ­დი­კა­ტო­რი 3. პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი;

⇒ ინ­დი­კა­ტო­რი 4. პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი;

⇒ ინ­დი­კა­ტო­რი 7. უმუ­შევ­რო­ბის დო­ნე;

⇒ ინ­დი­კა­ტო­რი 8. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის, მათ შო­რის სსსმ/შშმ პი­რე­ბის, ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში;

⇒ ინ­დი­კა­ტო­რი 10. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­დის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სქე­მე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, შე­ირ­ჩა ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბის წყა­რო­ე­ბი. მე­სა­მე, მე­ოთხე და მერ­ვე ინ­დი­კა­ტო­რე­ბის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბის წყა­როდ გა­ნი­საზღ­ვ­რა სსიპ გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა. მეშ­ვი­დე ინ­დი­კა­ტო­რის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბის წყა­როდ გა­ნი­საზღ­ვ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი, ხო­ლო მე­ა­თე ინ­დი­კა­ტო­რის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბის წყა­რო­ე­ბად გა­ნი­საზღ­ვ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ა(ა)იპ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. შე­ფა­სე­ბის პე­რი­ო­დად გა­ნი­საზღ­ვ­რა 2021-2022 წლე­ბი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ერ­თი­ა­ნი ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც, სხვა რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან ერ­თად, ისეთ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც მო­ი­ცავს, რო­გო­რი­ცაა: მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რ­და დამ­საქ­მებ­ლე­ბი­სათ­ვის და კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, ზო­გა­დად, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, ასე­ვე, კონ­კ­რე­ტუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი ზუს­ტად პა­სუ­ხობ­დეს შრო­მის ბაზ­რი­სა და დამ­საქ­მებ­ლე­ბის მოთხოვ­ნებს.

2023 წელს და­გეგ­მი­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­ფა­სე­ბა EQAVET-ის და­მა­ტე­ბით ორი ახა­ლი ინ­დი­კა­ტო­რის მი­ხედ­ვით. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე წელს და­გეგ­მი­ლია არა­ერ­თი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა EQAVET-ის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს მე­თო­დო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას უწევს ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დი (European Training Foundation – ETF).

ქე­თე­ვან ცი­ხი­სე­ლი
სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები