19 მაისი, ორშაბათი, 2025

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული

spot_imgspot_img

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელიც უკვე მეორედ იმართება და მასში, საქართველოსთან ერთად, 17 ქვეყნის 80-მდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კვირეული გახსნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა. მან აღნიშნა, რომ კვირეული ხელს უწყობს როგორც პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას, ასევე წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ხედვებს და თანამედროვე ტენდენციებს.

კვირეულის ფარგლებში, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და პროფესიული განათლების სექტორის დაინტერესებული მხარეების ჩართულობით იმართება, დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობების ჩატარება: საერთაშორისო კონფერენცია – „Connected for Impact: Global Perspectives on VET‘‘, თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება, თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, თემატური გამოფენები და კონკურსი მოდის ინდუსტრიაში.

საერთაშორისო კვირეულის ძირითადი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა არა მხოლოდ ადგილობრივი საჭიროებების, არამედ გლობალური სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. შესაბამისად, ღონისძიებები ფოკუსირებულია იმ დარგებზე, რომლებიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს შრომის ბაზრისთვის: მშენებლობა, სამკერვალო დიზაინი და მექანიკა.

კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, საქართველოს სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილმა, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირინა მარგიშვილმა, საჯარო, კერძო სექტორისა და ევროპისა და აზიის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება