2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების წარდგენის ვადა 2024 წლის 20 სექტემბრამდე გრძელდება.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოში ისრაელის საელჩოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:
- წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
- წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
- წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
- წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
სპეციალური პრიზებია:
- საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
- პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო – დამსაქმებელთან/ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა
- საქართველოში ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზი
- საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური პრიზი პროფესიული განათლების სტუდენტს
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 სექტემბერი.
განაცხადების წარდგენა ხორციელდება შემდეგ ბმულზე შესაბამისი ფორმების შევსებით: https://millennium.org.ge/geo/aplication_122
დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ქალბატონ ნინო ჯაფარიძეს, ტელ.: +995 591 21 82 82, ელფოსტა: tvet@millennium.org.ge