13 ივნისი, პარასკევი, 2025

პრო­ფე­სია, სა­დაც თი­თო­ე­ულ წარ­მა­ტე­ბას უდი­დე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ქვს

spot_imgspot_img

მა­რი­ამ მა­ი­სუ­რა­ძე

თბი­ლი­სის №83 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რ გა­ნათ­ლე­ბაში

ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბამ, მას აქვს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვფიქ­რობ­დი, ჩემს ცოდ­ნას მხო­ლოდ ჩემს შვილ­თან გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც მა­გის­ტ­რა­ტუ­რა და­ვას­რუ­ლე სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მივ­ხ­ვ­დი, რომ შე­მეძ­ლო ჩე­მი ცოდ­ნა სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თა­ნაც გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, რა­თა დავ­ხ­მა­რე­ბო­დი მათ სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი დღე – ძი­რი­თა­დი სირ­თუ­ლე­ე­ბი და გამოწვევები

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ყო­ვე­ლი დღე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. იმის გა­მო, რომ მუ­შა­ო­ბა გვი­წევს სხვა­დას­ხ­ვა მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან, თი­თო­ე­უ­ლი დღეც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა არ­სე­ბობს ას­პექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს ასა­ხავს: თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რა­თა მოხ­დეს მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, დამ­ხ­მა­რე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მოს­წავ­ლი­სათ­ვის ხე­ლის შეწყო­ბა, თა­ვი კლა­სის ნა­წი­ლად რომ იგ­რ­ძ­ნოს, კლას­ში მიმ­ღე­ბი გა­რე­მოს შექ­მ­ნა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მუ­შა­ობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად რე­სურ­სო­თახ­ში, ქმნის რე­სურსს და ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი, ასე­ვე კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ სირ­თუ­ლეს, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, ყვე­ლა­ზე დი­დი სირ­თუ­ლე ისეთ მშო­ბელ­თან მუ­შა­ო­ბაა, რო­მელ­საც თა­ვი­სი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის მიმ­ღებ­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. თუმ­ცა, ამ დროს, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა ის, რომ მე თა­ვად ვარ სსსმ მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი. ეს ჩემ მი­მართ მშობ­ლის ნდო­ბის ფაქ­ტორს კი­დევ უფ­რო ზრდის. ასე­ვე გვი­წევს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რო­მელ­თაც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი აქვთ ან პი­რი­ქით – ნაკ­ლე­ბი მო­ლო­დი­ნი სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ, თუმ­ცა, რაც მთა­ვა­რია, მუდ­მი­ვად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ჩვენ­თან და ამ სირ­თუ­ლე­ებ­საც იოლად ვძლევთ.

მოსწავლეებთან ურთიერთობა და მათთან მუშაობის მეთოდები

მყავს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ვმუ­შა­ობ რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე ვაკ­ვირ­დე­ბი მათ ჩარ­თუ­ლო­ბას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია ემ­პა­თია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა და სწავ­ლის მი­მართ მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და. ურ­თი­ერ­თო­ბას ვა­ფუძ­ნებ ნდო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე. მინ­და, მოს­წავ­ლე­ებ­მა იცოდ­ნენ, რომ მა­თი აზ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ჩე­მი მი­ზა­ნია, მათ არა მხო­ლოდ ცოდ­ნა მივ­ცე, არა­მედ სწავ­ლი­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბო. ვცდი­ლობ, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სწო­რად შე­ვა­ფა­სო, გან­ვ­საზღ­ვ­რო ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და და­ვეხ­მა­რო სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მეხ­მა­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სის გან­საზღ­ვ­რა, რომ სა­მუ­შაო პრო­ცე­სი მათ ინ­ტე­რესს მო­ვარ­გო.

ვცდი­ლობ, გაკ­ვე­თი­ლე­ბი მხო­ლოდ თე­ო­რი­ით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს. ვი­ყე­ნებ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მას. მოს­წავ­ლე­ებს ვეხ­მა­რე­ბი სა­კუ­თა­რი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­ში და ვას­წავ­ლი, რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან მათ მი­საღ­წე­ვად.

ყველაზე წარმატებული აქტივობა, მიდგომა

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კი­დან (გან­სა­კუთ­რე­ბით სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით) ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს მარ­ტი­ვად აღ­ქ­მა­დი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი (სუ­რა­თე­ბი, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, ფე­რა­დი დი­აგ­რა­მე­ბი, სიმ­ბო­ლო­ე­ბი); დღის რუ­ტი­ნის ან და­ვა­ლე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის თვალ­სა­ჩი­ნო სქე­მა (მაგ., „ჯერ ეს – მე­რე ეს“); დრო­ის ტა­ი­მე­რე­ბი, პიქ­ტოგ­რა­მე­ბი, გრა­ფი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი; ბავ­შ­ვის ინ­ტე­რეს­ზე მორ­გე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი; პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი და სხვა.

ერ­თ­გ­ვა­რი რჩე­ვა კო­ლე­გებს, თუ კლას­ში სსსმ ან შშმ მოს­წავ­ლე ჰყავთ

კო­ლე­გებს ვურ­ჩევ, მი­ი­ღონ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა რო­გორც ნორ­მა – თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. სსსმ/შშმ მოს­წავ­ლე კლა­სის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რია ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა. და­აკ­ვირ­დ­ნენ რა შე­უძ­ლია და რა­ში სჭირ­დე­ბა მას მხარ­და­ჭე­რა და და­ეხ­მა­რონ, გა­მო­ავ­ლი­ნოს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. წი­ნას­წარ და­გეგ­მონ გაკ­ვე­თი­ლი, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ის, რაც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის, სა­სარ­გებ­ლოა ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის! ითა­ნამ­შ­რომ­ლონ სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გოგ­თან, ფსი­ქო­ლოგ­თან, მშო­ბელ­თან და ასის­ტენ­ტ­თან – ეს აიოლებს სსსმ მოს­წავ­ლის სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის პრო­ცესს. და­ბო­ლოს, ნუ შე­ა­ში­ნებთ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა, მთა­ვა­რია გულ­წ­რ­ფე­ლი სურ­ვი­ლი და მზა­ო­ბა, და­ეხ­მა­რონ მოს­წავ­ლეს სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

სპე­ცმას­წავ­ლებ­ელთა სიმცირე და განათ­ლე­ბის სისტემა

ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს. სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩ­ნე­ვია. ჭირს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის პოვ­ნა, რაც, ერ­თი მხრივ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ძა­ლი­ან ცო­ტა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით შე­იძ­ლე­ბა ცოდ­ნის მი­ღე­ბა, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბიც შეზღუ­დუ­ლია და სწავ­ლის და­საწყე­ბად სა­ჭი­როა, მსურ­ვე­ლი გარ­კ­ვე­ულ მოთხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­თა მი­მართ სტიგ­მა ჯერ კი­დევ ძლი­ე­რია…

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის – „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ – მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი კი­დევ ერ­თხელ გვახ­სე­ნებს იმ სენ­სი­ტი­უ­რი სა­კითხე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში მუდ­მივ ყუ­რადღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. სტიგ­მა შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ, რო­გორც ჩანს, ჯერ კი­დევ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად არ­სე­ბობს, რაც მეტყ­ვე­ლებს იმა­ზე, რომ ჩვენ ყვე­ლას – სკო­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს, მშობ­ლებ­სა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას – ერ­თობ­ლი­ვად გვმარ­თებს მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

ამავ­დ­რო­უ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ბევ­რი სკო­ლა და მას­წავ­ლე­ბე­ლი უკ­ვე დგამს რე­ა­ლურ ნა­ბი­ჯებს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ თა­ვი უსაფ­რ­თხოდ, და­ფა­სე­ბუ­ლად და მი­ღე­ბუ­ლად იგ­რ­ძ­ნოს. ჩვენ ვხე­დავთ კარგ მა­გა­ლი­თებს, სა­დაც პე­და­გო­გე­ბი ქმნი­ან ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­რე­მოს, ცდი­ლო­ბენ მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა­სა და, ამ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, ცოდ­ნი­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მას­წავ­ლებ­ლებს სთა­ვა­ზობს ტრე­ნინ­გებს, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს, ვე­ბი­ნა­რებს.

ასის­ტენ­ტის შერჩევა, მისი როლ­ი და სა­ჭი­რო­ე­ბა­

ასის­ტენ­ტის რო­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო­ში შე­უც­ვ­ლე­ლია. ეს არ არის მხო­ლოდ ბავ­შ­ვის გვერ­დით ყოფ­ნა, ეს არის თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის, მხარ­და­ჭე­რი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა. ასის­ტენ­ტი ხში­რად ხდე­ბა ის ხი­დი, რო­მე­ლიც ბავშვს და სას­წავ­ლო პრო­ცესს ერ­თ­მა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს.

მარ­თა­ლია ანაზღა­უ­რე­ბა არაა მა­ღა­ლი, თუმ­ცა აუცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, რომ ეს რო­ლი მხო­ლოდ შე­მო­სავ­ლის წყა­რო არ არის, პრო­ფე­სი­უ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი მი­სიაა. ასის­ტენ­ტო­ბა არ არის დრო­ე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ამო­ცა­ნა, ეს პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და არ­სე­ბულ სფე­რო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

ამი­ტომ, ასის­ტენ­ტის რო­ლი არ უნ­და შე­ფას­დეს მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ეს არის მო­წო­დე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა – გავ­ხ­დეთ იმ დი­დი პრო­ცე­სის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც თა­ნა­ბა­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჰქვია.

სპეც­მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რული წინ­ს­ვ­ლა – რჩევა კოლეგებს, რომ­ლებ­საც ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი აქვთ გა­მოც­და

ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­და, რაც ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. ეს პრო­ცე­სი არ იყო მარ­ტი­ვი, მო­ითხოვ­და რო­გორც თე­ო­რი­ულ, ასე­ვე პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რჩე­ვა, რო­მე­ლიც შე­მიძ­ლია მივ­ცე კო­ლე­გებს – შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი მო­არ­გონ რე­ა­ლურ სას­წავ­ლო გა­რე­მოს, რად­გან ეს არ არის გა­მოც­და ფორ­მა­ლო­ბის­თ­ვის, ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პო­ზი­ცია გა­ი­აზ­რო და სა­კუ­თარ წვლილ­ზე და­ფიქ­რ­დე.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ზო­გა­დად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და სპეც­მას­წავ­ლე­ბელს სჭირ­დე­ბა უახ­ლე­სი მიდ­გო­მე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის გაც­ნო­ბა, რაც ხში­რად არ არის ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. ვი­სურ­ვებ­დი, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ყო­ფი­ლი­ყო თა­ნა­მედ­რო­ვე, პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ყო­ველ­დღი­ურ სა­ჭი­რო­ე­ბებს მო­ერ­გე­ბა. უფ­რო მე­ტი სიხ­ში­რით გა­ი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი, ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში თუ სე­მი­ნა­რებ­ზე, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.

რად­გან სპეც­მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლი ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვით ხა­სი­ათ­დე­ბა, სუ­პერ­ვი­ზი­ის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებ­და პრო­ფე­სი­ულ გა­დატ­ვირ­თ­ვას.

ბევ­რი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, რას ნიშ­ნავს  ამ პრო­ფე­სი­ის­თ­ვის მსა­ხუ­რე­ბა

მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის მხო­ლოდ პრო­ფე­სია არ არის, ეს არის ერ­თ­გ­ვა­რი მი­სია. ყო­ველ­დღე, რო­ცა ვხე­დავ რო­გორ იკ­ვ­ლევს ბავ­შ­ვი სა­კუ­თარ გზას მცი­რე ნა­ბი­ჯე­ბით და მე ვარ ერთ-ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი ამ რთულ გზა­ზე, ვგრძნობ, რომ ჩე­მი ად­გი­ლი სწო­რად ავირ­ჩიე.

ხში­რად გვეს­მის, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბა რთუ­ლია და მარ­თ­ლაც ასეა. ყო­ველ­დღე ვდგა­ვართ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, ვე­ძებთ გზებს რო­გორ და­ვეხ­მა­როთ ბავ­შ­ვებს, რომ გან­ვი­თარ­დ­ნენ, ის­წავ­ლონ „გაძ­ლი­ერ­დ­ნენ“ და თა­ვი სრულ­ფა­სოვ­ნად იგ­რ­ძ­ნონ კლას­ში. ეს ის პრო­ფე­სიაა, სა­დაც თი­თო­ე­ულ წარ­მა­ტე­ბას უდი­დე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს.

გვახ­სოვ­დეს: ერთ ბავშვს, ერთ მას­წავ­ლე­ბელს, ერთ კა­ლამ­სა და ერთ წიგნს სამ­ყა­როს შეც­ვ­ლა შე­უძ­ლია (მა­ლა­ლა იუსაფ­ზაი).

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება