შეგახსენებთ, რომ პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება) ფარგლებში მორიგი ტესტირება 6 სექტემბერს ჩატარდება, რეგისტრაციის გავლა კი მსურველებს 4 სექტემბრის 17:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ.
ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6 თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.