ამჟამად ნიგოზეთის საჯარო სკოლაში 26 მოსწავლე სწავლობს. მოსწავლეთა სიმცირე გამოწვეულია მიგრაციით. მათ სწავლა-აღზრდას 17 პედაგოგი ემსახურება, რომელთაგან 3 წამყვანი პედაგოგია, ხოლო დანარჩენი – უფროსი მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტექნიკური საშუალებები, პედაგოგები, სწავლების ტრადიციული მეთოდის ნაცვლად, იყენებენ პროექტულ სწავლებას, რომელიც მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ, შემოქმედებით აზროვნებას და პრობლემების გადაჭრის უნარებს. ამ მიზნით, სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა:
1. „ფილტვის სასიცოცხლო ფუნქციის მოდელი“ – პედაგოგი დიანა ბიწაძე;
2. „ტუბერკულოზის წინააღმდეგ – ინფორმირებულობით ჯანმრთელობისკენ“ – პედაგოგი დიანა ბიწაძე;
3. „ზეპირი ანგარიში სკოლაში“ – პედაგოგი ნინო პაპიძე, VII-VIII კლ.;
4. „სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით“ – პედაგოგი მანანა პაპიძე, VII-XI კლ.;
5. „ანთოლოგიის შედგენა“ – პედაგოგი თეა სამხარაძე, IX-XI კლ.
პროექტებზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეებს უწევთ ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, ერთმანეთთან კომუნიკაცია. პროექტის მიმდინარეობისას ტექნოლოგიების გამოყენება უფრო საინტერესოს ხდის პროექტულ სწავლებას და ასეთი აქტივობების დროს მიღებული ინფორმაცია ბავშვებს დიდხანს ამახსოვრდებათ.