25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი უნ­და შეც­ვა­ლოს

spot_img

დღე­ი­სათ­ვის, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პი­ლო­ტი­რე­ბა­ში 165 სა­ჯა­რო სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბულ ყვე­ლა რე­ფორ­მას, ამ მო­დელ­საც ორი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი აქვს: სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სკო­ლა­ში ისე­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც კარ­გი ადა­მი­ა­ნი­სა და მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას შე­უწყობს ხელს. ყუ­რადღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლია ხა­რის­ხობ­რივ სწავ­ლე­ბა­ზე და არა – რა­ო­დე­ნობ­რივ­ზე, გა­აზ­რე­ბულ ცოდ­ნა­ზე და არა – და­მახ­სოვ­რე­ბა-და­ზე­პი­რე­ბა­ზე. მოს­წავ­ლე მსჯე­ლობს, ასა­ბუ­თებს, ეძებს არ­გუ­მენ­ტებს და გა­მო­აქვს დას­კ­ვ­ნა; მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბი, ურ­თი­ერ­თ­სა­პი­რის­პი­რო აზ­რე­ბის გაც­ვ­ლა, ერ­თ­მა­ნე­თის მოს­მე­ნა, სხვი­სი აზ­რის გა­ზი­ა­რე­ბა – სწო­რედ ამ უნარ-ჩვე­ვებს ეუფ­ლე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი.

ახა­ლი მო­დე­ლის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი, ასე­ვე, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა და 21-ე სა­უ­კუ­ნის ბავ­შ­ვე­ბის კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბაა. ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი ხელს უწყობს მი­ზან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას და მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დრო­ში შე­უზღუ­და­ვად და­გეგ­მოს სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი, „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მხარ­დამ­ჭე­რი“ პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ გუნ­დ­თან ერ­თად, იმ სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შეხ­ვ­და, სა­დაც „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ ინერ­გე­ბა და ამ მო­დე­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ, XXI სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვა­თა და­საძ­ლე­ვად, შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა უნ­და მის­ცეს მოს­წავ­ლე­ებს, ამი­სათ­ვის კი გარ­და­უ­ვა­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიდ­გო­მე­ბის შეც­ვ­ლა. აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლებ­ში პი­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ზარდს სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს. სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არა მხო­ლოდ ცოდ­ნის გა­და­ცე­მა უნ­და იყოს, არა­მედ მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი, კომ­პ­ლექ­სუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. „ამ მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კი პე­და­გო­გის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, რე­ფორ­მის მთა­ვა­რი ძა­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლია, – გა­ნაცხა­და მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა, – პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში დი­რექ­ტორ­თა და პე­და­გოგ­თა მონ­დო­მე­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. მხო­ლოდ ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი კარ­გი შე­დე­გის მიღ­წე­ვა. მინ­დო­და მეთხო­ვა, რომ თქვენც იგ­რ­ძ­ნოთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­გიწყობთ ხელს, ამა­ვე დროს, მო­ვი­თხოვთ, რომ 165-ივე სკო­ლის თი­თო­ე­ულ კლას­ში თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის დო­ნე­ზე და­ვი­ნა­ხოთ შე­დე­გი. ერ­თად უნ­და და­ვამ­ტ­კი­ცოთ, რომ ამის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია.“

მი­ნის­ტ­რ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ რე­ფორ­მის მთა­ვა­რი ღერ­ძია, მას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს და ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა. „ვერც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ვერც გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბას ვერ გა­ნა­პი­რო­ბებს. რა თქმა უნ­და, ესეც აუცი­ლე­ბე­ლია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად გვა­ინ­ტე­რე­სებს, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გი გვქონ­დეს 100%-იანი. არ უნ­და და­ვი­ზა­როთ და ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მით ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ.“

მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ირი­ნა აბუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა: „თუ სკო­ლის ბა­ზა­ზე არ მოხ­და ინ­ტერ­ვენ­ცია და არ ვი­მოქ­მე­დეთ საკ­ლა­სო ოთა­ხის დო­ნე­ზე, წლების განმავლობაში მხო­ლოდ ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ, ვხე­დავთ, რომ ცო­ტა­თი წაგ­ვ­წია წინ და ამ­დე­ნი და­სა­კარ­გი დრო კი ნამ­დ­ვი­ლად არ გვაქვს. ჩვენ, თქვენ­თან ერ­თად, ის­ტო­რი­ულ პრო­ცეს­ში ვართ არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ პრო­ექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­მედ ზო­გა­დად იმი­ტომ, რომ ეს მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ცე­სია. ერ­თად დი­დი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია.

კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ თქვენს კომ­პ­ლექ­სურ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­ვი­ნა­ხეთ, რომ ის სკო­ლა, სა­დაც დი­რექ­ტო­რი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან სწო­რად აკე­თებს აქ­ცენტს თა­ვის გუნ­დ­ზე, ბევ­რად უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლია. დი­რექ­ტორს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აკის­რია, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ მას ჰქონ­დეს წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი მო­წა­ფე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ამ პრო­ცე­სე­ბის თან მი­ყო­ლა­ში. არ გვინ­და, დი­რექ­ტო­რი ცალ­კე დარ­ჩეს და სა­მი­ნის­ტ­როს გუნ­დი (კო­ორ­დი­ნა­ტო­რი თუ ექ­ს­პერ­ტი) იყოს პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი იმა­ზე, რაც სკო­ლა­ში ხდე­ბა. თუ რა­ღაც არ გა­მო­დის, ეს დი­რექ­ტორ­მა მყი­სი­ე­რად უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, გა­ნი­ხი­ლოს ჩვენს ჯგუფ­თან და ერ­თად იმ­ს­ჯე­ლონ, რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბია სა­ჭი­რო.

ყვე­ლა სკო­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი კულ­ტუ­რაა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თე­მი და შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი არ მუ­შა­ობს. სწო­რედ ამი­ტო­მაც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ამ პრო­ექტს, რომ თქვენ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მო­დე­ლი და­ი­ნერ­გოს სკო­ლა­ში. ღია ვართ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის. გა­ზაფხუ­ლის­თ­ვის, აუცი­ლებ­ლად წარ­მო­გიდ­გენთ პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გებს, რო­დე­საც პირ­ველ 50 სკო­ლა­ში კვლე­ვის პრო­ცე­სე­ბი დას­რულ­დე­ბა. ვი­ცი, რომ უკ­ვე მი­ი­ღეთ პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბი, თქვე­ნი სკო­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ფა­ი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რომ ნა­ხოთ, სად არის ჩა­ვარ­დ­ნე­ბი, რა­ზეც უნ­და გა­ა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ინ­ფორ­მა­ცია და­გეხ­მა­რე­ბათ.

მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ მცი­რე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა მე­ოთხე-მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბის შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყო აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა. ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ არის გა­მოც­დე­ბი და ამის გა­მო დი­რექ­ტო­რე­ბი სკო­ლე­ბი­დან არ მო­იხ­ს­ნე­ბი­ან (იყო ასე­თი პრაქ­ტი­კა, გე­მახ­სოვ­რე­ბათ), ეს არის შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ერ­თ­გ­ვა­რი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი. „პირ­ველ ეტაპ­ზე, ქარ­თულ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ზე ვსა­უბ­რობთ, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა და ბევრ ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ ამ ორ სა­გან­ში – მშობ­ლი­უ­რი ენა და მა­თე­მა­ტი­კა – აქვს შე­ფა­სე­ბე­ბი. კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი მა­ღა­ლია, მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა საგ­ნებ­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ, არა­ვინ მი­ი­ღოს ეს, რო­გორც რო­მე­ლი­მე საგ­ნის დის­კ­რე­დი­ტა­ცია. შემ­დეგ ეტაპ­ზე, ვფიქ­რობთ ანა­ლო­გი­უ­რი შეფასება გა­ვა­კე­თოთ მე-10 კლას­ში, ეს ალ­ბათ უფ­რო 2021 წელს. ასე რომ, ესეც და­მა­ტე­ბი­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა იმის­თ­ვის, რომ იგ­რ­ძ­ნოთ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი და უკ­ვე, ჩვენ მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ხელ­შეწყო­ბით, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­თი­ შე­დე­გე­ბი.“

დი­რექ­ტო­რებს მი­მარ­თა, ასე­ვე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტ­მა, თა­მარ ჯა­ყელ­მა, რო­მე­ლიც, სიტყ­ვის და­საწყის­ში, ერთ-ერ­თი ექ­ს­პერ­ტის მი­ერ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა: „ორი-სა­მი დღის წინ და­ი­ბეჭ­და ერთ-ერ­თი ექ­ს­პერ­ტის კო­მენ­ტა­რი, რო­მელ­შიც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა გა­მოთ­ქ­მუ­ლი, ასე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია და რა ცო­ტა ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­სო. ვსვამ კითხ­ვას: რა­ტომ თქვა მან ეს? ამ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი ვართ, სულ მცი­რე, 4 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ერ­თად ვმუ­შა­ობთ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად მჭიდ­რო ინ­ტე­რაქ­ცი­ა­სა და აზ­რე­ბის გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა­ში ვართ. რა­ტომ ეცო­ტა­ვა ექ­ს­პერტს 4000 მო­ნა­წი­ლე? იმი­ტომ, რომ აქამ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც რე­ფორ­მის წამ­ყ­ვა­ნი ძა­ლა, რო­გორც მოქ­მე­დი, მო­აზ­როვ­ნე სუ­ბი­ექ­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­უძ­ლია და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ის რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ჩვენს სის­ტე­მას. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ სი­ახ­ლე სწო­რედ ის არის, რომ რე­ფორ­მის ბა­ზას საკ­ლა­სო ოთა­ხი და სკო­ლა წარ­მო­ად­გენს, რომ რე­ფორ­მას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მათ ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბით იქ­მ­ნე­ბა და იხ­ვე­წე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, მიდ­გო­მე­ბი, სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი თუ რე­სურ­სე­ბი. თქვენ იცით, რამ­დე­ნი რამ შე­იც­ვა­ლა ამ ხნის მან­ძილ­ზე. ესაა უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა კვლე­ვა-ძი­ე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ოთხი ათა­სი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით – კვლე­ვა-ძი­ე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაჩ­ვე­ნებს, რა და რო­გორ შევ­ც­ვა­ლოთ. ჩვენ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან ყო­ველ­დღი­უ­რად ვღე­ბუ­ლობთ შე­ნიშ­ვ­ნებს, კო­მენ­ტა­რებს, რჩე­ვებს და ამ ყვე­ლა­ფერს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, შევ­ქ­მ­ნათ ეფექ­ტი­ა­ნი პლატ­ფორ­მა სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, რად­გან სა­ნამ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სხვის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე იქ­ნე­ბი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი, ვი­თა­რე­ბა ვერ გა­მოს­წორ­დე­ბა. ეს უნ­და დამ­თავ­რ­დეს. თა­ვად მას­წავ­ლე­ბე­ლი და სკო­ლის გუნ­დი უნ­და იყოს სას­წავ­ლო გეგ­მის ავ­ტო­რი, მი­სი დამ­გეგ­მა­ვი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. ის კა­ლენ­და­რუ­ლი გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე იქ­მ­ნე­ბო­და, სრუ­ლი­ად ფორ­მა­ლუ­რად იწე­რე­ბო­და და არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბის ცოცხალ პრო­ცეს­თან. მარ­თა­ლია, მას­წავ­ლებ­ლებს აქამ­დეც ვთხოვ­დით სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას, მაგ­რამ არ არ­სე­ბობ­და რა­ი­მე პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად და­ეხ­მა­რე­ბო­და მათ ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ნი ერ­თად ვქმნით სწო­რედ ამ პლატ­ფორ­მას, რა­თა ყვე­ლა სკო­ლამ შეძ­ლოს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის შექ­მ­ნა, ცხა­დია, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მხო­ლოდ სკო­ლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის, მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი სას­კო­ლო თე­მის მო­ლო­დი­ნე­ბის, სკო­ლი­სა თუ ად­გი­ლობ­რი­ვად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბულ სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუმს შე­უძ­ლია მოს­წავ­ლე­თა გო­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის რე­ა­ლუ­რად ამოქ­მე­დე­ბა. სწო­რედ ასე­თი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს დღე­ი­სათ­ვის ჩვენს სკო­ლებ­ში, რაც დი­დი სი­ახ­ლეა: შეც­ვ­ლი­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, წამ­ყ­ვან ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი.“

თა­მარ ჯა­ყე­ლი ამ­ბობს, რომ ეროვ­ნულ ტრა­გე­დი­ად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის ფაქ­ტი, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ათი ათა­სო­ბით მოს­წავ­ლე ას­რუ­ლებს სას­წავ­ლო წელს, მაგ­რამ, ამის­ მი­უ­ხე­და­ვად, სწავ­ლის პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, აუთ­ვი­სე­ბე­ლი რჩე­ბა მა­თი გო­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი, ატ­რო­ფი­რე­ბუ­ლი რჩე­ბა მა­თი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბი და მა­ღა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამას ადას­ტუ­რებს ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბა­თა შე­დე­გე­ბი. ეს შემ­დ­გომ­ში გვაძ­ლევს ატ­რო­ფი­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თა­ვი­სი უამ­რა­ვი პრობ­ლე­მით – არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით, არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ც­დით, დათ­რ­გუ­ნუ­ლი ენერ­გი­ე­ბი­თა თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც უხეშ და აგ­რე­სი­ულ ძა­ლე­ბად გარ­და­იქ­მ­ნე­ბა. „თუ სკო­ლას ვერ გა­და­ვაქ­ცევთ მო­ზარ­დე­ბის შე­მეც­ნე­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბის ას­პა­რე­ზად, თუ მომ­დევ­ნო 10 წე­ლი­წად­ში ვერ შევ­ც­ვ­ლით ამ ვი­თა­რე­ბას, ჩვე­ნი ერი ვერ გა­უძ­ლებს იმ ზე­წო­ლასა და გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში.

მსურს კი­დევ ერ­თხელ ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნო დი­რექ­ტო­რე­ბის რო­ლი. ცო­ტა კრი­ტი­კუ­ლი ვიქ­ნე­ბი და გეტყ­ვით, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვამ­ჩ­ნევთ მას­წავ­ლე­ბელ­თა გუნდის მუ­შა­ო­ბა­ზე, თუ რამ­დე­ნად გუ­ლი­თა­დად არის ჩარ­თუ­ლი დი­რექ­ტო­რი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში. დი­რექ­ტო­რი არის მა­გა­ლი­თი, ერ­თ­გ­ვა­რი ქცე­ვის მო­დე­ლი. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მშვე­ნივ­რად გრძნო­ბენ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მედ მი­აჩ­ნია თუ არა დი­რექ­ტორს ეს პრო­ექ­ტი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ზოგ­მა იფიქ­რა, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ ერთ-ერ­თი დრო­ე­ბი­თი პრო­ექ­ტია სხვა მრა­ვალ პრო­ექ­ტებს შო­რის, მაგ­რამ ეს ასე არ არის. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ არის წამ­ყ­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც უნ­და შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი, ესაა გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ და ჩვენ ვხე­დავთ, ნელ-ნე­ლა რო­გორ თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბი, რო­გორ ემა­ტე­ბათ მათ თვით­რ­წ­მე­ნა, რო­გორ „იხუნ­ძ­ლე­ბი­ან“ ისი­ნი ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბით – შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს პირ­ვე­ლი კვირ­ტე­ბია. ცხა­დია, ყველ­გან ერ­თ­ნა­ი­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის, მაგ­რამ იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც დი­რექ­ტო­რი გულ­წ­რ­ფე­ლა­დაა ჩარ­თუ­ლი საქ­მე­ში, პრო­ცე­სე­ბი დი­ნა­მი­კუ­რად მი­დის.“

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ სკო­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს, მხარ­დამ­ჭე­რი გუნ­დე­ბის წევ­რებს, კო­ლე­გებს. „დიდ იმედს მაძ­ლევს ის მრა­ვა­ლი „აღ­მო­ნა­ცე­ნი“, რომ­ლებ­საც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სებ­ში ვხე­დავ, ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და „ქო­უ­ჩე­ბის“ გუ­ლებ­ში. ეს მარ­თ­ლაც ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სია, მთა­ვა­რია, ყვე­ლამ შევ­ძ­ლოთ ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა“.

დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის მი­მართ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც უკ­ვე შე­დე­გი სა­ხე­ზეა, თვი­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და – მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბამ, გუნ­დურ­მა მუ­შა­ო­ბამ და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მე­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მოს­წავ­ლე­თა, თით­ქ­მის, 100% ჩარ­თუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

სო­ფიო კა­ლან­დია, 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ეს პროგ­რა­მა პირ­და­პირ პა­სუ­ხობს 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვებს, ხელს უწყობს ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ მსჯე­ლო­ბას და და­სა­ბუ­თე­ბას ას­წავ­ლის მოს­წავ­ლე­ებს. „ამ პრო­ექ­ტ­ში თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და დამ­გეგ­მა­ვი ამ ყვე­ლაფ­რის. ჩვენ, გუნ­დ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ შექ­მ­ნა­ში. მე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, ამ პრო­ექ­ტ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, რომ დრო­ში შე­უზღუ­და­ვად ვი­მუ­შაო ბავ­შ­ვებ­თან. რას ნიშ­ნავს ეს? ად­რე თუ, ერთ ტექსტს 2-3 გაკ­ვე­თი­ლი ეთ­მო­ბო­და, თე­მა­ტუ­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ახ­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი გაკ­ვე­თი­ლი მა­ინც მაქვს ამის­თ­ვის. რა­ტომ არის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? კლას­ში თით­ქ­მის აღარ გვყავს ე.წ. „ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი“ ბავ­შ­ვე­ბი იმი­ტომ, რომ ყვე­ლას ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ში. შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი ნაადრევია, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ გაკ­ვე­თილ­ზე ჩანს, რომ ეს ბავ­შ­ვე­ბი ერ­თი ნა­ბი­ჯით წინ არი­ან, ვიდ­რე წლე­ბის წინ ან თუნ­დაც გუ­შინ იყ­ვ­ნენ.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ეხე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ვგრძნობ­დით გარ­კ­ვე­ულ დის­კომ­ფორტს, რომ მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­ვ­წონ­და იქ რა­ღაც ტექ­ს­ტი ან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დი­კა, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­და. ამ პროგ­რა­მამ მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ტექ­ს­ტი შე­ვი­ტა­ნოთ, და რაც მთა­ვა­რია, ისე და­ვა­მუ­შა­ოთ, რომ ხე­ლი შე­ვუწყოთ მოს­წავ­ლე­ებს 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს (კომპლექსური დავალება გულისხმობს შემეცნებით-შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას), თუ ად­რე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა შემ­ქონ­და გაკ­ვე­თილ­ზე და ვა­მუ­შა­ვებ­დი, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იყო და რა­ტომ? იმი­ტომ, რომ არ ვი­ცო­დით, რა­ტომ ვა­კე­თებ­დით ამ ყვე­ლა­ფერს. ამ პრო­ექ­ტ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის­თ­ვის, და­მა­ნა­ხა იმი­ს სა­ჭი­რო­ე­ბა, რა­ტომ ვა­კე­თებ ამას. ასე­თი გა­აზ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, რა თქმა უნ­და, მეტ შე­დეგს იძ­ლე­ვა ბავ­შ­ვებ­თან. მას­წავ­ლებ­ლებს ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ერ­თობ­ლი­ვად გვაქვს და­გეგ­მი­ლი. აქ არ არის მხო­ლოდ ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის აზ­რი გა­დამ­წყ­ვე­ტი. ამ ყვე­ლაფ­რი­დან ძა­ლი­ან დიდ შე­დეგს ვე­ლო­დე­ბით.“

58-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლის, ხა­თუ­ნა წიკ­ლა­უ­რის აზ­რით, მო­დე­ლმა მას­წავ­ლებ­ლე­ბის უნა­რე­ბის შეც­ვ­ლა-ფორ­მი­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, 21-ე სა­უ­კუ­ნის უნა­რებ­ზე გა­იყ­ვა­ნო ბავ­შ­ვე­ბი, ას­წავ­ლო, თუ შენ თვი­თონ არ ფლობ ამ უნა­რებს. „მხო­ლოდ დაგ­რო­ვი­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის გარ­და, კონ­კ­რე­ტუ­ლად თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­ზე გა­დის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, მა­თი პი­როვ­ნე­ბის გავ­ლით ხდე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მის შე­მეც­ნე­ბა, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით – ბავ­შ­ვი იგებს რა­ტომ უნ­და ის­წავ­ლოს ესა თუ ის თე­მა, თუნ­დაც გრა­მა­ტი­კა ან მა­თე­მა­ტი­კა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­ნი, რა­ში დას­ჭირ­დე­ბა, რა­ში გა­მო­ად­გე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის უნა­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა-შეც­ვ­ლა იმი­ტომ მოხ­და, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ 21-ე სა­უ­კუ­ნის უნა­რე­ბის ფლო­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რად, ისე, რომ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან გა­რე­მო­ში ადაპ­ტირ­დ­ნენ და იყ­ვ­ნენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.“

133-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ლი­ა­ნა ფუტ­კა­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მაა, რად­გან სას­წავ­ლო პრო­ცე­სში მთლი­ა­ნად მოს­წავ­ლე­ზეა აქცენტი, აქ­ტი­უ­რი გახ­და სა­აზ­როვ­ნო უნა­რებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა. „ალ­ბათ, პირ­ვე­ლად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ის­ტო­რი­ა­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბი­სას, თვი­თონ შექ­მ­ნეს, მხარ­დამ­ჭერ ჯგუფ­თან ერ­თად, სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არის, ისევ და ისევ, გა­აზ­რე­ბის პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მათ თვი­თონ შექ­მ­ნეს მატ­რი­ცე­ბი (ერთი მატრიცა გულისხმობს ერთ სასწავლო თემატურ ერთეულს. ასეთი ერთეულებისგან შედგება საგნობრივი სასწავლო გემგა). მას­წავ­ლებ­ლე­ბი უკ­ვე აღარ არი­ან იმა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ტექ­ს­ტი გაიარონ გა­დარ­ბე­ნით, მთელ ყუ­რადღე­ბას და აქ­ცენტს იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აკე­თე­ბენ, რაც კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ად­გე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში. თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე ხდე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბა სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში და თი­თო­ე­ულს ეთ­მო­ბა დრო. მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ არის წა­მებ­ში და ჩარ­ჩო­ებ­ში ჩას­მუ­ლი და ამან უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბიც დაგ­ვა­ნა­ხა – ად­რე თუ იყ­ვ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას, ახ­ლა ისი­ნი უკ­ვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნაშ­რო­მებს წე­რენ და წარ­მა­ტე­ბით არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს მას­წავ­ლებ­ლებ­საც.

ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე და თა­ვის სათ­ქ­მელს იტყ­ვის მო­მა­ვალ­ში. მად­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, რომ მოგ­ვე­ცა ამ მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.“

სო­ფო ომი­ა­ძე, თბი­ლი­სის 129-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მი­ნის­ტ­რომ, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, პე­და­გო­გებს უფ­რო მე­ტი ნდო­ბა გა­მო­უცხა­და. თუ აქამ­დე მათ ჰქონ­დათ გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, თე­მა­ტი­კა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მებს თა­ვად ად­გე­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დეგ მათ­თ­ვის უკ­ვე და­გეგ­მ­ვის პრო­ცე­სიც უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. „ხელს ვუწყობთ ინ­ტე­რაქ­ცი­ას, უფ­რო მე­ტად გუნ­დუ­რად ვმუ­შა­ობთ, ყვე­ლა­ნი ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ, ერ­თ­მა­ნეთს ვუც­ვ­ლით აზრს, შემ­დეგ, რო­დე­საც მატ­რი­ცას სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვანთ, ვფიქ­რობთ, რამ იმუ­შა­ვა, რამ არ იმუ­შა­ვა კარ­გად, რო­მე­ლი მე­თო­დი გა­მოგ­ვად­გა, რო­მე­ლი – არა. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ბავშვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა უნ­და, ზოგ­თან ერ­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეფექ­ტუ­რი, მე­ო­რეს­თან – სხვა, მაგ­რამ გარ­კ­ვე­ულ შე­ჯე­რე­ბას ვა­კე­თებთ, მივ­დი­ვართ ერთ კონ­კ­რე­ტულ დას­კ­ვ­ნამ­დე. ეს მსჯე­ლო­ბა ერ­თ­მა­ნეთ­თა­ნაც გვა­ახ­ლო­ებს კო­ლე­გებს და მე­თო­დუ­რა­დაც უფ­რო მე­ტად ვიზ­რ­დე­ბით, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.

აღ­მო­ჩე­ნებ­საც კი ვა­კე­თებთ. პი­რა­დად მე, ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თილ­ზე და­მეს­წ­რ­ნენ და შემ­დეგ, რო­ცა მა­თე­მა­ტი­კა­ზეც უნ­და დამ­ს­წ­რე­ბოდ­ნენ, მივ­ხ­ვ­დი, რომ ქარ­თუ­ლის მე­თო­დი ძა­ლი­ან გა­მო­მად­გე­ბო­და და მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ხით მა­თე­მა­ტი­კა­საც მო­ვარ­გე. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა იყო და და­ვი­ნა­ხე, რომ ეს იყო ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შ­ვებს, უფ­რო მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, იცი­ან, რომ ეს შე­უძ­ლი­ათ, ამას გა­ა­კე­თე­ბენ. თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ღა­ცის ტემპს ვერ ეწე­ო­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას უფ­რო მე­ტი დრო აქვს სა­მუ­შა­ოდ. საწყის ეტაპ­ზე, გარ­კ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო რო­გორც მშობ­ლე­ბის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­და­ნაც – ასე­თი პრობ­ლე­მა და შე­კითხ­ვა ჩნდე­ბო­და: მე თუ სუსტ მოს­წავ­ლეს­თან (ვი­საც ნაკ­ლე­ბი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა აქვს) დიდ­ხანს გავ­ჩერ­დი, მა­შინ ძლი­ერ­თან რა ვქნა? დრო­ის ული­მი­ტო­ბა გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ყო­ვე­ლი ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს მო­ვარ­გოთ მე­თო­დი და შე­ვურ­ჩი­ოთ აქ­ტი­ვო­ბა. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ ეს ბავშვს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებს.“

სო­ფო ომი­ა­ძე იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ პრო­ექ­ტ­მა მშობ­ლე­ბის ნდო­ბაც გა­ზარ­და და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბაც. რო­დე­საც პირ­ვე­ლად მის­ცა სახ­ლ­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, ახ­სოვს მშობ­ლე­ბის სი­ხა­რუ­ლი – რა სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბა იყოო. რა თქმა უნ­და, ისი­ნი სწავ­ლის პრო­ცეს­ში არ ერ­თ­ვე­ბი­ან და გაფ­რ­თხი­ლე­ბუ­ლიც არი­ან, რომ უბ­რა­ლოდ თვა­ლი ადევ­ნონ შვი­ლებს. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, მხო­ლოდ გე­ზის მიმ­ცე­მე­ბი არი­ან, წამ­ყ­ვა­ნი არის მოს­წავ­ლე. ამან მშობ­ლებ­ში ინ­ტე­რე­სიც გა­ზარ­და და ნდო­ბაც რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ, ასე­ვე სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ამ­ბობს, რომ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში უფ­რო მე­ტი ისტ-ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა ამ უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბამ რე­ა­ლუ­რად თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას უნ­და მო­არ­გოს ბავ­შ­ვე­ბი. „ვფიქ­რობ, შე­დე­გი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი.“ – აცხა­დე­ბა სო­ფო ომი­ა­ძე.

თბი­ლი­სის 82-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის­, თა­მი­ლა აბე­სა­ძის აზრით სასწავლო პრო­ცე­სი ბევ­რად უფ­რო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გახ­და. „მატ­რი­ცებ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­როთ თვი­თონ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე, რომ მოს­წავ­ლემ­დე მი­ვი­ტა­ნოთ დახ­ვე­წი­ლი, მრა­ვალ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მომ­წონს მატ­რი­ცა­ში, არის ის, რომ მოგ­ვ­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არ ვართ შეზღუ­დუ­ლე­ბი, უშუ­ა­ლოდ წიგნს არ მივ­ყ­ვე­ბით. მას­წავ­ლე­ბელს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და მოს­წავ­ლე­ე­ბიც ასე­ვე არი­ან ჩარ­თუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სად­მი მა­თი მიდ­რე­კი­ლე­ბა იმი­ტომ, რომ გაკ­ვე­თილ­ზე­ზუს­ტად სა­ინ­ტე­რე­სოს, სა­სარ­გებ­ლოს და ინ­ტე­რე­სის სფე­როს ვუ­კავ­ში­რებთ ერ­თ­მა­ნეთს, რაც ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან დი­დი შე­დე­გის მომ­ტა­ნია.

ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გან­ვი­თარ­და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა, მატ­რი­ცებ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ვმუ­შა­ობთ პა­რა­ლე­ლუ­რი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რაც ძა­ლი­ან კარ­გია იმი­ტომ, რომ სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო – შე­იძ­ლე­ბა არც იყო გაკ­ვე­თილ­ზე და შემ­ც­ვ­ლელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ისე­ვე ჩა­ა­ტა­როს გაკ­ვე­თი­ლი, რო­გორც შენ ჩა­ა­ტა­რებ­დი, რად­გან კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი და მოს­წავ­ლეს ჩა­ვარ­დ­ნის, ტყუ­ი­ლად ჯდო­მის, პრო­ცე­სებს მიღ­მა დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მჯე­რა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“, ჩე­მი ბრძო­ლის ვე­ლი აქ არის და ჩე­მი წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ პრო­ექ­ტით უნ­და შევ­ც­ვა­ლო.“

♦ ♦ ♦

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თიც კი გახ­დეს, ისე­თი­ვე, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, ფი­ნუ­რი სკო­ლაა. დღეს, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბის გან­წყო­ბა საკ­მა­ოდ ოპ­ტი­მის­ტუ­რია, სჯე­რათ, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­დეგს მი­აღ­წე­ვენ. მაგ­რამ, რო­გორც ყვე­ლა სი­ახ­ლეს, რა თქმა უნ­და, „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­საც ჰყავს“ თა­ვი­სი კრი­ტი­კო­სე­ბი. არ სჯე­რათ, რომ ეს რე­ფორ­მა ბო­ლომ­დე მი­ვა. ამ უნ­დობ­ლო­ბა­საც, ალ­ბათ, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს, რად­გან ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ხმა­მა­ღა­ლი გა­ნაცხა­დი მხო­ლოდ გა­ნაცხა­დად დარ­ჩე­ნი­ლა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის და პი­ლო­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის გან­წყო­ბა ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნია, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სია და შე­დე­გი სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა. რო­გორც თა­მარ ჯა­ყე­ლი ამ­ბობს, „ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი უნ­და შეც­ვა­ლოს“.

ლა­ლი თვალაბეიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები