9 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

პროექტი მოსწავლეებისთვის

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი

 

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი: თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის გაც­ნო­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა და მი­სი და­კავ­ში­რე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან;

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი და სპონ­სო­რე­ბი:

ბე­ლა პა­პა­ვა – სსიპ მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კურ­ზუს სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

ზა­ზა შუ­ლაია – სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

პრო­ექ­ტის კონ­სულ­ტან­ტი: რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი

მხარ­დამ­ჭე­რი: „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“

პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, სკო­ლა­ში ჩა­ტარ­დე­ბა ხუ­თი ქარ­თ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტის ნა­წარ­მო­ე­ბის გაც­ნო­ბის აქ­ტი­ვო­ბა და და­ი­წე­რე­ბა ესე სა­თა­უ­რით: რო­გორ აისა­ხე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი ლექ­ს­ში (შერ­ჩე­უ­ლი ლექ­სის მი­ხედ­ვით).

ნაშ­რომ­ში:

უნ­და ჩან­დეს ესეს სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რა;

პირ­ველ ნა­წილ­ში თე­ზი­სი ნათ­ლად უნ­და გად­მოს­ცემ­დეს ზგემ­თან/ზგე­მის სეგ­მენ­ტ­თან ნა­წარ­მო­ე­ბის ზო­გად კავ­შირს;

მე­ო­რე ნა­წილ­ში უნ­და გად­მო­ი­ცეს ფაქ­ტობ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი;

მე­სა­მე ნა­წილ­ში უნ­და შე­ჯერ­დეს შე­სა­ვა­ლი და ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი;

და­ცუ­ლი უნ­და იქ­ნეს ენობ­რი­ვი ნორ­მე­ბი.

პრო­ექ­ტის მე­ო­რე ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­თა სა­უ­კე­თე­სო ნაშ­რო­მე­ბი უნ­და გად­მო­იგ­ზავ­ნოს ელექ­ტ­რო­ნულ მი­სა­მარ­თ­ზე

 konkursiganatleba@gmail.com

ავ­ტო­რი, 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ი­ღებს პა­სუხს სიტყ­ვით: მი­ღე­ბუ­ლია.

ნაშ­რო­მის მო­ცუ­ლო­ბა არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს ორ ნა­ბეჭდ ვორ­დულ გვერდს, შრიფ­ტის ზო­მა – 11.

შე­ირ­ჩე­ვა 5 სა­უ­კე­თე­სო ნაშ­რო­მი­  და ავ­ტო­რ­ე­ბი და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან 100-100 ლა­რით. სა­უ­კე­თე­სო ნაშ­რო­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა ვებ­გ­ვერ­დ­სა და გა­ზეთ „ახალ გა­ნათ­ლე­ბა­ში“.

ნაშ­რო­მე­ბის გად­მოგ­ზავ­ნის დრო: 2025 წლის 31 დე­კემ­ბ­რამ­დე

 

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბია:

ა) ეროვ­ნულ-სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე, ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მცოდ­ნე მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და;

ბ) სა­ხელ­მ­წი­ფო ენის, კულ­ტუ­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის მცოდ­ნე, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე და პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და;

გ) ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შემ­ც­ნო­ბი, უნი­ვერ­სა­ლუ­რი ეთი­კუ­რი პრინ­ცი­პე­ბის მქო­ნე და დამ­ც­ვე­ლი, ეთ­ნი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და;

დ) მშვი­დო­ბი­ა­ნი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და;

ე) დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის მცოდ­ნე და დამ­ც­ვე­ლი, მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის მქო­ნე, ტო­ლე­რან­ტი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და, რო­მე­ლიც ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აკავ­ში­რებს პატ­რი­ო­ტიზ­მ­თან, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა­სა და სა­კა­ცობ­რიო იდე­ა­ლებ­თან;

ვ) ანა­ლი­ტი­კუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი­თა და აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი, წიგ­ნი­ე­რი, პროგ­რე­სულ სი­ახ­ლე­თა მიმ­ღე­ბი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ იც­ნობს და აღი­ა­რებს სხვა­თა მიღ­წე­ვებს, არა­მედ თა­ვა­დაც ქმნის ახალ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თუ მა­ტე­რი­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ;

ზ) და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი, მო­აზ­როვ­ნე, მა­ძი­ე­ბე­ლი, შე­მოქ­მე­დი, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მქო­ნე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის უწყ­ვე­ტად გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის მიმ­დე­ვა­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და;

თ) ფი­ზი­კუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ზნე­ობ­რი­ვი და ეს­თე­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბით კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

ი) თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ში „ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ უნა­რის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

კ) გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და, რო­მელ­საც შე­უძ­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ საფ­რ­თხე­ებ­ზე სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა და მოქ­მე­დე­ბა და­უ­კავ­ში­როს პი­როვ­ნუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი და გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებს.

საყ­რ­დე­ნი ტექ­ს­ტე­ბი:

♦ მა­ნა­ნა ფრუ­ი­ძე: „მთებ­ში წა­მიყ­ვა­ნა ნე­ტავ“

♦ მა­რი­ამ კოზ­მა­ნიშ­ვი­ლი: „წე­რი­ლი დე­დას“

♦ ვა­სილ ბე­სე­ლია: „სუ­ნი გა­ლე­უ­ლი საპ­ნის“

♦ გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე: „თეთ­რი თავ­შა­ლი“

♦ ცი­უ­რი ას­პა­ნი­ძე: „თქვი, აპ­რი­ლო“.

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება