21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

პროგრამა რომ წარმატებული იყოს

spot_img

ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის აუცი­ლე­ბე­ლი სა­ფუძ­ვე­ლია. სწავ­ლე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სა­ფე­ხურ­ზე ორე­ნო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა იმ ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვა, რაც მათ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. ქვეპ­როგ­რა­მაც „ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვა ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სკო­ლამ­დელ და სას­კო­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში“, ამ მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2021 წლი­დან. პროგ­რა­მის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ მის მე­ნე­ჯერს თამ­თა გრი­გო­ლი­ას.

თამთა გრიგოლია

„სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 300-მდე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლა/სექ­ტო­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით (აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი) კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში. ამ სკო­ლებ­ში ყვე­ლა სა­გა­ნი მშობ­ლი­ურ ენა­ზე ის­წავ­ლე­ბა. ერ­თა­დერ­თი სივ­რ­ცე, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს სა­ხელ­მ­წი­ფო ენას­თან აქვთ შე­ხე­ბა, არის ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. მაგ­რამ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე წიგ­ნი­ე­რი ენის და­უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბათ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სათ­ვის. ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ამ  ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა. იგი ით­ვა­ლის­წი­ნებს ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას რო­გორც სკო­ლამ­დელ, ისე სას­კო­ლო სა­ფე­ხუ­რებ­ზე. ორი­ვე სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლია ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ისე­თი ფორ­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ორე­ნო­ვა­ნი წიგ­ნი­ე­რე­ბის  და­უფ­ლე­ბას და მი­მარ­თუ­ლია უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა­კენ (და არა მა­თი ასი­მი­ლა­ცი­ი­სა­კენ).

სკო­ლამ­დელ სა­ფე­ხურ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე.წ. „გა­მიჯ­ნუ­ლი მე­თო­დი“ (separate approach): კვი­რა­ში სა­მი დღე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო/სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს მშობ­ლი­ურ ენა­ზე (რა­თა არ შე­ფერ­ხ­დეს ბავ­შ­ვე­ბის ენობ­რივ-კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი), ხო­ლო ორი დღე კი – მთლი­ა­ნად სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე.

სას­კო­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ინერ­გე­ბა ხუთ სა­გან­ში: II კლა­სი­დან – მა­თე­მა­ტი­კა­სა და სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში; III კლა­სი­დან ამ ორ სა­განს ემა­ტე­ბა ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა და მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხო­ლო V კლა­სი­დან – ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო. ენი­სა და საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია გუ­ლის­ხ­მობს ამ საგ­ნე­ბის მჭიდ­რო ინ­ტე­რაქ­ცი­ას სა­გან­თან – ქარ­თუ­ლი ენა (არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის/სექ­ტო­რე­ბის­თ­ვის), რო­მე­ლიც სა­ბა­ზი­სო საყ­რ­დენს წარ­მო­ად­გენს დარ­გობ­რი­ვი თე­მე­ბის ქარ­თულ ენა­ზე გა­საშ­ლე­ლად – სხვა­დას­ხა საგ­ნობ­რივ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მსგავ­სი თე­მა­ტუ­რი ლექ­სი­კა უზ­რუნ­ველ­ყოფს ენობ­რი­ვი ცოდ­ნის გამ­დიდ­რე­ბა­სა და გან­მ­ტ­კი­ცე­ბას.

სკო­ლამ­დე­ლი მო­დე­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სკო­ლა­ში ჩვენ ვი­ყე­ნებთ შე­რე­ულ მიდ­გო­მას (mixing approach), რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს საგ­ნობ­რი­ვი თე­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ენა­თა მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბას აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ხედ­ვით (მე­ზო­მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა), რო­მე­ლიც გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლად სქე­მა­ტუ­რად ასე შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვად­გი­ნოთ: აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ითხოვს ახა­ლი  სა­კითხის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას, მსჯე­ლო­ბას, უფ­რო მე­ტად მშობ­ლი­ურ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ხო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბას, ასე­ვე ამ ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას, სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

2023-2024 სას­წავ­ლო წლი­დან გა­ი­ზარ­და ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. თუ­კი აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ო­დამ­დე მო­ვი­ცავ­დით 14 სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, 2023-2024 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის ეს რიცხ­ვი გა­ი­ზარ­და 34-მდე, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და ბა­ღის ბი­ლინ­გ­ვუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რიცხ­ვიც 30-დან 72-მდე. პროგ­რა­მა­ში ახ­ლად ­ჩარ­თუ­ლი სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის და­ი­ბეჭ­და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის რე­სურ­სი: წიგ­ნე­ბი, ბა­რა­თე­ბი, გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი ფურ­ც­ლე­ბი და პოს­ტე­რე­ბი; აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი­სათ­ვის ასე­ვე გა­ი­ზარ­და ბი­ლინ­გ­ვუ­რი სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 31-დან 169-მდე, შე­სა­ბა­მი­სად, გავ­ზარ­დეთ ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც 55-დან 348-მდე. რო­გორც სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ასე­ვე სკო­ლებ­ში კად­რე­ბი შე­ირ­ჩა კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, რის შემ­დე­გაც მათ გა­ი­ა­რეს შე­სა­ბა­მი­სი გა­დამ­ზა­დე­ბა და ახ­ლაც უტარ­დე­ბათ ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზად­და ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის.

სკო­ლის ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტრე­ნინ­გებ­ზე ხდე­ბა, ერ­თი მხრივ, შექ­მ­ნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და გან­ხილ­ვა და, მე­ო­რე მხრივ, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო რე­სურ­სებს, 2021 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა და უკუ­კავ­ში­რის შე­დე­გად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ამ ეტა­პი­სათ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია კარ­გად გა­მოც­დი­ლი ბი­ლინ­გ­ვუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2024-2025 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის იგეგ­მე­ბა, მი­ნი­მუმ, სამ სა­გან­ში ბი­ლინ­გ­ვუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა, რად­გან პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­ქო­ნა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ისე ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს ბი­ლინ­გ­ვუ­რი პე­და­გო­გი­კუ­რი პრაქ­ტი­კის შე­სას­წავ­ლად შე­მუ­შავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბაც მოხ­და რამ­დე­ნი­მე ბი­ლინ­გ­ვურ სა­გან­ში. პე­და­გო­გი­კუ­რი პრაქ­ტი­კის შეს­წავ­ლამ მკა­ფი­ოდ შე­უწყო ხე­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რი­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან იგეგ­მე­ბა მი­სი და­ნერ­გ­ვა ყვე­ლა ბი­ლინ­გ­ვურ სა­გან­ში.

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ქარ­თუ­ლი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, შექ­მ­ნი­ლია სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბის ბან­კი. ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის. მათ გა­ი­ა­რეს სატ­რე­ნინ­გო მო­დუ­ლე­ბი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის არ­სის გა­სათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რებ­ლად და საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბე­ბის შედ­გე­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბე­ბის ბან­კი­დან სკო­ლე­ბი, თა­ვი­ან­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ჩე­ვენ და ნერ­გა­ვენ პრო­ექ­ტებს. მო­ცე­მუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის ში­ნა­არ­სობ­რივ კონ­ტექ­ს­ტ­ში ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას რო­გორც მოს­წავ­ლე­ებ­ში, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლებ­ში.

სკო­ლის ბი­ლინ­გ­ვურ სპე­ცი­ლის­ტებ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ხდე­ბა სკო­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია-გან­ხილ­ვა, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­ცე­მა პრო­ექ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით.“

ბი­ლინ­გ­ვურ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პე­და­გო­გე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია ფი­რუ­ზა აფან­დი­ე­ვა, რო­მე­ლიც 2015 წლი­დან მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­დახ­ლოს №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობს, პროგ­რა­მით „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“. ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს – ბი­ლინ­გ­ვუ­რი სწავ­ლე­ბი­სას ორი­ვე ენის ცოდ­ნა უპი­რო­ბო მოთხოვ­ნაა და ის ამ პი­რო­ბას ზედ­მი­წევ­ნით აკ­მა­ყო­ფი­ლებს. „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ მინ­დო­და მეს­წავ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და და „ხე­ლოვ­ნე­ბას“ ვას­წავ­ლი II-III კლა­სებ­სო, გვითხ­რა. „ჩვე­ნი სკო­ლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლია, ასე­ვე გა­რე­მოც. ამი­ტომ, ამ ასა­კის ბავ­შ­ვებს ქარ­თუ­ლი ენა სა­ერ­თოდ არ ეს­მით, II-კლა­სე­ლე­ბი მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბის დო­ნე­ზე თუ იგე­ბენ, იმახ­სოვ­რე­ბენ, რაც ყო­ველ­დღი­უ­რად ეს­მით, მა­გა­ლი­თად: მო­მის­მი­ნე, მი­პა­სუ­ხე, სი­ჩუ­მე… საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად ხსნის გაკ­ვე­თილს, მა­გა­ლი­თად, ჭურ­ჭე­ლი – რა ჭურ­ჭე­ლია, რის­გან მზად­დე­ბა, რა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ა.შ. ყვე­ლა­ფერ ამას, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის თან­ხ­ლე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად აწ­ვ­დის მოს­წავ­ლე­ებს, მე­რე მეც ვერ­თ­ვე­ბი, ქარ­თუ­ლად ვა­მე­ო­რე­ბი­ნებ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სიტყ­ვებს, რაც შე­აქვთ ორე­ნო­ვან ლექ­სი­კონ­ში. სხვა­თა შო­რის, სა­გან­თან ერ­თად, უკ­ვე ბევ­რი ტერ­მი­ნიც ის­წავ­ლეს, მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლად შე­უძ­ლი­ათ ჩა­მოთ­ვა­ლონ თბი­ლი და ცი­ვი ფე­რე­ბი, რის შე­სა­ხებ, რა თქმა უნ­და, არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ასე რომ ნე­ლა, მაგ­რამ წინ მივ­დი­ვართ, ენის სწავ­ლე­ბა არ არის იოლი. ბავ­შ­ვებს მოს­წონთ, რო­ცა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გაკ­ვე­თი­ლი, სი­ხა­რუ­ლი­თაც ერ­თ­ვე­ბი­ან და იოლა­დაც იმახ­სოვ­რე­ბენ. ხან­და­ხან ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი გაგ­რ­ძელ­დეს და სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად ელო­დე­ბი­ან ხოლ­მე ყო­ველ მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თილს. ერ­თი მოს­წავ­ლე მყავ­და ძა­ლი­ან პა­სი­უ­რი, ბო­ლო ორი კვი­რაა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­აქ­ტი­ურ­და, ენის მი­მართ ინ­ტე­რე­სიც გა­უჩ­ნ­და. ასე რომ, შე­დეგ­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე მა­ინც გა­ვალთ,“ – ამ­ბობს ფი­რუ­ზა აფან­დი­ე­ვა.

ისე­თი ენ­თუ­ზი­აზ­მით სა­უბ­რობს, ეჭ­ვი არაა, ასეც იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ისი­ცაა, რომ დახ­მა­რე­ბა მას და მის კო­ლე­გებ­საც აუცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბათ, ად­გილ­ზეც, საკ­ლა­სო ოთა­ხის ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მხრი­ვაც და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­თაც, თუმ­ცა ტრე­ნე­რე­ბი ყო­ველ­მ­ხ­რივ ცდი­ლო­ბენ მზა რე­სურ­სე­ბით მათ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. „კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი… ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ა­რეთ, ჩვენ თვი­თო­ნაც ვქმნით რე­სურ­სებს, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია და კე­დელ­ზე ვაკ­რავთ. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ნო­უთ­ბუ­ქი რომ მო­ე­ცათ, გვითხ­რეს თა­ვად შე­ი­ძი­ნე­თო, ყვე­ლას კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს“.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მხრივ უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა „ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში“ – და­ბეჭ­დი­ლია და სკო­ლებ­ში უკ­ვე სარ­გებ­ლო­ბენ წიგ­ნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით; IV კლას­ში მხო­ლოდ სა­მუ­შაო რვე­უ­ლი აქვთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი. ას­ტ­ღიკ გა­ლო­ი­ა­ნი, ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ღა­მოს სა­ჯა­რო სკო­ლის ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის ბი­ლინ­გ­ვუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია. კარ­გი შე­დე­გის იმე­დი მა­საც აქვს, რად­გან სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბით – გეგ­მე­ბით, აქ­ტი­ვო­ბე­ბით ქარ­თულ და სომ­ხურ ენებ­ზე, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. ის იმ გა­მო­ნაკ­ლის­თა შო­რი­საა, ვი­საც მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი ენის გა­მოც­და – ჩა­ბა­რე­ბუ­ლი და უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ამ­ბობს, რო­ცა საგ­ნის გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რებს, მე­რე მარ­ტო­საც შე­ეძ­ლე­ბა გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა. სომ­ხუ­რი მი­სი მშობ­ლი­უ­რი ენაა, ხო­ლო ქარ­თუ­ლის ცოდ­ნას, პირ­ველ რიგ­ში, მა­კა ან­თა­ძეს უმად­ლის, მის ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელს გან­ძის №1 სკო­ლა­ში, შემ­დეგ – ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის ერ­თ­წ­ლი­ან პროგ­რა­მას თსუ-ში. „ჩვენ გვაქვს ხოლ­მე შეხ­ვედ­რე­ბი პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან, ვუ­ზი­ა­რებთ ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბას, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აღ­მო­ჩე­ნილ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მიღ­წე­ვებ­ზეც ვსა­უბ­რობთ. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა – ტექ­ს­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში პირ­ვე­ლი­ვე ტექ­ს­ტი ერთ გვერ­დ­ზე მე­ტი მო­ცუ­ლო­ბი­საა, მის წა­სა­კითხად, თით­ქ­მის, ორი გაკ­ვე­თი­ლი დამ­ჭირ­და. ეს კი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია და ახალ გა­მო­ცე­მა­ში, ვფიქ­რობ, უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. აქ­ვე უნ­და ვთქვა, რომ აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გა­დაა შერ­ჩე­უ­ლი და ბავ­შ­ვე­ბიც ხა­ლი­სი­თა და მონ­დო­მე­ბით აკე­თე­ბენ,“ – ამ­ბობს ას­ტ­ღიკ გა­ლო­ი­ა­ნი.

ამა­ვე სკო­ლის ბი­ლინ­გ­ვუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰა­ი­კუი ჰახ­ვერ­დი­ა­ნი სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ორე­ნო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი­სა თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის დრო­უ­ლად მი­წო­დე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. მი­სი აზ­რით, სხვა მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, ბი­ლინ­გ­ვუ­რი სწავ­ლე­ბის კუთხით, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში. „რო­ცა კლას­ში 3-4 მოს­წავ­ლეა, ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი არა­ბუ­ნებ­რი­ვად აღიქ­მე­ბა, მათ­გან ერ­თის რო­ლი, ხან­და­ხან, სიმ­ბო­ლუ­რია. მარ­თა­ლია, ორი­ვეს ჩვენ-ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს და ვას­რუ­ლებთ კი­დეც, მაგ­რამ რა­კი ორი­ვე ენა ვი­ცი, მარ­ტო­მაც შე­მიძ­ლია გა­ვარ­თ­ვა თა­ვი, ოღონდ ჩემს სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში – ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, არ­მე­ნო­ლო­გი ვარ და ორი­ვე ენას კარ­გად ვფლობ“.

2023-24 სას­წავ­ლო წელს ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, ხუთ სა­გან­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. შარ­შან და­ი­ბეჭ­და და სკო­ლებს და­უ­რიგ­და მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში შექ­მ­ნი­ლი მოს­წავ­ლის სა­მუ­შაო რე­სურ­სე­ბი. 170 სკო­ლას აქვს ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ბი­ლინ­გ­ვუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი. პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის კი აუცი­ლე­ბე­ლია ხუთი­ვე საგ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ორე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­თა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბით, რო­მელ­თა შექ­მ­ნი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უნ­და იქ­ნეს იმ პე­და­გოგ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი და შე­ნიშ­ვ­ნე­ბი, რო­მელ­თაც მცი­რე, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე აქვთ ბი­ლინ­გ­ვუ­რი სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები