5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ სამი გამარჯვებული ცნობილია

spot_img

2024 წლის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ 11 ფინალისტისგან სამი გამარჯვებული დასახელდა.

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები არიან:

  • საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე კვარაცხელია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

თითოეულ გამარჯვებულს ფულადი პრემიის სახით სტრატეგიული პარტნიორისგან, ლიბერთისგან გადაეცა 2000 ლარი, ხოლო მასწავლებელის ეროვნულმა ჯილდომ ფინალისტები თანამედროვე, ექსკლუზიური „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშებით დაასაჩუქრა. ასევე, „სულაკაურის გამომცემლობა“ თერთმეტივე ფინალისტს გადასცა გამომცემლობის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათი – “ვეფხისტყაოსნის” გრაფიკულ რომანი, რომელიც გაფორმებულია მხატვარ დავით მაჭავარიანის ილუსტრაციებით.

პრემია „ვეფხისტყაოასნი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივითა და ლიბერთის მხარდაჭერით დაფუძნდა. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავდა. ჟიურის შემადგენლობაში, არიან: ნატა ლომოური, ისტორიკოსი, პენცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ოქტაი ქაზუმოვი, ფილოლოგი, მთარგმნელი; ლევან გელაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კინოს მკვლევარი; თეონა ბექიშვილი, ლიტერატორი, სახელმძღვანელოების რედაქტორი; ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი, ტელეწამყვანი. პრემიის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების განვითარების ხელშეწყობა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები