8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მი ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში

spot_imgspot_img

ნი­ნო დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი
გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სახ. თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის
წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი

მწერ­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ხა­ტავ­და ეპო­ქის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხეს ქმნი­და და აახ­ლო­ებ­და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრო­ტო­ტი­პებ­თან, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც ის თე­მე­ბი იყო, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს ეკარ­გე­ბო­და აქ­ტუ­ა­ლო­ბა. პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მი — ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს ინ­ტერ­ტექ­ს­ტუ­ა­ლო­ბა, ენობ­რი­ვი თა­მა­ში, ახერ­ხებს ტრა­გი­კუ­ლი­სა და კო­მი­კუ­რის ზღვარ­ზე ისე გაგ­ვა­ტა­როს, რომ მკითხ­ვე­ლიც არ და­ი­ძა­ბოს.

პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბა, მე­ტა­ფო­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის ამ ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლია. რო­გორ აისა­ხა თვით ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­ურ­ში­ვე ენობ­რი­ვი თა­მა­ში, მე­სა­მე პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლით პერ­სო­ნა­ჟის სა­ხელ­დე­ბა უკ­ვე მიგ­ვა­ნიშ­ნებს პრე­ის­ტო­რი­ულ ერა­ზე. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია პირ­ველ­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­დი­ვი­დის და­ბა­დე­ბა. ცხა­დია, ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­ის გზა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დრო­სა და უდი­დეს ძა­ლის­ხ­მე­ვას­თან. იგის პი­როვ­ნე­ბად და­ბა­დე­ბა რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი პრო­ცე­სია. ადა­მი­ა­ნი თა­ვად უნ­და მო­ი­ცავ­დეს სამ­ყა­როს, თუმ­ცა უნ­და გა­ი­ა­როს თვით­შეც­ნე­ბის გზა, სამ­ყა­როს შეც­ნო­ბაც ხომ ლო­გოს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი: „პირ­ვე­ლად იყო სიტყ­ვა და სიტყ­ვა იყო ღმერ­თ­თან და სიტყ­ვა იყო იგი ღმერ­თი“. იგის სიტყ­ვე­ბი გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, მეტყ­ვე­ლე­ბა – და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი, „მრა­ვა­ლი გაკ­ვირ­ვე­ბა ცოდ­ნად უნ­და იქ­ცეს“. სამ­ყა­რო აღ­ქ­მუ­ლია, ახ­ლა გაკ­ვირ­ვე­ბის სიღ­რ­მე უფ­რო რთულ­დე­ბა, რად­გან ძვე­ლი ბე­ლა­დის ქმე­დე­ბამ უკ­ვე აფიქ­რე­ბი­ნა, რომ ქვეყ­ნად რა­ღაც ახა­ლი გაჩ­ნ­და და რა არის ეს ახა­ლი? მი­თო­ლო­გი­ი­დან დაწყე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლის უხეშ ფორ­მებს გვთა­ვა­ზობს, რომ არა­სო­დეს უფიქ­რია „ჰუ­ბუ­ტით“ გა­კად­ნი­ე­რე­ბულ კაცს, ძა­ლა­უფ­ლე­ბა უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ და­ეთ­მო. ალ­ბათ, შემ­თხ­ვე­ვი­თი არც ის სა­კითხია, რომ ყვე­ლა მა­მას შვი­ლი და­ამ­ხობს, მით უმე­ტეს, მა­შინ, რო­ცა პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მი აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს შვი­ლე­ბის მხრი­დან მა­მე­ბის და­მარ­ცხე­ბას. „ოდეს­მე შენც შე­ნი შვი­ლი და­გამ­ხობს“ – ის­მის ურა­ნო­სის­გან კრო­ნო­სის მი­მართ. სამ­წუ­ხა­როდ, მარ­თ­ლ­დე­ბა ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რად­გან ძა­ლა­უფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი ყვე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბას ან­გ­რევს და ანად­გუ­რებს. „დი­დი და­ძი­ნე­ბის ხა­ხის­თ­ვის“ იწი­რე­ბი­ან და­მარ­ცხე­ბულ­ნი და ისი­ნი, ვი­სი და­ბა­დე­ბაც არა­ვის ახ­სოვს. ვინ და­უ­წე­სა კა­ცობ­რი­ო­ბას უფ­ლის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­თა შეც­ვ­ლა? ცხა­დია, ადა­მი­ა­ნის მი­ერ შექ­მ­ნილ­მა და­უ­წე­რელ­მა კა­ნო­ნებ­მა და სქე­მებ­მა. ასე­თი წეს­რი­გით იცხოვ­რა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას თემ­მა: „რაც სწა­დია“, ის აღას­რუ­ლოს. პირ­ველ­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნა­ჩე­ნიც ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნი, თუ­კი ბე­ლა­დის სიტყ­ვებს „ცხე­ლი ხი­ფა­თის სუ­ნი აუვა“. რა­ტომ ეჩ­ქა­რე­ბა „და­უშ­ლელ გორ­გალს“ შუ­რის­ძი­ე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა. „დღის თვა­ლის“ გა­ხე­ლის მო­ლო­დი­ნით რომ შეს­ც­ქე­რის ცას, რა­თა ხორ­ცი­თა და ვნე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბა ერ­თხორც და ერ­თ­ფერ გა­ნი­ცა­დოს მთელ­მა ტომ­მა, მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვით კმა­ყო­ფილ­მა ყი­ჟი­ნა დას­ცეს და ხტუნ­ვა და­იწყოს. ინ­დი­ვი­დი წელ­ში იმარ­თე­ბა, მთე­ბის სი­მაღ­ლეს მად­ლო­ბას სწი­რავს, სიტყ­ვე­ბიც მწყობ­რად ლაგ­დე­ბა. სიტყ­ვაც ემორ­ჩი­ლე­ბა და ხე­ლიც, რო­მე­ლიც სი­ლა­სა და ქვა­ზე ადა­მი­ა­ნებს აცოცხ­ლებს. იმი­სათ­ვის, რომ ინ­დი­ვი­დად იქ­ცე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის ში­ში უნ­და დაძ­ლიო. წუ­ხილ­სა და ტკი­ვილს შო­რის ბრძო­ლა­ში, სუ­ლის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლოდ იმოქ­მე­დო. სი­ლა­მა­ზის გან­ც­დი­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ქ­მის უნა­რი იგი­ში ხე­ლოვ­ნე­ბის მსა­ხუ­რე­ბის იდე­ას ბა­დებს. სა­კუ­თარ თავ­ში გა­ფა­ქი­ზე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლის აღ­მო­ჩე­ნა იგის და­არ­წ­მუ­ნებს, რომ არის სუ­ლი და ეს სუ­ლი მთელ სამ­ყა­რო­შია გან­ფე­ნი­ლი: „იგი ყვე­ლა­ფე­რია და ყვე­ლა­ფე­რი იგი­შია“. მარ­თა­ლია, ნა­წარ­მო­ებ­ში ღმერ­თი არ არის ნახ­სე­ნე­ბი, მაგ­რამ სუ­ლის ძი­ე­ბის გზა­ზე იგი ღმერთს მი­აგ­ნებს, სწვდე­ბა ერ­თი­ან და მთლი­ან სულს, მთელ სამ­ყა­როს რომ იტევს. შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გა­ვიხ­სე­ნოთ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სიტყ­ვე­ბი: „მთლად მე მე­კუთ­ვ­ნის ქვე­ყა­ნა“. თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ანს, ცხა­დია, აქვს მის­წ­რა­ფე­ბე­ბი, ყვე­ლა მი­წი­ე­რი ვნე­ბა გა­მოს­ცა­დოს, ხორ­ცი­ე­ლი ვნე­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ „ძე ხორ­ცი­ელს“, ამავ­დ­რო­უ­ლად, უნ­და შე­ეძ­ლოს მი­წი­ერ ვნე­ბებ­ზე ამაღ­ლე­ბა. და­მა­ხინ­ჯ­და ნი, წა­მი­ე­რად იდევ­ნე­ბა იგის სხე­ულ­დან, არც ბე­ლა­დის არ­სე­ბო­ბა მო­ე­წო­ნა, ქვის ბე­ლა­დის შექ­მ­ნა და მი­სი მსხვრე­ვა კა­ცობ­რი­ო­ბის სურ­ვილს გა­აცხა­დებს, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ დას­რულ­დეს ტი­რა­ნია. რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლიც უნ­და იყოს, ბე­ლა­დი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის წყვი­ლი თა­ნა­არ­სე­ბობს. რის გა­მო აუვი­და ბე­ლა­დის სიტყ­ვებს ცხე­ლი ხი­ფა­თის სუ­ნი? იმი­ტომ, რომ იგის სიტყ­ვე­ბი ხმა­მაღ­ლა გა­ის­მა: „იგი ბე­ლა­დია, ბე­ლა­დი იგი­შია“. ყვე­ლა და­ბა­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გამ­ბე­და­ო­ბაა. იგის თუ „დი­დი და­ძი­ნე­ბის ხა­ხის­თ­ვის“ გა­წი­რავს ბე­ლა­დი, არ შე­ა­ში­ნებს, რად­გან სიკ­ვ­დი­ლი არ თრგუ­ნავს, რად­გან მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. „მას დავ­ნატ­რი, ვინც ცხოვ­რე­ბის გზას სწო­რად ჰკვა­ლავს“. იგიც აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ კვალს ტო­ვებს და „იგის­გან დარ­ჩე­ბა ის, რაც იგი­ში იგი იყო“. რას ნიშ­ნავს ეს სიტყ­ვე­ბი, თუ არა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას, წელ­ში გა­მარ­თუ­ლო­ბას, ზე­კა­ცო­ბას, მა­ღალ­სუ­ლი­ე­რე­ბას, მთე­ლი სამ­ყა­როს მომ­ც­ვე­ლო­ბას. იგი პირ­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია დე­და­მი­წა­ზე, რო­მელ­თა­ნაც თა­ნა­არ­სე­ბობს ტი­რა­ნი­აც. გზას, რო­მელ­საც იგი გა­ივ­ლის, „სხი­ვო­სა­ნი ტო­მის“ და­ბა­დე­ბის იდეა მოჰ­ყ­ვე­ბა. „სხი­ვი“ ბიბ­ლი­უ­რი პა­რა­დიგ­მაა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ამ სხივს ხე­დავს ქა­რა­ფის­თ­ვის გან­წი­რუ­ლი იგიც, ზვა­რა­კად გან­წი­რუ­ლი პირ­ვე­ლი მსხვერ­პ­ლი­ვით, სიკ­ვ­დი­ლით სიკ­ვ­დი­ლი დათ­რ­გუ­ნოს. პლა­ტო­ნის „გა­მოქ­ვა­ბუ­ლის“ მე-7 დი­ა­ლოგს თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, ალ­ბათ, დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რას ნიშ­ნავს სიბ­ნე­ლე­ში დაბ­რ­მა­ვე­ბულ­თა ხვედ­რი, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა თი­თო სოკ­რა­ტე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძი­ე­ბის და­საწყე­ბად, რად­გან „ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მგლო­ვი­ა­რეთ“ უკ­თე­სი ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რად­გან გან­ც­დაც არ ჰქო­ნი­ათ უკე­თე­სის.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება