18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

პოს­ტე­რე­ბით სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში მრა­ვალ უნარს ერ­თ­დ­რო­უ­ლად ავი­თა­რებს

spot_img

მარიანა ბეგლარაშვილი
სსიპ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის რუს­თა­ვის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

USAID-ის მი­ერ ლი­დე­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი ქო­უ­ჩინ­გი პოს­ტე­რე­ბით სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ იყო. სწავ­ლე­ბის ეს მე­თო­დი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, რად­გან მოს­წავ­ლე­ებ­ში მრვალ უნარს ერ­თ­დ­რო­უ­ლად ავი­თა­რებს: აღ­წე­რის, თხრო­ბის, დაკ­ვ­ირვე­ბის, ფან­ტა­ზი­ი­სა და სხვ.

ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ვი­ძიე პოს­ტე­რე­ბი და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ასა­კი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ვარ­ჩიე ზღა­პარ „ლო­მი და კურ­დღ­ლის“ სი­უ­ჟე­ტე­ბად და­ყო­ფი­ლი ილუს­ტ­რა­ცია/პოს­ტე­რი.

მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვე, კარ­გად დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ პოს­ტე­რის ეპი­ზო­დებს. თი­თო­ე­უ­ლი ეპი­ზო­დი და­ე­სა­თა­უ­რე­ბი­ნათ და შემ­დეგ მთლი­ა­ნი ამ­ბი­სათ­ვი­საც მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ სა­თა­უ­რი.

შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბა იყო კლას­ში მსჯე­ლო­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა უპა­სუ­ხეს შე­კითხ­ვებს: რას ხე­დავთ ილუს­ტ­რა­ცი­ა­ზე? (ჩა­მოთ­ვა­ლეთ); რო­გორ ფიქ­რობთ, რის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ პოს­ტე­რე­ბის გმი­რე­ბი? თქვე­ნი აზ­რით, რა და რა­ტომ მოხ­და? და­აკ­ვირ­დით პოს­ტერ­ზე გა­მო­სა­ხულ პერ­სო­ნა­ჟებს, აღ­წე­რეთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან და რას შე­იძ­ლე­ბა გრძნობ­დ­ნენ/ფიქ­რობ­დ­ნენ?

მოს­წავ­ლე­ებ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს პოს­ტერ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი გმი­რე­ბი და მა­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ივა­რა­უ­დეს პოს­ტერ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ქმე­დე­ბე­ბის მი­ზე­ზე­ბი და შე­დე­გე­ბი. ბო­ლოს გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ კლას­ში გა­მოთ­ქ­მუ­ლი ვა­რა­უ­დე­ბი და მი­ვი­ღეთ ერ­თი მთლი­ა­ნი ამ­ბა­ვი.

ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და – ბავ­შ­ვე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ და თა­მა­მად გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ თა­ვი­ანთ აზ­რებს. რო­დე­საც შე­ვა­ჯა­მეთ ყვე­ლა მო­საზ­რე­ბა და პოს­ტე­რის მი­ხედ­ვით შე­ვად­გი­ნეთ ერ­თი მთლი­ა­ნი ამ­ბა­ვი, მოს­წავ­ლე­ებს ვა­ყუ­რე­ბი­ნე ზღა­პარ „ლო­მის და კურ­დღ­ლის“ ვი­დეო-ანი­მა­ცია და ვთხო­ვე, დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ თუ და­ემ­თხ­ვე­ო­და ჩვენ მი­ერ შედ­გე­ნი­ლი ამ­ბი­სა და ანი­მა­ცის ში­ნა­არ­სი ერ­თ­მა­ნეთს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ყუ­რადღე­ბით უს­მენ­დ­ნენ და უყუ­რებ­დ­ნენ ვი­დე­ოს და ძალ­ზე გა­ი­ხა­რეს, რო­დე­საც მათ მი­ერ პოს­ტე­რის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი ამ­ბი­სა და ანი­მა­ცი­ის ში­ნა­არ­სი იდენ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნ­და.

ბო­ლოს წა­ვი­კითხეთ ზღა­პა­რი „ლო­მი და კურ­დღე­ლი“. კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ პოს­ტე­რე­ბის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი ამ­ბის, ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი­სა და ზღაპ­რის ში­ნა­არ­სი იდენ­ტუ­რი იყო.

პოს­ტე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ მოს­წავ­ლე­ებ­ში გა­ზარ­და სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია, გაკ­ვე­თილ­ზე ჩარ­თუ­ლო­ბა, უბიძ­გა მათ ფიქ­რი­სა­კენ – ისი­ნი აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ ვა­რა­უ­დებს, ის­მენ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის მო­საზ­რე­ბას, აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ილუს­ტ­რა­ცი­ას და ცდი­ლობ­დ­ნენ მსჯე­ლო­ბას, პოს­ტე­რე­ბის მო­ნაკ­ვე­თე­ბის ლო­გი­კუ­რად გა­დაბ­მას.

რო­გორც მშობ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ბავ­შ­ვებ­მა სი­ხა­რუ­ლით შე­ას­რუ­ლეს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პოს­ტერ­თან მუ­შა­ო­ბას მო­ითხოვ­და.

პი­რა­დი დაკ­ვირ­ვე­ბი­თაც შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ პოს­ტე­რე­ბით მუ­შა­ო­ბა უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნია, ვიდ­რე მხო­ლოდ ტექ­ს­ტით. ვფიქ­რობ, ხში­რად გა­მო­ვი­ყე­ნებ პოს­ტე­რებს, რო­მელ­თა მო­ძი­ე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია სტა­ტი­ის ბო­ლოს მო­ცე­მუ­ლი ლინ­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და არა მარ­ტო. ამავ­დ­რო­უ­ლად, პოს­ტე­რე­ბით სწავ­ლე­ბა სწავ­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც გვაძ­ლევს, რად­გან მოს­წავ­ლე­ებს შეგ­ვიძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ.

 

ვი­დეო:

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები