23 ნოემბერი, შაბათი, 2024

პირველი ვებინარის ლინკი

spot_img

გიზიარებთ ჩვენ მიერ დაანონსებული ვებინარების ლინკს. პირველ ვებინარს წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ჩაატარებს ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტი, მენტორი მასწავლებელი 📌როლანდ ხოჯანაშვილი, თემაზე: 📌ფუნქციური წერა.

https://teams.microsoft.com/_#/school/conversations/%D0%9E%D0%B1%D1%89%D0%B8%D0%B9?threadId=19:xv1qxrlWQ7v3UdYFal_dJrodqjPf-mgRiE9HzCx3dJ81@thread.tacv2&ctx=channel

🔎 ვებინარის თარიღს უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ და, შესაბამისად, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული პირობების შესრულების მიხედვით, გადმოგიგზავნით კოდს.

📣 გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ვებინარზე ჩართვის პირობებს – ლინკის კოდი გაეგზავნება მხოლოდ იმ მასწავლებელს, რომელიც მოიწონებს ჩვენს ფეისბუქგვერდს – ახალი განათლება Akhali Ganatleba და ჯგუფის წევრობისთვის გამოაგზავნის თავისი თიმსის ანგარიშის (ე.წ. ექაუნთის) მისამართს, რომელიც სრულდება @teachers.gov.ge-ზე ან სტუმრის სტატუსით შემოუერთდება ნებისმიერი ელექტრონული ფოსტის მისამართით.

📣 ჩვენი თხოვნაა, ვებინარზე დასწრების მსურველმა მასწავლებელმა თიმსის ანგარიშის ან ელქტრონული ფოსტის მისამართი ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის კომენტარების ველში დაგვიტოვოთ (არ ეხება იმ პედაგოგებს, ვინც უკვე დატოვა მისამართი). თქვენთან ურთიერთობა ასე უფრო გაადვილდება.

✔️ფეისბუქგვერდის „ახალი განათლება Akhali Ganatleba“ „მოწონება“ ემსახურება მიზანს: მასწავლებლებმა დროულად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით.

„ახალი განათლება“ სოციალურ ქსელში რეგულარულად დასვამს შეკითხვას მასწავლებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის და შემდეგ ამის მიხედვით დაიგეგმება ონლაინ შეხვედრები განათლების სპეციალისტებთან. სასწავლო წლის განმავლობაში, მინიმუმ, 12 ვებინარი ჩატარდება საგნობრივი და მეთოდიკური მიმართულებებით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები