28 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

„პი­რა­დი ნივ­თე­ბის მუ­ზე­უ­მი“ – დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დის იდე­ის მი­ხედ­ვით

ეკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი

ფსი­ქო­ლო­გი, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რი, კა­ტოს სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

 

მუ­ზე­უმ­ში ალ­ბათ თქვენც ყო­ფილ­ხართ და ბევ­რი რამ გი­ნა­ხავთ, მაგ­რამ „პი­რა­დი ნივ­თე­ბის მუ­ზე­უ­მის“ შე­სა­ხებ გსმე­ნი­ათ?… მე მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დის წიგ­ნი „აუტიზ­მი სახ­ლ­სა და სკო­ლა­ში“ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ეს იდეა მა­შინ­ვე მო­მე­წო­ნა და ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე. თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა იდე­ას, ამა­ზე ფიქ­რ­საც ბევ­რი დრო მო­ვან­დო­მე, სტა­ტი­ის წე­რას კი­დევ უფ­რო ბევ­რი და აი, ახ­ლა უკ­ვე ჩვენც გვაქვს „პი­რა­დი ნივ­თე­ბის მუ­ზე­უ­მი“ რე­სურ­სო­თახ­ში. იდეა ჩემს მეწყ­ვი­ლეს გა­ვუ­ზი­ა­რე და შემ­დეგ ერ­თად და­ვიწყეთ ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა. დავ­გეგ­მეთ რას, სად და რო­დის გა­ვა­კე­თებ­დით, პრო­ექ­ტი სამ ძი­რი­თად ეტა­პად დავ­ყა­ვით.

მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი – მოს­წავ­ლე­ებს და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ მშობ­ლებს მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია „პი­რა­დი ნივ­თე­ბის მუ­ზე­უ­მის“ შე­სა­ხებ და ვთხო­ვეთ, მო­ე­ტა­ნათ მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­ტა­რა ნივ­თე­ბი.

ნივ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბის და აღ­წე­რის ეტა­პი – მოს­წავ­ლე­ებს მი­ვე­ცით დრო, მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ რა ნივთს „გა­ი­მე­ტებ­დ­ნენ“ მუ­ზე­უ­მის­თ­ვის, ნელ-ნე­ლა შეგ­როვ­და ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბი. შემ­დეგ ყვე­ბოდ­ნენ რა­ტომ აარ­ჩი­ეს კონ­კ­რე­ტუ­ლად ეს ნივ­თი, ან ვინ აჩუ­ქა, ან რა­ტომ იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს­თან ამ ნა­წილ­შიც დე­დი­კო დაგ­ვეხ­მა­რა. თი­კამ (ყვე­ლა სა­ხე­ლი მო­გო­ნი­ლია) სარ­კე და სა­ვარ­ცხე­ლი მო­ი­ტა­ნა, მა­მი­დამ აჩუ­ქა, რად­გან გაპ­რან­ჭ­ვა უყ­ვარს; ლუ­კამ – ჯო­ის­ტი­კი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი მი­სი საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბაა; დი­ტომ ძვე­ლი სა­ა­თი, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ შე­ე­ლია და ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი რომ და­იწყო, უკან წა­ი­ღო.

გა­ფორ­მე­ბის და გა­მო­ფე­ნის ეტა­პი – ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ ნივ­თე­ბის აღ­წე­რის ფურ­ც­ლე­ბის­თ­ვის უფ­რო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იერი მიგ­ვე­ცა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფურ­ც­ლე­ბი „და­ვაძ­ვე­ლეთ“ (ამის­თ­ვის გა­მო­გად­გე­ბათ ხსნა­დი ყა­ვა ან მუ­ქი ჩაი), რა­თა ისი­ნი მუ­ზე­უ­მის დო­კუ­მენ­ტებს დამ­ს­გავ­სე­ბო­და. თი­თო­ე­ულ ასეთ ფურ­ცელ­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვი­ან­თი ნივ­თე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რა გა­ა­კე­თეს. ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს მე და­ვეხ­მა­რე წე­რა­ში, ერ­თი ცელ­ქი ბი­ჭი ჯი­უ­ტად მე­კითხე­ბო­და, თუ რა სა­ჭი­რო იყო მა­ინ­ც­და­მა­ინც ფურ­ც­ლე­ბის „დაძ­ვე­ლე­ბა“.

გა­მო­ფე­ნის­თ­ვის თა­რო წი­ნას­წარ გვქონ­და შერ­ჩე­უ­ლი, რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად გან­ვა­ლა­გეთ მუ­ზე­უ­მი. მე­რე აღ­მოჩ­ნ­და, რომ თა­რო იყო „მას­წავ­ლებ­ლის სი­მაღ­ლე­ზე“ და ბავ­შ­ვე­ბი ოთახ­ში რომ შე­მო­დი­ოდ­ნენ და ათ­ვა­ლი­ე­რებ­დ­ნენ ნივ­თებს, კარ­გად ვერ ხე­დავ­დ­ნენ. ამი­ტომ, სას­წ­რა­ფოდ შევ­ც­ვა­ლეთ მუ­ზე­უ­მის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა ოთახ­ში და ამით დას­რულ­და ჩვე­ნი პრო­ექ­ტი.

ახ­ლა მო­გიყ­ვე­ბით რა­ტომ „ვიწ­ვა­ლეთ“ ამ­დე­ნი.

ანუ რა უნა­რებს ავი­თა­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ეს აქ­ტი­ვო­ბა:

  1. თვით­გა­მო­ხატ­ვის უნა­რი – ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი ემო­ცი­ე­ბის, მო­გო­ნე­ბე­ბის, აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას ნივ­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ეს არის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი თვით­შე­ფა­სე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად.
  2. კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი – ისი­ნი სწავ­ლო­ბენ სხვე­ბის­თ­ვის აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, მოს­მე­ნას, დი­ა­ლოგ­ში შეს­ვ­ლას. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ვინც ნაკ­ლე­ბად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია ან უჭირს სხვებ­თან კონ­ტაქ­ტი.
  3. ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი – ნივ­თე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ფიქ­რი ეხ­მა­რე­ბათ სა­კუ­თა­რი და სხვი­სი გრძნო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში. ასე­ვე, სურთ სხვე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის მი­მართ ემ­პა­თი­ის გან­ვი­თა­რე­ბა.
  4. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა – მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად ირ­ჩე­ვენ ნივთს, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას იღე­ბენ მის მო­ტა­ნა­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე. ეს აძ­ლევს მათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას.
  5. კრი­ტი­კუ­ლი და ასო­ცი­ა­ცი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა – ფიქ­რო­ბენ კითხ­ვებ­ზე: რა­ტომ არის ეს ნივ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? რა ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა? – ეს უნა­რებს ავი­თა­რებს ამ­ბე­ბის შეკ­ვ­რა­სა და მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­ში­რებ­ზე ფიქ­რ­ში.
  6. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ეს­თე­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი – ნივ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბის, სივ­რ­ცის მოწყო­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას ბავ­შ­ვე­ბი სა­კუ­თარ კრე­ა­ტი­ულ ხედ­ვას ავ­ლე­ნენ.
  7. პო­ზი­ტი­უ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა და მი­ღე­ბის გან­ც­და – რო­დე­საც მა­თი ნივ­თე­ბი „მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პო­ნა­ტე­ბად“ გა­მო­ი­ფი­ნე­ბა, იგ­რ­ძ­ნო­ბენ, რომ მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება