25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

პერსპექტივაში დანახული პროფესია – შეხვედრა ახალგაზრდა მასწავლებლებთან

spot_img

„ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბა ნიშ­ნავს, რომ რე­ფორ­მის შე­დე­გად მას­წავ­ლებ­ლო­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი პრო­ფე­სია ხდე­ბა“ – ასე მი­მარ­თა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა სა­მი­ნის­ტ­რო­ში შეხ­ვედ­რა­ზე მი­სულ ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­მაც წელს პირ­ვე­ლად და­იწყეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ით სკო­ლებ­ში მუ­შა­ო­ბა.

ოქ­ტომ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, წელს, მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის უფ­ლე­ბა 1890-მა პე­და­გოგ­მა მო­ი­პო­ვა. აქე­დან, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე 1400 და­საქ­მ­და, 490 კი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი (კერ­ძო სკო­ლა, სხვა პო­ზი­ცია).

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში 100-ზე მე­ტი ვა­კან­სიაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. ლი­დე­რობს მა­თე­მა­ტი­კა (16), ბი­ო­ლო­გია (11), ის­ტო­რია (10), მუ­სი­კა (10), ფი­ზი­კა (10) და ა.შ.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი, ბო­ლო დროს, საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და – ზაფხულ­ში, საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის გა­მოც­და­ზე, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი 10 000 აპ­ლი­კან­ტი (რა­საც მი­ნის­ტ­რი უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნად აფა­სებს) და­რე­გის­ტ­რირ­და. მათ­გან 30%-მა დად­გე­ნი­ლი უმაღ­ლე­სი – 10-კრე­დი­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი დაძ­ლია.

„ეს კი ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის შე­დე­გად, მას­წავ­ლებ­ლო­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სია ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებ­ში გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებს, 1470 სა­ჯა­რო სკო­ლის მი­ერ 4500-მდე ვა­კან­სია გა­მოცხად­და. Teacherjobs.ge-ზე სულ 17 400 აპ­ლი­კან­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 51 350 სა­ათ­ზე“ – გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა.

მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა, სის­ტე­მა­ში ახ­ლად შე­სულ პე­და­გო­გებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, რე­ფორ­მის და­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბის გარ­და, არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზეც ისა­უბ­რა. ერთ-ერთ უმ­წ­ვა­ვეს პრობ­ლე­მად მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან და სოფ­ლის სკო­ლებ­ში ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა და­ა­სა­ხე­ლა. მი­ნის­ტ­რის თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი, 1-დან 100-მოს­წავ­ლი­ა­ნი სკო­ლაა (სულ 900-ზე მე­ტი სკო­ლა), რო­მე­ლიც, ის­ტო­რი­უ­ლად, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის.

მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის პროგ­რა­მის „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში, 150 წარ­გ­ზავ­ნი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, უკა­ნას­კ­ნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ დე­ფიც­იტს ვერ ავ­სებ­და, მოთხოვ­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხო­ლოდ 40%-ს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად. მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებ­ზეც, ათ­წ­ლე­უ­ლე­ბია, კონ­კურ­სი არ იქ­მ­ნე­ბა და ე.წ. უფა­სო პროგ­რა­მებ­ზეც კი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, კონ­ტინ­გენ­ტი 530-მდე ადა­მი­ანს არ სცდე­ბა. წელს, პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ზრდის ტენ­დენ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უახ­ლო­ე­სი 5-10 წლის მან­ძილ­ზე, სა­ჭი­რო კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

„სწო­რედ თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­იჭ­რე­ბა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნ სოფ­ლის სკო­ლებ­ში, ათ­წ­ლე­უ­ლობით, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ამი­ტომ მი­ი­ღო სა­მი­ნის­ტ­რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, გაძ­ლი­ერ­დეს ისე­თი მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­ძი­ებ­ლო­ბის პროგ­რა­მა – დღე­ი­სათ­ვის სის­ტე­მა­ში 2000-მდე მა­ძი­ე­ბე­ლი პე­და­გო­გია. პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც რო­მე­ლი­მე დის­ციპ­ლი­ნის/საგ­ნის, მი­ნი­მუმ, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი აქვთ, სკო­ლა­ში კონ­კურ­სის გავ­ლის შე­დე­გად, 2-წლი­ან მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ში ერ­თ­ვე­ბი­ან, დის­ტან­ცი­უ­რი მომ­ზა­დე­ბის კურსს გა­დი­ან და საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­დას აბა­რე­ბენ. მა­ძი­ებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის ოდე­ნო­ბის ანაზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ. მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს რო­გორც მოქ­მედ, ისე მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს, გა­ი­ა­რონ 3-თვი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი პროგ­რა­მა და ას­წავ­ლონ ერ­თ­ზე მე­ტი მო­მიჯ­ნა­ვე სა­გა­ნი, მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რია-გე­ოგ­რა­ფია-სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, ან ქი­მია-ბი­ო­ლო­გია და ა.შ. ამ პროგ­რა­მა­ზე 4000 პი­რი და­რე­გის­ტ­რირ­და. 24-25 ოქ­ტომ­ბერს – გა­სა­უბ­რე­ბე­ბი, ხო­ლო ნო­ემ­ბერ­ში ტრე­ნინ­გი გა­ი­მარ­თე­ბა. პროგ­რა­მა „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ გა­აგ­რ­ძე­ლებს მას­წავ­ლებ­ლე­ბის წარ­გ­ზავ­ნას გან­სა­კუთ­რე­ბით მო­შო­რე­ბულ და მთის სკო­ლებ­ში“ – გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი და ყვე­ლა სკო­ლას მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე, და­ფა­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ეყო­ლე­ბა. 2019-20 სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში სწო­რედ ამის­თ­ვის გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­ფა­სო მა­ტე­ბა და შე­დე­გად, სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 1011 ლა­რი გახ­და, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის – 1417 ლა­რი, ხო­ლო მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის — 1745 ლა­რი. ხელ­ფა­სი, ასე­ვე, მო­ე­მა­ტათ იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც არ ას­წავ­ლი­ან სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე და ამ მა­ტე­ბამ, სა­შუ­ა­ლოდ,100 ლა­რი შე­ად­გი­ნა. ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ა­თობ­რი­ვი და­ან­გა­რი­შე­ბის წეს­ში და ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 18 სა­ათ­ზე მეტს ჩა­ა­ტა­რე­ბენ, და­მა­ტე­ბით მი­ი­ღე­ბენ სა­ა­თობ­რივ და­ნა­მატს, სა­შუ­ა­ლოდ, 30 ლა­რის ოდე­ნო­ბით. 6400-ზე მეტ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ორი წლის ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ჯილ­დო მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, 2019 წლის ბო­ლომ­დე, ნე­ბის­მი­ერ პრაქ­ტი­კოს, სა­პენ­სიო ასაკს მიღ­წე­ულ მას­წავ­ლე­ბელს აქვს.

მი­ნის­ტ­რი ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლებს დაჰ­პირ­და, რომ რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­მი­ნის­ტ­რო ყო­ველ­მ­ხ­რივ შე­უწყობს ხელს რო­გორც ახალ მას­წავ­ლებ­ლებს, ასე­ვე არ­სე­ბულ, პრაქ­ტი­კოს პე­და­გო­გებს, რომ მე­ტად გან­ვი­თარ­დ­ნენ და სტა­ტუ­სიც აიმაღ­ლონ.

მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ირი­ნა აბუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი პე­და­გო­გე­ბის სის­ტე­მა­ში მო­ზიდ­ვას წინ ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შაო უძღო­და და ძა­ლი­ან ფრთხი­ლად მი­უდ­გ­ნენ ამ სა­კითხს, რად­გან „მას­წავ­ლებ­ლის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი მი­ზა­ნი გვქონ­და, არ­სე­ბუ­ლი კად­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და ახა­ლი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვა, რა­საც კარ­გი ბა­ლან­სი სჭირ­დე­ბო­და. სწო­რად გა­ზო­მილ­მა პო­ლი­ტი­კამ მო­ი­ტა­ნა ახა­ლი პე­და­გო­გე­ბის დი­დი ინ­ტე­რე­სიც. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც თქვენ გენ­დო­მე­ბო­დათ ისეთ სის­ტე­მა­ში შე­მოს­ვ­ლა, სა­დაც თქვენს წი­ნა­მორ­ბედ კო­ლე­გებს არ აფა­სე­ბენ. იმე­დი გვაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, მო­მა­ვალ­ში, ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბით – ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის და­მა­ჯე­რე­ბ­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით წარ­მო­ჩინ­დე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ქვეყ­ნის­თ­ვის ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ, რომ იყოთ ძა­ლი­ან მო­ზო­მი­ლე­ბი და ჩვენ­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლოთ. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სა­უ­კე­თე­სო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ახალ­გაზ­რ­დე­ბიც კი, პირ­ვე­ლი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლას ტო­ვე­ბენ, რად­გან არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით, დამ­წყე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სწო­რედ პირ­ვე­ლი ორი-სა­მი წე­ლია ყველ­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თქვენ და­საწყის­ში ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ – მო­გი­წევთ ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა, ბევ­რ­ჯერ – სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის მო­თოკ­ვა. რთუ­ლია ამ­დე­ნი ბავ­შ­ვის მარ­თ­ვა – სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვა. ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლო­ბა იოლი საქ­მე არ არის, ამი­ტომ, გი­სურ­ვებთ, იყოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და მთა­ვა­რი გა­მოც­და, რო­მე­ლიც ახ­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში იწყე­ბა, ღირ­სე­უ­ლად გა­ი­ა­როთ. გპირ­დე­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­გეხ­მა­რე­ბით პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, თუნ­დაც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით, იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი წლე­ბი კარ­გად გა­ი­ა­როთ და სა­კუ­თა­რი შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩეთ.“

ვა­კან­სი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას ირი­ნა აბუ­ლა­ძემ გა­ნაცხა­და, რომ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით არსე­ბუ­ლი 100 ვა­კან­სია სუ­ლაც არ არის ბევ­რი იმის ფონ­ზე, რაც სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში იყო. „არ ვფიქ­რობთ, რომ რამ­დე­ნი კად­რიც გა­დის სის­ტე­მი­დან, იმ­დე­ნი­ვე უნ­და მო­ვი­დეს. სკო­ლებს ვაძ­ლევ­დით რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ მა­ქსი­მა­ლუ­რად გა­ე­კე­თე­ბი­ნათ სა­ა­თე­ბის ში­და გა­და­ნა­წი­ლე­ბა. იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა სრულ­გა­ნაკ­ვე­თი­ა­ნი პრო­ფე­სია გავ­ხა­დოთ. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ხელ­ფა­სის კუთხით, ისე მოს­წავ­ლის­თ­ვი­საც. თუ გვინ­და, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლეს­თან გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დ­გომ იმუ­შა­ოს და აღარ შე­ი­თავ­სოს რე­პე­ტი­ტო­რო­ბა, მა­შინ მას სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თი და გაზ­რ­დი­ლი ხელ­ფა­სი უნ­და ჰქონ­დეს. ამი­ტომ, ასე­თი მიდ­გო­მა პირ­და­პი­რი გე­ზია მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის – აიღოს მაქ­სი­მა­ლუ­რი სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მე­ტი ინ­ტე­რე­სის გა­სა­ჩე­ნად, 18 სა­ა­თის ზე­მოთ, და­ნა­მა­ტიც კი და­ვა­წე­სეთ. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე, სრულ­გა­ნაკ­ვე­თი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მი­ნი­მუმ, 10 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და. მა­ნამ­დე, მხო­ლოდ 40 პრო­ცენ­ტი იყო სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე და 60 — არას­რულ­ზე, რაც, თა­ვის­თა­ვად, იმას ნიშ­ნავს, რომ პე­და­გოგ­თა უმე­ტე­სო­ბა, სა­მი ან ხუ­თი სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბით, მა­ღალ ანაზღა­უ­რე­ბას ვერ მი­ი­ღებ­და. ამი­ტომ, ყვე­ლას აწყობს ეს მიდ­გო­მა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის, სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მო­მუ­შა­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა.

კარ­გია, რომ ვა­კან­სი­ე­ბი ივ­სე­ბა და იქ, სა­დაც ჯერ კი­დევ არ შევ­სე­ბუ­ლა, სკო­ლებს სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­სა­ვალს ვთა­ვა­ზობთ, თუნ­დაც, ახ­ლა­ხან გა­მოცხა­დე­ბუ­ლი „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლაც“ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. უკ­ვე 4 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და. კო­მი­სი­ე­ბი­დან ძა­ლი­ან კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვ­დის კონ­კურ­სან­ტე­ბის შე­სა­ხებ. სკო­ლა­ში იმის­თ­ვის რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან, რომ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, ერ­თ­ზე მე­ტი საგ­ნის სწავ­ლე­ბა შეძ­ლონ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის. სწო­რედ ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა მის­ცემთ მათ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ერ­თ­ზე მე­ტი საგ­ნის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დ­ნენ.

ბევ­რი გეგ­მა გვაქვს, მაგ­რამ სის­ტე­მა­ში თქვე­ნი შე­მოს­ვ­ლა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ტი­ვა­ციაა იმის­თ­ვის, რომ უფ­რო მე­ტი გა­ვა­კე­თოთ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, კარ­გად ითა­ნამ­შ­რომ­ლებთ ჩვენ­თა­ნაც და თქვენს უფ­როს კო­ლე­გებ­თა­ნაც, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ში დაგ­ხ­ვ­დ­ნენ. მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მჯე­რა, სა­თა­ნა­დო უნა­რებს გა­მო­ი­ჩენთ და სკო­ლის კო­ლექ­ტივ­ში კარ­გად ჩა­ე­წე­რე­ბით. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს, გამ­ძ­ლე­ო­ბას და, რა თქმა უნ­და, თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს წლის ბო­ლოს.“

ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ გამ­ბე­და­ვე­ბიც აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, რად­გან შეხ­ვედ­რის ბო­ლოს მი­ნის­ტ­რ­თან და მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან იმ პრობ­ლე­მა­ტურ სა­კითხებ­ზე სა­უ­ბა­რი სცა­დეს, რო­მე­ლიც მათ მას­წავ­ლებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე თვე­ებ­ში და­ი­ნა­ხეს.

შემ­ცირ­დე­ბა თუ არა კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა და იქ­ცე­ვა თუ არა დაწყე­ბუ­ლი რე­ფორ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლად, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან მი­ნის­ტ­რის მოს­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში კურ­სი უც­ვ­ლე­ლად შე­ნარ­ჩუნ­დეს, მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი და სკო­ლა კი ისევ საც­დელ პო­ლი­გო­ნად არ იქ­ცეს (რი­სი მა­გა­ლი­თე­ბიც ხში­რად გვქო­ნია).

ირი­ნა აბუ­ლა­ძემ გა­ნაცხა­და, რომ კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში არ იგეგ­მე­ბა, რად­გან ამის­თის უფ­რო მე­ტი სკო­ლის შე­ნო­ბა და მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლია სა­ჭი­რო. გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში კი, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­მი­ნის­ტ­რო ნორ­მად ქცე­უ­ლი 29 მოს­წავ­ლის შემ­ცი­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს. „ეს პრობ­ლე­მა, უმე­ტე­სად, დი­დი ქა­ლა­ქე­ბის სკო­ლებს აქვს. თბი­ლის­ში ძა­ლი­ან მწვა­ვედ დგას ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის პრობ­ლე­მა, რად­გან ცენ­ტ­რა­ლურ უბ­ნებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ფარ­თე­ბი და მი­წე­ბი, სა­დაც ახა­ლი სკო­ლე­ბის აშე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ახ­ლა სწო­რედ ამ სა­კითხ­ზე ვმუ­შა­ობთ, გვინ­და, რომ დი­დი სკო­ლე­ბი გან­ვ­ტ­ვირ­თოთ. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლა, რო­მელ­საც 3 000 მოს­წავ­ლე ჰყავს, 55-ე სა­ჯა­რო სკო­ლა, პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია და ა.შ. ასე რომ, გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მა­ში ეს სა­კითხი გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა, ჯერ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა უნ­და მო­ვაგ­ვა­როთ, რომ ისე­თი მდგრა­დი სის­ტე­მა შევ­ქ­მ­ნათ, რო­მე­ლიც ამ ტი­პის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას აიტანს. გარ­და ამი­სა, ვა­მუ­შა­ვებთ კონ­ცეფ­ცი­ას – ახა­ლი სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აშენ­დე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს არა სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის – დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო – არა­მედ რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი. ეს არის რე­ფორ­მის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ხედ­ვა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კი­თაა მი­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კარ­გად მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რო­გორ შევ­ძ­ლებთ მსგავს სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლას, რად­გან, ძი­რი­თა­დად, მა­ინც საბ­ჭო­უ­რი ტი­პის ორ და ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი გვაქვს. ახა­ლი სკო­ლის აშე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­დაც დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი გვექ­ნე­ბა, ვფიქ­რობთ, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მებ­თან – სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დაწყე­ბი­თი სკო­ლა. ბევ­რი ასე­თი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ხედ­ვა გვაქვს, რო­მელ­საც მივ­ყ­ვე­ბით და იმე­დია, მსოფ­ლიო ბან­კის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მა­ლე გახ­დე­ბა ეფექ­ტუ­რი.“

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ფორ­მის მდგრა­დო­ბის სა­კითხს, მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, რომ: „რე­ფორ­მა­ზე ფიქ­რის დაწყე­ბის­თა­ნავე, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ისე­თი მე­ქა­ნიზ­მი ჩაგ­ვე­დო, რო­მელ­ზეც მი­ნის­ტ­რის ცვლი­ლე­ბა გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენ­და. ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იყო, ისე­თი რე­ფორ­მის­თ­ვის ჩაგ­ვე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც უკან შე­საბ­რუ­ნე­ბელ/და­სა­ხევ გზას აღარ და­ტო­ვებ­და“. ამის გა­რან­ტად კი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მზარდ ბი­უ­ჯეტს გუ­ლის­ხ­მობს, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 2022 წლის­თ­ვის და­სა­ხულ მი­ზ­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. „ამი­ტომ მი­ნის­ტ­რის გა­მოც­ვ­ლას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბა, სწორ გზა­ზე ვდგა­ვართ და ეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კა­ნო­ნით. მთა­ვა­რია, რომ რე­სურ­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და­ვამ­კ­ვიდ­რეთ. ამის გარ­და, ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და, შემ­დე­გი წლი­დან, გაზ­რ­დი­ლი ბი­უ­ჯე­ტის გარ­და, დო­ნო­რე­ბის­გან 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ვი­ზი­დეთ, პრო­ცეს­ში ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩავ­რ­თეთ, თა­ვი­სი რე­სურ­სე­ბით, რაც კი­დევ უფ­რო მყარ გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა, რომ კურ­სი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და დაწყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვა – კა­ნო­ნი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცე­სებს შე­უქ­ცე­ვადს გახ­დის.“

და მა­ინც, რა­ტომ აირ­ჩი­ეს ახალ­გაზ­რ­დებ­მა მას­წავ­ლებ­ლო­ბა და რა პერ­ს­პექ­ტი­ვას ხე­და­ვენ ამ პრო­ფე­სი­ა­ში?

თა­მარ სა­ჩა­ნე­ლი

155-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

მა­გის­ტ­რა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ორი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მქონ­და: სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 170 ლა­რად ან ბან­კ­ში მუ­შა­ო­ბა ხუთ­მა­გი ხელ­ფა­სით. მა­შინ არ მქონ­და იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ამერ­ჩია და საყ­ვა­რე­ლი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა, ამი­ტომ ბან­კ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე, ვი­ყა­ვი ფი­ლი­ა­ლის მე­ნე­ჯე­რი. თუმ­ცა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­მო, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბან­კი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­მეწყო, რაც ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მეა.

რე­ფორ­მის წყა­ლო­ბით „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­შიც“ ვარ ჩარ­თუ­ლი, რო­გორც ქო­უ­ჩის ასის­ტენ­ტი. ამავ­დ­რო­უ­ლად, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც ვას­წავ­ლი. მთე­ლი ჩე­მი ძა­ლე­ბით ჩა­ვერ­თე საყ­ვა­რელ პრო­ფე­სი­ა­ში და ვა­კე­თებ საყ­ვა­რელ საქ­მეს. ბან­კი­დან სახ­ლ­ში 7 სა­ათ­ზე მოვ­დი­ო­დი და სამ­სა­ხურ­ზე სა­ერ­თოდ აღარ ვფიქ­რობ­დი, ახ­ლა პი­რი­ქით ხდე­ბა, ღა­მის პირ­ველ-ორ სა­ა­თამ­დე მო­მა­ვა­ლი დღის გაკ­ვე­თი­ლებს, ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის მატ­რი­ცებს ვგეგ­მავ. დი­ლით მივ­დი­ვარ ბედ­ნი­ე­რი. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და, რო­გორც დე­და, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩე­მი შვი­ლი ის­წავ­ლის მო­დე­ლით, რო­მე­ლიც უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა და­ზე­პი­რე­ბა­ზე.

სკო­ლა­ში მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მით შე­ვე­დი, უკ­ვე 30 წლის ვარ, ვფიქ­რობ, გვი­ან არას­დ­როს არის და­საქ­მ­დე საყ­ვა­რელ პრო­ფე­სი­ა­ში, აკე­თო ის, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს, თან შე­სა­ბა­მი­სი ანაზღა­უ­რე­ბა აიღო.

სხვა­თა შო­რის, რა პრობ­ლე­მებ­საც ვე­ლო­დი სკო­ლა­ში, თუნ­დაც, მიმ­ღებ­ლო­ბის მხრივ, არ დამ­ხ­ვ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლექ­ტი­ვია, შე­იძ­ლე­ბა მე გა­მი­მარ­თ­ლა. დი­რექ­ტო­რიც და კო­ლე­გე­ბიც მო­მარ­თუ­ლი არი­ან, რო­გორ და­მი­ჭი­რონ მხა­რი და რო­გორ და­მეხ­მა­რონ.

რის შეც­ვ­ლას ვი­სურ­ვე­ბდი სის­ტე­მა­ში? ერ­თა­დერ­თი, მე­ტი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო. ყვე­ლა კლას­ში უნ­და იყოს ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ ბავ­შ­ვებს აჩ­ვე­ნო ფილ­მე­ბი, ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტე­ბი, სა­ჭი­რო დროს ისარ­გებ­ლო ქსე­როქ­სით და ა.შ. და­ნარ­ჩე­ნი, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ახალ­გაზ­რ­დებს, უკ­ვე ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, ვურ­ჩევ, გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი და წა­ვიდ­ნენ სკო­ლებ­ში. ვფიქ­რობ, და­ვამ­ს­ხ­ვ­რიე სტე­რე­ო­ტი­პი პრეს­ტი­ჟუ­ლი და არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. წლე­ბი ვა­კე­თე საქ­მე (თან, რა­საკ­ვ­რ­ვე­ლია, ხა­რის­ხი­ა­ნად), რო­მე­ლიც პრეს­ტი­ჟულ სამ­სა­ხუ­რა­დაც ით­ვ­ლე­ბო­და, მაგ­რამ არა­ნა­ირ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მა­ნი­ჭებ­და, ახ­ლა ვა­კე­თებ საქ­მეს, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც მა­ნი­ჭებს და ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლია პრო­ფე­სი­ებს შო­რის. ხში­რად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მე­კითხე­ბი­ან, ბან­კი­დან რამ წა­მო­გიყ­ვა­ნა სკო­ლა­შიო – ვპა­სუ­ხობ, რომ ეს ჩემ­თ­ვის ყვლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი სფე­როა და თან ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნიც. საგ­ნის გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს, ახ­ლა მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მით დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის კურსს გავ­დი­ვარ. იმე­დი მაქვს, პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დე­ბი.

არ­ჩილ ჭავ­ჭა­ნი­ძე

175-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მარ­თ­ლი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­ნათ­ლე­ბა ყო­ველ­თ­ვის აღ­წევს შე­დეგს და ეს არის დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტი. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, გარ­და იმი­სა, რომ სტუ­დენ­ტებ­თან მაქვს შეხ­ვედ­რე­ბი და ტრე­ნინ­გებს ვა­ტა­რებ, დი­დი სტი­მუ­ლია სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა. ეს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ვი­ღე, მო­მა­ვალ თა­ო­ბას გა­დავ­ცე. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, დავ­ხ­მა­რე­ბო­დი იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც სა­მარ­თა­ლი აინ­ტე­რე­სებთ და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე აპი­რე­ბენ. მინ­დო­და, შუ­ა­მავ­ლის რო­ლი შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა და და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სკო­ლას შო­რის ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დი. სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლი­ად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლე­ბი არი­ან უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი მა­თი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სიის შე­სა­ხებ. 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც არ­ჩე­ვით საგ­ნად „სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­მარ­თა­ლი“ ის­წავ­ლე­ბა, სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა და პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­გა­ნიც შე­ვი­თავ­სე.

აქამ­დე პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ რო­ცა დი­რექ­ტორს, თი­ნა­თინ ალა­ვი­ძეს ჩე­მი მიზ­ნე­ბი გა­ვა­ცა­ნი, დამ­თან­ხ­მ­და, ჩა­ვერ­თე სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.

7 ნო­ემ­ბერს „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის“ საგ­ნის გა­მოც­და უნ­და ჩა­ვა­ბა­რო. რად­გან მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს, ამ პრო­ფე­სი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვა­პი­რებ, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის­თ­ვის ვიზ­რუ­ნებ, შემ­დეგ მენ­ტო­რო­ბის­თ­ვი­საც ვიბ­რ­ძო­ლებ.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ფე­სიაა, მაგ­რამ ამას ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­და ასე­თი პრინ­ცი­პით უნ­და მი­უდ­გეს: შეც­ვა­ლოს ის, რაც თვი­თონ არ მოს­წონ­და სკო­ლა­ში. და­სა­ფა­სე­ბე­ლია ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ღვაწ­ლი, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, მათ შო­რის, სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბიც. პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან უშუ­ა­ლო­ე­ბი უნ­და ვი­ყოთ, მას­წავ­ლებ­ლის პირ­ვე­ლი გა­სა­ღე­ბი კი მარ­ტი­ვია – მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს მე­სა­მეკ­ლა­სე­ლია თუ მე­თორ­მე­ტე, მოს­წავ­ლეს უნ­და ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბაა და არა შენ­ზე პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თი­თის ქნე­ვით შე­იძ­ლე­ბა ვე­ლა­პა­რა­კო.

ბე­ქა ლე­ჟა­ვა

198-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მამ სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, ეს პრო­ფე­სია კი ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ზი­დავ­და, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ბავ­შ­ვო­ბი­დან მინ­დო­და. ვფიქ­რობ, ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მო­მი­ვა. ამა­ში ჯერ კი­დევ მა­შინ დავ­რ­წ­მუნ­დი, რო­ცა სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე. რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ფე­სი­ა­ცაა, ექი­მის პრო­ფე­სი­ას­თან ერ­თად. მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ზარ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ზე.

25 წლის ვარ, ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რია და მი­ხა­რია, რომ სწო­რად ვი­პო­ვე ად­გი­ლი სფე­რო­ში, რო­მელ­საც მო­მა­ვალს და­ვუ­კავ­ში­რებ. სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი, სა­დაც სსსმ ბავ­შ­ვებ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას­თა­ნაც პირ­ვე­ლად მაქვს შე­ხე­ბა. მარ­თა­ლი გითხ­რათ, პირ­ვე­ლი კვი­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად სირ­თ­ლე­ე­ბი­სა, მე ჩე­მი თა­ვი სკო­ლა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ამა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა კო­ლექ­ტი­ვი, რო­მე­ლიც აქ დამ­ხ­ვ­და. მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მა­ში თა­ვის­თა­ვად ჩა­ვერ­თე, თუმ­ცა, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა ავირ­ჩიე, რო­მელ­საც სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გავ­დი­ვარ. საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია კი ზაფხულ­ში და­ვა­დას­ტუ­რე.

ქე­თი ქო­რი­ძე

75-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლი:

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ბავ­შ­ვო­ბი­დან მიყ­ვარ­და და ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო, სკო­ლა­ში და­მეწყო მუ­შა­ო­ბა. რო­ცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, გა­ვი­გე, რომ მხო­ლოდ ქი­მი­ის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ გავ­ხ­დე­ბო­დი, ამი­ტომ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი მა­ი­ნორ პროგ­რა­მა ავირ­ჩიე პე­და­გო­გი­კა­ში. ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, იმე­დია, ნო­ემ­ბერ­ში საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ა­საც და­ვა­დას­ტუ­რებ და სტა­ტუსს ავი­მაღ­ლებ. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლად ის პრო­ფე­სიაა, სა­დაც მო­მა­ვალ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. თუმ­ცა, სიძ­ნე­ლე­ე­ბიც ახ­ლავს — რო­ცა კლას­ში 33 მოს­წავ­ლე გი­ზის, რთუ­ლია იოლად მარ­თო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფერს დავ­ძ­ლევ (მე-8, მე-10 და მე-11 კლა­სებს ვას­წავ­ლი), რად­გან მთე­ლი გუ­ლით ვარ ჩარ­თუ­ლი და ვგრძნობ, რომ ეს ჩე­მი საქ­მეა. მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მა ძა­ლი­ან კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რად­გან ამ პროგ­რა­მით ახალ­გაზ­რ­დებს სკო­ლებ­ში შეს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა და, რაც მთა­ვა­რია, ჩვენ შევ­ძე­ლით სურ­ვი­ლე­ბი რე­ა­ლო­ბად გვექ­ცია.

♦ ♦ ♦

ირი­ნა აბუ­ლა­ძემ ახალ­გ­ზარ­დებს კი­დევ ერ­თხელ შე­ახ­სე­ნა, რომ ყვე­ლა რე­ფორ­მას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა (ამის გა­რე­შე რე­ფორ­მა ვერ შედ­გე­ბა) და რომ ამ პრო­ცეს­ში მა­თი რო­ლი გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია: „თუ თქვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­კუ­თარ თავ­ზე არ იგ­რ­ძ­ნობთ ამ სი­კე­თე­ებს და არ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებთ მშობ­ლებს – რა­ტომ არის კარ­გი, რომ გახ­დით მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მა­შინ ამ რე­ფორ­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მხარ­და­ჭე­რა არ ექ­ნე­ბა. რაც უნ­და კარ­გი იდეა არ­სე­ბობ­დეს, შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა წნეხ­მა მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ა­ფერ­ხოს, ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მშობ­ლებ­თან, მათ უნ­და იცოდ­ნენ რა ხდე­ბა მა­თი შვი­ლე­ბის თავს, რას სწავ­ლო­ბენ ან ვერ სწავ­ლო­ბენ, რო­გორ ზრუ­ნავთ თქვენ მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ეს აუცი­ლე­ბე­ლია თუნ­დაც იმის­თ­ვის, რომ მშო­ბელ­მა და­ი­ჯე­როს, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის სკო­ლა­ში შეს­ვ­ლა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ერ­თი­ა­ნო­ბა პრო­ცე­სე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბის გა­რან­ტიაა, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას კი ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა, მი­ნი­მუმ, მომ­დევ­ნო ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში – ძა­ლი­ან კურ­სი­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ათ წე­ლი­წად­შიც ვერ მო­ი­ტანს შე­დეგს.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები