სამეურვეო საბჭო, მანდატური და დისციპლინური კომიტეტი
გთავაზობთ ე.წ. დახურულბოლოიან ტესტებს, რომლებიც შეეხება საკითხებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან და მომზადებულია, „ახალი განათლების“ 120-საათიანი ტრენინგ-კურსის ფარგლებში, შემდეგი პედაგოგების მიერ:
გულნარა ჟღენტი – სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუა ამაღლების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
თამარ ქუშაშვილი – სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბეკამის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი
გვანცა ჟურულიშვილი – სსიპ თელავის მინიციპალიტეტის სოფ. ბუშეტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ტესტებს ბოლოში ახლავს სწორი პასუხები.
- სკოლის სამეურვეო საბჭო არის:
ა) სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;
ბ) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო;
გ) სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო, იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ორგანოს
- საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, განიხილავს:
ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტრო;
გ) სასამართლო, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით
- ვინ ირჩევს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს/კანდიდატებს?
ა) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო სამინისტროს წარდგინებით;
ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
გ) პედაგოგიური საბჭო სამეურვეო საბჭოს თანხმობით
- ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას უზრუნველყოფს:
ა) სამინისტრო;
ბ) რესურსცენტრი;
გ) პედაგოგიური საბჭო
- თუ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, მაშინ:
ა) რესურსცენტრი უფლებამოსილია დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო;
ბ) სამინისტრო უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო;
გ) დისციპლინარული კომიტეტი უფლებამოსილია დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო.
- სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა:
ა) ერთი წელი;
ბ) ორი წელი;
გ) სამი წელი
- პირი სამეურვეო საბჭოს წევრად ზედიზედ შეიძლება იქნას არჩეული?
ა) ორჯერ;
ბ) სამჯერ;
გ) ოთხჯერ
- რა რაოდენობის წარმომადგენლებისაგან შეიძლება შედგეს სამეურვეო საბჭო?
ა) სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ არათანაბარი რაოდენობით არჩეული არანაკლებ 6, არაუმეტეს 10 წარმომადგენლისაგან, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ აჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ დანიშნული ერთი წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დაინიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი;
ბ) სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით არჩეული არანაკლებ 6, არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ აჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ დანიშნული ერთი წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, მუნიციპალიტეტი უფლებამოსიალია სამეურვეო საბჭოში დაინიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი;
გ) სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით არჩეული არანაკლებ 4, არაუმეტეს 10 წარმომადგენლისაგან, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ აჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ დანიშნული ერთი წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, მუნიციპალიტეტი უფლებამოსიალია სამეურვეო საბჭოში დაინიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი.
- სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს რა შემთხვეაში შეუძლიათ გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოდან?
ა) სამეურვეო საბჭოს გაცდენის შემთხვევაში;
ბ) სამეურვეო საბჭოს დღის წესრიგის დაგეგმვაში თუ არ მიიღებს მონაწილეობას;
გ) ნებისმიერ დროს.
- ვინ შეიძლება იქნას არჩეული სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ?
I – სამეურვეო საბჭოს წევრი მშობელი;
II – მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი;
III – სამეურვეო საბჭოს წევრი მასწავლებელი
ა) მხოლოდ I და II; ბ) მხოლოდ I და III; გ) მხოლოდ II და III
- სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს:
ა) სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;
ბ) სიითი შემადგენლობის ნახევარს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;
გ) სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეოთხედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;
- სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერ იკრიბება სამეურვეო საბჭო?
ა) სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ მაინც, სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს;
ბ) სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 1-ჯერ მაინც, სასწავლო წლის დასაწყისში;
გ) სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.
- რომელი დებულება/დებულებებია სწორი?
I – საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების (გარდა შრომითი ხელშეკრულებისა) მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი. ამ კანონის მიზნებისთვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება „კორუფციის წინაშე ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
II – საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში;
III – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინარული კომიტეტისა და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლებში.
ა) მხოლოდ I და II; ბ) მხოლოდ I და III; გ) ყველა სწორია
- სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს:
ა) სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით;
ბ) რესურსცენტრი სამეურვეო საბჭოს წარდგინებით;
გ) სამინისტრო სკოლის დირექტორის წარდგინებით.
- რომელი დებულება/დებულებებია სწორი სამეურვეო საბჭოს ფუნქციებთან დაკავშირებით?
I – სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინარული გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
II – სამეურვეო საბჭო გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე;
III – სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს
ა) მხოლოდ I და III; ბ) მხოლოდ II და III; გ) ყველა სწორია
- დისციპლინარული კომიტეტის შემადგენლობაში შედის:
ა) თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი და მშობელი;
ბ) თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე;
გ) თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საბაზო საფეხურის მოსწავლე.
- რომელი დებულება/დებულებებია სწორი სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით?
I – სამეურვეო საბჭოს წევრს პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
II- სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
III – მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი
ა) მხოლოდ I და II; ბ) მხოლოდ II და III; გ) I, II და III
- სამეურვეო საბჭოს წევრის ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში, მის ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს:
ა) ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი ხმები;
ბ) ვადამდელი არჩევნების შედეგად ხმათა უმრავლესობით გასული პირი;
გ) ადგილი რჩება ვაკანტური მომდევნო არჩევნებამდე.
- რომელ ორგანო ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას?
ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
ბ) სამეურვეო საბჭო;
გ) რესურსცენტრი.
- სამეურვეო საბჭო:
I – აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვას და ქონების განკარგვას;
II – ზრუნავს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
III – უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს
ა) მხოლოდ I და II; ბ) მხოლოდ II და III; გ) მხოლოდ I და III
- საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური არის პირი:
ა) შესაბამისი განათლების მქონე, ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოების წესებს.
ბ) შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლეობის არ მქონე, საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
გ) ნასამართლეობის არმქონე, როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნის ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
- სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მითითებები
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მითითებები მხოლოდ დირექტორის მითითებით.
გ) მხოლოდ მშობლის მითითებები.
- საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენისა და ამის გამო მოსწავლის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შეატყობინოს:
ა) მხოლოდ რესურს-ცენტრს;
ბ) მხოლოდ დირექტორს;
გ) მოსწავლის მშობელსა და სკოლის დირექტორს.
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება:
ა) მხოლოდ დირექტორის ინიციატივით;
ბ) სამეურვეო საბჭოს ინიციატივით;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით.
- უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების უფლება აქვს:
ა) იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სქესის ნებისმიერ თანამშრომელს.
გ) სკოლის ექიმს.
- კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია:
ა) კოლექტიურ უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს სკოლის რამდენიმე თანამშრომელი;
ბ) კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დაუშვებელია;
გ) კოლექტიურ უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს სკოლის ექიმი;
- მოსწავლის განცალკევების უფლება აქვს:
ა) მხოლოდ დირექტორს.
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
გ) სამეურვეო საბჭოს.
- პირის უსაფრთხოების დაცვისა და მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვნის დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს
ა) ვიდეოთვალთვალი სკოლის გარე პერიმეტრზე.
ბ) ვიდეოთვალთვალი სკოლის გარე და შიდა პერიმეტრებზე.
გ) ვიდეოთვალთვალი სკოლის შიდა პერიმეტრზე.
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს
იცავს:
ა) სამეურვეო საბჭო
ბ) დაცვა
გ) კანონი
- ვის აქვს მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის უფლება?
ა) არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ბ) სკოლის ადმინისტრაციას.
გ) რესურს-ცენტრს
- საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს:
ა) სკოლის დირექტორს
ბ) განათლების სამინისტროს
გ) სასამართლოს
- აქვს თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება ?
ა) შესაძლებელია მსუბუქი ზომების გამოყენებით
ბ) მანდატურს ეკრძალება ფიზიკური ძალის გამოყენება საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გ) მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. გამოყენებული ფიზიკური ძალა წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
- ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული პასუხი?
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მანდატურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის.
ბ) ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მანდატურს არ აქვს.
გ) მანდატურის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა .
- ფიზიკური ძალის გამოყენების დროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია:
ა) გაუფრთხილებლად გამოიყენოს ფიზიკური ძალა და არ მისცეს დრო მოთხოვნების შესასრულებლად.
ბ) ფიზიკური ძალა გამოიყენოს წარმოქმნილი საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური უნდა იყოს;
გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებიდან 3 დღის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს ამის შესახებ სამინისტროს;
- საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში:
ა) დგება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმი. ამ ოქმში სხვა ინფორმაციის მითითებასთან ერთად უნდა დასაბუთდეს ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობა.
ბ) მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში უნდა ეცნობოს მხოლოდ დირექტორს.
გ) დასაშვებია ფიზიკური ძალის ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ გამოყენება, მიუხედავად იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოქმედებით საფრთხე არ ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის:
ა) მხოლოდ მასწავლებლები;
ბ) სკოლის ადმინისტრაცია;
გ) თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა:
ა) ფულადი დახმარება 10000 ლარის ოდენობით;
ბ) ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით;
გ) ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
- სკოლაში მანდატურის მოვალეობა შეიძლება შეითავსოს:
ა) დირექტორის მიერ განსაზღვრულმა პირმა;
ბ) სამეურვეო საბჭოს წევრმა;
გ) დირექტორის მოადგილემ.
- დისციპლინური გადაცდომის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო არის:
ა) დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო;
ბ) დისციპლინური კომიტეტი და მანდატურის სამსახური;
გ) დისციპლინური საბჭო.
- დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია:
ა) დისციპლინური წარმოებისას ნაწილობრივ გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
ბ) დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
გ) დისციპლინური წარმოებისას დასჯერდეს მოცემულ ფაქტებს და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.
- საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს მხოლოდ დოკუმენტები და შეაგროვოს ცნობები;
ბ) გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი აქტები;
გ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
- დისციპლინური კომიტეტის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში:
ა) თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) დირექციის წარმომადგენელი;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად არჩეული სხდომის თავმჯდომარე.
- დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ :
ა) სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი;
ბ)სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა;
გ) სხდომას ესწრება წევრთა ერთი მესამედი;
- დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს:
ა) მშობელი , რომელსაც არ აქვს სათანადო კომპეტენცია;
ბ) მოსწავლე;
გ) პირი, რომელიც თვითონ არის დაინტერესებული საქმეში ან დაინტერესებული მხარის ნათესავია ;
- დისციპლინური გადაცდომების ნუსხასა და გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს სკოლის შინაგანაწესში ამტკიცებს:
ა)სამეურვეო საბჭო დირექტორის წარდგინების საფუძველზე ;
ბ) დისციპლინური კომიტეტი დირექტორის წარდგინების საფუძველზე;
გ) სკოლის პედაგოგიური საბჭო;
- დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს. ამასთან სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია :
ა) წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრები განიხილოს მანდატურმა ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი;
ბ) წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრები განიხილოს სამინისტრომ ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი;
გ) წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი;
- საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, განიხილავს:
ა) დისციპლინური კომიტეტი;
ბ) სამეურვეო საბჭო;
გ) სამეურვეო საბჭო და სააპელეციო კომიტეტი.
- დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით :
ა) დასაშვებია განსაკუთრებული გარემოების დროს;
ბ) დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;
გ) დასაშვებია თუ სხდომას მოიწვევს მონაწილე პირთა ნახევარზე მეტი;
- დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:
I – სკოლის წესდების/ შინაგანაწესის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა;
II – სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული, ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
III – სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის , ნარკოტიკის ან სხვა ტოქსიკური საშუალებების, ასევე თამბაქოს მოხმარება;
IV – სკოლის გარეთ თავისუფალ დროს თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარება.
ა) I-II; ბ) I-II-III; გ)IV
- დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
I მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის , შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის , აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურეობრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
II დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს , რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია , მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ,რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.
III მოსწავლის , შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის , აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურეობრივ მოვალეობასაც არ წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
IV მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის , შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის , აგრეთვე, იმ პირის სიტყვიერი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურეობრივ მოვალეობასაც არ წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
ა) I-III; ბ) II-III; გ) I-IV
პასუხები:
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
ბ | გ | ა | ა | ბ | გ | ა | ბ | გ | ბ | ა | გ | გ | ა | გ | ბ | გ | ა | ბ | გ |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 32 | 33 | 34 | 35 | 36 | 37 | 38 | 39 | 40 |
ბ | ა | გ | გ | ა | ბ | ბ | ბ | გ | ა | გ | გ | ა | ბ | ა | გ | გ | გ | გ | ბ |
41 | 42 | 43 | 44 | 45 | 46 | 47 | 48 | 49 | 50 | ||||||||||
გ | გ | ბ | გ | ა | გ | გ | ბ | ბ | გ |