23 ნოემბერი, შაბათი, 2024

პა­სუ­ხი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში პან­დე­მი­ით გან­პი­რო­ბე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს

spot_img

კო­ვიდ 19 სე­რი­ო­ზულ  ნაკ­ვა­ლევს ტო­ვებს თით­ქ­მის ყვე­ლა სფე­რო­ზე, თა­ვის­თა­ვად,  გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როა, მე­ტიც, მთე­ლი რი­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ძა­ლი­ან რთუ­ლად წა­რი­მარ­თა პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბა.  პირ­ველ რიგ­ში კი, გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი იმან წარ­მოშ­ვა, რომ თვი­თონ სის­ტე­მას დას­ჭირ­და ტრან­ს­ფორ­მა­ცია – „ტრან­ს­ფორ­მა­ცია უფ­რო გა­ციფ­რუ­ლე­ბი­სა­კენ და ამან კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი გა­ა­შიშ­ვ­ლა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში,“ – მი­იჩ­ნევს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იმ კვლე­ვის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რია, რომ­ლის მი­ზა­ნიც ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნაა. „კვლე­ვის მი­ზა­ნი გახ­ლ­დათ დაგ­ვე­ნა­ხა რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი – რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩვენს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში – რას ფიქ­რო­ბენ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი იმ გა­მოწ­ვე­ვა­ზე, რა­საც მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნა ჰქვია. თა­ვის­თა­ვად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის მი­ერ, კვლე­ვის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შემ­ხ­ვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბის და­გეგ­მ­ვა,“ – ამ­ბობს მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი.

ონ­ლა­ინ გა­მო­კითხ­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სკო­ლებ­ში (2083 სკო­ლა) და­იგ­ზავ­ნა ონ­ლა­ინ ან­კე­ტა. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან, 7 ათას­ზე მეტ­მა რეს­პონ­დენ­ტ­მა გა­მოთ­ქ­ვა. „გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი – სკო­ლებ­ში და­ვაგ­ზავ­ნეთ კითხ­ვა­რი და ამ კითხ­ვარ­თან ერ­თად, ვფიქ­რობ­დით იმა­საც, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის მიგ­ვე­ცა ჩაღ­რ­მა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იმ სა­კითხებ­ზე, რო­მელ­ზეც მათ ალ­ბათ უკ­ვე ნა­ფიქ­რი ისე­დაც ჰქონ­დათ, – ამ­ბობს კვლე­ვის ავ­ტო­რი და ხაზს უს­ვამს იმ ფაქ­ტორ­საც, რომ საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­და პან­დე­მია და, შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ველ ეტაპ­ზე, უამ­რავ სკო­ლას მო­უ­წია დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დარ­თ­ვა, მე­ო­რე ეტაპ­ზეც გაგ­რ­ძელ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა და მი­სი თან­მ­ხ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი: „რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი –  მსოფ­ლი­ო­ში ტერ­მი­ნიც კი გაჩ­ნ­და – ციფ­რუ­ლი გა­ყო­ფა, რაც გუ­ლის­ხ­მობს უთა­ნას­წო­რო­ბას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ფაქ­ტო­რებ­თან, ასე­ვე, უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით უთა­ნას­წო­რო­ბას­თან. სამ­წუ­ხა­როდ, მათ არ ჰქონ­დათ წვდო­მა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რა­მაც კი­დევ ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მა წარ­მოქ­მ­ნა. ესეც ალ­ბათ ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ ნა­წილ­თა­ნაა კავ­შირ­ში. მა­გა­ლი­თად, არ ჰქონ­დათ წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­ზე, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ გაკ­ვე­თი­ლებ­სა და ლექ­ცი­ებ­ზე ჩარ­თ­ვას. ასე რომ, უთა­ნაბ­რო­ბამ კი­დევ უფ­რო გა­ამ­წ­ვა­ვა პრობ­ლე­მა და მოს­წავ­ლე­ე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი პრო­ცე­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ… ამან კი, შე­იძ­ლე­ბა, აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნა გა­მო­იწ­ვი­ოს.“

სწო­რედ ციფ­რუ­ლი გა­ყო­ფა გახ­და ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ თვა­ლი უნ­და გა­უს­წო­როს, მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­თა 47% აღ­მოჩ­ნ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის მიღ­მა ციფ­რუ­ლი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. რე­გი­ო­ნუ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბის სუ­რა­თი ციფ­რუ­ლი გა­ყო­ფის მას­შ­ტა­ბებს მწვა­ვედ წარ­მო­ა­ჩენს. ასე მა­გა­ლი­თად, თუ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში და კერ­ძოდ, და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო ამე­რი­კა­ში მოს­წავ­ლე­თა 14%-ს არ აქვს ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მა, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში 34%-ზე ადის, აზი­ა­სა და ოკე­ა­ნეთ­ში უკ­ვე 49%-ია, ხო­ლო ტრო­პი­კუ­ლი აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში 80%-ს შე­ად­გენს. ნა­თე­ლია, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა პირ­და­პირ კავ­შირ­შია გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას­თან.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობ­დ­ნენ იმ აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის ხა­რის­ხის და­სად­გე­ნად, რაც დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ცხა­დია, კვლე­ვებს მუდ­მი­ვად ვეც­ნო­ბით და ვა­ა­ნა­ლი­ზებთ მთა­ვარ ტენ­დენ­ცი­ებ­სა და მიგ­ნე­ბებს. კვლე­ვებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს იმ ფაქ­ტებს, რო­ცა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც შე­იმ­ჩ­ნე­ო­და აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აკე­თე­ბენ პრო­ექ­ტი­რე­ბას – რამ­დენ ხან­ში, რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა მი­სი დაძ­ლე­ვა.

ზო­გი კვლე­ვა იმა­საც აჩ­ვე­ნებს, რომ ჩა­მორ­ჩე­ნის დაძ­ლე­ვას ქვეყ­ნე­ბი არა ერთ და ორ თვე­ში ან წე­ლი­წად­ში, არა­მედ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში თუ შეძ­ლე­ბენ. ისიც კი გა­მოთ­ვა­ლეს, რომ პრი­ო­რი­ტე­ტად და­სახ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დაძ­ლე­ვის პრო­ცე­სი შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მი-ოთხი წე­ლი გაგ­რ­ძელ­დეს და თუ­კი ყუ­რადღე­ბას არ მი­ვაქ­ცევთ, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას,“ – ამ­ბობს მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვას, სა­ფუძ­ვ­ლად სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი და­ე­დო, 8 ათა­სამ­დე მას­წავ­ლე­ბელ­მა და დი­რექ­ტორ­მა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მათ ჩათ­ვა­ლეს, რომ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის გა­მოკ­ვე­თა, რად­გან ეს მათ მოს­წავ­ლე­ებს ეხე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ავ­სეს კითხ­ვა­რი და და­ა­ფიქ­სი­რეს თა­ვი­ან­თი აზ­რი რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ.

მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი:  „კითხ­ვარ­მა აჩ­ვე­ნა, თუ რო­გორ აპი­რე­ბენ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი ჩა­მორ­ჩე­ნის დაძ­ლე­ვას. ბევ­რია გაც­დე­ნე­ბი­სა და არ დას­წ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ღია კითხ­ვებ­ში გვი­წერ­დ­ნენ, რომ უნ­და შემ­ცირ­დეს გაკ­ვე­თი­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში გა­და­ტა­ნამ გარ­კ­ვე­უ­ლად შეც­ვა­ლა პე­და­გო­გი­კაც, მიდ­გო­მე­ბი, რა­მაც ასე­ვე გა­მო­იწ­ვია გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი.

ჩვენს კვლე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან, პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად, ყვე­ლა­ზე უკე­თეს სა­შუ­ა­ლე­ბად მიჩ­ნე­უ­ლია კუ­რი­კუ­ლუ­მის ცვლი­ლე­ბა და სა­ზაფხუ­ლო ან არა­ფორ­მა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რომ­ლი­თაც შე­სა­ბა­მის ჯგუ­ფებს გა­ე­წე­ვათ დახ­მა­რე­ბა.

ვინ უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ეს პროგ­რა­მე­ბი? ამ კითხ­ვა­ზე კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა პასუხობს, რომ მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის და­საძ­ლე­ვად, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და იმუ­შა­ონ და ასე­თი პროგ­რა­მე­ბიც თა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

გარ­კ­ვე­ულ სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მათ სხვა­დას­ხ­ვა პო­ზი­ცი­ე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს, თუმ­ცა, ძირი­თა­დად, ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­ემ­თხ­ვა. იმ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის და­საძ­ლე­ვად, მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, სას­წავ­ლო წლის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბა ან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დრო­ის გაზ­რ­და.

სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცი­ე­ბი და ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა მა­თი მხრი­დან, მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის და­საძ­ლე­ვად. ვფიქ­რობ, კვლე­ვას თუ გა­ეც­ნო­ბი­ან, ძა­ლი­ან გა­მო­დე­გე­ბა სკო­ლებს. მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­უძ­ლიათ მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ზაფხულ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა მო­ამ­ზა­დონ (ჯერ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ – რა აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნე­ბი ჰქონ­დათ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბის დროს). თუ­კი სკო­ლე­ბი ასეთ პროგ­რა­მებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და­გეგ­მონ/გა­ა­კე­თონ სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, მრა­ვა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ეს არის ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ და­ნა­ხუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ისი­ნი ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას.“

მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ კვლე­ვა ცენ­ტ­რ­მა მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­მოკ­ვე­თილ პრობ­ლე­მებ­ზე სწო­რი და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის მო­სახ­დე­ნად ჩაატარა: „იქ­ნებ და­ვეხ­მა­როთ მას­წავ­ლებ­ლებს სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სით. ჩვენ არა­ერ­თი რე­სურ­სი მი­ვუძღ­ვე­ნით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში წარ­მოქ­მ­ნილ პრობ­ლე­მებს, მათ შო­რის, გა­მოვ­ცემთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსს, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ი­ბეჭ­დოს სტა­ტი­ე­ბი იმ საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­შიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა ჩა­მორ­ჩე­ნა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამის­თ­ვის თან­ხა ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს, მაგ­რამ თუ გვექ­ნე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ზეც აუცი­ლებ­ლად ვი­ფიქ­რებთ.“

მი­სი­ვე აზ­რით, მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, ცხა­დია, სკო­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ, რად­გან ამას სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ვერ ექ­ნე­ბა: „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­თი პროგ­რა­მე­ბი სკო­ლე­ბის დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დეს იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ჩა­მორ­ჩე­ნის უნი­ფი­ცი­რე­ბა რთუ­ლია, ანუ საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ი­ცეს პრობ­ლე­მე­ბის მოსაგ­ვა­რე­ბლად, მაგ­რამ ის, რომ, ვთქვათ, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზაფხუ­ლო პროგ­რა­მა გა­კეთ­დეს და ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ეს სწო­რი არ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სკო­ლის გა­და­საწყ­ვე­ტია იმის­და მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი ხა­ნი იყო დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე, მოს­წავ­ლე­თა რა ნა­წი­ლი ვერ ეს­წ­რე­ბო­და ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს, რა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გაჩ­ნ­და თი­თო­ე­ულ კლას­ში და მოს­წავ­ლეს­თან, ან რა სა­გან­ში იყო ყვე­ლა­ზე მე­ტი სირ­თუ­ლე დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას – რას სწავ­ლობ­დ­ნენ და რას ვერ სწავ­ლობ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი. რა თქმა უნ­და, სკო­ლამ უნ­და და­ი­ნა­ხოს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და გან­საზღ­ვ­როს ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ვარ­დ­ნებს გა­მო­ას­წო­რებს.

კითხ­ვარ­მა კი­დევ ერ­თხელ და­ა­ფიქ­რა სკო­ლე­ბი და და­ა­ნა­ხა ის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც სხვა ქვეყ­ნებ­ში ცდი­ლო­ბენ პრობ­ლე­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, თუ­კი ასეთ მიზ­ნობ­რივ პროგ­რა­მებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ვა­წო­დოთ სკო­ლებს და მას­წავ­ლებ­ლებს.“

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი გა­მოწ­ვე­ვა­ზე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო პა­სუ­ხა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიც მოწ­მობს, რომ დი­რექ­ტო­რე­ბიც და პე­და­გო­გე­ბიც თან­ხ­მ­დე­ბი­ან რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე.

კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შემ­დე­გი ტენ­დენ­ცი­ე­ბი  გა­მოიკ­ვე­თა:

♦ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის დას­წ­რე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, დი­რექ­ტო­რებს და მას­წავ­ლებ­ლებს რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნი­ათ;

♦ რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბის და და­ნერ­გ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­აჩ­ნი­ათ კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით იმ მოს­წავ­ლე­თა ჯგუ­ფე­ბის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლებ­საც სწავ­ლა­ში აქვთ ჩა­მორ­ჩე­ნა;

♦ დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლა­ში ჩა­მორ­ჩე­ნის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სას­წავ­ლო წლის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბით;

♦ რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბად კუ­რი­კუ­ლუ­მის ცვლი­ლე­ბა და ამ ტი­პის დახ­მა­რე­ბის შიგ­ნით ჩა­შე­ნე­ბა და­სა­ხელ­და, ასე­ვე, სა­ზაფხუ­ლო პროგ­რა­მე­ბი და ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლა­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი;

♦ რაც შე­ე­ხე­ბა რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მხა­რეს, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბით, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. რეს­პონ­დენ­ტე­ბის აზ­რით, პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნის და და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, სა­სურ­ვე­ლია, ჩა­ერ­თონ ექ­ს­პერ­ტე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს სწავ­ლა­ში პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები