7 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ონლაინ ღია კარის დღე პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მონაწილეებისათვის

8 ოქტომბრის 18:00 საათამდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის მიმდინარეობს რეგისტრაცია კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდებისათვის.

ამ თემასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება.

√ ვის აქვს გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება? √როგორია რეგისტრაციის პროცესი და რა უნდა გაითვალისწინონ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა? – ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხებს დაინტერესებული პირები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისგან ნინო წერეთლისგან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან ეკატერინე ხუციშვილისგან მიიღებენ.

შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება.

დასწრება შესაძლებელია 7 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე სპეციალური ბმულის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის საგნის გამოცდაზე, ხოლო პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია უფასოა.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში  8 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება